A-Yo (ლედი გაგას სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„A-Yo“
პრომოსინგლილედი გაგა
ალბომიდან Joanne
გამოსვლის თარიღი 18 ოქტომბერი, 2016 (2016-10-18)
ჟანრი ქანთრი პოპი
ხანგრძლივობა 3:27
ხმისჩამწერი ლეიბლი Interscope
ავტორ(ებ)ი
პროდიუსერი
  • რონსონი
  • BloodPop
  • ლედი გაგა

A-Yo — ამერიკელ პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას სიმღერა მისი მეხუთე სტუდიური ალბომიდან Joanne (2016). იგი გამოიცა 2016 წლის 18 ოქტომბერს როგორც ალბომის პრომო სინგლი ლეიბლზე Interscope Records. სიმღერის ავტორები არიან თავად გაგა, ჰილარი ლინდსი, მარკ რონსონი და მ. ტაკერი, ხოლო მისი პროდიუსერები არიან გაგა, რონსონი და BloodPop. მუსიკალური თვალსაზრისით სიმღერა არის ფანკით და როკ მუსიკით შთაგონებული ქანთრი პოპის ჟანრის ჩანაწერი.

თავდაპირველად იგეგმებოდა სიმღერის გამოცემა როგორც ალბომის მეორე სინგლი, თუმცა ალბომის პირველი პრომო სინგლის — Million Reasons კომერციული წარმატების შემდგომ იგი გამოიცა როგორც ალბომის მეროე სინგლი, ხოლო A-Yo გამოიცა მხოლოდ პრომო სინგლად. სიმღერამ აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა 66-ე პოზიცია. გაგამ სიმღერა ცოცხლად შეასრულა რამდენიმე სატელევიზიო შოუში და მინი პრომო ტურნეზე — Dive Bar Tour.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ციფრული ჩამონატვირთი[1]
  1. A-Yo – 3:27

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმაცია პერსონალის შესახებ აღებულია ალბომ Joanne-ს ბუკლეტიდან..[2]

მენეჯმენტი
  • ჩაიწერა სტუდიებში: Electric Lady Studios (ნიუ-იორკი), Shangri-La Studios (მალიბუ, კალიფორნია), Pink Duck Studios (ბერბანკი, კალიფორნია) და GenPop Laboratory (ლოს-ანჯელესი, კალიფორნიოა)
  • Sony/ATV Songs, LLC/ Haus of Gaga Publishing, LLC (BMI), BIRB Music (ASCAP) ყველა უფლების ადმინისტრირება ეკუთვნის BMG Rights Management (US) LLC, Imagem CV/Songs Of Zelig (BMI), OWSLA Music Publishing, LLC/Check Your Pulse, LLC (ASCAP)

გამოცემების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი თარიღი ფორმატ(ებ)ი ლეიბლ(ებ)ი ლიტ.
მსოფლიოს მასშტაბით 18 ოქტომბერი, 2016 ციფრული ჩამონატვირთი
  • Interscope
  • Universal
[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Havens, Lyndsey (18 ოქტომბერი, 2016). „Listen to Lady Gaga's Hooky New Single, 'A-YO'. Billboard. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. Gaga, Lady (2016). 'Joanne' digital booklet (Liner notes). Lady Gaga. Santa Monica, California: Interscope Records. p. 16. 2580102.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.