გიფუს პრეფექტურა
გიფუს პრეფექტურა 岐阜県 | |
---|---|
გიფუს პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | ტიუბუ |
კუნძული | ჰონსიუ |
კოორდინატები | 35°29′ ჩ. გ. 136°54′ ა. გ. / 35.483° ჩ. გ. 136.900° ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | გიფუ |
ISO 3166-2:JP | JP-21 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 10 621.29 კმ² (7) |
მოსახლეობა | (2019) |
სულ | 1 991 390 ად. (17) |
სიმჭიდროვე | 190 ად./კმ² |
რაიონი | 9 |
მუნიციპალიტეტი | 42 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Taxus cuspidata |
ყვავილი | Astragalus sinicus |
ფრინველები | Lagopus muta |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | ჰაჯიმე ფურუტა |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
გიფუს პრეფექტურა (იაპ. 岐阜県) — იაპონიის პრეფექტურა, რომელიც მდებარეობს ტიუბუს რაიონში, კუნძულ ჰონსიუზე.[1](გვ. 246)[2](გვ. 126) გიფუს პრეფექტურის მოსახლეობა არის 1,991,390 (2019 წლის 1 ივნისის მიხედვით) და მას 10 621 კვადრატული კილომეტრი უჭირავს. გიფუს პრეფექტურას ესაზღვრება: ტოიამას პრეფექტურა - ჩრდილოეთით, ისიკავას პრეფექტურა - ჩრდილო-დასავლეთით, ფუკუის პრეფექტურა - დასავლეთით, შიგას პრეფექტურა - სამხრეთ დასავლეთით, მიესა და აიტის პრეფექტურა სამხრეთით. ასევე ნაგანოს პრეფექტურა აღმოსავლეთით.
გიფუ არის გიფუს პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა მსხვილ ქალაქებს შორისაა: ოგაკი, კაკამიგაჰარა და ტაჯიმი . [3] (p246)
გიფუს პრეფექტურა მდებარეობს იაპონიის ცენტრალურ ნაწილში და რვა ზღვაზე გასასვლელის არ მქონე პრეფექტურიდან ერთ-ერთია. პრეფექტურის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დედაქალაქ გიფუში ცხოვრობს. გიფუს პრეფექტურა მდებარეობდა იაპონიის ისტორიულ გზაჯვარედინზე, სადაც გადიოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთთან დამაკავშირებელი მარშრუტები. გიფუს პრეფექტურა იყო გრძელვადიანი რეზიდენცია ოდა ნობუნაგა და საიტო დოსანისთვის, რომლებიც იაპონური ისტორია სენგოკუს პერიოდში მნიშვნელოვან პიროვნებებს წარმოადგენდნენ. [4] გიფუს პრეფექტურა ცნობილია ვუაშის ქაღალდის ტრადიციული ინდუსტრიით, მათ შორის გიფუს ქაღალდის ლამპებითა და გიფუს ქოლგებით. ასევე იაპონური ხმლებისა და საბრძოლო იარაღის ინდუსტრიებით. გიფუს პრეფექტურაში მდებარეობს გიფუს ციხე, ასევე 1,300 წლის ტრადიცია, რომელიც ანკესით თევზაობას მოიცავს მდინარე ნაგარაზე. ის ასევე განთქმულია სეკიგაჰარას ბრძოლით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე გიფუს, იამატოს სასამართლოს ნაწილი გახდა დაახლოებით მეოთხე საუკუნის შუა პერიოდში. იმის გამო, რომ იგი კუნძულ ჰონსიუს შუა ნაწილში მდებარეობს, გიფუ მრავალი გადამწყვეტი ბრძოლის ადგილი იყო იაპონიის ისტორიაში, მათ შორის ყველაზე ძველი იყო ჯინშინის ომი 672 წელს, რამაც გამოიწვია იმპერატორ ტენმუს მმართველობის დამყარება. ის იაპონიის მე-40 იმპრატორის ტიტულს ატარებდა.
