ორლანდო მეჯიკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორლანდო მეჯიკი
Orlando Magic
ორლანდო მეჯიკის სეზონი 2012–13
ორლანდო მეჯიკი ლოგო
კონფერენცია აღმოსავლეთი
დივიზიონი სამხრეთ-აღმოსავლეთი
დაარსდა 1989
ისტორია ორლანდო მეჯიკი
(1989–დღემდე)
არენა Amway Center
ქალაქი ორლანდო, ფლორიდა
გუნდის ფერები ლურჯი, შავი, ვერცხლისფერი, თეთრი
                   
მფლობელ(ებ)ი Orlando Magic, Ltd
გენერალური მენეჯერი ოტის სმიტი
მთავარი მწვრთნელი ჟაკ ვონი
D-ლიგის კლუბი Sioux Falls Skyforce
ჩემპიონები 0
კონფერენციის ტიტულები 2 (1995, 2009)
დივიზიონის ტიტულები 5 (1995, 1996, 2008, 2009, 2010)
ოფიციალური საიტი
Kit body orlandom1.png
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
ძირითადი
Kit body orlandom2.png
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
სარეზერვო

ორლანდო მეჯიკი (ინგლ. Orlando Magic) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს, ქალაქ ორლანდოში, ფლორიდის შტატში, აშშ. გუნდი არის წევრი სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გუნდი საშინაო მატჩებს ატარებს Amway Center-ში. გუნდში თამაშობდნენ ისეთი მოთამაშეები როგორებიც არიან შაკილ ონილი, პენი ჰარდევეი, გრანტ ჰილი, ტრეისი მაკგრედი, სტივ ფრენსისი, დუაიტ ჰოვარდი. გუნდი ასევე იყო ნახევარზე მეტჯერ არსებობის მანძილზე (23 წლის მანძილზე 14-ჯერ გავიდა პლეი-ოფში). ორლანდო იყო წარმატებული იმ 4 გუნდიდან, რომელიც 1988-89 წლებში შეუერთდა ლიგას მოგებების პროცენტული მაჩვენებლით. 2011 წლის მიხედვით, მეჯიკი არის ერთადერთი გუნდი დიდ ოთხეულში, რომელიც ქალაქ ორლანდოში თამაშობს.

გუნდის ისტორია[რედაქტირება]

1989-1992: გუნდის შექმნა[რედაქტირება]

ორლანდო მეჯიკი NBA როგორც დამატებითი გუნდი ისე შეუერთდა 1989 წელს. გუნდის დაარსებისას, ჟურნალ-გაზეთებში ჩატარდა გამოკითხვა მოსახლეობას შორის, მიეცათ რჩევები სახელთან დაკავშირებით. 4 296 შესული ხმა გადანაწილდა ოთხ სახელზე: „ჰიტი“, „ტროპიკსი“, „ჯუისი“ და „მეჯიკი“. 1986 წლის 27 ივლისში გადაწყდა და განაცხადეს გუნდის მესვეურებმა, რომ მათი არჩევანი მეჯიკზე შეჩერდა, რა სახელითაც გუნდი წარსდგა NBA-ში. მეჯიკი არის იმ 4 გუნდიდან ერთერთი, რომელიც NBA დააჯილდოვა რამდენიმე ქალაქი გუნდის შექმნით მაიამი ჰიტი, შარლოტ ჰორნეტსი და მინესოტა ტიმბერვულვზისთან ერთად. თავდაპირველად NBA აპირებდა მხოლოდ 3 გუნდის შექმნას, მათგან ერთი გუნდი შეიქმნებოდა ფლორიდაში, თუმცა მაიამის და ორლანდოს მფლობელმა ჯგუფებმა კარგად იმუშავეს ამ საკითხთან, რასაც NBA გადაწყვეტის შეცვლა მოჰყვა და საბოლოოდ 4 გუნდი დაემატა ლიგას. მეჯიკი გახდა პირველი გუნდი, რომელიც ორლანდოს არეაში შეიქმნა და არა მხოლოდ გახდა პირველი გუნდი კალათბურთში, არამედ სხვა დანარჩენ მთავარ ლიგის გუნდებს შორის. გუნდს სათავეში უილიამ დაპონტ III მის ორ ძმასთან - ჯეიმზ და რობერტ ჰიუტთან ერთად ჩაუდგა. გენერალური მენეჯერის რანგში კი ფილადელფია სიქსერსის ყოფილი გენერალური მენეჯერ - პეტ უილიამსი დაინიშნა. მეთ გუკასი გახდა გუნდის პირველი მთავარი მწვრთნელი, რომელიც დაეხმარა მეჯიკს პირველი 12 მოთამაშის არჩევაში NBA დრაფტზე 1989 წლის 15 ივნისს. 1989 წლის 27 ივნისს, ნიკ ანდერსონი იყო სრულ დრაფტზე მე-11 არჩევანი, ხოლო გუნდის ისტორიაში პირველი არჩევანი. მეჯიკმა პირველი მატჩი 1989 წლის 4 ნოემბერს ჩაატარა ორლანდო არენაში ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდე, რომელმაც შეძლო 111-106 მოგება მძიმე-ბრძოლიან თამაშში. მეჯიკის პირველი მოგება ისტორიაში 2 დღის შემდეგ მოხდა, როდესაც გუნდმა 118-110 დაამარცხა ნიუ-იორკ ნიქსი. ინაუგურაციის პირველი წლის რეგულარული სეზონი მეჯიკმა 18-64 შედეგით ჩაამთავრა.

