ჰიოგოს პრეფექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიოგოს პრეფექტურა
兵庫県
პრეფექტურის მდებარეობა ჰიოგოს პრეფექტურა
ჰიოგოს პრეფექტურა იაპონიის რუკაზე
მდებარეობა
ქვეყანა იაპონია
რეგიონი კანსაი
კუნძული ჰონსიუ
კოორდინატები 34°41′26″ ჩ. გ. 135°10′59″ ა. გ. / 34.69056° ჩ. გ. 135.18306° ა. გ. / 34.69056; 135.18306
ინფორმაცია
ადმინისტრაციული ცენტრი კობე
ISO 3166-2:JP JP-28
სტატისტიკა
ფართობი 8 400.94 კმ² (12)
მოსახლეობა (2019)
     სულ 5 469 762 ად. (7)
     სიმჭიდროვე 650 ად./კმ²
რაიონი 8
მუნიციპალიტეტი 41
სიმბოლიკა

პრეფექტურის დროშა
პრეფექტურის დროშა

პრეფექტურის ემბლემა
პრეფექტურის ემბლემა
ხე Cinnamomum camphora
ყვავილი Chrysanthemum japonense
ფრინველები Ciconia boyciana
ადმინისტრაცია
გუბერნატორი ტოშიძო იდო
ოფიციალური საიტი (იაპონური)

ჰიოგოს პრეფექტურა (იაპ. 兵庫県) — იაპონიის პრეფექტურა, რომელიც მდებარეობს კანსაის რეგიონში, კუნძულ ჰონსიუზე.[1] ჰიოგოს პრეფექტურის მოსახლეობა 5 469 762 ადამიანს შეადგენს (2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით) და უჭირავს 8 400 კვადრატული კილომეტრის ფართობი. (ჰიოგოს პრეფექტურა ესაზღვრება: კიოტოს პრეფექტურა - აღმოსავლეთით, ოსაკას პრეფექტურა - სამხრეთ-აღმოსავლეთით და ოკაიამასა და ტოტორის პრეფექტურები - დასავლეთით.

კობე არის ჰიოგოს პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ის ასევე სიდიდით მეექვსე ქალაქია იაპონიაში. სხვა დიდ ქალაქებს მოიცავს: ჰიმეჯი, ნიშინომია და ამაგასაკი . [2] ჰიოგოს პრეფექტურის ტერიტორია გადაჭიმულია იაპონიის ზღვიდან სეთოს შიდა ზღვამდე, სადაც მდებარეობს ავაჯის კუნძული და პრეფექტურის კუთვნილი კუნძულების მცირე არქიპელაგი . ჰიოგოს პრეფექტურა არის მთავარი ეკონომიკური ცენტრი, სატრანსპორტო კვანძი და ტურისტული დანიშნულების ადგილი დასავლეთ იაპონიაში, სადაც პრეფექტურის მიწის ფართობის 20% ბუნებრივ პარკებს უჭირავს. ჰიოგოს პრეფექტურა წარმოადგენს კეიჰანშის მიტროპოლიტის ნაწილს, იაპონიის სიდიდით მეორე დასახლებულ ურბანულ რეგიონს დიდი ტოკიოს რაიონის შემდეგ და ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ რეგიონს მშპ-ის მიხედვით მსოფლიოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი ჰიოგო პრეფექტურა მდებარეობს ყოფილი პროვინციების: ჰარიმას, ტაჯიმას და ავაჯის ადგილას. პრეფექტურა მოიცავს ყოფილი ტანბასა და სეტცუს პროვინციების ნაწილებსაც. [3]

1180 წელს, ჰეიანის პერიოდის ბოლოს, იმპერატორი ანტოკუ, ტაირა ნო კიომორი და საიმპერატორო სასამართლო მცირე ხნით გადაიტანეს ფუკუარაში, ახლანდელი ქალაქი კობეში. ეს ქალაქი დედაქალაქი ხუთი თვის განმავლობაში იყო.

