შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
უწყების შესახებ
მინისტრი ლევან დავითაშვილი
უწყების ტიპი სამინისტრო
ზემდგომი უწყება საქართველოს მთავრობა
საიტი
economy.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (2010 წლამდე „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო“) — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]

ამჟამად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია ლევან დავითაშვილი.

სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდის ანალიზი, მდგრადი განვითარება, ვაჭრობა და ინვესტიციები, წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა, ტურიზმი, სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა, მშენებლობის პოლიტიკა, ელექტრონული კომუნიკაციები, ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სტანდარტიზაცია და მეტროლოგია, აკრედიტაცია, კაპიტალის ბაზრის განვითარება, ქვეყნის ბრენდის განვითარება.


კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია
  • ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური ზრდის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად
  • ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და კოორდინაცია. რესურსდამზოგავი წარმოების სახეების წახალისება, წარმოების, მშენებლობის, ტრანსპორტის და მომსახურების სფეროებში ენერგოეფექტური ღონისძიებების წახალისება და კოორდინაცია, მწვანე ეკონომიკის წახალისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება
  • საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავება, საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და განხორციელებაში მონაწილეობა. საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა
  • ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკისა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი. დერეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი
  • ტურიზმისა და კურორტების განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია
  • თანამედროვე ტექნოლოგიების უწყვეტი განვითარება და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად
  • ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და მართვა
  • კაპიტალის ბაზრის განვითარება ქვეყანაში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდისათვის და საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება
  • ქვეყნის ბრენდის განვითარება, რეპუტაციის ამაღლება როგორც პოტენციურ ინვესტორებსა და პარტნიორებთან, ასევე ტურისტებსა და სხვა დროებით ვიზიტორებთან
  • წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა მათი საჭიროებებისა და ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად


სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
  • სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  • სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი
  • სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
  • სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
  • სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
  • სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
  • სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური
  • სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
  • სსიპ − აწარმოე საქართველოში
  • სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
  • სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტო
  • სსიპ – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

საქართველოს სსრ ვაჭრობის მინისტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს [4]) საქართველოს კანონის შესაბამისად, უწყებას შეუერთდა — ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მინისტრთა კაბინეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-05. ციტირების თარიღი: 2009-08-29.
  2. საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ. თავი VI, მუხლი 15, პუნქტი 1.
  3. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00017536/
  4. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-09. ციტირების თარიღი: 2018-09-08.