ვენესუელის ფედერალური სამფლობელოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფედერალური სამფლობელოები
Dependencias Federales














დროშა

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
კოორდინატები 10°55′47″ ჩ. გ. 65°21′25″ დ. გ. / 10.92972° ჩ. გ. 65.35694° დ. გ. / 10.92972; -65.35694
დაარსდა 1945
ფართობი 342 კმ²
მოსახლეობა 3 245 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30

ვენესუელის ფედერალური სამფლობელოები (ესპ. Dependencias Federales de Venezuela) — ადნინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ვენესუელაში. მოიცავს მის კუთვნილ, ქვეყნისგან მოშორებულ ყველა კუნძულს კარიბის ზღვაში და ვენესუელის ყურეს. კუნძულები, რომელთა საერთო ფართობიც 342 კმ²-ია, მეჩხრადაა დასახლებული; 2007 წლის მონაცემებით, აქ მუდმივად 3 245 ადამიანი სახლობს, დაახლოებით ასი ადამიანი კი კუნძულ მარგარიტაზე სეზონური მცხოვრებია, ძირითადად მეთევზეები. ადგილობრივი ხელისუფლება კარაკასის მერის დაქვემდებარებაში იმყოფება.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერალური სამფლოებელოები 600 კუნძულსა და სხვა მომცრო ფორმაციებს მოიცავს. ბევრი მათგანის ფართობი 10 000 მ²-ზე ნაკელბია და უბრალოდ კლდეებს წარმოადგენს. კუნძულებს შორის უდიდესი, ლა-ტორტუგა ფედერალური სამფლოებელოების ტერიტორიის დაახლოებით ნახევარზე მეტს მოიცავს.

ადმინისტრაციული ერთეული გადაჭიმულია 900 კმ-ზე, ვენესუელის ყურიდან აღმოსავლეთით, ლოს-მონხესის არქიპელაგის გასწვრივ, პარიის ყურემდე.

მნიშვნელოვანი კუნძულები და ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]