ნაგასაკის პრეფექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაგასაკის პრეფექტურა
長崎県
პრეფექტურის მდებარეობა ნაგასაკის პრეფექტურა
ნაგასაკის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე
მდებარეობა
ქვეყანა იაპონია
რეგიონი კიუსიუ
კუნძული კიუსიუ
კოორდინატები 33°58′ ჩ. გ. 129°48′ ა. გ. / 33.967° ჩ. გ. 129.800° ა. გ. / 33.967; 129.800
ინფორმაცია
ადმინისტრაციული ცენტრი ნაგასაკი
ISO 3166-2:JP JP-42
სტატისტიკა
ფართობი 4 130.88 კმ² (42)
მოსახლეობა (2020)
     სულ 1 314 078 ად. (27)
     სიმჭიდროვე 320 ად./კმ²
რაიონი 4
მუნიციპალიტეტი 21
სიმბოლიკა

პრეფექტურის დროშა
პრეფექტურის დროშა

პრეფექტურის ემბლემა
პრეფექტურის ემბლემა
ხე Chamaecyparis pisifera
ყვავილი Rhododendron serpyllifolium
ფრინველები Aix galericulata
ადმინისტრაცია
გუბერნატორი ჰოდო ნაკამურა
ოფიციალური საიტი (იაპონური)

ნაგასაკის პრეფექტურა (იაპ. 長崎県) — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კიუსიუზე. [1] ნაგასაკის პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 1 314 078 (2020 წლის 1 ივნისის მონაცემებით) და მას უჭირავს 4 130 კვადრატული კილომეტრის ფართობი. ნაგასაკის პრეფექტურას ესაზღვრება საგის პრეფექტურა - ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ნაგასაკი არის ნაგასაკის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. პრეფექტურის სხვა, მსხვილ ქალაქებს შორისაა: სასებო, ისაჰაია და ემურა.[2] ნაგასაკის პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს დასავლეთ ნაწილში. ტერიტორია შედგება მრავალი ნახევარკუნძულისგან, რომლებიც ომურას ყურის გარშემო მდებარეობს. ის აგრეთვე ,ოიცავს კუნძულებსა და არქიპელაგებს, რომელთა შორისაცაა ცუშიმა და იკი, რომლებიც კორეის სრუტეში მდებარეობენ. პრეფექტურას ასევე ეკუთვნის გოტოს კუნძულები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში . ნაგასაკის პრეფექტურა ცნობილია ევროპელებთან საუკუნოვანი სავაჭრო ისტორიით და საკოკუს პერიოდში იაპონიასა და გარესამყაროს შორის პირდაპირი ვაჭრობისა და გაცვლის ერთადერთ ადგილის სახელით. ნაგასაკის პრეფექტურაში მდებარეობს ნაგასაკის რეგიონის რამდენიმე დამალული ქრისტიანული ადგილი, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგასაკის პრეფექტურა შეიქმნა ყოფილი პროვინციის ჰიზენის დასავლეთ ნახევრისა და კუნძულ პროვინციებთან ცუშიმასა და იკისთან ერთად. [3] ჩინეთისა და კორეის პირისპირ, ჰირადოს მიმდებარე რეგიონი ვაჭრებისა და მეკობრეების ტრადიციული ცენტრი იყო.

კუიჩი უჩიდას ნაგასაკის სურათი 1872 წელს

XVI საუკუნის განმავლობაში პორტუგალიიდან ჩადიოდნენ კათოლიკე მისიონერები და ვაჭრები, რომლებიც ძალიან გააქტიურდნენ ჰირადოსა და ნაგასაკში, რის გამოც ეს ადგილები საგარეო ვაჭრობის მთავარ ცენტრად იქცა. ოდა ნობუნაგას პერიოდში პორტუგალიელების უფლებები შეამცირეს და მისიონერები ნელ-ნელა გარიყეს. საბოლოოდ, ტოკუგავას ეპოქაში, საკოკუს ეროვნული იზოლაციის პოლიტიკით აიკრძალა ქრისტიანობა: იაპონიის საგარეო ვაჭრობა შემოიფარგლებოდა ჩინელი და ჰოლანდიელი ვაჭრებით. ამასთან, კირიტიანული (იაპონური ქრისტიანული) თაყვანისცემა მიწისქვეშეთში გაგრძელდა. ეს კაკურიე კირიშიტანები (ფარული ქრისტიანები) ყოველ ნაბიჯზე ცდილობდნენ, ფეხი მეკიდებინათ და თავს ასაღებდნენ, თითქოს არაქრისტიანები იყვნენ. ყველა კათოლიკე მისიონერის განდევნით, კათოლიკური ქვეყნებიდან ჩასული ვაჭრებიც აიძულეს ქვეყნიდან გასულიყვნენ. მათთან ერთად გაყარეს მათი შვილები, ნახევარი იაპონელი და ნახევრად ევროპელი ხალხიც. უმრავლესობა ჯაგატარაში (ჯაკარტა), რაც ადგილობრივ მოსახლეობას დღესაც ახსოვს.

დღეს ნაგასაკის კათოლიკური ეკლესიები და ნაგასაკის რეგიონში დამალული ქრისტიანული ადგილები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში .

