ვიტენბერგი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ r2.7.3) (ბოტის წაშლა: kk:Виттенберг |
მ r2.6.5) (ბოტის დამატება: sh:Wittenberg |
||
ხაზი 125: | ხაზი 125: | ||
[[ro:Lutherstadt Wittenberg]] |
[[ro:Lutherstadt Wittenberg]] |
||
[[ru:Виттенберг]] |
[[ru:Виттенберг]] |
||
[[sh:Wittenberg]] |
|||
[[simple:Lutherstadt Wittenberg]] |
[[simple:Lutherstadt Wittenberg]] |
||
[[sk:Lutherstadt Wittenberg]] |
[[sk:Lutherstadt Wittenberg]] |
13:28, 5 მარტი 2013-ის ვერსია
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ვიტენბერგი Lutherstadt Wittenberg | |||
| |||
ქვეყანა | გერმანია | ||
მხარე | საქსონია-ანჰალტი | ||
კოორდინატები | 51°52′00″ ჩ. გ. 12°39′00″ ა. გ. / 51.86667° ჩ. გ. 12.65000° ა. გ. | ||
მაიორი | Torsten Zugehör | ||
ფართობი | 240.32 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 67 მ | ||
მოსახლეობა | 49,914 კაცი (2009) | ||
სიმჭიდროვე | 208 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC(UTC+1/+2) | ||
სატელეფონო კოდი | 03491 | ||
საფოსტო ინდექსი | 06295 | ||
საავტომობილო კოდი | WB | ||
ოფიციალური საიტი | wittenberg.de | ||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 783 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ვიტენბერგი (გერმ. Lutherstadt Wittenberg), ოფიციალურად ლუთერშტადტ-ვიტენბერგი — ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში, მდინარე ელბაზე. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 49 914 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქის ისტორიული მნიშვნელობა მართლაც დიდია - ერთ დროს წარმოადგენდა საქსონიის საკურფიურსტოს ცენტრს, ასევე ამ ქალაქთანაა დაკავშირებული მარტინ ლუთერის მოღვაწეობა და შესაბამისად პროტესტანტული რეფორმაცია. ამ პერიოდს მრავალი შენობა-ნაგებობა უკავშირდება, მათ შორისაა ავგუსტინელთა მონასტერი, სადაც ლუთერი მოღვაწეობდა ჯერ როგორც ბერი, ხოლო შემდეგ ოჯახთან ერთად მისი მფლობელი გახდა. მონასტერი ამჟამად დაცულია და მსოფლიოში პირველ ლუთერისადმი მიძღვნილ მუზეუმს წარმოადგენს.
ისტორია
ვიტენბერგი XII საუკუნეში დაარსდა. XVI საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან ეკონომიკურ, ტექნიკურ და ხელოვნების ცენტრს წარმოადგენდა. აქ არსებული უნივერსიტეტის წყალობით, განსაკუთრებით ძლიერი იყო მისი პოზიციები ინტელექტუალური თვალსაზრისით. 1508 წლიდან, ამ უნივერსიტეტში მარტინ ლუთერი თეოლოგიას ასწავლიდა, სადაც 1517 წელს გამოაქვეყნა 95 თეზისი ინდულგენციების წინააღმდეგ. სწორედ ამ მომენტიდან, ვიტენბერგი პროტესტანტული რეფორმაციის სულისჩამდგმელი ხდება.
პირველად გერმანიაში, ასევე ვიტენბერგში მოხდა გერმანული სამართლის სწავლება 1797 წელს.
1996 წელს, ქალაქის მარტინ ლუთერთან დაკავშირებული მემორიალური ადგილები, ქალაქ აისლებენის ანალოგიურ ადგილებთან ერთად, იუნესკოკმ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.