შინაარსზე გადასვლა

ოიტის პრეფექტურა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოიტის პრეფექტურა
大分県
პრეფექტურის მდებარეობა ოიტის პრეფექტურა
ოიტის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე
მდებარეობა
ქვეყანა იაპონია
რეგიონი კიუსიუ
კუნძული კიუსიუ
კოორდინატები 33°14′17″ ჩ. გ. 131°36′45″ ა. გ. / 33.23806° ჩ. გ. 131.61250° ა. გ. / 33.23806; 131.61250
ინფორმაცია
ადმინისტრაციული ცენტრი ოიტო
ISO 3166-2:JP JP-44
სტატისტიკა
ფართობი 6 340.73 კმ² (22)
მოსახლეობა (2019)
     სულ 1 136 245 ად. (33)
     სიმჭიდროვე 180 ად./კმ²
რაიონი 3
მუნიციპალიტეტი 18
სიმბოლიკა

პრეფექტურის დროშა
პრეფექტურის დროშა

პრეფექტურის ემბლემა
პრეფექტურის ემბლემა
ხე Prunus mume var. bungo
ყვავილი Prunus mume var. bungo
ფრინველები Zosterops japonica
ადმინისტრაცია
გუბერნატორი კაცუსადა ჰიროსე
ოფიციალური საიტი (იაპონური)

ოიტის პრეფექტურა (იაპ. 大分県) — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კუნძულ კიუსიუზე.[1] ოიტის პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 1 136 245 ადამიანს (2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით) და მას უჭირავს 6 340 კვადრატული კილომეტრის ფართობი. პრეფექტურას ესაზღვრება: ფუკუოკას პრეფექტურა - ჩრდილო-დასავლეთით, კუმამოტოს პრეფექტურა - სამხრეთ-დასავლეთით და მიაზაკის პრეფექტურა - სამხრეთით.

ოიტა არის ოიტის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა დიდ ქალაქებს შორისაა: ბეპპუ, ნაკატსუ და საიკი.[2] სიტას პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს ჩრდილო – აღმოსავლეთით, ბუნგოს არხზე, რომელიც აკავშირებს წყნარ ოკეანეს და სეტოს შოდა ზღვას, რომლებიც თავის მხრივ ოიტას გამოჰყოფს ეჰიმეს პრეფექტურიდან და შესაბამისად კიუსიუს სიკოკუსგან. სიტას პრეფექტურა განთქმულია ცხელი წყაროებით და პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია იაპონიაში თავისი ონისენებით და რიოკანებით, რომლებიც განსაკუთრებით ხშირია ქალაქ ბეპუში და მის შემოგარებში.

დაახლოებით მე -6 საუკუნეში კიუსიუ შედგებოდა ოთხი რეგიონისგან: ცუკუშის, ჰის, კუმასოს და ტოიოს პროვინციებისგან.

მოგვიანებით ტოიოს პროვინცია დაიყო ორ რეგიონად, ზემო და ქვემო ტოიოს პროვინციად, რომელსაც ეწოდა ბუნგოს პროვინცია და ბუზენის პროვინცია .

იტას პრეფექტურის რუკა.

     ქალაქი     მცირე ქალაქი

მეიძის რესტავრაციის შემდეგ, ბუნგოს და ბუზენის პროვინციების რაიონები გაერთიანდა და ეწოდა პრეფექტურა. [3] ეს პროვინციები იყოფა ბევრ ადგილობრივ დამიდად . ამ დროიდან მთელი ეს ტერიტორია გახდა ცნობილი როგორც ,,ტოიო-ნო-კუნი", რაც ნიშნავს ,,სიმრავლის მიწას".

სახელწოდება ოიტა პირველად მე-8 საუკუნის წყაროებში მოიხსენიება, კერძოდ ბუნუგოს ქრონიკებში (豊後国風土記). [4]

სასამუტა-ჯინჯა და იუსუჰარა ჰაჩიმან-გუ არიან მთავარი შინტოისტური სალოცავები (იჩინომიია) პრეფექტურაში.[5]

ოიტას პრეფექტურა კუნძულ კიუსიუს ჩრდილო – აღმოსავლეთ მონაკვეთზე მდებარეობს. ის აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 119 კილომეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან- სამხრეთისაკენ 106 კილომეტრზეა გაშილი. მისი საერთო ფართობი 6 340.71 კვადრატული კილომეტრია.

2014 წლის 1 აპრილის მონაცემებით, პრეფექტურის მთლიანი მიწის 28% ბუნბრივ პარკებად იყო გამოცხადებული, რომელთა შორისაა: ასო კუჯის და სეტონაიკაის ეროვნულ პარკები; ნიპო კაიგანის, სობო-კატამუკის და იაბა-ჰიტა-ჰიკოსანის კვაზი-ეროვნული პარკები და ბუნგო სუიდას, ჯინკაკუჯი სერიკავას, კუნისაკი ჰანტუს, სობო კატამუკი და ცუე სანკეის პრეფექტურული ბუნებრივი პარკები. [6]

ოიტას პრეფექტურაში თოთხმეტი ქალაქი მდებარეობს:

  • ბეპუ
  • ბუნგო-არა
  • ბუნგოტაკადა
  • ჰიტა
  • კიცუკი
  • კუნისაკი
  • ნაკაცუ
  • ოიტა (დედაქალაქი)
  • საიკი
  • ტაკეტა
  • ცუკუმი
  • უსა
  • უსუკი
  • იუფუ

ოიტას პრეფექტურის სამრეწველო საქმიანობა ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. თევზაობა და საქონლის წარმოება ოიტას მთავარ ინდუსრიებს წარმოადგენს.

