შინაარსზე გადასვლა

რაინის ხეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაინის ხეობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 50°10′25″ ჩ. გ. 7°41′39″ ა. გ. / 50.17361° ჩ. გ. 7.69417° ა. გ. / 50.17361; 7.69417
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2002  (26-ე სესია)
ნომერი 1066
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1066
ინგლ.რუს.ფრ.

რაინის ხეობა — ასე უწოდებენ ხეობას ზემო რაინის შუაწელზე, გერმანიაში, მდინარის 65 კმ-იან მონაკვეთს ქალაქ კობლენცსა და ბინგენს შორის. 2005 წელს, თავისი გეოლოგიური, ისტორიული, კულტურული და სამრეწველო მიზეზების უნიკალური კომბინაციის გამო, იუნესკომ ხეობა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რეგიონის კლდოვანი რელიეფი დევონურ პერიოდში წარმოიქმნა და ფაციების სახელითაა ცნობილი. ესაა დანალექი, განმარხებული ნაშთების მატარებელი, კლდოვანი რელიეფი, რომელიც ძირითადად ფიქლებისგან შედგება. კარბონულ პერიოდში, რეგიონი დატბორილი იყო. ხეობა ამოიკვეთა ხმელეთის აწევის შედეგად, როდესაც მდინარე დაახლოებით 200 მეტრით დაბლა დარჩა. ამ მოვლენის ყველაზე მეტყველი მაგალითია კლდოვანი სანაპირო ლორელი.

ხეობას საკუთარი მიკროკლიმატი გააჩნია. კალთები დატერასებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ძირითადად მევენახეობისთვის.

ხეობაზე ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანიდან ცენტრალური ევროპის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები გაედინებოდა, რის გამოც მდინარის ნაპირებზე განლაგებული პარტარა დასახლებები თანდათან გაიზარდა. ზოგიერთი მათგანი, დღესაცაა შემორჩენილი, როგორც ისტორიული ქალაქი. საღვთო რომის იმპერიაში, ხეობა სახელმწიფოს გული გახდა, კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით აიგო მრავალი ციხესიმაგრე. ოცდაათწლიანი ომის ცენტრი სწორედ რაინის ხეობა იყო. ამ დროს მრავალი ციხესიმაგრე დაინგრა, რომლებიც დღეს რაინზე კრუიზში მყოფ ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ერთ დროს, ხეობაზე გადიოდა საზღვარი საფრანგეთსა და გერმანიას შორის, XIX საუკუნეში კი პრუსიის შემადგენლობაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ხეობის პანორამა