კაგოსიმის პრეფექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კაგოსიმის პრეფექტურა
鹿児島県
პრეფექტურის მდებარეობა კაგოსიმის პრეფექტურა
კაგოსიმის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე
მდებარეობა
ქვეყანა იაპონია
რეგიონი კიუსიუ
კუნძული კიუსიუ
კოორდინატები 31°24′ ჩ. გ. 130°31′ ა. გ. / 31.400° ჩ. გ. 130.517° ა. გ. / 31.400; 130.517
ინფორმაცია
ადმინისტრაციული ცენტრი კაგოსიმა
ISO 3166-2:JP JP-46
სტატისტიკა
ფართობი 9 187.01 კმ² (10)
მოსახლეობა (2019)
     სულ 1 599 779 ად. (24)
     სიმჭიდროვე 170 ად./კმ²
რაიონი 8
მუნიციპალიტეტი 48
სიმბოლიკა

პრეფექტურის დროშა
პრეფექტურის დროშა

პრეფექტურის ემბლემა
პრეფექტურის ემბლემა
ხე Cinnamomum camphora
ყვავილი Rhododendron kiusianum
ფრინველები Garrulus lidthi
ადმინისტრაცია
გუბერნატორი კოიჩ შოიტა
ოფიციალური საიტი (იაპონური)

კაგოსიმის პრეფექტურა (იაპ. 鹿児島県) — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კუნძულ კიუსიუზე და დამატებით მოიცავს რიუკიუს კუნძულებსაც.[1] კაგოსიმის პრეფექტურის მოსახლეობა 1 599 779 ადამიანს შეადგენს (2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით) და მას 9 187 კვადრატული კილომეტრის ფართობი უჭირავს. კაგოსიმას პრეფექტურას ესაზღვრება: კუმამოტოს პრეფექტურა - ჩრდილოეთით და მიაძაკის პრეფექტურა - ჩრდილო-აღმოსავლეთით.

კაგოსიმა არის კაგოსიმის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა, მსხვილ ქალაქებს შორისაა: კირიშიმა, კანოია და საცუმასენდაი . [2] კაგოსიმას პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს ყველაზე სამხრეთ ნაწილში და მოიცავს რიუკუს კუნძულების საცუნანის ჯგუფს. კაგოშიმას პრეფექტურის მთავარი ტერიტორია ვრცელდება არიაკის ზღვიდან წყნარი ოკეანეის სანაპიროზე მდებარე შიბუშის ყურემდე. ის მოიცავს კაგოსიმას ყურის მიერ შექმნილ ორ ნახევარკუნძულსაც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაგოსიმის პრეფექტურა მოიცავს უძველესი იაპონური პროვინციების ოსუმისა და საცუმას, ასევე რიუკიუს კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილს (საცუნანი). [3] ამ რეგიონმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეიძის რესტავრაციაში, ხოლო ქალაქი კაგოსიმა მნიშვნელოვანი საზღვაო ბაზა იყო იაპონიისთვის მე -20 საუკუნის ომების დროს. ის ასევე წარმოადგენდა ადმირალის ტიგო ჰეიჰაჩიროს სამშობლოს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაგოსიმის პრეფექტურის ორი მთავარი ეთნიკური ჯგუფია იაპონელები და რიუკიანები (ამამის კუნძულები).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაგოსიმას პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საცუმას ნახევარკუნძულზე და ისუმის ნახევარკუნძულზე . ამ პრეფექტურაში ასევე შედის კუნძულების ჯაჭვი, რომლებიც გადაჭიმულია კიუსიუს სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფია ამამის კუნძულები. მის დასავლეთით მდებარეობს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, სამხრეთით ოკინავას პრეფექტურა, ჩრდილოეთით კუმამოტოს პრეფექტურა და აღმოსავლეთით მიაძაკის პრეფექტურა. პრეფექტურის სანაპირო ზოლი 2 632 კილომეტრია (28 კუნძულის სანაპირო ზოლის ჩათვლით) პრეფექტურის ორი ნახევარკუნძულით, საცუმასა და ოსუმით შექმნილია კაგოშიმას ყურე. მდებარეობის გამო პრეფექტურას ,,იაპონიის კარიბჭედ" მოიხსენიებენ. მთლიანად კიუსიუს რეგიონის მოსახლეობა დაახლოებით 13 მილიონია, საიდანაც 2 მილიონზე ნაკლები კაგოსიმის პრეფექტურაში ცხოვრობს.

