Perfect Illusion

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Perfect Illusion“
სინგლი  – ლედი გაგა
ალბომიდან Joanne
გამოსვლის თარიღი სექტემბერი 9, 2016 (2016-09-09)
ფორმატი
ჩაიწერა Shangri La Studios
(მალიბუ, კალიფორნია)
ჟანრი
ხანგრძლივობა 3:02
ლეიბლი Interscope
სიმღერის ავტორი
პროდიუსერი
  • რონსონი
  • პარკერი
  • ლედი გაგა
  • BloodPop
ლედი გაგა – სინგლების ქრონოლოგია

Til It Happens to You
(2015)
Perfect Illusion
(2016)
Million Reasons
(2016)

Perfect Illusion (ქართ. შესანიშნავი ილუზია) — ამერიკელ პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას სიმღერა მისი მეხუთე სტუდიური ალბომიდან Joanne (2016). იგი გამოიცა 2016 წლის 9 სექტემბერს ალბომის პირველი სინგლის სახით ლეიბლზე Interscope Records. მისი ავტორები და პროდიუსერები არიან გაგა, კევინ პარკერი, მარკ რონსონი და BloodPop. იგი არის დისკო-როკის ჟანრის სიმღერა რომლის ტექსტიც ეხება მომღერლის სხვადასხვა ურთიერთობებს. გაგამ სიმღერის ტექსტი დაწერა ანდერვუდის საბეჭდი მანქანის გამოყენებით. ვარაუდობენ, რომ სიმღერა ეძღვნება გაგას ყოფილ საქმროს მსახიობ ტეილორ კინის, თუმცა გაგამ უარყო ინფორმაცია ამის შესახებ.

ჩანაწერის გამოცემას წინ უძღოდა მრავალი თიზერი და ფოტო კოლაჟები რომლებიც განთავსდა მომღერლის სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე. კრიტიკოსების მხრიდან სიმღერამ დაიმსახურა შერეული შეფასება, მათ აღნიშნეს ამერიკელ როკ მომღერალ ბრიუს სპრინგსტინის ნამუშევრების გავლენა სიმღერაზე. კომერციული თვალსაზრისით, სიმღერამ აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-15 პოზიცია, ხოლო პირველი პოზიცია დაიკავა საფრაგეთის და ესპანეთის ჩარტებში. ასევე შევიდა ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, იტალიის, შოტლანდიის და სლოვაკეთის ტოპ ათეულში.

სიმღერაზე თანმხლები მუსიკალური ვიდეო გადაიღო ფოტოგრაფმა რუთ ჰოგბენმა და ანდრეა გელარდინმა. ვიდეოს პრემიერა შედგა ტელეკომპანია FOX-ის სერიალ კივილის დედოფლების მეორე სეზონის პრემიერის დროს. ვიდეოში გაგა ცეკვავს და მღერის უდაბნოში გულშემატკივრების წინაშე, რა დროსაც მას უერთდებიან სიმღერის ავტორები და პროდიუსერები. ვიდეომ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შეფასება. გაგამ სიმღერა ცოცხლად შეასრულა მინი ტურნეზე Dive Bar Tour და ასევე რამდენიმე სატელევიზიო და რადიო შოუში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ციფრული ჩამონატვირთი[1]
  1. Perfect Illusion – 3:02

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენეჯმენტი
პერსონალი
  • ლედი გაგა – ვოკალი, სიმღერის ავტორი, პროდიუსერი
  • კევინ პარკერი – სიმღერის ავტორი, პროდიუსერი, დრამი, გიტარა, სინთეზატორი
  • მარკ რონსონი – სიმღერის ავტორი, პროდიუსერი, გიტარა, სინთეზატორი
  • BloodPop – სიმღერის ავტორი, პროდიუსერი, სინთეზატორი, ბასები,
  • დევიდ ქაველი – ჩაწერის ასისტენტი
  • სერბან გენია – მიქსი
  • ჯონ ჰანესი – ინჟინერი
  • ბერი მაკრედი – ჩაწერის ასისტენტი
  • რენდი მერილი – მასტერინგი
  • ჯასტინ სმითი – ჩაწერის ასისტენტი
  • ჯო ვიჟანო – ასისტენტი

ინფორმაცია პერსონალის შესახებ აღებულია ალბომ Joanne-ს ბუკლეტიდან.[2]

გამოცემების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი თარიღი ფორმატ(ებ)ი ლეიბლ(ებ)ი ლიტ.
მსოფლიოს მასშტაბით 9 სექტემბერი, 2016 ციფრული ჩამონატვირთი
  • Interscope
  • Universal
[1]
იტალია თანამედროვე ჰიტ რადიო Universal [3]
აშშ 12 სექტემბერი, 2016 ზრდასრულთან ჰიტ რადიო Interscope [4]
13 სექტემბერი, 2016 თანამედროვე ჰიტ რადიო [5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Lady Gaga – Perfect Illusion – Single. iTunes Store. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 სექტემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 9 სექტემბერი, 2016.
  2. Joanne (CD). Lady Gaga. United States: Streamline/Interscope Records. 2016. 2580102. 
  3. Lady Gaga 'Perfect illusion' (Radio Date: 09/09/2016) Italian. Radio Airplay S.R.L.. წაკითხვის თარიღი: 8 სექტემბერი, 2016.
  4. Hot/Modern/AC Future Releases. All Access. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 სექტემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 8 სექტემბერი, 2016.
  5. Top 40/M Future Releases. All Access. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 სექტემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 8 სექტემბერი, 2016.
Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.