მთავარი გვერდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
ხაზი 2: ხაზი 2:
<center>{{ვიკიპროექტი}}</center>
<center>{{ვიკიპროექტი}}</center>
<div id="mtleft">
<div id="mtleft">
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSutvald2.svg|სათაური=რჩეული სტატია|შიგთავსი={{რჩეული სტატია}}|ღილაკი1=[[მზე|სრულად...]]|ღილაკი2=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები/კანდიდატები|კანდიდატები]]|ღილაკი3=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები|სხვა რჩეული სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSutvald2.svg|სათაური=რჩეული სტატია|შიგთავსი={{რჩეული სტატია}}|ღილაკი1=[[ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი|სრულად...]]|ღილაკი2=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები/კანდიდატები|კანდიდატები]]|ღილაკი3=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები|სხვა რჩეული სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSSubpages.svg|სათაური=დღის სტატია|შიგთავსი={{დღის სტატია:{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|ღილაკი1=[[ვიკიპედია:დღის სტატია|სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSSubpages.svg|სათაური=დღის სტატია|შიგთავსი={{დღის სტატია:{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|ღილაკი1=[[ვიკიპედია:დღის სტატია|სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSBild.svg|სათაური=დღის სურათი|შიგთავსი=[[ფაილი:{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|center|300x300px|{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}} (ka)}}]]
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSBild.svg|სათაური=დღის სურათი|შიგთავსი=[[ფაილი:{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|center|300x300px|{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}} (ka)}}]]

09:17, 5 ივლისი 2015-ის ვერსია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

კონსტანტინოპოლი
კონსტანტინოპოლი
კონსტანტინოპოლი (ბერძ. Κωνσταντινούπολις) იყო თანამედროვე სტამბოლის (თურქეთი) სახელი საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი იყო (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი). კონსტანტინოპოლი სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპა აზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ მემკვიდრეობას და უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას „ქალაქთა დედოფალი“ შეარქვეს.

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


11 მაისი — ამ დღეს...

ტაპა ჩერმოევი
ტაპა ჩერმოევი
  • 330 : კონსტანტინოპოლი რომის იმპერიის დედაქალაქად გამოცხადდა.
  • 1310 : 54 ტამპლიერი რაინდი საფრანგეთში ერეტიკოსობისთვის კოცონზე დაწვეს.
  • 1502 : ქრისტეფორე კოლუმბი თავის მეოთხე და საბოლოო მოგზაურობას იწყებს ვესტ-ინდოეთში.
  • 1858 : მინესოტა აშშ-ის 32-ე შტატი გახდა.
  • 1867 : ლუქსემბურგი დამოუკიდებელი ხდება.
  • 1916 : ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის თეორია საჯაროდ წარადგინა.
  • 1918 : შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა, პირველი პრემიერ-მინისტრი ტაპა ჩერმოევი (სურათზე) გახდა.
  • 1924 : მერსედეს-ბენცი შეიქმნა გოტლიბ დაიმლერისა და კარლ ბენცის კომპანიების შერწყმით.
  • 1926 :დაიწყო რუალ ამუნდსენის პირველი ტრანსარქტიკული გადაფრენა დირიჟაბლით „ნორვეგია“ მარშრუტზე შპიცბერგენი-ჩრდილოეთი პოლუსი-ალასკა.
  • 1949 : სიამს ოფიციალურად ტაილანდი დაერქვა.
  • 1998 : ინდოეთმა პოხრანში სამი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა ჩაატარა.
  • 2009 : ნასამ კოსმოსური შატლი ატლანტისი გაუშვა, მეხუთე და ბოლო დამხმარე მისია კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლისთვის.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი

    თარგი:მთავარი გვერდის ინტერვიკი