შინაარსზე გადასვლა

ტიბის პრეფექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიბის პრეფექტურა
千葉県
პრეფექტურის მდებარეობა ტიბის პრეფექტურა
ტიბის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე
მდებარეობა
ქვეყანა იაპონია
რეგიონი კანტო
კუნძული ჰონსიუ
კოორდინატები 35°36′17″ ჩ. გ. 140°07′24″ ა. გ. / 35.60472° ჩ. გ. 140.12333° ა. გ. / 35.60472; 140.12333
ინფორმაცია
ადმინისტრაციული ცენტრი ტიბა
ISO 3166-2:JP JP-12
სტატისტიკა
ფართობი 5156,61 კმ² (28)
     % წყალი 0,8 %
მოსახლეობა (2014)
     სულ 6 196 701 ად. (6)
     სიმჭიდროვე 1201,70 ად./კმ²
რაიონი 6
მუნიციპალიტეტი 54
სიმბოლიკა

პრეფექტურის დროშა
პრეფექტურის დროშა

პრეფექტურის ემბლემა
პრეფექტურის ემბლემა
ხე Podocarpus macrophyllus
ყვავილი Brassica rapa var. amplexicaulis
ფრინველები Emberiza cioides
ადმინისტრაცია
გუბერნატორი კენსაკუ მორიტა
ოფიციალური საიტი (იაპონური)

ტიბის პრეფექტურა — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კუნძულ ჰონსიუზე, კანტოს რეგიონში. პრეფექტურის ფართობი შეადგენს 5156,61 კმ²-ს.[1] მოსახლეობა — 6 196 701 ადამიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე — 1201,70 ად./კმ². პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ტიბა.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბის პრეფექტურაში განლაგებულია 37 ქალაქი და 6 რაიონი (16 დაბა და 1 სოფელი).

პრეფექტურის ქალაქების სია:

ტიბის პრეფექტურა დაარსდა 1837 წლის 15 ივნისს კისარაძუსა და იმბის პრეფექტურების გაერთიანების შედეგად. ტოდოფუკენის სისტემის შემოღებამდე პრეფექტურა სამი პროვინციისაგან შედგებოდა: ავა, კაძუსა და სიმოსა.

ტიბის პრეფექტურა მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, უმთავრესად ბოსოს ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება იბარაკის პრეფექტურა, დასავლეთით ქალაქი ტოკიო და საიტამის პრეფექტურა, აღმოსავლეთით ეკვრის წყნარი ოკეანე, ხოლო სამხრეთით ტოკიოს ყურე. ტიბის პრეფექტურის დიდი ნაწილი განლაგებულია ბოსოს ბორცვიან ნახევარკუნძულზე, რომელზედაც ბრინჯი მოჰყავთ. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია პრეფექტურის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, — კანტოს რეგიონის ნაწილი, რომელიც განფენილია ტოკიოსა და საიტამის საქალაქო აგლომერაციაში. კუროსიოს დინება გადის ტიბის პრეფექტურის ახლოს, რის გამოც ზამთარი შედარებით თბილია, ხოლო ზაფხული ახლოს მდებარე ტოკიოსთან შედარებით გრილი.

ტიბის პრეფექტურა თავისი წაგრძელებული სანაპიროსა და ტოკიოსთან სიახლოვის გამო არის იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სამრეწველო რაიონი. განვითარებულია ქიმიური მრეწველობა, ნავთობქიმია და მანქანათმშენებლობა, — ტიბის პრეფექტურის სამი ძირითადი საწარმოო დარგი. ერთად ისინი იძლევიან პრეფექტურის ექსპორტის 45 %-ს. პრეფექტურის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აგრეთვე ვაჭრობას, ტრანსპორტს, მეტალურგიას, კვების მრეწველობასა და ტურიზმს. 80-90-იან წლებში მთავრობამ დააარსა 80-ზე მეტი საწარმოო ზონა. განვითარებულია თევზჭერა. მეთევზეობის ბაზა განლაგებულია ქალაქ ტიოსიში.

ტოკიოს დისნეილენდი მდებარეობს ქალაქ ურიასუში, პრეფექტურის დასავლეთ საზღვართან. ტიბა ტოკიოსთან დაკავშირებულია რამდენიმე სარკინიგზო ხაზით. ქალაქ ნარიტაშია ნარიტის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ტიბის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში მდებარეობს. ტიბის პრეფექტურა განთქმულია აგრეთვე სოფლის მეურნეობით. პრეფექტურის ფარგლებშია დიდი სავაჭრო ცენტრები და უნივერმაღები.

ტიბის პრეფექტურის ემბლემა შეიქმნა 1909 წლის 28 დეკემბერს. იგი წარმოადგენს კატაკანის სიმბოლოების „ტი“ და „ხა“ სტილიზებულ შეხამებას. ტიბის პრეფექტურის დროშა დამტკიცდა 1963 წლის 29 ივლისს. დროშის ლურჯი ფერი გამოხატავს იმედსა და განვითარებას, ხოლო ყვითელი თალგამის ყვავილია. მართალია ტიბის პრეფექტურის ყვავილი არ არის დამტკიცებული, მაგრამ ყვავილად თალგამის ყვავილია აღიარებული. იგი გამოკითხვის შედეგად პრეფექტურის მოსახლეობამ 1954 წელს აირჩია. ხედ არჩეულია Podocarpus macrophyllus (1966 წლის 29 სექტემბერი), ხოლო ფრინველად — Emberiza cioides (1965 წლის 10 მაისი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]