1990 წლის დრაფტზე, ორლანდომ დენის სკოტი აირჩია მე-4 არჩევნად. 1990 წლის 30 დეკემბერს, სკოტ სკილსმა შეძლო 30 ასისტენტის დადება 155-116 დენვერ ნაგეტსის დამარცხებაში, რითაც კევინ პორტერის NBA ერთი თამაშის ასისტენტის რეკორდი (29) მოხსნა. სეზონის დასრულებისას, სკილსი დასახელებული იქნა NBA ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე, ასევე მეჯიკმა შეძლო არსებობის მეორე წელს გაუმჯობესება და 31-51 დაასრულა, სადაც 41 თამაშიდან 40 საშინაო თამაშში შეძლეს სრულად არენაში დასწრების ბილეთების გაყიდვა.

1991 წლის 19 დეკემბერს, დევოსების ოჯახმა იყიდა გუნდი 85 მილიონ აშშ დოლარად, რიჩარდ დევოსი, რომელიც გახდა გუნდის მფლობელი ოჯახთან ერთად. 1991-92 წლის სეზონი მეჯიკისთვის იმედგასაცრუებელი გამოდგა, სადაც ბევრმა მოთამაშემ გააცდინა სეზონი: დენის სკოტმა მხოლოდ 18 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება, ნიკ ანდერსონმა 22 მატჩი ვერ ითამაშა, ხოლო სტენლი რობერტსმა, ჯერი რეინოლდსმა, ბრაიან უილიამსმა, სემ ვინსენტმა და ოტის სმიტმა გააცდინეს სულ ცოტა 27 თამაში თითოეულ მათგანმა. საბოლოოდ რეგულარული სეზონი 21-61 დაასრულეს. თუმცა მეჯიკმა მაინც შეძლო 41 საშინაო თამაშების ბილეთების სრულად გაყიდვა.

1992-1996: შაკილ ონილის ერა[რედაქტირება]

შაკილ ონილი თამაშობდა მეჯიკში 1992-1996 წლებში.

