Yoü and I
| „Yoü and I“ | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| სინგლი — ლედი გაგა | ||||
| ალბომიდან Born This Way | ||||
| გამოსვლის თარიღი | 23 აგვისტო 2011 | |||
| ჩაიწერა | 2010 | |||
| ჟანრი | როკ-ენ-როლი, ქანთრი | |||
| ხანგრძლივობა | 5:07 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Interscope, Streamline, Kon Live | |||
| ავტორ(ებ)ი | ლედი გაგა[1] | |||
| პროდიუსერი | ლედი გაგა, რობერტ ჯომ მეტ ლენჯი | |||
| ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
| ალტერნატიული გარეკანი | ||||
|
| ||||
Yoü and I (ქართ. შენ და მე) — ამერიკელ პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა, რომელიც შესულია მის მეორე სტუდიურ ალბომში Born This Way (2011). სიმღერის ტექსტის ავტორი არის თვითონ გაგა, ტექსტზე დიდი გავლენა იქონია როკ-ენ-როლმა, სიმღერა შეიცავს ჯგუფ Queen-ის სიმღერიდა "We Will Rock You" (1977) ელემეტებს, რომელიც ეკუთვნის გიტარისტ ბრაიან მეის. გაგამ სიმღერის პრემიერა მოაწყო 2010 წელს ელტონ ჯონის კონცერტზე სადაც ცოცხლად შეასრულა ფორტეპიანოს თანხმლებით. საკონცერტო შესრულების ვიდეომასალა მალევე გავრცელდა ინტერნეტში და დაიმსახურა დიდი მოწონება რაც გახდა იმის მიზეზი, რომ გაგამ სიმღერა შეიტანა მეორე მსოფლიო ტურის The Monster Ball Tour-ის სეტლისტში. გაგამ 2010 წლის ივლისში სიმღერა შეასრულა ტელეკომპანაი NBC-ს გადაცემა "დღეში" ფორტეპიანოს თანხმლებით ხოლო 2011 წელს შეასრულა ალბომის ვერსია ოპრა უინფრი შოუში. სიმღერა გამოვიდა, როგორც რიგით მეოთხე სინგლი ალბომიდან Born This Way 2011 წლის 23 აგვისტოს ლეიბლ Interscope-ზე.
გაგას სიმღერის დაწერა შთააგონა მის მეგობარ ბიჭთან ლუკ კარლთან ურთიერთობამ. სიმღერა არის ნელი ტემპის, რომელშიც გამოყენებულია ელექტრო გიტარა და ფორტეპიანო. სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება. მას შემდეგ რაც გაყიდვაში ჩაეშვა ალბომი სიმღერა მოხვდა კანადის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ჩარტში. American Idol-ის მეათე სეზნოს მონაწილე Haley Reinhart-მა სიმღერა შეასრულა ალბომის გამოსვლამდე რამოდნენიმე კვირით ადრე, რომელმაც მიიღო დადებითი შეფასება. სიმღერა ნომინირებული იყო 54-ე გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში.[2]
გაგამ სიმღერაზე გადაიღო მუსიკალრი ვიდეო, რომელიც გამოვიდა 2011 წელის 16 აგვისტოს, ვიდეოს რეჟისორი არის ლორიენ გიბსონი. ვიდეო გადაღებულია აშშს შტატ ნებრასკის ქალაქ სპრინგფილდში, რომლიდანაც იყო წარმოშობით გაგას ყოფილი მეგობარი ბიჭი ლუკ კარლი. ვიდეოში გაგა გამოიყურება ჯო კალდერონეს ფორმაში, რომელიც არის მისი მამრობითი სქესის ალტერ ეგო და Yüyi, რომელიც არის გაგას ქალთევზა ალტერ ეგო. ვიდეომ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Digital download[3]
- You and I (Radio Edit) – 4:06
- You and I (Mark Taylor Radio Edit) – 3:55
- CD single
- You and I (Radio Edit) – 4:07
- You and I (Mark Taylor Radio Edit) – 3:56
- UK 7 Picture Disc
- You and I (Wild Beasts Remix) – 3:51
- You and I (Metronomy Remix) – 4:20
- You and I – The Remixes[4]
- You and I (Wild Beasts Remix) – 3:51
- You and I (Mark Taylor Remix) – 5:02
- You and I (10 Kings Remix) – 4:29
- You and I (ATB Remix) – 8:08
- You and I (Metronomy Remix) – 4:20
- You and I (Danny Verde Remix) – 7:48
- You and I (Hector Fonseca Remix) – 8:03
გამოშვების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ქვეყანა | თარიღი | ფორმატი |
|---|---|---|
| ამერიკის შეერთებული შტატები[5][4] | 23 აგვისტო, 2011 | რადიო |
| 20 სექტემებერი, 2011 | ციფრული ჩამონატვირთი – The Remixes | |
| დიდი ბრიტანეთი[6][7] | 18 სექტემბერი, 2011 | ციფრული ჩამონატვირთი |
| 26 სექტემბერი, 2011 | გრამფირფიტა | |
| გერმანია[8] | 30 სექტემბერი, 2011 | CD სინგლი |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ You And I (Legal Title): BMI Work #12131331. Broadcast Music Incorporated. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. ციტირების თარიღი: 2011-05-10.
- ↑ 54th Annual Grammy Awards. Grammy.com. National Academy of Recording Arts and Sciences. ციტირების თარიღი: 2011-12-02.
- ↑ Lady Gaga – Yoü and I – Single. iTunes. ციტირების თარიღი: 2011-11-06.
- 1 2 Yoü and I (The Remixes) – Lady GaGa. iTunes. ციტირების თარიღი: 2011-09-20.
- ↑ Top 40/Mainstream > Future Releases. All Access. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-03. ციტირების თარიღი: 2011-08-02.
- ↑ Lady Gaga You and I Picture Disc. Universal Music United Kingdom (2011-09-26). ციტირების თარიღი: 2011-09-09.
- ↑ Singles Release Diary. Digital Spy. Hearst Magazines UK (2011-09-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-26. ციტირების თარიღი: 2011-08-22.
- ↑ Lady Gaga: Yoü and I (2-Track). Amazon.de (2011-09-23). ციტირების თარიღი: 2011-08-31.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official lyrics of "You and I" LadyGaga.com
- You and I (Official Video) YouTube-ზე
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |