I Can't Give You Anything but Love, Baby
„I Can't Give You Anything but Love, Baby“ | |
---|---|
ჯაზის სტანდარტი, შემსრულებელი – დოროთი ფილდსი და ჯიმი მაკჰიუმი, | |
გამოსვლის თარიღი | 1928 |
ჟანრი | ჯაზი |
ავტორი | დოროთი ფილდსი |
კომპოზიტორი | ჯიმი მაკჰიუმი |
პროდიუსერი | ჯიმი მაკჰიუმი |
I Can't Give You Anything but Love, Baby — ამერიკული პოპულარული სიმღერა და ჯაზის სტანდარტი, მისი მუსიკის ავტორია ჯიმი მაკჰიუმი და ტექსტის ავტორია დოროთი ფილდსი. იგი პირველად შეასრულა ამერიკელმა ჯაზ მომღერალმა ადელაიდა ჰოლიმ 1928 წლის იანვარში ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში ლიუ ლესლის მიერ დაწერილ თეატრალურ რევიუში შავი შაშვი, რომელიც მოგვიანებით წლის დასასრულს დაიდგა ბროდვეიზე და გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიუზიკლი.
ტონი ბენეტის და ლედი გაგას ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„I Can't Give You Anything but Love“ | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||
სინგლი – ტონი ბენეტი და ლედი გაგა | |||||||||||
ალბომიდან Cheek to Cheek | |||||||||||
გამოსვლის თარიღი | 19 აგვისტო, 2014 | ||||||||||
ფორმატი | |||||||||||
ჟანრი | |||||||||||
ხანგრძლივობა | 3:13 | ||||||||||
ლეიბლი |
| ||||||||||
სიმღერის ავტორი | დოროთი ფილდსი | ||||||||||
ტონი ბენეტის სინგლების ქრონოლოგია | |||||||||||
| |||||||||||
|
2014 წელს ამერიკელმა ჯაზ მომღერალმა ტონი ბენეტი და ამერიკელმა პოპ მომღერალმა ლედი გაგა ჩაწერეს სიმღერის თავიანთი ვერსია სახელწოდებით I Can't Give You Anything but Love ერთობლივი ჯაზის სტანდარტების ალბომისათვის Cheek to Cheek (2014). სიმღერა გამოიცა 2014 წლის 19 აგვისტოს როგორც ალბომის მეორე სინგლი ლეიბლზე Interscope Records და Columbia Records. სიმღერის ტონის და გაგას ვერსიაში დამატებულია ახალი ტექსტი, ფორტეპიანო, ბასები და დრამი. სიმღერაში მათ ასევე შეცვალეს რამდენიმე მონაკვეთი სადაც ერთმანეთს სახელებით მიმართავენ.[1] სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება, განსაკუთრებით კი აღნიშნეს გაგას ვოკალი. ჩანაწერმა აშშ-ის ბილბორდის ციფრული ჯაზის სიმღერების ჩარტში დაიკავა პირველი პოზიცია.[2]
სიმღერის მხარდასაჭერამ ტონიმ და გაგამ გაგამოუშეს სტუდიური ვიდეო სადაც ასახულია სტუდიაში სიმღერის ჩაწერის ამსახველი კადრები. გარდა ამისა მათ სიმღერა შეასრულეს გაგას მესამე მსოფლიო ტურნეს artRAVE: The ARTPOP Ball 2014 წლის 13 სექტემბერის ისრაელის კონცერტზე და ასევე ერთობლივ მსოფლიო ტურნეზე Cheek to Cheek Tour.
სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ციფრული ჩამონატვირთი[3]
- I Can't Give You Anything but Love – 3:13
- ციფრული ჩამონატვირთი – რემიქსები[4]
- I Can't Give You Anything But Love (Giorgio Moroder Remix) – 3:36
- I Can't Give You Anything But Love (Parov Stelar Mix) – 4:59
ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩარტი (2014) | პოზიცია |
---|---|
საფრანგეთი | 173 |
აშშ ციფრული ჯაზ სიმღერები (Billboard)[2] | 1 |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ტონი ბენეტი და ლედი გაგა – I Can't Give You Anything but Love (აუდიო) YouTube-ზე
- ტონი ბენეტი და ლედი გაგა – I Can't Give You Anything but Love (ვიდეო) YouTube-ზე
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Grow, Kory (19 აგვისტო, 2014). „Hear Lady Gaga and Tony Bennett's Latest 'Cheek to Cheek' Love Song“. Rolling Stone. Jann Wenner. ციტირების თარიღი: 19 აგვსიტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 Jazz Digital Songs: September 6, 2014. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-27. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2014.
- ↑ Tony Bennett and Lady Gaga – Cheek to Cheek – Deluxe Edition. iTunes Store. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014.
- ↑ Daw, Robbie. (6 ოქტომბერი, 2014) Giorgio Moroder's Remix Of Tony Bennett & Lady Gaga's 'I Can't Give You Anything But Love': Idolator Premiere. Idolator. Spin Media. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2014.
|
![]() |
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |