Christmas Tree (ლედი გაგას სიმღერა)
„Christmas Tree“ | |
---|---|
![]() | |
პრომოსინგლი — ლედი გაგა და Space Cowboy | |
ენა | ინგლისური |
გამოსვლის თარიღი | 16 დეკემბერი, 2008 |
ჟანრი | საშობაო, სინთპოპი |
ხანგრძლივობა | 2:26 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Interscope, Streamline, Kon Live |
ავტორ(ებ)ი | ლედი გაგა, რობ ფუსარი, Space Cowboy[1] |
პროდიუსერი | მარტინ კირსცენბაუმი, Space Cowboy |
Christmas Tree (ქართ. საშობაო ნაძვის ხე) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა. იგი გამოვიდა 2008 წლის 16 დეკემბერს ციფრული ჩამონატვირთის ფორმატში. სიმღერის ავტორები არიან გაგა და რობ ფუსარი, ხოლო პროდიუსერები - მარტინ კირსცენბაუმი და Space Cowboy. სიმღერა ჩაწერილია დიჯეი და პროდიუსერ Space Cowboy-სთან ერთად. იგი არის საშობაო სიმღერა საცეკვაო პოპის და სინთპოპის სტილში.
სიმღერამ მიიღო არათანმიმდევრული კრიტიკა კრიტიკოსების მხრიდან. მათ გააკრიტიკეს სიმღერის ტექსტი. 2009 წლის იანვარში სიმღერამ დაიკავა 79-ე ადგილი კანადის ცხელ ასეულში, მე-18 ადგილი იაპონიის ციფრული სიმღერები ჩარტში, ხოლო 2010 წლის ბოლოს დაიკავა 23-ე ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბილბორდის საშობაო სიმღერების ჩარტში.
2009 წლის დეკემბერში ინტერნეტ-მაღაზია Amazon.com-ზე ხელმისაწვდომი იყო უფასოდ აქციაში "25 Days of Free". სიმღერა შესულია რამდენიმე საშობაო ალბომში. მათ შორისაა Now That's What I Call Christmas! 4.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ციფრული ჩამოტვირთვა[2]
- "Christmas Tree" (Space Cowboy-სთან ერთად) – 2:22
ჩარტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი (2008–10) | პოზიცია |
---|---|
კანადის ცხელი ასეული[3] | 79 |
იაპონიის ციფრული სიმღერების ჩარტი[4] | 18 |
აშშ, ბილბოარდის საშობაო სიმღერების ჩარტი[5] | 23 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Christmas Tree: Lady Gaga. Broadcast Music Incorporated. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-01. ციტირების თარიღი: 2012-01-07.
- ↑ Christmas Tree (feat. Space Cowboy) - Single Lady GaGa. iTunes Store. Apple Inc.. ციტირების თარიღი: 2009-12-11.
- ↑ Lady Gaga - Christmas Tree. αcharts. Music Square. ციტირების თარიღი: 2009-11-22.
- ↑ RIAJ Digital Track Chart: Chart issue November 16, 2010 Japanese. Recording Industry Association of Japan (2010-11-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-14. ციტირების თარიღი: 2010-11-19.
- ↑ Vick, Megan; Letkemann, Jessica (2010-12-01). „100 Hot Holiday Songs: 40-21“. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 2010-12-03.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lady Gaga : Single : Christmas Tree დაარქივებული 2012-02-20 საიტზე Wayback Machine. Interscope Records
|
![]() |
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |