ციხესულორი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
|კატეგორია ვიკისაწყობში = Tsikhesulori
ხაზი 51: ხაზი 51:
|საავტომობილო კოდი=
|საავტომობილო კოდი=
|საიტი =
|საიტი =
|კატეგორია ვიკისაწყობში =
|კატეგორია ვიკისაწყობში = Tsikhesulori
|add1n=
|add1n=
|add1=
|add1=

00:42, 15 აგვისტო 2014-ის ვერსია

სოფელი
ციხესულორი

სოფლის სკოლა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი ციხესულორი
კოორდინატები 42°05′49″ ჩ. გ. 42°29′47″ ა. გ. / 42.09694° ჩ. გ. 42.49639° ა. გ. / 42.09694; 42.49639
ცენტრის სიმაღლე 70
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1410[1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ციხესულორი — საქართველო
ციხესულორი
ციხესულორი — იმერეთის მხარე
ციხესულორი

ციხესულორისოფელი ვანის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 70 მეტრი, ვანიდან 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1410 კაცი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

ციხესულორი იყოფა ორ უბნად — ზედა და ქვედა ციხესულორად. 1981 წელს ზედა ციხესულორი შეუერთდა ქალაქ ვანს, 2000 წელს კი მიენიჭა სოფლის სტატუსი და ციხესულორის თემში გაერთიანდა, ასევე სოფლის სტატუსის მქონე ქვედა ციხესულორთან (თემის ცენტრი) ერთად.[2] მოგვიანებით ზედა და ქვედა ციხესულორი კვლავ ერთ სოფლად გაერთიანდა.[3]

სოფელში შემორჩენილია ციხის ნანგრევები, ე. წ. ნაციხვარი სადაც ადრინდელი, შუა და გვიანდელი ფეოდალური ხანის სამშენებლო ფენები გამოირჩევა. ციხის მიდამოებში 1973-75 წლებში გათხრებს აწარმოებდა ვა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­დი­ცი­ის ერთ-ერ­თი რაზ­მი მარინე მიწიშვილის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. კლდო­ვან მა­სივ­ზე აღ­მო­ა­ჩენილ იქნა ელი­ნის­ტუ­რი პე­რი­ო­დის კედ­ლის ნაშ­თი, კოლ­ხური სას­მი­სები, ყურმილიანი დოქები, სა­რი­ტუ­ა­ლო ქოთ­ნები და ქვის ბირ­თ­ვის ფორმის საბ­რ­ძო­ლო ჭურ­ვები, რო­მე­ლიც, ყვე­ლა ნიშ­ნით, სამ­ხ­რე­თი­დან იყო გას­რო­ლი­ლი ქა­ლა­ქის­კენ.

2012 წელს სოფლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები აწარმოეს ილიას უნივერსიტეტის სტუ­დენ­ტურ­მა ექ­ს­პე­დი­ცი­ამ, პრო­ფე­სორ გურამ ყიფიანის ხელმძღვანელობით, რის შედეგად სოფელში აღმოაჩინეს ან­ტი­კუ­რი ქა­ლა­ქის სუ­რი­ო­ნის ნამარხი ფე­ნე­ბი, ან­ტი­კუ­რი კრა­მი­ტე­ბი, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი დე­ტა­ლე­ბი, კე­რა­მი­კის ნი­მუ­შე­ბი, ბრინ­ჯა­ოს სა­მა­ჯუ­რე­ბი და კოლხური კულტურის სხვა ნაშთები.[4]

ლიტერატურა

სქოლიო