მეჯიკის ისტორია 1992 წლის 17 მაისს შეცვალა, როდესაც გუნდმა შეძლო NBA დრაფტზე პირველ ნომრად არჩევა 1992 წელს. მეჯიკმა აირჩია დიდი-კაცი - შაკილ ონილი რაც ყველაზე დიდი პრიზი იყო მას შემდეგ რაც ნიქსმა პატრიკ იუინგი აირჩია. ონილი რომელიც სიმაღლეში თითქის 216 სმ იყო, უმალვე მოახდინა მეჯიკის ლიდერობის თავის თავზე აღება და გუნდს დაეხმარა 41-41 დაესრულებინა რეგულარული სეზონი. მეჯიკი კიდევ ერთხელ გახდა NBA-ს ყველაზე გაუმჯობესებული გუნდი. ონილი კი გახდა პირველი ახალბედა, რომელიც იყო NBA All Star-ზე დამწყები მოთამაშე მაიკლ ჯორდანის შემდეგ 1985 წელს. ონილი ასევე გახდა 1992-93 წლების NBA წლის ახალბედა. შაკის ბრწყინვალე გამოჩენის მიუხედავად, მეჯიკი მაინც ვერ გავიდა პლეი-ოფში, რადგან ამ შედეგით გაუთანაბრდა ინდიანა პეისერსს, რომელსაც უკანასკნელი მე-8 ადგილი ეკავა.

მეჯიკმა კვლავ მოიგო 1993 წლის NBA დრაფტის ლატარეაში. გუკასი გადადგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და მისი ადგილი ბრაიან ჰილმა დაიკავა, რომელიც გუნდის ისტორიაში მე-2 მწვრთნელი გახდა. დრაფტზე მეჯიკმა კრის ვებერი აირჩია, თუმცა უმალვე გაუშვა გოლდენ სტეიტ უორიორსიში მე-3 ნომრად არჩეულ ენფერნი ჰარდევეის სანაცვლოდ, ასევე სამომავლოდ დრაფტის არჩევნისთვის. ონილის და ჰარდევეის დუეტით, მეჯიკი ერთერთი დომინანტი კლუბი გახდა NBA-ში, რომლებმაც შეძლეს 50 გამარჯვების მოპოვება (32 მარცხი). პირველად გუნდის ისტორიაში მეჯიკი პლეი-ოფში გავიდა აღმოსავლეთ კონფერენციაში დაკავებული მე-4 ადგილით. თუმცა პირველივე რაუნდში მეჯიკი დამარცხდა ინდიანა პეისერთან 0-3 და გუნდისთვის სეზონიც დასრულდა.

1994-95 წლების სეზონში, მეჯიკმა გუნდის არსებობის მე-6 წელიწადს აიყვანა ჰორას გრანტი თავისუფალ მოთამაშედ ჩიკაგო ბულზიდან. მეჯიკმა სეზონი 57-25 დაასრულა რაც საუკეთესო იყო აღმოსავლეთ კონფერენციაში, ასევე შეძლო გუნდმა ატლანტიკის დივიზიონის ტიტულის მოგება, რითაც გახდა მეორე ყველაზე სწრაფი გუნდი, რომელმაც შეძლო NBA ფინალში გასვლა. პლეი-ოფში გასულებმა მეჯიკმა შეძლო ბოსტონ სელტიკსის, ჩიკაგო ბულზის და ინდიანა პეისერსის დამარცხება, რასაც მათი NBA ფინალში გასვლა მოჰყვა, აქ გასულებს კი ჰიუსტონ როკეტსი შეხვდა და გუნდისთვის სამწუხაროდ, 0-4 დამარცხდა სერიაში.

1995-96 წლების სეზონი მეჯიკმა თითქმის კვლავ აღმოსავლეთ კონფერენციის და ატლანტიკის დივიზიონის მწვერვალზე დაამთავრა 60-22 შედეგით, რომელსაც ონილი და ჰარდევეი ლიდერობდნენ, თუმცა მეჯიკი პლეი-ოფში მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგილით გავიდნენ და ჩამორჩნენ NBA ისტორიაში ყველაზე საუკეთესო 72-10 შედეგის მქონე ჩიკაგო ბულზს. პლეი-ოფში გასულებმა შეძლეს დეტროიტ პისტონსის და ატლანტა ჰოუქსის დამარცხება, რის შემდეგაც გავიდნენ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში. მაიკლ ჯორდანის, სკოტი პიპენის და დენის როდმენის კომბინაცია მეტისმეტად რთული აღმოჩნდა მეჯიკისთვის და ამიტომ სერია 0-4 დათმეს.