გიფუს პრეფექტურის ტერიტორია შედგება ძველი პროვინციების ჰიდასა და მინოსგან, ასევე ეჩიზენისა და შინანოს მცირე ნაწილებისგან. [5] პრეფექტურის სახელი მომდინარეობს მისი დედაქალაქი გიფუდან, რომელსაც სახელი ოდა ნობუნაგამ უწოდა 1567 წელს მთელი იაპონიის გაერთიანების კამპანიის დროს. [6] პირველი სიმბოლო მოდის ქიშან-იდან (岐山), ლეგენდარული მთის სახლეწიდებიდან, ხოლო მეორე ვერსიით ის მოდის ციუიფუ-დან (曲阜), კონფუცის დაბადების ადგილიდან.
ისტორიულად, პრეფექტურა ხმლების წარმოების ცენტრს წარმოადგენდა მთელი იაპონიისთვის.
28 ოქტომბერს, 1891 წელს, დღევანდელი ქალაქი მოტოსუ იყო ეპიცენტრი, მინო-ოვარის მიწისძვრის, რომელიც სიდიდით მეორე მიწისძვრა იყო იაპონიაში. მიწისძვრამ, რომელიც შეფასდა 8.0 ბალად, მიწა შუაზე გაყო, რისი ნახვა დღესაცაა შესაძლებელი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონიაში მხოლოდ რვა პრეფექტურაა ისეთი, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, გიფუ კი ერთ-ერთი მათგანია. გიფუ ესაზღვრება შვიდ სხვა პრეფექტურას: აიჩი, ფუკუი, იშიკავა, მიე, ნაგანო, შიგა და ტოიამა . იაპონიის საფოსტო კოდები ყველა იწყება სამნიშნა რიცხვით, 001-დან 999-მდე. გიფუს პრეფიქსი არის 500, რაც მისი იაპონიის ცენტრში მდებარეობითაა განპირობებული. იაპონიის ცენტრი მდებარეობს სეკიში, გიფუს პრეფექტურაში.
2019 წლის 31 მარტის მონაცემენით, ტერიტორიის 18 % ბუნებრივ პარკებს უჭირავს, რომელთა შორის აღსანიშნავია: ჰაკუსანისა და ჩაბუ-სანგაკუს ეროვნული პარკები, ასევე ჰიდა კისოგავასა და იბი-სეკიგაჰარა იირუს კვაზი ეროვნული პარკები, ასევე თხუთმეტი პრეფექტურული ბუნებრივი პარკები.[7]
რეგიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიფუს ხუთი არაოფიციალური რეგიონი აქვს, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საშუალებას აძლევს ერთად იმუშაონ მიმდებარე ტერიტორიის პოპულარიზაციისთვის. ხუთი რეგიონია სეინო, გიფუ, ჩუნო, ტონო და ჰიდა . რეგიონების საზღვრები თავისუფლად არის განსაზღვრული, მაგრამ, როგორც წესი, ისინი გამოყოფილია დიდი ქალაქებით.
ტოპოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთ ჰიდას რეგიონში დომინირებს მაღალი მთები, მათ შორის იაპონიის ალპების ნაწილები . სამხრეთ მინოს რეგიონი ძირითადად ნაყოფიერმიწას მოიცავს, რომელსაც უჭირავს ვრცელი ველი, სახნავი ნიადაგით. პრეფექტურის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს პრეფექტურის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ნაგოიასთან .
მაღალმთიანი ჰიდას რეგიონი მოიცავს როგორც ჰიდას მთებს, რომლებსაც ,,ჩრდილოეთ ალპებს" უწოდებენ, ასევე კისოს მთებს, რომლებიც იაპონიაში ,,ცენტრალურ ალპების" სახელით მოიხსენიება. რიჟაკუს მთები ასევე მდებარეობს ჰიდას რეგიონში. სხვა მთავარ ქედებში შედის იბუკის მთები და იირუს მთები .
მინოს რეგიონის დიდი ნაწილი შედგება კისოს სამი მდინარის ალუვიური ბარისაგან, რომლებიც არის მდინარე იბი, მდინარე კისო და მდინარე ნაგარა . სამივე მდინარისსათავე ნაგანოს პრეფექტურაშია და ისინი საბოლოოდ გადადიან მიეს პრეფექტურაში, მოგვიანებით კი- ისეს ყურეში ჩაედინებიან.. პრეფექტურის სხვა დიდ მდინარეებში შედის: ჯინზუ, ტაკაჰარა, შო, შონაი, იაჰაგი და იტოშირო.
მუნიციპალიტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიფუს პრეფექტურაში ოცდაერთი ქალაქი მდებარეობს:
- გიფუ - (პრეფექტურის დედაქალაქი)
- ენა
- გერო
- გუჯო
- ჰაშიმა
- ჰიდა
- კაზუ
- კაკამიგაჰარა
- კანი
- მინო
- მინოკამო
- მიზუჰო
- მიზუნამი
- მოტოსუ
- ნაკაცუგავა
- ოგაკი
- სეკი
- ტაჯიმი
- ტაკაიამა
- ტოკი
- იამაგატა
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიფუში გვხვდება ტრადიციული ინდუსტრიები, როგორიცაა ქაღალდის დამზადება და სოფლის მეურნეობა, მაგრამ მის ეკონომიკაში დომინირებს წარმოება, მათ შორის კოსმოსური და საავტომობილო პროდუქტები. ასევე გვხვდება მცირე კომპონენტების წარმოება, როგორიცაა დანადგარები, საღებავებისა და პლასტმასის ფორმირება.
ტრადიციული ინდუსტრიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიფუ ცნობილია ანკესით თევზაობით, რომელსაც 1300 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. სოფლის მეურნეობა ასევე მთავარი ინდუსტრიაა გიფუს უზარმაზარი სახნავი დაბლობების გამო. ჩრდილოეთით მდებარე ტყეები ხის მასალად და ნავების შესაქმნელად გამოიყენება, ამ ნავებს კი- შემდგომ სათევზაოდ იყენებენ.
მინოს რეგიონი დიდი ხანია ცნობილია თავისი მაღალხარისხიანი ქაღალდით, სახელწოდებით მინო ვაში, რომელიც უფრო ძლიერი და თხელია, ვიდრე იაპონური სხვა ქაღალდები. მას იყენებდნენ იაპონელი სამხედროები მეორე მსოფლიო ომის დროს. [8] ქაღალდზე დაფუძნებულ სხვა პროდუქტებს შორისაა გიფუს ფარნები და გიფუს ქოლგები, რომლებიც მზადდება პრეფექტურის დედაქალაქ გიფუში . სხვა ტრადიციულ საქონელს მიეკუთვნება მინო-იაკის ჭურჭელი ტაჯიმიში, ტოკში და მიზუნამიში. საკეს ხშირად ამზადებენ მდინარეების წყლით.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასაჰის უნივერსიტეტი
- ჩუბუ გაკუინის უნივერსიტეტი
- ჩუკიო გაკუინის უნივერსიტეტი
- გიფუს ქალთა კოლეჯი
- გიფუს საექთნო კოლეჯი
- გიფუ კეიზაი უნივერსიტეტი
- გიფუს ფარმაცევტიული უნივერსიტეტი
- გიფუ შოტოკუ გაკუენის უნივერსიტეტი
- გიფუს უნივერსიტეტი
- გიფუს სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტი
- გიფუს ქალთა უნივერსიტეტი
- ხელოვნებისა და მეცნიერების ინსტიტუტი
- ტოკაი გაკუინის უნივერსიტეტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). "Gifu-ken" in Japan Encyclopedia, p. 246 Google წიგნებში
- ↑ Nussbaum, "Chūbu" in p. 126 Google წიგნებში
- ↑ Nussbaum, "Gifu" in p. 246 Google წიგნებში
- ↑ Instant Gifu. Gifu International Center, 1995.
- ↑ Nussbaum, "Provinces and prefectures" in p. 780 Google წიგნებში
- ↑ Stone ledger in front of Kashimori Shrine. Erected by Kashimori Shrine.
- ↑ 然公園都道府県別面積総括 自[General overview of area figures for Natural Parks by prefecture] (PDF) (in Japanese). Ministry of the Environment. March 31, 2019. Retrieved July 22, 2019.
- ↑ Greg Goebel. The Fire Balloons. ციტირების თარიღი: November 23, 2007
|