ნაგასაკის პრეფექტის სამსახური, მეიძის პერიოდი

მეიძის რესტავრაციის, ნაგასაკი და სასეო გახდა საგარეო ვაჭრობის ძირითადი პორტები, საბოლოოდ კი სამხედრო ბაზები და გემთმშენებელი ცენტრები საიმპერატორო იაპონიის საზღვაო ძალებისა და მიცუბიშის მძიმე მრეწველობისთვის მეორე მსოფლიო ომამდე. 1945 წლის 9 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბი ჩამოაგდო ნაგასაკში, რომელმაც გაანადგურა ყველა შენობა 1.6 კილომეტრის რადიუსზე. დაზიანდა ქალაქის შორეული ადგილებიც. დაიღუპა დაახლოებით 39 000 ადამიანი, მათ შორის 27 778 იაპონელი მუშა, 2000 კორეელი მუშა და 150 იაპონელი ჯარისკაცი. სამრეწველო წარმოების დაახლოებით 68-80% განადგურდა იმ დონემდე, რომ თვეების განმავლობაში ან ერთი წლის განმავლობაში ვერ აღდგებოდა.

ნაგასაკის პრეფექტურაში არის უამრავი ადგილი, ძლიერი წვიმისა და მეწყერის დაზიანებისგან. 1957 წლის ივლისში, ძირითადად ისაჰაიას მიდამოში, ძლიერი წვიმის, წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად 586 ადამიან დაიღუპა, 136 ადამიანი დაიკარგა და 3 860 დაშავდა. იაპონიის მთავრობის ანგარიშში ნათქვამია, რომ 1982 წლის ივლისში ტაიფუნის დაზიანებამ ნაგასაკის მიდამოში 299 ადამიანი იმსხვერპლა. 

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგასაკს აღმოსავლეთით ესაზღვრება საგის პრეფექტურა და სხვა მხარეებიდან გარშემორტყმულია წყლით, მათ შორის არაიკის ყურე, ცუშიმას სრუტეები და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა. იგი ასევე მოიცავს ბევრ კუნძულს, როგორიცაა ცუშიმა, იკი და გოტო. პრეფექტურის სანაპიროებზე არსებობს მთელი რიგი პორტები, როგორიცაა ნაგასაკის პორტი და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ბაზია სასებოში .

2014 წლის 1 აპრილისთვის პრეფექტურის მთლიანი ფართობის 18% ბუნებრივ პარკებად იყო დანიშნული, რომელთა შორისაა: საიკაის და უნზენ-ამაკუსას ეროვნული პარკები; გენკაი და იკი- ცუშიმა კვაზი-ეროვნული პარკები და ჰოკუში, ნიში სონოგი ჰანტი, ნომო ჰანტი, ემურავანი, შიმაბარა ჰანტი და ტარადაკეს პრეფექტურული ბუნებრივი პარკები. [4]

ნაგასაკის პრეფექტურის რუკა

     ქალაქი     მცირე ქალაქი

ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ნაგასაკის ღამის ხედი
სასებო
შიმაბარა

ნაგასაკის პრეფექტურაში ცამეტი ქალაქი მდებარეობს:

  • გოტო
  • ჰირადო
  • იკი
  • ისაჰაია
  • მაცურა
  • მინამიშიმაბარა
  • ნაგასაკი (დედაქალაქი)
  • ომურა
  • საიკაი
  • სასებო
  • შიმაბარა
  • ცუშიმა
  • უნძენი

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე ქრისტიანული პრეფექტურაა მთელს იაპონიაში, სადაც კათოლიკე მისიონერები XVI საუკუნიდან ჩავიდნენ. შუშაკუ ენდოს რომანი „ სიჩუმე “ გამომდინარეობს ადგილობრივი ქრისტიანული ( კირიშელი ) თემების ზეპირი ისტორიიდან, როგორც კაკურე კირიშიტანიდან, ასევე ჰანარე კირიშიტანიდან .

2002 წლის მონაცემებით, ნაგასაკის პრეფექტურაში 68,617 კათოლიკეა, რაც პრეფექტურის მოსახლეობის 4,52 პროცენტს შეადგენს.[5]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხედი ოსეზაკის შუქურაზე ფუკუეს კუნძულზე

ნაგასაკი (დედაქალაქი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოურას ეკლესია

ურაკამის ტაძარი

კონფუცის სალოცავი, ნაგასაკი

გლოვერის ბაღი

ნაგასაკი შინჩი ჩინეთის სახლი

ინასას მთა

კოფუკუ-ჯი

სოფუკუ-ჯი

სუვას სალოცავი

ჰირადო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰირადოს ციხე

საკიკატას პარკი

სასებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუჟუ-კუს კუნძულები

ჰუის ტენ ბოში (მთავარი პარკი)

ტენკაიჰი

საიკაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგასაკის ბიო პარკი

ნახევარკუნძული შიმაბარა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნზენის მთა

შიმაბარის ციხე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). "nagasaki-ken" in Japan Encyclopedia, p. 218 Google წიგნებში.
  2. Nussbaum, Japan Encyclopedia, p. 995 Google წიგნებში
  3. Nussbaum, "Provinces and prefectures" in p. 780 Google წიგნებში.
  4. "General overview of area figures for Natural Parks by prefecture" (PDF). Ministry of the Environment. 1 April 2014. Retrieved 8 February 2015.
  5. Religion in Japan by prefecture, 1996. English language bar table.