Heavy Metal Lover

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Heavy Metal Lover“
სიმღერალედი გაგა
ალბომიდან Born This Way
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 23 მაისი, 2011
ჟანრი სინთპოპი, ტექნო, ჰაუსი, ტრანსი[1]
ხანგრძლივობა 4:12
ხმისჩამწერი ლეიბლი Interscope, Streamline, Kon Live
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა, ფერნანდო გერიბეი
პროდიუსერი ლედი გაგა, ფერნანდო გერიბეი

Heavy Metal Lover (ქართ. მძიმე მეტალის მოყვარული) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა, მისი მეორე სტუდიური ალბომიდან Born This Way (2011). სიმღერა დაწერილია გაგას და ფერნანდო გერიბეის მიერ, რომლებიც ასევე სიმღერის პროდიუსერებიც არიან. გაგას თქმით სიმღერა ეძღვნება მის ერთ-ერთ ყოფილ მეგობარ ბიჭს. "Heavy Metal Lover" გადაწყვეტილია ელექტრო პოპის სტილში, რომელიც ასევე შეიცავს ტექნოს, ჰაუს და ტრანს მუსიკას. სიმღერის მთავარი თემაა სექსი და ალკოჰოლი. სიმღერის ინსტრუმენტალის პრემეირა მოხდა ალბომის გამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე გაგას ვებეპიზოდის "Transmission Gagavision"-ის 41-44-ე სერიებში.

სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა არ გამოსულა როგორც სინგლი, MTV-მ დაასახელა, როგორც მეოთხე საუკეთესო სიმღერა 2011 წელს.[2] სიმღერამ ბელგიის 50 საუკეთესო სიმღერის ჩარტში დაიკავა 21-ე ადგილი. 2011 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გაგამ სიმღერა შეასრულა ტაიმზ-სქვერზე. გაგა სიმღერას ასევე ასრულებს ახალ მსოფლიო ტურ Born This Way Ball-ზე.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ციფრული ჩამონატვირთი
  1. "Heavy Metal Lover" – 4:12

კრედიტები და პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (2012) პოზიცია
ბელგიის სიმღერების ჩარტი[3] 21

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://idolator.com/5864342/lady-gaga-heavy-metal-lover
  2. Beyonce, Britney Spears And More: 25 Best Songs Of 2011. MTV (2011-12-13). ციტირების თარიღი: 2012-06-03.
  3. Lady gaga - Heavy Metal Lover (song) French. Ultratop. Hung Medien (February 18, 2012). ციტირების თარიღი: May 18, 2012.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.