მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფუკუოკის პრეფექტურა (იაპონ. 福岡県) — პრეფექტურა იაპონიაში, კიუსიუს რეგიონში, კუნძულ კიუსიუზე. ფართობი 4,986 კმ², მოსახლეობა 5 108 038 ადამიანი (2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით). სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება საგის პრეფექტურა, სამხრეთით კუმამოტოს პრეფექტურა, სამხრეთ-აღმოსავლეთით ოიტის პრეფექტურა. ადმინისტრაციული ცენტრი ფუკუოკა. დასავლეთით გარშემორტყმულია ცუსიმის სრუტით, ჩრდილო-დასავლეთით იაპონიის შიგა ზღვით, ჩრდილოეთით კანმონის სრუტით, ხოლო სამხრეთით არიაკეს ზღვით. პრეფექტურის დასავლეთი სანაპირო შეჭრილ-შემოჭრილია.[2]