ჰიმეძის ციხე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მდებარეობს ქალაქი ჰიმეძიში.

სამხრეთ ჰიოგოს პრეფექტურა სერიოზულად განადგურდა 1995 წლის 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის დიდი ჰანშინის მიწისძვრის შედეგად, რომელმაც გაანადგურა კობესა და ავაჯის, აგრეთვე ტაკარაზუკას და მეზობელი ოსაკას პრეფექტურის დიდი ნაწილები. შედეგად დაიღუპა თითქმის 6 500 ადამიანი. 2020 წელს ჰიოგო იყო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული პრეფექტურა COVID-19 ვირუსის შედეგად დასავლეთ იაპონიაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიოგოს პრეფექტურის რუკა.
     მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ქალაქი     ქალაქი     მცირე ქალაქი

ჰიოგოს გასასვლელი აქვს ორ ზღვაზე: ჩრდილოეთით, იაპონიის ზღვაზე, ხოლო სამხრეთით სეთოს შიდა ზღვაზე. ავაძის კუნძულზე კიის არხის საშუალებით, პრეფექტურას გასასვლელი აქვს წყნარი ოკეანის სანაპიროზეც. ჩრდილოეთი ნაწილი მჭიდროდ არის დასახლებული, გარდა ქალაქ ტოიოუკისა, ხოლო ცენტრალური მაღალმთიანეთი ნაწილი მხოლოდ პატარა სოფლებით არის დასახლებული. ჰიოგოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ სანაპიროზე, რომელიც ოსაკა-კობე-კიოტოს მიტროპოლიტის ნაწილია. ავაძი არის კუნძული, რომელიც წარმოადგენს საზღვარს შიდა ზღვას და ოსაკას ყურეს შორის. ის ასევე მდებარეობს ჰონშუსა და სიკოკუს შორის .

ზაფხულის განმავლობაში ჰავა ცხელი და ნოტიოა. რაც შეეხება ჰიგოს ზამთრის პირობებს, ჰიაგოს ჩრდილოეთში ხშირად თოვს, ხოლო სამხრეთი მხოლოდ ზოგჯერ აურზაურს იღებს.

ჰიოგო ესაზღვრება ოსაკას პრეფექტურას, კიოტოს პრეფექტურას, ტოტორის პრეფექტურას და ოკაიამას პრეფექტურას .

2008 წლის 31 მართის მონაცემებით, პრეფექტურის მთლიანი ფართობის 20% ბუნებრივ პარკებს ეჭირა. აღსანიშნავია სანინ კაიგანის და სეტონაკაის ეროვნული პარკები; ჰიონოსენ-უშიროიამა-ნაგისანის კვაზი-ეროვნული პარკი ; და ასაგო გუნზანი, ჰარიმა ჩაბუ კირიში, ინაგავა კეიკოკუ, იზუში-იტოი, კასაგატაიამა-სენგამინი, კიომიზუ-ტაიკო-ტაჩიკუი, ონძუი-ჩიკუზა, სეიბან კირიჩი, სეპიკო-მინამია, ტაჯიმა სანგაკუ და ტაკი რენცანის პრეფექტურული ბუნებრივი პარკები. [4]

კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავაჯის კუნძული

იეშიმას კუნძულები

ჰიოგოს პრეფექტურაში მდებარეობს ორი ძირითადი ხელოვნური კუნძული:

როკის კუნძული

პორტის კუნძული

ეროვნული პარკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანინ კაიგანის ეროვნული პარკი

სეტონაიკაის ეროვნული პარკი

ჰიონოსენ-უშიროიამა-ნაგისანის კვაზი-ეროვნული პარკიჰიონსენ-უშიროიამა-ნაგისანის კვაზი-ეროვნული პარკი

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ქვეყნის ყველა პრეფექტურაში, სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და მეთევზეობა დიდ როლს ასრულებს ეკონომიკის ჩამოყალიბებაში. [5] ჰიოგოს პრეფექტურას აქვს IT ინდუსტრია, მრავალი მძიმე ინდუსტრია, ასევე სამედიცინო ინდუსტირები. კობეს პორტი იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი პორტია. კობეს პორტში მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ უსწრაფესი სუპერკომპიუტერები. [6] ჰიოგოს პრეფექტურამ მიიღო კანონები, რომლის მიხედვითაც 1975 წლიდან კობეს პორტში ბირთვილი ნაერთების გადაზიდვა აიკრძალა.