1996-2000: პენი ჰარდევეის ერა[რედაქტირება]

სეზონის უქმეებზე, ონილმა დატოვა გუნდი როგორც თავისუფალმა მოთამაშემ და გადაბარგდა ლოს-ანჯელეს ლეიკერსში. შუა სეზონის განმავლობაში, მოთამაშეებს შორის გაუგებრობა მოხდა, რის გამოც მენეჯმენტმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრაიან ჰილი გაუშვა და მისი ადგილი დროებითი მწვრთნელის სტატუსით რიჩი ადუბატომ დაიკავა დარჩენილი სეზონის განმავლობაში. ადუბატოს დროს, მეჯიკმა 21-12 დაასრულა, სრული შედეგი კი 45-37 იყო, რომელსაც პენი ჰარდევეი ლიდერობდა, ასევე გუნდის ემოციური ლიდერი დარელ არმსტრონგი, ასევე გოლდენ სტეიტ უორიორსიდან გადმოყვანილი რონი სეიკალი. პლეი-ოფში გუნდი მაიამის შეხვდა და პირველ ორ თამაშში დამარცხდა, მეჯიკმა შეძლო სერიის გათანაბრება თუმცა გადამწყვეტ მე-5 თამაშში გუნდი დამარცხდა.

ამის შემდეგ მეჯიკმა ახალი სეზონისთვის მთავარ მწვრთნელად ჩაკ დელი აიყვანეს 1997-1998 წლებში. ასევე გუნდმა შეძლო ოფისისთვის დიდების დარბაზის წევრ იულიუს ირვინგის გადმოყვანა, რომელმაც მისცა ორლანდოს იმედები წარამტებული სეზონისთვის. სეზონში ჰარდევეიმ ტრავმა მიიღო რის გამოც ბევრი გააცდინა, საბოლოოდ სეზონი 41-41 დასრულა რის გამოც ვერ გავიდა პლეი-ოფში. სეზონის ბოლოს სეიკალი გაშვებული იქნა ნიუ-ჯერსი ნეტსიში.

1998-99 წლის სეზონში მეჯიკმა 1998 წლის დრაფტზე მაიკლ დოლეკი და მეთ ჰარპრინგი აირჩია, რომლებმაც ჯანმრთელ ჰარდევეისთან და ანდერსონთან ერთად შეძლეს გათანაბრებოდნენ აღმოსავლეთი კონფერენციის საუკეთესო შედეგს მაიამისთან ერთად ლოკაუტის გამო შემოკლებულ სეზონში 33-17. არმსტრონგი კვლავ ემოციურად ლიდერობდა გუნდს, რომელმაც მოიგო მე-6 კაცის და ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშის ჯილდოები. პლეი-ოფში მეჯიკი მე-3 ნომრით გავიდა, სადაც ფილადელფია სიქსერსს შეხვდა, რომელსაც ალან აივერსონი ლიდერობდა და შეძლეს მეჯიკის 1-3 დამარცხება პირველ რაუნდში. გუნდმა ასევე პირველად შეიცვალა უნიფორმა, ზოლიანი ფორმა ვარსკვლავებიანით ჩაანაცვლა.

1999 წელს, მეჯიკმა გენერალური მენეჯერ ჯონ გაბრიელის დროს, რომელიც მოგვიანებით წლის საუკეთესო აღმასრულებლად დასახელდა, აიყვანა ახალბედა-მწვრთნელი დოკ რივერსი. გაბრიელმა ასევე გაუშვა ენფერნი ჰარდევეი ფინიქს სანსიში დენი მენინგის (რომელსაც არასდროს მოურგია მეჯიკის მაისური), პეტ გარიტის და სამომავლო დრაფტის არჩევნის ნაცვლად. რის შემდეგადაც მეჯიკი გახდა გუნდი, რომელსაც არ ჰყავდა სახელიანი მოთამაშე და ასევე ჰქონდა პატარა გამოცდილება კაპიტან არმსტრონგს. ახალბედა დოკ რივერსთან ერთად გუნდმა 41-41 შედეგით დაასრულა, რის გამოც პლეი-ოფი კვლავ გააცდინა. სეზონის ბოლოს დოკ რივერსი დასახელებული იქნა წლის საუკეთესო მწვრთნელად. ეს სეზონი ასევე დასათაურებული იქნა „გული და გამოცოცხლების“ სახელით, რადგან ყველა ხედავდა გუნდის მძიმე მუშაობის სტილს.

