თოხლიაურის მეხუთე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოხლიაურის ეკლესია.

თოხლიაურის მეოთხე ეკლესია (ასევე ცნობილი როგორც, ღონიტას ველის საყდარი) — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ღონისტასხევის მარცხენა მხარეს, ტყიან ქედზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, (3,65X3,35 მ). ნაგებია რიყის ქვით და კირის ხსნარით.

შემოსასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა და კედლის ღერძიდან ოდნავ სამხრეთითაა. აღმოსავლეთით არსებული ნალისებრ აფსიდაში ოთხკუთხა სარკმელია, რომლის სამხრეთითაც მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია. იმავე ფრომის ოდნავ მოზრდილი ნიში ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ბოლოშიცაა. დასავლეთ კედელში, შემოსასვლელვის ჩრდილოეთ გვერდის ასწვრივ მოწყობილია ოთხკუთხა, თითქმის პარალელური წირთხლებიანი სარკმელი. შიგნით ეკლესია, განძისმაძიებლების მიერ, დაახლოებით 1.2 მეტრით არის ჩაღრმავებული

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]