კობეს პორტი

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კობე

არიმა ონსენი პროვინციის სამხრეთით კიტა-კუში მდებარეობს. კობი ერთ – ერთია იაპონიის სამ უძველეს წყაროებს შორის. ჰიოგოს პრეფექტურის ჩრდილოეთით არის ღირშესანიშნაოვი ადგილები, როგორიცაა კინოსაკი ონსენი, იზუში და იუმურა ონსენი . ტაკედას ციხესიმაგრე , რომელიც ასაგოში მდებარეობს ხშირად მოიხსენიება, როგორც ,,იაპონიის მაჩუ-პიქჩუ". მაცუბას კიბორჩხალა და ტაჯიმას საქონლის ხორცი ეროვნულ დელიკატესებს წარმოადგენსც.

ფესტივალი და ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუკის ქუჩა საახალწლო შუაღამის ტრადიციული ბაზარი, ჰიმეჯი

ნიშინომიის სალოცავის ებისუს ფესტივალი იანვარში

იანვარიჰარა ებისუს ფესტივალი იანვარში, კობე

ტადა შირინ გენძის ფესტივალი აპრილში, კავანიში

კობეს ფესტივალი და აღლუმი მაისში

აიო პერონის ფესტივალი მაისში

ჰიმეჯი იუკატას ფესტივალი ივნისში

დეკანშო ბონის ცეკვის ფესტივალი აგვისტოში, სასაიამაში

ნადას ბრძოლის ფესტივალი, ჰიმეჯი

კობე ლუმინარი დეკემბერში

აკო ჩუშინგურას აღლუმი

დაძმობილებული რეგიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წლის 22 ოქტომბერს ჰიოგო დაუძმობილდა შეერთებულ შტატებბის შტატ ვაშინგტონითან. ეს პირველი ასეთი სახის შეთანხმება იყო იაპონიასა და შეერთებულ შტატებს შორის. [7] [8]

1981 წელს, დაძმობილების სახელმწიფო ხელშეკრულება გაფორმდა ჰიოგოსა და დასავლეთ ავსტრალიას შორისავსტრალიაში . ამ შეთანხმების 10 წლისთავის აღსანიშნავად, 1992 წელს, პერთში შეიქმნა ჰიოგოს პრეფექტურის სამთავრობო კულტურის ცენტრი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). "Hyōgo prefecture" in Japan Encyclopedia, pp. 363-365 Google წიგნებში; "Kansai" in Japan Encyclopedia, p. 477 Google წიგნებში.
  2. Nussbaum, "Kobe" in Japan Encyclopedia, p. 537 Google წიგნებში.
  3. Nussbaum, "Provinces and prefectures" in Japan Encyclopedia, p. 780 Google წიგნებში.
  4. General overview of area figures for Natural Parks by prefecture. Ministry of the Environment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 April 2012. ციტირების თარიღი: 4 February 2012.
  5. XII Income of Agriculture, Forestry and Fisheries. Ministry of Agriculture, Forestry and Fisheries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-19. ციტირების თარიღი: 2017-10-02.
  6. RIKEN Advanced Institute for Computational Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-26. ციტირების თარიღი: 2017-10-02.
  7. „Washington, Japan celebrate 50 years“. August 20, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 11, 2018. ციტირების თარიღი: March 11, 2018.
  8. Celebrating 50 years with Hyogo, Japan. Washington State Library (August 19, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 11, 2018. ციტირების თარიღი: March 11, 2018.