2000-2004: ტრეისი მაკგრედის ერა[რედაქტირება]

დოკ რივერსი წვრთნიდა გუნდს 1999-2002 წლებში.

შემდეგი სეზონისთვის, გაბრიელმა გააცარიელა მილიონობით სახელფასო ადგილი რომ გადმოეყვანა სამი ვარსკვლავი გუნდში: ტიმ დანკანი, გრანტ ჰილი და ტრეისი მაკგრედი. დანკანმა სპურსში დარჩენა გადაწყვიტა, მეჯიკმა კი შეძლო ჰილის და მაკგრედის გადმობირება. ამ დუეტის გადმოყვანის შემდეგ, მეჯიკი აღმოსავლეთის დაპწყრობას აპურება. თუმცა ჰილმა 4 თამაში გააცდინა მხრის ტრავმის გამო, ხოლო მაკგრედიმ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ერთერთი ტოპ მექულე გახდა სეზონის დასაწყირში. საბოლოოდ გუნდმა 43-39 დაასრულა სეზონი, მათ შორის 9 ზედიზედ გამარჯვებიანი სერია, რასაც პლეი-ოფში გასვლა მოჰყვა, თუმცა 1-3 დამარცხდნენ მილუოკ ბაქსთან.

2001-02 წლების სეზონში, მაკგრედი კვლავ ლიდერობდა გუნდს 44-38 შედეგის დასრულებისას. ჰილი კიდევ ერთხელ იქნა გამოთიშული სეზონში მხრის ტრავმის გამო. თუმცა პლეი-ოფის პირველ რაუნდში გუნდი კვლავ დამარცხდა 1-3 ოღონდ ამჯერად შარლოტ ჰორნეტსთან, რომელსაც ბარონ დევისი ლიდერობდა.

2002-03 წლების სეზონში გუნდმა გორდენ გირიჩეკი და დრუ გუდენი გადმოიყვანა მემფის გრიზლიდან მაიკ მილერის სანაცვლოდ, ხოლო მაკგრედი კვლავ ლიდერობდა გუნდს 42-40 შედეგით. ასევე მაკგრედი ლიდერობდა ლიგას საშუალო 32.1 ქულის მაჩვენებლით თითოეულ თამაში, ასევე მოხვდა ყველა NBA პირველ გუნდში უკვე მეორედ და შეძლო თამაში ზედიზედ მესამე NBA All Star-ში. გუნდს კვლავ აკლდა ჰილი ტრავმის გამო, თუმცა მეჯიკმა ზედიზედ მესამედ შეძლო პლეი-ოფში გასვლა. გუნდი პირველ რაუნდში დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდა, სადაც 3-1 ლიდერობდა, თუმცა დამარცხდა შემდეგ 3 თამაშში და საბოლოოდ სერია 3-4 დათმო. პირველი 4 თამაშის შემდეგ მაკგრედიმ განაცხადა „მშვენიერია საბოლოოდ მოხვდე მეორე რაუნდში“, მაშინ როდესაც გუნდს ჯერ კიდევ 1 გამარჯვება სურდა გასასვლელად და სერია 3-1 იყო.

მეჯიკის მე-15 სეზონში 2003-04 წლებში, გუნდს საშინელი პერიოდი დაუდგა და 21-61 დაამტავრა რეგულარული სეზონი. რა თქმა უნდა გუნდმა ვერ შეძლო პლეი-ოფში გასვლა. თუმცა მაკგრედი კიდევ ერთხელ ლიდერობდა ლიგას საშუალო 28.0 ქულით თითოეულ თამაშში. შუა სეზონის დროს, როდესაც გუნდს 19 თამაშიანი ზედიზედ წაგება ჰქონდა, გუნდმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დოკ რივერსი გაუშვა, ხოლო მისი დამხმარე მწვრთნელი ჯონი დევისი იქნა ვაკანტური პოსტით დაწინაურებული. ასევე გენერალური მენეჯერი გაბრიელი ჩანაცვლებული იქნა ჯონ ვეისბროდით.

