შინაარსზე გადასვლა

NBA-ის გაუქმებული გუნდების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The entrance of a concrete building behind a front lawn and a flag pole
შებოიგენის მუნიციპალური აუდიტიორიუმი და არმორი იყო საშინაო არენა შებოიგენ რედ სკინსის.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. National Basketball Association, NBA) — ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა, რომელიც 30 გუნდისგან შედგება, აქედან 29 გუნდი აშშ, ხოლო 1 გუნდი კი კანადის ტერიტორიაზე მდებარეობს. NBA დაარსებული იქნა 1946 წლის 6 ივნისს ნიუ-იორკ სიტიში, როგორც ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (BAA).[1] მოგვიანებით, კერძოდ კი 1949-50 წლებისთვის, ლიგამ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სახელი მიიღო, რაც ნაიცონალური საკალათბურთო ლიგის შეერთების შედეგად მოხდა.[1] NBA არის აქტიური წევრი აშშ-ის კალათბურთისა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციის (FIBA) მიერ.[2] NBA არის ოთხი უმთავრესი ჩრდილოეთ ამერიკული პროფესიული სპორტული ლიგის წევრი, რომელიც ასევე მოიცავს NHL-ს, NFL-სა და MLB-ს.[3]

NBA-ში სულ 15 გაუქმებული გუნდია. ანდერსონ პეკერსი, პირველი დენვერ ნაგეტსი, ინდიანაპოლის ჯეტსი, შებოიგენ რედ სკინსი და ვატერლოო ჰოუქსი სანამ NBA-ში გადავიდოდნენ, NBL-ში თამაშობდნენ,[4][5] მაშინ როდესაც ბალტიმორ ბულეტსი თამაშობდა ამერიკის საკალათბურთო ლიგაში, სანამ NBA-ს შეუერთდებოდა.[6] 15 გაუქმებული გუნდიდან, 9 მათგანს მხოლოდ NBA-ში აქვს ნათამაშები. პეკერსი, რედ სკინსი და ჰოუქსი ნაციონალურ პროფესიონალურ საკალათბურთო ლიგაში გადავიდნენ და წარმოადგენენ მხოლოდ იმ გაუქმებულ გუნდებს, რომლებმაც ლიგა დატოვეს და სხვა ლიგაში გადავიდნენ.[7] ბულეტსი უკანასკნელი გაუქმებული გუნდი იყო, რომელმაც NBA 1954-55 წლების სეზონში დატოვა და ამავე დროს ერთადერთი გუნდია, რომელმაც NBA ჩემპიონის ტიტული მოიგო. ჩიკაგო სტეგსი, ინდიანაპოლის ოლიმპიანსი, კლივლენდ რებელსი, პეკერსი და რედ სკინსი პლეი-ოფში ყოველ წელს გადიოდნენ, როდესაც ლიგაში აქტიურები იყვნენ. გაუქმებული გუნდების ქალაქებიდან, ჩიკაგო, კლივლენდი, დენვერი, დეტროიტი, ინდიანაპოლისი, ტორონტო და ვაშინგტონი არიან მხოლოდ ის ქალაქები, რომლებსაც ამჟამად კვლავ ჰყავთ NBA-ში გუნდები.

