Shallow (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Shallow“
სინგლილედი გაგა და ბრედლი კუპერი
ალბომიდან A Star Is Born
გამოსვლის თარიღი 27 სექტემბერი, 2018 (2018-09-27)
ჩაიწერა Greek Theatre
(ლოს ანჯელესი, კალიფორნია)
ჟანრი
ხანგრძლივობა 3:37
ხმისჩამწერი ლეიბლი Interscope
ავტორ(ებ)ი
პროდიუსერი
  • ლედი გაგა
  • ბენჟამინ რაისი
ლედი გაგას სინგლების ქრონოლოგია
„Joanne“
(2017)
Shallow
(2018)
„Always Remember Us This Way“
(2018)

„Shallow“ — სიმღერა 2018 წლის ფილმიდან „ვარსკვლავის დაბადება“ ლედი გაგას და ბრედლი კუპერის შესრულებით. პირველი სინგლი ფილმის საუნდტრეკ ალბომიდან, იგი გამოიცა 2018 წლის 27 სექტემბერს ლეიბლზე Interscope Records. სიმღერის ავტორები არიან ლედი გაგა, ენდრიუ ვიატი, ენტონი როსომანდო და მარკ რონსონი, ხოლო პროდიუსერები არიან თავად გაგა და ბენჟამინ რაისი. სიმღერა ფილმის განმავლობაში ისმის სამჯერ, მათ შორის ფილმის გადამწყვეტ სცენაში როდესაც კუპერის პერსონაჟი ჯექსონ მაინი სიმღერის შესასრულებლად სცენაზე მიიწვევს გაგას პერსონაჟს ელის. სცენა გადაღებულია ლოს-ანჯელესში მდებარე ბერძნულ თეატრში.

გაგას პერსონაჟისშთვის სიმღერას მნიშვვნელოვანი როლი აქვს ფილმში, რადგან მასში ნაჩვენებია ელისა და ჯექსონის ურთიერთობა. გაგას განცხადებით მან სიმღერა დაწერა ელის ხედვით. სიმღერის ჩაწერა ფილმის გადაღებისას მოხდა ცოცხლად, სწორედ ამიტომ მასში ისმის მაყურებლის ოვაცია და აპლოდისმენტები.

სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება, განსაკუთრებით კი აღნიშნეს გაგას ვოკალი და კომპოზიციის დრამატული ხასიათი. კომერციულად სიმღერა წარმატებული აღმოჩნდა, იგი მოექცა ათზე მეტი ქვეყნის ოფიციალური ჩარტების სათავეში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. სიმღერამ მიიღო ოსკარის, ოქროს გლობუსის და კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდოები საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. იგი ასევე წარდგენილი იყო გრემის ჯილდოზე ოთხ ნომინაციაში მათ შორის წლის სიმღერა და წლის ჩანაწერი, თუმცა გაიმარჯვა ორ ნომინაციაში: საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის შესრულება და საუკეთესო ვიზუალური მედიისთვის დაწერილი სიმღერა. სიმღერის სოლო ვერსია გაგამ ცოცხლად შეასრულა გრემის 61-ე დაჯილდოებაზე, ხოლო დუეტის სახით ბრედლი კუპერთან ერთად ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ციფრული ჩამონატვირთი[1]
  1. „Shallow“ – 3:37
  • პრომო CD[2]
  1. „Shallow“ (რადიო ვერსია) – 3:36

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები
ცერემონია კატეგორია შედეგი ლიტ.
ოსკარის 91-ე დაჯილდოება საუკეთესო ორიგინალური სიმღერა მოგებული [3]
კაპრი ჰოლივუდის საერთაშორისო კინოფესტივალი საუკეთესო ორიგინალური სიმღერა მოგებული [4]
კრიტიკოსთა არჩევანის კინო დაჯილდოება საუკეთესო სიმღერა მოგებული [5]
ჯორჯიას კინემატოგრაფიის ასოციაცია საუკეთესო ორიგინალური სიმღერა მოგებული [6]
ოქროს გლობუსი საუკეთესო ორიგინალური სიმღერა მოგებული [7]
გრემის ჯილდო წლის ჩანაწერი ნომინირებული [8]
წლის სიმღერა ნომინირებული
საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის შესრულება მოგებული
საუკეთესო ვიზუალური მედიისთვის დაწერილი სიმღერა მოგებული
მუსიკალური ხელმძღვანელების გილდიის ჯილდო საუკეთესო სიმღერა/ჩანაწერი შექმნილი ფილმისთვის მოგებული [9]
ჰოლივუდის მუსიკალური მედიის დაჯილდოება საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – სრულმეტრაჟიანი ფილმი მოგებული [10]
ჰიუსტონის კრიტიკოსთა საზოგადოება საუკეთესო ორიგინალური სიმღერა მოგებული [11]
სატელიტის ჯილდო საუკეთესო ორიგინალური სიმღერა მოგებული [12]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენეჯმენტი
პერსონალი

ინფორმაცია პერსონალის შესახებ აღებულია ალბომ A Star Is Born-ს ბუკლეტიდან.[13]