2004-2006: დუაიტ ჰოვარდის წამოწყება[რედაქტირება]

დუაიტ ჰოვარდი იყო 2004 წლის NBA დრაფტზე No. 1 არჩევანი.

უეისბროდმა სრულად შეცვალა გუნდი ახალი სეზონისთვის. დევისი დატოვა მწვრთნელის პოსტზე, ასევე შეეცადე სრულად გადაეხალისებინა გუნდი და წინა სეზონიდან მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე დაიტოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი გაშვება მოხდა მაკგრედის სახით, როდესაც არ უპასუხა გუნდს და ისურვა წასულიყო. უეისბროდმა განაცხადა რომ იგი აცდენდა ვარჯიშებს (შემდეგ მაკგრედიმ განაცხადა რომ მან ვერ გამოავლინა 2003-04 წლებში სრულიად მისი შესაძლებლობები, ამიტომ სურდა დახმარებოდა გუნდს მაგრამ არ დაეტოვა ორლანდო). მაკგრედი გაშვებული იქნა რის გაინთან, ტაირონ ლუსთან და იუვან ჰოვარდთან ერთად ჰიუსტონ როკეტსში სტივ ფრენსისის, კელვინ კატოს და კატინო მაბლის ნაცვლად. გუნდმა ასევე შეძლო თავისუფალ მოთამაშედ ჰედო თურქოღლუს აყვანა. გუნდმა დრაფტზე პირველ ნომრად არჩევანი მომავალი ვარკსვლავის და ბრწყინვალე ცენტრის დუაიტ ჰოვარდის აყვანაში გამოიყენა.

მას შემდეგ რაც გუნდმა სეზონი 13-6 დაიწყო, მეჯიკმა კვლავ დაიწყო გუნდის გადახალისება და მაბლი გაუშვა საკრამენტოში დაგ კრისტის ნაცვლად. სეზონი საბოლოოდ გუნდმა ცუდად ცაატარა თუმცა გამორჩეული ახალბედა დუაიტ ჰოვარდი იყო, რომელმაც არაერთხელ დაბლ-დაბლი დადო თამაშში. ის როგორც მომხსნელი, ასევე მექულე გამოდგა გუნდისთვის და გახდა პირველი ახალბედა, რომელმაც პირველივე სეზონში 82 მატჩი დაიწყო.

საბოლოოდ მეჯიკმა სეზონი 36-46 დაასრულა. პლეი-ოფში გასვლისთვის კი ხელი სეზონის მეოთხედი ნაწილში ტრავმიანობამ შეუშალა. სეზონის დასრულებისას გუნდმა განაცხადა, რომ მწვრთბელის პოსტზე ბრაიან ჰილი დაუბრუნდებოდა, რომელიც შაკილ ონილის და პენ ჰარდევეის დროს იყო მწვრთნელი.

2005-06 წლების სეზონი გუნდმა დიდი იმედებით დაიწყო, რადგან ჰოვარდმა და ნელსონმა აჩვენეს ბრწყინვალე პროგრესი ზაფხულის ლიგის თამაშებში. ასევე გუნდის მეორე არჩეულმა ტრევის დინერმა აჩვენა ასევე ბრწყინვალე სასროლო გადაწყვეტილებები და პოზიციის არჩევა ზაფხულის განმავლობაში, თუმცა გუნდმა მაინც არეულად დაიწყო სეზონი რადგან ჰილმა ტრავმა მიიღო და დეკემბრის თვემდე ვერ მოახერხა პარკეტზე დაბრუნება. ასევე ნელსონის ფეხის ტრავმამ არ მისცა საშუალება ერთი თვე თამაშისა.

