შინაარსზე გადასვლა

კაგავის პრეფექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრეფექტურა
კაგავის პრეფექტურა
იაპონ. 香川県
დროშა გერბი

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
შიდა დაყოფა ტაკამაცუ, Marugame, Sakaide, Zentsūji-shi, Kan'onji, Sanuki-shi, Higashikagawa-shi, Mitoyo, Shozu District, Kita district, Kagawa district, Ayauta district და Nakatado district
კოორდინატები 34°20′24″ ჩ. გ. 134°02′35″ ა. გ. / 34.34000° ჩ. გ. 134.04306° ა. გ. / 34.34000; 134.04306
მმართველი Keizō Hamada
დაარსდა 26 დეკემბერი, 1871[1] , 5 სექტემბერი, 1875 და 3 დეკემბერი, 1888
ფართობი 1861.7 კმ²
მოსახლეობა 949 358 (1 სექტემბერი, 2020)[2]
სასაათო სარტყელი UTC+09:00 და იაპონიის სტანდარტული დრო
ოფიციალური საიტი https://www.pref.kagawa.lg.jp/
კაგავის პრეფექტურა — იაპონია
კაგავის პრეფექტურა

კაგავის პრეფექტურა (იაპ. 香川県) — პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ სიკოკუს ჩრდილოეთ ნაწილში. მოიცავს კუნძულ სიოდოსაც. ფართობი 1864,7 კმ2. მოსახლეობა 1.006.329 კაცი, მათ შორის დაახლოებით 50% ქალაქში ცხოვრობს. მთავარი ქალაქი და აღმოსავლეთი ცენტრი — ტაკამაცუ. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი (70%) უჭირავს მთებს და მაღლობებს, ჩრდილოეთით დაბლობის ვიწრო ზოლია.

კაგავა სასოფლო-სამეურნეო რაიონია. მთავარი კულტურაა ბრინჯი, რომელსაც უჭირავს პრეფექტურის დამუშავებული ფართობის დაახლოებით 77%. განვითარებულია მეხილეობა (მანდარინი, ატამი). თევზჭერა, ზღვის სარეწები. იღებენ ქვამარილს. დამუშავებითი მრეწველობის დარგებიდან წამყვანია მსუბუქი და კვების მრეწველობა. სპილენძისა და პოლიმეტალების ბაზაზე განვითარდა ფერადი მეტალურგია. იზრდება ქიმიური მრეწველობის პროდუქცია. ტურიზმი.