გაუქმებული გუნდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
* აღნიშნულია გუნდი, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიგო.
გუნდი ქალაქი აქტიური წლები სეზონი ჩაატარა მოგ-წაგ შედეგი მოგ% პლეი-ოფი სქოლიო
ანდერსონ პეკერსი[a]ანდერსონი, ინდიანა1949–1950137–27.5781[8]
BAA ბუფალო ბუფალო, ნიუ-იორკი არასდროს უთამაშია 0 0–0 N/A 0 [9]
BAA ინდიანაპოლისი ინდიანაპოლისი, ინდიანა არასდროს უთამაშია 0 0–0 N/A 0 [9]
ბალტიმორ ბულეტსი*[b]ბალტიმორი, მერილენდი1947–1954[e]8158–292.3513[10]
ჩიკაგო სტეგსიჩიკაგო, ილინოისი1946–19504145–92.6124[11][12]
კლივლენდ რებელსიკლივლენდი, ოჰაიო1946–1947130–30.5001[13]
დენვერ ნაგეტსი[c]დენვერი, კოლორადო1949–1950111–51.1770[14]
დეტროიტ ფალკონსიდეტროიტი, მიჩიგანი1946–1947120–40.3330[15]
ინდიანაპოლის ჯეტსიინდიანაპოლისი, ინდიანა1948–1949118–42.3000[16]
ინდიანაპოლის ოლიმპიანსიინდიანაპოლისი, ინდიანა1949–19534132–137.4914[17]
პიტსბურგ აირონმენიპიტსბურგი, პენსილვანია1946–1947115–45.2500[18]
პროვიდენს სტიმროლერსიპროვიდენსი, როდ-აილენდი1946–1949346–122.2740[19]
შებოიგენ რედ სკინსიშებოიგენი, უისკონსინი1949–1950122–40.3551[20]
სენტ-ლუის ბომბერსისენტ-ლუისი, მისური1946–19504122–115.5153[21]
ტორონტო ჰასკისიტორონტო, ონტარიო1946–1947122–38.3670[22]
ვაშინგტონ კეპიტოლზივაშინგტონი1946–1951[f]5157–114.5794[23]
ვატერლოო ჰოუქსი[d]ვატერლოო, აიოვა1949–1950119–43.3060[24]
  • a არ აქვს არანაირი კავშირი დღევანდელ ვაშინგტონ უიზარდსთან, რომელიც ცნობილი იყო ჩიკაგო პეკერსით 1961-1962 წლებში.
  • b არ აქვს არანაირი კავშირი დღევანდელ ვაშინგტონ უიზარდსთან, რომელიც ცნობილი იყო ბალტიმორ / კეპიტალ / ვაშინგტონ ბულეტსით 1963-1997 წლებში.
  • c არ აქვს არანაირი კავშირი დღევანდელ დენვერ ნაგეტსსთან.
  • d არ აქვს არანაირი კავშირი დღევანდელ ატლანტა ჰოუქსთან.
  • e ბულეტსმა ჩაატარა 14 მატჩი 1954-55 წლების სეზონში, სანამ გაუქმდებოდა.[25]
  • f კეპიტოლზმა ჩაატარა 35 მატჩი 1950-51 წლების სეზონში, სანამ გაუქმდებოდა.[26]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Goldaper, Sam. (April 17, 2006) Nov. 1, 1946: New York vs. Toronto — The First Game. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 6, 2009.
  2. Inside USA Basketball. USA Basketball. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2010. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  3. Pennington, Bill (April 4, 2003). „Drugs; Anti-Doping Executive Plans to Prod Pro Leagues“. The New York Times. The New York Times Company. ციტირების თარიღი: July 6, 2009.
  4. Hugunin, Marc. & Thornley, Stew. (2006). Minnesota hoops: basketball in the North Star State. Minnesota Historical Society, გვ. 87. ISBN 0-87351-574-9. 
  5. Bodenhamer, David J. & Barrows, Robert Graham. (1994). The Encyclopedia of Indianapolis. Indiana University Press, გვ. 306. ISBN 0-253-31222-1. 
  6. Popper, Steve (February 14, 2004). „Pro Basketball; Rambis Is Underwhelmed by Coaching Record“. The New York Times. The New York Times Company. ციტირების თარიღი: July 7, 2009.
  7. Gould, Todd (1998). Pioneers of the hardwood: Indiana and the birth of professional basketball. Indiana University Press, გვ. 180. ISBN 0-253-21199-9. 
  8. Anderson Packers. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  9. 1 2 Bradley, Robert. BAA League Minutes. APBR. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 22, 2011. ციტირების თარიღი: January 16, 2010.
  10. Baltimore Bullets. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  11. Ballantini, Brett. (April 17, 2006) Stag Party: Six decades ago, the Chicago Stags ruled the Windy City hardwood. NBA.com/Bulls. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  12. Chicago Stags. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  13. Cleveland Rebels. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  14. Denver Nuggets. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  15. Detroit Falcons. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  16. Indianapolis Jets. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  17. Indianapolis Olympians. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  18. Pittsburgh Ironmen. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  19. Providence Steamrollers. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  20. Sheboygan Red Skins. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  21. St. Louis Bombers. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  22. Toronto Huskies. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  23. Washington Capitols. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  24. Waterloo Hawks. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: July 4, 2009.
  25. 1954–55 Standings. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 5, 2009.
  26. 1950–51 Standings. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: May 25, 2010.