პრეფექტურაში მდებარეობს აქტიური და პასიური ვულკანების ჯაჭვი. ეს ვულკანები ქალაქ კაგოსიმის მიმდებარედ მდებარეობს და ვულკანის გააქტიურების პერიოდში მოსახლეობა ფერფლისგან თავდასაცავად ქოლგებით გადაადგილდება. საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ძირითადი ამოფრქვევები მოხდა 1914 წელს, როდესაც მთა ჩამოიშალა და მთავარ მიწას შეუერთდა. ნიადაგში ვულკანური ელემენტების არსებობის გამო, პრეფექტურაში რეკორდული ზომის დაიკონი იზრდება (დაახლოებით კალათბურთის ბურთის ზომის). პრეფექტურის სანაპირო ნაწილი სავსეა გამოფიტული ქვებით.პრეფექტურის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საკურორტო ქალაქ იბუსუკის მახლობლად, იშვიათი ჯიშის გველთევზას ბინადრობს.

2019 წლის 31 მარტისთვის პრეფექტურის მთლიანი მიწის ფართობის 13% ბუნებრივ პარკებად იყო გამოცხადებული, რომლეთა შორისაა: ამამი გუნტუ, კირიშიმა- კინკოვანი, უნზენ-ამაკუსა და იაკუშიმას ეროვნული პარკები. კოშიკიშიმასა და ნიჩიან კაიგანის კვაზი-ეროვნული პარკები; ასევე აკუნეს, ბონომას, ფუკიაგეჰამას, იმუტაიკეს, ოსუმი ნაიბუს, სენდაიგავა რიუიკის, ტაკაკუმაიამას და ტოკარა რეტტოს პრეფექტურული ბუნებრივი პარკები. [4][5]

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაგოშიმას პრეფექტურაში მდებარეობს ცხრამეტი ქალაქი:

კაგოსიმას პრეფექტურის რუკა

     ქალაქი     მცირე ქალაქი     სოფელი
  • კაგოშიმა (პრეფექტურის დედაქალაქი)
  • აირა
  • აკუნე
  • ამამი
  • ჰიოკი
  • იბუსუკი
  • იჩიკიკიკიკინო
  • ისა
  • იზუმი
  • კანოია
  • კირიშიმა
  • მაკურაზაკი
  • მინამიკიუშუ
  • მინამისცუმას
  • ნიშნიომოტე
  • საცუმასენდაი
  • შიბუში
  • სოო
  • ტარუმიზუ

მცირე ქალაქები და სოფლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეფექტურის სოფლები და მცირე ქალაქები რეგიონების მიხედვით:

აირას რაიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუსუი

იზუმის რაიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგაშიმა

კაგოშიმას რაიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიშიმა

ტოშიმა

კიმოცუკის რაიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიგაშიკუშირა

კიმოცუკი

კინკო

მინამიშუმი

კუმაჯის რაიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინამიტანი

ნაკატანე

იაკუშიმა

ეშიმას რაიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაგი

ჩინა

ისენი

კიკაი

სეტუჩი

ტაცუგო

ტოკუნოშიმა

კაგოსიმას პრეფექტურა კოსმოსიდან

უკენი

ვადომარი

იამატო

იორონი

საცუმას რაიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საცუმა

სუის რაიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისაკი

კოლეჯები და უნივერსიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაგოშიმას უნივერსიტეტი

ფიტნესისა და სპორტის ეროვნული ინსტიტუტი კანოიაში

კაგოშიმას საერთაშორისო უნივერსიტეტი

კაგოშიმას გულის უმანკო უნივერსიტეტი

დაიიჩის ტექნოლოგიური ინსტიტუტი

შიგუკუკანის უნივერსიტეტი

კაგოშიმას პრეფექტურული კოლეჯი

კაგოშიმას გულის უმანკო კოლეჯი

კაგოშიმას ახალგაზრდა ქალთა კოლეჯი

დაიიჩის ბავშვთა განათლების უმცროსი კოლეჯი

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანსეი ტოკკოს მშვიდობის მუზეუმი

ჩირანის მშვიდობის მუზეუმი კამიკაძე მფრინავებისთვის

მეიძის რესტავრაციის მუზეუმი

რეიმეიკანი, ისტორიული მასალის კაგოშიმას პრეფექტურული ცენტრი

უენოჰარას ობიექტი

დაძმობილებული რეგიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). "Kagoshima prefecture" in Japan Encyclopedia, p. 447 Google წიგნებში.
  2. Nussbaum, "Kagoshima prefecture" at p. 447 Google წიგნებში.
  3. Nussbaum, "Provinces and prefectures" at p. 780 Google წიგნებში.
  4. 自然公園都道府県別面積総括 [General overview of area figures for Natural Parks by prefecture] (PDF) (in Japanese). Ministry of the Environment. Retrieved 12 August 2019.
  5. 自然公園 [Natural Parks] (in Japanese). Kagoshima Prefecture. Retrieved 12 August 2019.