სერტიფიცირებები და გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[14] 2× პლატინა 140 000^
ავსტრია (IFPI Austria)[15] ოქრო 15 000x
კანადა (Music Canada)[16] 2× პლატინა 160 000^
საფრანგეთი (SNEP)[17] ოქრო 30,900[18]
იტალია (FIMI)[19] პლატინა 30 000*
ახალი ზელანდია (RMNZ)[20] პლატინა 15 000*
ესპანეთი (PROMUSICAE)[21] ოქრო 20 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[22] ოქრო 400 000^
აშშ (RIAA)[23] პლატინა 1 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)
ორმაგი ჯვარიგაყიდვები და ნაკადოვანი აუდიოს მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით

გამოცემების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი თარიღი ფორმატი ლეიბლი ლიტ.
მსოფლიოს მასშტაბით 27 სექტემბერი, 2018
  • ციფრული ჩამონატვირთი
  • სტრიმინგი
Interscope Records [24]
იტალია 5 ოქტომბერი, 2018 თანამედროვე ჰიტ რადიო Universal Music Group [25]
დიდი ბრიტანეთი 13 ოქტომბერი, 2018 [26]
აშშ 15 ოქტომბერი, 2018 მოზრდილების თანამედროვე რადიო Interscope Records [27]
16 ოქტომბერი, 2018 თანამედროვე ჰიტ რადიო [28]
ავსტრალია 18 ოქტომბერი, 2018 Universal Music Group [29]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shallow by Lady Gaga & Bradley Cooper. Amazon.com. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2018.
  2. Shallow (Radio Edit Promo CD) (Credits from Liner notes). Lady Gaga and Bradley Cooper. Interscope Records. 2018. 3876-09.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  3. „Oscar Nominations 2019: The Complete List“. Variety. 22 იანვარი, 2019. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. N'Duka, Amanda. (2 იანვარი, 2019) ‘Vice’ Gets Best Picture Award At Capri, Hollywood Festival; ‘Roma’, ‘First Man’, ‘A Star Is Born’ Among Winners. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2019.
  5. Critics’ Choice Awards: ‘Roma’ Wins Best Picture To Lead Night; ‘The Americans’ & ‘Mrs. Maisel’ Top TV – The Complete Winners List. Deadline Hollywood (13 იანვარი, 2019). ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2019.
  6. 8th annual GAFCA Award Winners and Nominees. Georgia Film Critics Association (7 იანვარი, 2019). ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2019.
  7. „2019 Golden Globes Winners: Complete List“. The Hollywood Reporter. 6 იანვარი, 2019. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. Lynch, Joe. (7 დეკემბერი, 2018) Grammys 2019 Nominees: The Complete List. Billboard. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი, 2018.
  9. Brandle, Lars. (10 იანვარი, 2019) 'A Star Is Born,' 'Bohemian Rhapsody' Among Guild of Music Supervisors 2019 Nominees: Exclusive. Billboard. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2019.
  10. Yang, Rachel. (16 ოქტომბერი, 2018) 'Black Panther', 'A Star Is Born' Lead 2018 Hollywood Music in Media Awards Nominees. Variety. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2018.
  11. Anderson, Erik. (16 დეკემბერი, 2018) The 2018 Houston Film Critics Society Nominations. Awards Watch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-18. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  12. 2018 Winners. International Press Academy. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2019.
  13. A Star Is Born (Credits from Liner notes). Lady Gaga and Bradley Cooper. Interscope Records. 2018. B0028726-01. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 11, 2018. ციტირების თარიღი: October 10, 2018.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  14. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2018.
  15. Austrian single certifications – Lady Gaga & Bradley Cooper – Shallow გერმანულად. IFPI ავსტრია. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2019. შეიყვანეთ Lady Gaga & Bradley Cooper ველში Interpret. შეიყვანეთ Shallow ველში Titel. აირჩიეთ single ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  16. Canadian single certifications – Lady Gaga & Bradley Cooper – Shallow. Music Canada. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2018.
  17. French single certifications – Lady Gaga & Bradley Cooper – Shallow ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2018.
  18. Les Chansons les plus Vendues en 2018: Téléchargement & Physique sans le Streaming donc fr. InfoDisc. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2019.
  19. Italian single certifications – Lady Gaga & Bradley Cooper – Shallow იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  20. New Zealand single certifications – Lady Gaga and Bradley Cooper – Shallow. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  21. Spanish single certifications – Lady Gaga & Bradley Cooper – Shallow ესპანურად (PDF). ესპანეთის მუსიკალური პროდიუსერები. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი, 2018.
  22. British single certifications – Lady Gaga and Bradley Cooper – Shallow. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018. შეიყვანეთ Shallow ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ single ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  23. American single certifications – Lady Gaga & Bradley Cooper – Shallow. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2018. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Single, და ბოლოს - SEARCH
  24. Truitt, Brian (27 სექტემბერი, 2018). 'A Star Is Born': Good luck getting Lady Gaga, Bradley Cooper's 'Shallow' out of your head“. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი, 2018. ციტირების თარიღი: 27 სექტმებერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  25. Lady Gaga & Bradley Cooper – Shallow (Radio Date: 05-10-2018) it. Earone Radio. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2018.
  26. Radio 2 New Music: October 13, 2018. BBC Radio 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი, 2018. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2018.
  27. Hot/Modern/AC > Future Releases. All Access Radio Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი, 2018. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2018.
  28. Top 40/Mainstream > Future Releases. All Access Radio Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2018.
  29. Issue 1212: Most Added to Radio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი, 2018. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2018.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.