იომეი
იმპერატორი იომეი | |
---|---|
用明天皇 | |
იაპონიის 31-ე იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 585 |
მმართ. დასასრული: | 587[1] |
წინამორბედი: | ბიდაცუ |
მემკვიდრე: | სუსიუნი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 518 |
გარდ. თარიღი: | 587 (69 წლის) |
იმპერატორი იომეი (იაპონ. 用明天皇; დ. 518 — გ. 587) — იაპონიის 31-ე იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [3] იომეი ქვეყანას 2 წელი მართავდა. [4]
ტრადიციული ამბები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიჰონსოკი იმპერატორ იომეის ტატიბანა ნო ტოიოჰი ნო მიკოტოს უწოდებს. სასალხეში სადაც ცხოვრობდა პრინც იოედ და პრინც იკიებედ მოიხსენიებდნენ. იმის შემდედ, რაც მისი ნახევარ ძმის, იმპერატორ ბიდაცუ გარდაიცვალა, იომეი იაპონიის ტახტზე ავიდნენ.
სამეფო კარის გავლენიანი მოხელეები მონონობე ნო მორია და სოგა ნო უმაკო, რომლებიც იმპერატორ ბიდაცუს მმართველობის დროს იმპერატორის მრჩეველები იყვნენ, კვლავ ინარჩუნებდნენ წოდებას იომეის მმართველობის დროს.
იომეის ხანმოკლე მმართველობის გამო, ის არ იყო პასუხისმგებელი პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებებზე, მაგრამ მან მხარი დაუჭირა შინტოიზმს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბუდიზმის შესავალს. ნიჰო სოკი წერს, რომ იმპერატორი იომეი ორივე რელიგიის სწამდა. მორია, რომელიც შინტოიზმის ყველაზე გავლენიანი მიმდევარი იყო, იომეის ძმასთან, პრინც ანაჰობესთან ერთად შეთქმულება მოაწყო და იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, მათ ტახტზე ასვლის მცდელობა ნაადრევად გამოავლინეს. თუმცა მოგვიანებით გამოაშკარავდა, რომ იმპერატორი ავადმყოფიბით გარდაცვალების მაგივრად, იგი მორიამ და პრინცმა მოკლეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- William George Aston (1896). Nihongi: Chronicles of Japan from the Earliest Times to A.D. 697. London: Kegan Paul, Trench, Trubner. OCLC 448337491
- Delmer Brown and Ichirō Ishida, eds. (1979). Gukanshō: The Future and the Past. Berkeley: University of California Press. 10-ISBN 0-520-03460-0; 13-ISBN 978-0-520-03460-0; OCLC 251325323
- Basil Hall Chamberlain(1920). The Kojiki. Read before the Asiatic Society of Japan on 12 April, 10 May, and 21 June 1882; reprinted May 1919. OCLC 1882339
- Richard Ponsonby-Fane. (1959). The Imperial House of Japan. Kyoto: Ponsonby Memorial Society. OCLC 194887
- Titsingh, Isaac. (1834). Nihon Odai Ichiran; ou, Annales des empereurs du Japon. Paris: Royal Asiatic Society, Oriental Translation Fund of Great Britain and Ireland. OCLC 5850691
- H. Paul Varley (1980). Jinnō Shōtōki: A Chronicle of Gods and Sovereigns. New York: Columbia University Press. 10-ISBN 0-231-04940-4; 13-ISBN 978-0-231-04940-5; OCLC 59145842
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
- ↑ Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
- ↑ Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
- ↑ Brown, Delmer et al. (1979). Gukanshō, p.263; Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du Japon, pp. 37–38. Google წიგნებში
|