ნარის პრეფექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარის პრეფექტურა
奈良県
პრეფექტურის მდებარეობა ნარის პრეფექტურა
ნარის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე
მდებარეობა
ქვეყანა იაპონია
რეგიონი კინკი
კუნძული ჰონსიუ
კოორდინატები 34°34′ ჩ. გ. 135°46′ ა. გ. / 34.567° ჩ. გ. 135.767° ა. გ. / 34.567; 135.767
ინფორმაცია
ადმინისტრაციული ცენტრი ნარა (ქალაქი)
ISO 3166-2:JP JP-29
სტატისტიკა
ფართობი 3691,09 კმ² (40)
     % წყალი 0,5 %
მოსახლეობა (2014)
     სულ 1 377 583 ად. (29)
     სიმჭიდროვე 373,22 ად./კმ²
რაიონი 7
მუნიციპალიტეტი 39
სიმბოლიკა

პრეფექტურის დროშა
პრეფექტურის დროშა

პრეფექტურის ემბლემა
პრეფექტურის ემბლემა
ხე Cryptomeria japonica
ყვავილი Prunus verecunda
ფრინველები Erithacus akahige
ადმინისტრაცია
გუბერნატორი სიოგო არაი
ოფიციალური საიტი (იაპონური)

ნარის პრეფექტურა — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კინკის რეგიონში. პრეფექტურის ცენტრია ქალაქი ნარა. მდებარეობს ყოფილი პროვინციის იამატოს ტერიტორიაზე.

პრეფექტურის ფართობი შეადგენს 3691,09 კმ²-ს.[1] მოსახლეობა — 1 377 583 ადამიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე — 373,22 ად./კმ²-ზე.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარის პრეფექტურაში განლაგებულია 12 ქალაქი და 7 რაიონი (15 დაბა და 12 სოფელი).

ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეფექტურის ქალაქების სია:

ზოგადი ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარის პრეფექტურა განლაგებულია დასავლეთ იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, კინკის რეგიონის სამხრეთ ცენტრალურ ნაწილში. ნარის პრეფექტურის ჩრდილო რაიონები მოვაკებულია, ხოლო სამხრული — მთიანი. იაპონიის სხვა პრეფექტურებისგან განსხვავებით ნარის პრეფექტურას ზღვაზე ან ოკეანეზე გასავლელი არ გააჩნია.

ნარის პრეფექტურის ტერიტორია შეესაბამება იამატოს ისტორიულ პროვინციას. სწორედ აქ ჩაისახა იაპონიის სახელმწიფოებრიობა და იაპონიის საიმპერატორო საგვარეულო, აქედან გავრცელდა კონტინენტური ბუდიზმი და კონფუციანელობა. ამის გამო ნარის პრეფექტურას ხშირად უწოდებენ „იაპონიის აკვანს“.

ნარის პრეფექტურაში შემონახულია სიძველეების ბევრი ძეგლი, რომლებიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში. მათ შორის ყველაზე ცნობილია ჰორიუ-ძის რაიონში არსებული ბუდისტური ძეგლები და ძველი ქალაქის — ნარის ისტორიული ძეგლები. ნარის სიმბოლოებს წარმოადგენს ბუდა ვაიროჩანის 30 მეტრიანი სტატუა და ველური საკურა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარის პრეფექტურა განლაგებულია კინკის რეგიონში, კუნძულ ჰონსიუზე, კიის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში. ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია და ყველა მხრიდან გარშემორტყმულია სხვა პრეფექტურებით, მაშასადამე, ჩრდილოეთით ესაზღვრება კიოტოს პრეფექტურა, აღმოსავლეთით მიეს პრეფექტურა, სამხრეთ-დასავლეთით ვაკაიამის პრეფექტურა, ხოლო დასავლეთით ოსაკის პრეფექტურა.

ფართობით ნარის პრეფექტურა იაპონიის პრეფექტურებს შორის მე-40 ადგილს იკავებს და წარმოადგენს საპრეფექტურო დონის ერთ-ერთ ყველაზე პატარა ადმინისტრაციულ ერთეულს. მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია მთის ტყეებს, ხოლო საცხოვრებლად ვარგისი ფართობი მხოლოდ 851 კმ² შეადგენს. ნარის პრეფექტურას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, მდინარე ისინოს გასწვრივ, კვეთს შუა ტექტონიკური ხაზი. ამ ხაზიდან ჩრდილოეთით გრაბენული აუზები და ჰორსტული მთის სერებია. აქ განლაგებულია იკომის მთები, რომელიც ოსაკასთან ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს წარმოადგენს და ნარის ღრმული, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისაკენ და არის პრეფექტურის ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული ადგილი. აღმოსავლეთით განფენილია კასაგის მთები.

ტექტონიკური ხაზის სამხრეთით განლაგებულია გეოლოგიურად ახალგაზრდა ქედები, რომელთაგან აღსანიშნავია კიის ქედი. პრეფექტურის მთელი ტერიტორიის 60 % მთის მასივებს უკავია. ქედის ცენტრში მდებარეობს ომინეს სერი, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და ორივე მხრიდან შემოზღუდულია ციცაბო ხეობებით. მისი უმაღლესი წერტილია მთა ჰაკიო, რომელიც ერთდროულად არის ნარის პრეფექტურისა და კანსაის რეგიონის ყველაზე მაღალი წერტილი. დასავლეთით გაწოლილია ობაკოს სერი, რომელიც ნარის პრეფექტურას ვაკაიამის პრეფექტურისაგან განჰყოფს. აღმოსავლეთით, მიეს პრეფექტურის საზღვართან დაიკოს სერია გადაჭიმული, რომლის უმაღლესი წერტილია მთა ოდაიგაჰარა (1695 მ).

ნარის პრეფექტურის კლიმატი უმეტესწილად ნოტიო სუბტროპიკულია. არსებობს ჰაერის ტემპერატურის უმნიშვნელო სხვაობა ჩრდილოეთით მდებარე ღრმულსა და სამხრეთით მდებარე მთიან რაიონებს შორის. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურა ზაფხულში უდრის 25-28 °C, ხოლო ზამთარში 3-5 °C. ზაფხული წვიმიანია, ხოლო ზამთარი მცირეთოვლიანი. ატმოსფერული ნალექების საშუალოწლიური რაოდენობა შეადგენს 3000-5000 მმ-ს, რაც იაპონიის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]