ჰოკაიდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოკაიდო
Japan Hokkaido large.png
კუნძული და პრეფექტურა ჰოკაიდო
გეოგრაფია
კოორდინატები 43°04′ ჩ. გ. 141°54′ ა. გ. / 43.067° ჩ. გ. 141.900° ა. გ. / 43.067; 141.900
ფართობი 83,453.57 კმ²
უმაღლესი წერტილი 2290 მ
ასაჰი
იაპონია
დემოგრაფია
მოსახლეობა 5,507,456 (2010)
სიმჭიდროვე 66.4 /კმ²

ჰოკაიდო (北海道 Hokkaidō, „ჩრდილოეთის ზღვის წრებრუნვა“; 1868-მდე იესო, ეძო, მაცმაი) — კუნძული იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში. სიდიდით მეორე კუნძული და უდიდესი პრეფექტურაა იპონიაში. ფართობი 83 400 კმ². კუნძულს ჰონსიუსგან ცუგარუს სრუტე ჰყოფს, თუმცა ჰონსიუსთან იგი წყალქვეშა გვირაბით არის დაკავშირებული. ჰოკაიდოს უდიდესი ქალაქი და პრეფექტურის დედაქალაქია საპორო. დასავლეთით ესაზღვრება იაპონიის ზღვა, ჩრდილოეთთ ოხოტის ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით წყნარი ოკეანე. რელიეფი უმთავრესად საშუალო- და დაბალმთიანია. კუნძულზეა იაპონიის უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი ნოსაპუს კონცხი. ჰოკაიდოს ქედებია: ჰიდაკა, ტოკატი ფა სხვა. სიმაღლე 2290 მ-მდე (მთა ასაჰი). არის მოქმედი ვულკანები. ხშირია მიწისძვრა. არის ქვანახშირის, რკინის მადნის, გოგირდის საბადოები. ჰავა ზომიერი, ოკეანური, მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა –3°C-იდან –11°C-მდეა, ივლისის 17-21°C. ნალექები 800-1500 მმ წელიწადში. დიდი მდინარეებია: ისიკარი, ტესიო, ტოკატი. ტბებიდან აღსანიშნავია სარომა. მდიდარია ჰიდროენერგიით. ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყით არის შმეოსილი. გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარი და ფართოფოთლოვანი ტყეები. დაბლობებზე მდელო და ჭაობებია. მრავლადაა ეროვნული პარკები.

ჰოკაიდოზე გაშენებულია ქალაქები: საპორო, ჰაკოდატე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]