შინაარსზე გადასვლა

ტიბის პრეფექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრეფექტურა
ტიბის პრეფექტურა
იაპონ. 千葉県
დროშა გერბი

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
შიდა დაყოფა აბიკო, Asahi, Chiba, 銚子市, Funabashi, Futtsu, იტიჰარა, იტიკავა, Inzai, Isumi, Kamagaya, Kamogawa, Kashiwa, Katori, Katsuura, Kimitsu, Kisarazu, Matsudo, Minamiboso, Mobara, Nagareyama, Narashino, Narita, Noda, Oamishirasato, Sakura[1] , Sanmu, Shiroi, Sodegaura, 匝瑳市, Tateyama, Tomisato, Tōgane-shi, Urayasu, Yachimata, Yachiyo, 四街道市, Awa district, Chosei District, Inba district, Isumi district, Katori district, Sanbu district, Kyonan, 長南町, 長生村, Ichinomiya, Mutsuzawa, Nagara, Shirako, Sakae, Shisui, Onjuku, Otaki, 神崎町, Tako, 東庄町, 九十九里町, Shibayama და Yokoshibahikari
კოორდინატები 35°36′16″ ჩ. გ. 140°07′23″ ა. გ. / 35.604583° ჩ. გ. 140.123194° ა. გ. / 35.604583; 140.123194
მმართველი Toshihito Kumagai[2]
დაარსდა 15 ივნისი, 1873
ფართობი 5157.50 კმ²
მოსახლეობა 6 279 002 (1 მარტი, 2021)[3]
სასაათო სარტყელი UTC+09:00 და იაპონიის სტანდარტული დრო
ოფიციალური საიტი https://www.pref.chiba.lg.jp/
ტიბის პრეფექტურა — იაპონია
ტიბის პრეფექტურა

ტიბის პრეფექტურა — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კუნძულ ჰონსიუზე, კანტოს რეგიონში. პრეფექტურის ფართობი შეადგენს 5156,61 კმ²-ს.[4] მოსახლეობა — 6 196 701 ადამიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე — 1201,70 ად./კმ². პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ტიბა.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბის პრეფექტურაში განლაგებულია 37 ქალაქი და 6 რაიონი (16 დაბა და 1 სოფელი).

პრეფექტურის ქალაქების სია:

ტიბის პრეფექტურა დაარსდა 1837 წლის 15 ივნისს კისარაძუსა და იმბის პრეფექტურების გაერთიანების შედეგად. ტოდოფუკენის სისტემის შემოღებამდე პრეფექტურა სამი პროვინციისაგან შედგებოდა: ავა, კაძუსა და სიმოსა.

ტიბის პრეფექტურა მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, უმთავრესად ბოსოს ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება იბარაკის პრეფექტურა, დასავლეთით ქალაქი ტოკიო და საიტამის პრეფექტურა, აღმოსავლეთით ეკვრის წყნარი ოკეანე, ხოლო სამხრეთით ტოკიოს ყურე. ტიბის პრეფექტურის დიდი ნაწილი განლაგებულია ბოსოს ბორცვიან ნახევარკუნძულზე, რომელზედაც ბრინჯი მოჰყავთ. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია პრეფექტურის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, — კანტოს რეგიონის ნაწილი, რომელიც განფენილია ტოკიოსა და საიტამის საქალაქო აგლომერაციაში. კუროსიოს დინება გადის ტიბის პრეფექტურის ახლოს, რის გამოც ზამთარი შედარებით თბილია, ხოლო ზაფხული ახლოს მდებარე ტოკიოსთან შედარებით გრილი.

ტიბის პრეფექტურა თავისი წაგრძელებული სანაპიროსა და ტოკიოსთან სიახლოვის გამო არის იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სამრეწველო რაიონი. განვითარებულია ქიმიური მრეწველობა, ნავთობქიმია და მანქანათმშენებლობა, — ტიბის პრეფექტურის სამი ძირითადი საწარმოო დარგი. ერთად ისინი იძლევიან პრეფექტურის ექსპორტის 45 %-ს. პრეფექტურის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აგრეთვე ვაჭრობას, ტრანსპორტს, მეტალურგიას, კვების მრეწველობასა და ტურიზმს. 80-90-იან წლებში მთავრობამ დააარსა 80-ზე მეტი საწარმოო ზონა. განვითარებულია თევზჭერა. მეთევზეობის ბაზა განლაგებულია ქალაქ ტიოსიში.

ტოკიოს დისნეილენდი მდებარეობს ქალაქ ურიასუში, პრეფექტურის დასავლეთ საზღვართან. ტიბა ტოკიოსთან დაკავშირებულია რამდენიმე სარკინიგზო ხაზით. ქალაქ ნარიტაშია ნარიტის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ტიბის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში მდებარეობს. ტიბის პრეფექტურა განთქმულია აგრეთვე სოფლის მეურნეობით. პრეფექტურის ფარგლებშია დიდი სავაჭრო ცენტრები და უნივერმაღები.

ტიბის პრეფექტურის ემბლემა შეიქმნა 1909 წლის 28 დეკემბერს. იგი წარმოადგენს კატაკანის სიმბოლოების „ტი“ და „ხა“ სტილიზებულ შეხამებას. ტიბის პრეფექტურის დროშა დამტკიცდა 1963 წლის 29 ივლისს. დროშის ლურჯი ფერი გამოხატავს იმედსა და განვითარებას, ხოლო ყვითელი თალგამის ყვავილია. მართალია ტიბის პრეფექტურის ყვავილი არ არის დამტკიცებული, მაგრამ ყვავილად თალგამის ყვავილია აღიარებული. იგი გამოკითხვის შედეგად პრეფექტურის მოსახლეობამ 1954 წელს აირჩია. ხედ არჩეულია Podocarpus macrophyllus (1966 წლის 29 სექტემბერი), ხოლო ფრინველად — Emberiza cioides (1965 წლის 10 მაისი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]