შინაარსზე გადასვლა

თოხლიაურის მესამე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოხლიაურის ეკლესია.

თოხლიაურის მესამე ეკლესია, კერპის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრის მოშორებით, ნასოფლარ შავქედის სამხრეთით, 300 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზეულია, 7,8 მეტრი 4,5 მეტრზე. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, თუმცა წყობაში ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმიც.

ეკლესია დაზიანებულია, კონქთან ერთად შემორჩენილია აფსიდიც, ჩრდილოეთ კედელი 1 მეტრზეღაა შემორჩენილი შემორჩენილი, არც დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილი აღემატება 1 მეტრს. აფსიდა ნახევარწრიულია, ის გადახურულია შემცირებული პროპორციების მქონე კონქით. აფსიდის ღერძზე გაჭრილია შეისრულთაღოვანი სარკმელი, საიდანაც დღემდე მხოლოდ თაღი შემორჩა. სარკმლის ორთივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ინტერიერი შელესილი ყოფილა.