ვარსკვლავის დაბადება (2018 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვარსკვლავის დაბადება
ჟანრი მიუზიკლი
რომანტიკული დრამა
რეჟისორი ბრედლი კუპერი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება „ვარსკვლავი დაიბადა“
- უილიამ ა. ველმანი
რობერტ კორსონი
დოროთი პარკერი
ალან კემპბელი
როლებში
ოპერატორი მეთიუ ლიბატიკი[2]
მონტაჟი ჯეი კესიდი[2]
სტუდია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures[4]
გამოსვლის თარიღი
  • აგვისტო 31, 2018 (2018-08-31) (ვენეცია)
  • ოქტომბერი 5, 2018 (2018-10-05) (აშშ)
ხანგრძლივობა 135 წუთი[5]
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 36–40 მილიონი აშშ დოლარი[6][7]
შემოსავალი 259.1 მილიონი აშშ დოლარი[8]

„ვარსკვლავის დაბადება“ (ინგლ. A Star Is Born) — 2018 წლის ამერიკული რომანტიკული დრამა-მიუზიკლი, რომლის რეჟისორია ბრედლი კუპერი. გადაღებულია უილ ფეტერის, კუპერის და ერიკ როთის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით. ამავე სახელწოდების 1937 წლის ფილმის რიმეიკი. მონაწილეობენ კუპერი, ლედი გაგა, სემ ელიოტი, ენდრიუ დაის კლეი და დეივ ჩაპმელი. ფილმში ნაჩვენებია ალკოჰოლიკი მუსიკოსის (კუპერი) და ახალზგახრდა მომღერლის (გაგა) სიყვარულის ისტორია. ეს არის რიგით მესამე რიმეიკი 1937 წელს გადაღებული მხატრული ფილმის (მონაწილეობენ ჯენეტ გეინორი და ფრედრიკ მარჩი), რომელიც შემდგომ 1954 წელს ადაპტირებული იქნა მიუზიკლად (მონაწილეობენ ჯუდი გარლანდი და ჯეიმს მეისონი) და მისი მომდევნო 1976 წლის როკ მიუზიკლი (მონაწილეობენ ბარბრა სტრეიზანდი და კრის კრისტოფერსონი).

ახალი რიმეიკის გადაღების შესახებ ცნობილი გახდა 2011 წელს, რომელიც უნდა გადაეღო კლინტ ისტვუდს მთავარ როლზე კი განიხილებოდა ბიონსე. რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ფილმზე მუშაობა, ამ პერიოდის განმავლობაში მამაკაცის მთავარ როლზე განიხილებოდნენ კრისტიან ბეილი, ლეონარდო დიკაპრიო, უილ სმითი და ტომ კრუზი. 2016 წლის მარტში გახდა ცნობილი, რომ ფილმს გადაიღებდა ბრედლი კუპერი, რომელიც ასევე შეასრულებდა მთავარ როლს, იმავე წლის აგვისტოში ლედი გაგა ჩაერთო პროექტში. ფილმის გადაღებები დაიწყო 2017 წლის აპრილში კოაჩელას ფესტივალზე.

ფილმის პერმიერა შედგა რიგით 75-ე ვენეციის კინოფესტივალზე 2018 წლის 31 აგვისტოს, ხოლო კინოგაქირავებაში გამოვიდა Warner Bros.-ის მიერ იმავე წლის 5 ოქტომბერს. მსოფლიო მასშტაბით მისმა შემოსავალმა 255 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს კუპერის, გაგას და ელიოტის სამსახიობო შესრულება. ასევე კუპერის სარეჟისორო დებიუტი, სცენარი, კინემატოგრაფია და მუსიკა.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : A Star Is Born (2018 წლის საუნდტრეკი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yang, Rachel. (14 სექტემბერი, 2018) 'A Star Is Born' Director Bradley Cooper Talks Jon Peters Allegations. Variety. წაკითხვის თარიღი: 8 ოქტომბერი, 2018.
  2. 2.0 2.1 2.2 First Look at Lady Gaga in A Star is Born Remake“, 17 აპრილი, 2017. წაკითხვის თარიღი: 18 აპრილი, 2017. 
  3. A Star Is Born trailer with Bradley Cooper and Lady Gaga. Film-news.co.uk (7 ივნისი, 2018). წაკითხვის თარიღი: 8 ივნისი, 2018.
  4. Film releases. Variety Insight. წაკითხვის თარიღი: 8 ივნისი, 2018.
  5. A Star is Born. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  6. Kilday, Gregg. (22 აგვისტო, 2018) How 'A Star Is Born' Re-created the "Man's World" of Music, Coachella Concert Scenes. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: 17 სექტემბერი, 2018.
  7. D'Alessandro, Anthony. (7 ოქტომბერი, 2018) 'Venom' Still Showing $80M Fangs; 'A Star Is Born' Hitting $42M+ High Note In Record October Weekend. Penske Business Media. წაკითხვის თარიღი: 7 ოქტომბერი, 2018.
  8. A Star Is Born (2018). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 1 ნოემბერი, 2018.
Applications-multimedia.svg კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.