The Edge of Glory

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„The Edge of Glory“
სინგლი  - ლედი გაგა
ალბომიდან Born This Way
გამოსვლის თარიღი 9 მაისი 2011
ფორმატი ციფრული ჩამონატვირთი, CD
ჩაიწერა 2011
ჟანრი ელექტრო როკი, საცეკვაო პოპი, სინთპოპი
ხანგრძლივობა 5:20
ლეიბლი Interscope, Streamline, Kon Live
სიმღერის ავტორი ლედი გაგა, ფერნანდო გერიბეი, DJ White Shadow[1]
პროდიუსერი ლედი გაგა, ფერნანდო გერიბეი
ლედი გაგა - სინგლების ქრონოლოგია
Judas
(2011)
The Edge of Glory
(2011)
3-Way (The Golden Rule)
(2011)

The Edge of Glory (ქართ. დიდების ზღვარზე) — ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგას სიმღერა, მეორე სტუდიური ალბომიდან Born This Way (2011). სიმღერა ციფრული სინგლის სახით გამოვიდა 2011 წლის 9 მაისს ხოლო აშშ-ს რადიოეთერს დაემატა 2011 წლის 17 მაისიდან. იგი თავდაპირველად გამოვიდა, როგორც პრომო სინგლი, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატების შემდეგ გამოცხადდა, როგორც ალბომის მესამე სინგლი. სიმღერა დაწერილია გაგას, ფერნანდო გერიბეის და DJ White Shadow-ის მიერ. გაგას თქმით, სიმღერის ტექსტი შთააგონა ბაბუამისის გარდაცვალებამ, 2010 წლის სექტემბერში. სიმღერაში საქსოფონის სოლოს ასრულებს კლარენს კლემონსი.

სიმღერა დაწერილია ელექტრო როკის, სინთპოპის და საცეკვაო პოპის სტილში. მასში ასევე გამოყენებულია სინთეზატორი და საქსოფონი. სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან მიიღო დადებითი შეფასება - მას უწოდეს საუკეთესო ალბომიდან Born This Way. სიმღერა გამოსვლიდანვე იქცა საერთაშორისო ჰიტად, რამაც განაპირობა სინგლად გამოშცემა. ის მოხვდა თითქმის ყველა წამყვანი ჩარტის ათეულში,მათ შორის: ავსტრალიის, ბელგიის, კანადის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის ჩარტში. სიმღერამ ასევე ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მესამე ადგილი და გახდა გაგას რიგით მეათე სიმღერა, რომელიც მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ათეულში.

გაგამ სიმღერაზე მაისის ბოლოს გადაიღო მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისურა ეკუთვნის შემოქმედებით ჯგუფ Haus of Gaga-ს. ვიდეოს პრემიერა გაიმართა 2011 წლის 16 ივნისს. ვიდეო მარტივი სახისაა და რადიკალურად განსხვავდება გაგას წინა ნამუშევრებისგან. მასში გაგა ცეკვავას და ქუჩაში მარტო დადის. ვიდეოში არ გამოიყენება რთული ქორეოგრაფია, მოცეკვავეების გუნდი და კოსტიუმების ხშირი ცვლა. გაგას მხოლოდ ერთი კოსტიუმი აცვია, რომელიც ეკუთვნის ვერსაჩეს. კრიტიკოსებმა ვიდეოს უწოდეს „მარტივი ვიდეო“ და შეადარეს მაიკლ ჯექსონის, ჯენეტ ჯექსონის და მადონას ნამუშევრებს. გაგამ სიმღერა შეასრულა ცოცხლად მრავალ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალზე და სხვადასხვა გადაცემებში. ყველა შესრულება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ციფრული ჩამონატვირთი[2]
  1. The Edge of Glory – 5:20
  • გერმანული CD სინგლი[3]
  1. The Edge of Glory (Radio Edit) – 4:20
  2. The Edge of Glory (Cahill Club Mix) – 7:26
  • The Edge of Glory – The Remixes[4]
  1. The Edge of Glory (Sultan & Ned Shepard Remix) – 6:34
  2. The Edge of Glory (Funkagenda Remix) – 7:53
  3. The Edge of Glory (Bare Noize Remix) – 3:48
  4. The Edge of Glory (Porter Robinson Remix) – 6:40
  5. The Edge of Glory (Cahill Club Remix) – 7:27
  6. The Edge of Glory (Foster The People Remix) – 6:10

კრედიტები და პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრედიტები აღებულია ალბომ Born This Way-ის ბუკლეტიდან.

გამოშვების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა თარიღი ფორმატი
ამერიკის შეერთებული შტატები[5] 9 მაისი, 2011 ციფრული ჩამონატვირთი
დიდი ბრტანეთი[5]
სამხრეთ კორეა[6] 10 მაისი, 2011
იტალია[7] 13 მაისი, 2011 რადიო
ბრაზილია[8] 16 მაისი, 2011 ციფრული ჩამონატვირთი
ამერიკის შეერთებული შტატები[9] 17 მაისი, 2011 რადიო
გერმანია[3] 8 ივლისი, 2011 CD სინგლი
იტალია[10] 12 ივლისი, 2011
ამერიკის შეერთებული შტატები[4] ციფრული ჩამონატვირთი – The Remixes
დიდი ბრიტანეთი[11] 19 ივლისი, 2011 CD სინგლი
პოლონეთი[12] 22 ივლისი, 2011
ტაივანი[13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Edge of Glory (Legal Title) – BMI Work #12871270. Broadcast Music Incorporated. House of Gaga Publishing. Sony/ATV Songs LLC. წაკითხვის თარიღი: 2011-05-21.
  2. Lady Gaga – The Edge Of Glory – Single. iTunes. წაკითხვის თარიღი: 2011-05-12.
  3. 3.0 3.1 The Edge of Glory (2-Track): Lady Gaga: Amazon.de: Musik. Amazon.com (2011-07-08). წაკითხვის თარიღი: 2011-07-05.
  4. 4.0 4.1 Amazon.com: The Edge Of Glory: Lady Gaga: MP3 Downloads. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-09.
  5. 5.0 5.1 Lady Gaga – Edge Of Glory Premiere. WKST-FM (2011-05-05). წაკითხვის თარიღი: 2011-05-05.
  6. The Edge of Glory. Universal Music Korea. Universal Music Group. წაკითხვის თარიღი: May 20, 2011.
  7. Playlist RDS Lady Gaga – The Edge of Glory Italian. RDS.it. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-05-13. წაკითხვის თარიღი: 2011-05-13.
  8. Destaques – Músicas – Terra Sonora. Terra Sonora. წაკითხვის თარიღი: 2011-08-21.
  9. Top 40/M Future Releases. All Access Media Group. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-05-11.
  10. Lady Gaga – The Edge of Glory – cd di Lady Gaga Italian. Internet Book Store (2011-07-12). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-06-26. წაკითხვის თარიღი: 2011-06-26.
  11. UK Release of The Edge of Glory. Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2011-08-18.
  12. Empik Muzyka: Born This Way Polish. Empik Stores Ltd. წაკითხვის თარიღი: 2011-07-18.
  13. Lady Gaga / 榮耀極限 (單曲) Mandarin. The Taiwan Book Knowledge. წაკითხვის თარიღი: 2011-07-24.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.