თოხლიაური
სოფელი | |
---|---|
თოხლიაური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | თოხლიაური |
კოორდინატები | 41°43′43″ ჩ. გ. 45°25′25″ ა. გ. / 41.72861° ჩ. გ. 45.42361° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 983[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,6 % რუსები 0,7 % სომხები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 3805[2] |
თოხლიაური — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას. თბილისი–გურჯაანის საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი. საგარეჯოდან 10 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თოხლიაური თავად ჩერქეზიშვილების კუთვნილი სოფელი იყო. აქ მდებარეობდა მათი სასახლე და საგვარეულო სასაფლაო.
სოფლის ძირითადი უბნებია:ყიასაანთ უბანი, მათიაანთ უბანი, ვაკე უბანი.
თოხლიაურში ადრე მესაქონლეობას უფრო მისდევდნენ, ვიდრე მიწათმოქმედებას. მესაქონლეობაში კი უპირატესობა მსხვილფეხა, რქოსან საქონელს ენიჭებოდა. სოფლის კუთვნილი ცხვრის ფარის ნაწილი ზაფხულში თოხლიაურის ცივზე აჰყავდათ. უმეტეს ნაწილს კი ჯავახეთში მიერეკებოდნენ.
სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრზე, შავქედის ნასოფლარია. საბჭოთა პერიოდში ნასოფლარის ტერიტორიაზე პიონერთა ბანაკი იყო გაშენებული, რომლის ერთ-ერთი ობიექტი განთავსებული იყო „საციო მარანში“, რომელიც ადრე თავად ჩერქეზიშვილებს ეკუთვნოდა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 983 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1053 | 503 | 550 |
2014[1] | 983 | 483 | 500 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თოხლიაურის პირველი ეკლესია
- თოხლიაურის მეორე ეკლესია
- თოხლიაურის მესამე ეკლესია
- თოხლიაურის მეხუთე ეკლესია
- თოხლიაურის მთავარმოწამეს ეკლესია
- თოხლიაურის სამების ეკლესია
- თოხლიაურის ღვთისმშობლის ეკლესია
- კალობნის ღვთისმშობლის ეკლესია
- კალობნის წმინდა გიორგის ეკლესია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 698.
- ელერდაშვილი ალ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 107.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|