ოიტა არის იაპონიის შემდეგი პროდუქტების ნომერ პირველი მწარმოებელი:[7]

კაბოსუს ცაცხვები: ოიტას პრეფექტურა არის იაპონიაში კაბოსუს ნომერ პირველი მწარმოებელი. კაბოსუ ციტრუსია, რომელიც ცაცხვის მსგავსია. კაბოსუ ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ პიკის სეზონი გემოვნებისა და ხარისხისთვის არის აგვისტოდან ოქტომბრამდე. კაბოსუ მდიდარია C ვიტამინით და შეიცავს სასარგებლო მჟავებს, მაგალითად, ლიმონმჟავას.

გამხმარი შიიტაკის სოკო: ოიტა არის გამხმარი შიიტაკის სოკოს უდიდესი მწარმოებელი იაპონიაში, და ამბობენ, რომ შიტაკეს სოკოს მოყვანა შიიტაკაში დაიწყო, რომელიც ოიტას პრეფექტურაში მდებარეობს. წარმოებასთან ერთად აქ მოყვანილი სოკო უმაღლესი ხარისხისაა მთელს იაპონიაში. ამბობენ, რომ შიტაკე სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის და არტერიული სკლეროზის სამკურნალოდ.

ქალაქი ოიტა

ზაფრანა: ზაფრანა ოიტაში გაშენებულია მე -19 საუკუნის ბოლოდან. ოიტას ტაკეტას რაიონში იაპონური ზაფრანის წარმოების 80%-ია თავმოყრილი. ოიტურმა ზაფრანის ხარისხმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამბობენ, რომ ზაფრანს აქვს მრავალი სასარგებლო თვისება, მათ შორის ცირკულაციის გაუმჯობესება და იგი გამოიყენება როგორც საკვების საღებავად, ასევე ბუნებრივ წამლად.

2008 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ოიტას მთლიანი მოსახლეობა 1 201 715 ადამიანი იყო. დაყოფილი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, დადგინდა, რომ მოსახლეობის 13.3% 0-დან- 14 წლამდე ასაკის იყო, ხოლო მოსახლეობის 60.6% 15-დან 64 წლამდე ასაკის. მოსახლეობის 25.8% 65 წლის ან უფროსი იყო.

2008 წელს ოიტაში რეგისტრირებული იყო 11 034 არაიაპონიელი მაცხოვრებელი, რაც 1,684 ადამიანით მეტია წინა წელთან შედარებით.

2009 წლის დეკემბრის მონაცემებით, ოიტაში იაპონიის მასშტაბით ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ცხოვრობდა. ოიტას ჰყავს 339,8 უცხოელი სტუდენტი პრეფექტურაში 100 000 კაცზე. ეს მაჩვენებელი ტოკიოსთვის 100 000 მოსახლეზე 329,4-ს უტოლდება.[8] ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ ბეპუში მდებარე რიცუმეიკანის აზია – წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი (APU) იღებს ბევრ უცხოელ სტუდენტს. 2009 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, ოიტაში სულ 4160 უცხოელი სტუდენტი იყო, 101 სხვადასხვა ქვეყნიდან და ტერიტორიიდან. ამ ქვეყნების უმეტესობა აზიურია.[9]

  1. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). "Ōita-ken" in Japan Encyclopedia, p. 742, p. 742, at Google Books.
  2. Nussbaum, "Ōita" in p. 742, p. 742, at Google Books.
  3. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). 'Provinces and prefectures" in p. 780, p. 780, at Google Books
  4. Ōita Prefectural Government. (2006). Guide-O Ōita Prefecture Guide Book, p. 20.
  5. "Nationwide List of Ichinomiya," დაარქივებული 2013-05-17 საიტზე Wayback Machine. p. 3; retrieved February 9, 2012.
  6. "General overview of area figures for Natural Parks by prefecture" (PDF). Ministry of the Environment. April 1, 2014. Retrieved February 8, 2015.
  7. Ōita Prefectural Government, Guide-O Oita Prefecture Guide Book, p. 40-41.
  8. "大分県全国一位人口10万人当たりの留学生" Oita Godo Shinbun. December 1, 2009. Morning Edition (Japanese) Translation from Japanese source, original text as follows:人口10万人に対する留学生の数が大分県は339・8人となり、東京都(329・4人)を抜いて初めて全国1位になった。
  9. "県内の留学生4千人を突発" Ōita Godo Shinbun. November 24, 2009. Morning Edition (Japanese)