გუნდმა ყველაფრის მიუხედავად ცდილობდა პლეი-ოფში მე-8 ადგილით გასვლას უკანასკნელი ზედიზედ 8 გამარჯვებით, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა მეჯიკისთვის. აღსანიშნავია რომ გუნდმა ამ 8 თამაშში დაამარცხეს ისეთი გუნდები, როგორებიც არიან დეტროიტ პისტონსი, სან-ანტონიო სპურსი, დალას მევერიქსი და მაიამი ჰიტი, ასევე ფილადელფია სიქსერსი, სადაც ჰოვარდმა 28 ქულა და კარიერის ყველაზე მაღალი 26 მოხსნა მიითვალა.

2006-2010: კვლავ პლეი-ოფში და NBA ფინალში[რედაქტირება]

2006-07 წლების სეზონი მეჯიკმა 13-4 დაიწყო, თუმდა ამას მოჰყვა მდგომარეობაში საგრძნობი ცვლილებები რამდენიმე ზედიზედ დამარცხებები, გრანტ ჰილის, კეიონ დულინგის და ტონი ბატიეს ტრავმები. მიუხედავად გუნდის უხარისხო თამაშისა, ჰოვარდი კვლავ აგრძელებდა ზედიზედ მესამე წელიწადს განვითარებას, რის გამოც პირველად იქნა არჩეული აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ გუნდში NBA All Star თამაშზე. მას შემდეგ რაც გუნდმა 2007 წლის 15 აპრილს მოიგო 88-86 ბოსტონ სელტიკთან, მეჯიკმა მოიპოვა პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება 2003 წლიდან მოყოლებული პირველად. თუმცა პლეი-ოფი მაინც არ გამოდგა გუნდისთვის გრძელვადიანი და დამარცხებული იქნა პირველ რაუნდში დეტროიტ პისტონსის მიერ 2007 წლის 28 აპრილს. 2007 წლის 23 მაისს კი გუნდის განცხადებით, ბრაიან ჰილი გათავისუფლებული იქნა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.

1 ივნისს, მეჯიკმა ბილი დონოვანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ განაცხადეს, რომელსაც 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მომდევნო დღეს დონოვანმა ისურვა გუნდიდან გათავისუფლება, რაც მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაკმაყოფილდა მეჯიკის მხრიდან. 2007 წლის 6 ივნისს კი საბოლოოდ ვაკანტურ პოსტზე მეჯიკმა 4 წლიანი კონტრაქტით სტენ ვან განდი დანიშნა.

სტენ ვან განდი გუნდს ედგა სათავეში 2007-2012 წლებში.

2007 წლის 15 ნოემბერს, ბობ ვანდერ უეიდმა, რომელიც რიჩარდ დევოსის ნახევარ-შვილი იყო, ოფიციალურად აიღო გუნდის მმართველობა, ასევე მართველობა კვლავ გადანაწილდა რიჩარდ დევოსის სხვა შვილებზე.

2007-08 წლის სეზონი მეჯიკმა 16-4 დაიწყო, მათ შორის მოახერხა და დაამარცხა ბოსტონ სელტიკსი და კლივლენდ კავალიერსი. თუმცა შემდეგი რამდენიმე თვე ასეთი წარმატებული აღარ გამოდგა, სადაც შემდეგ 36 თამაშში 18 მოგება და 18 წაგება ჰქონდათ. მარტის თვეში, მეჯიკს ეტყობოდა რომ იგივე სისწრაფეს კვლავ აკრეფდა, როდესაც 10 გამარჯვება მოიპოვა. როდესაც გუნდი 31 მარტს ეთამაშებოდა ვაშინგტონ უიზარდსს, შეძლო და დაამარცხა 129-87, რამაც საშუალება მისცა სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონის ტიტულს დაუფლებოდა, რაც პირველი დივიზიონის ტიტული იყო 1995-96 წლების სეზონის შემდეგ. 13 აპრილს კი გუნდმა 50-ე თამაშის მოგება მოახერხა ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ, რამაც საბოლოოდ საშუალება მისცა გუნდს რეგულარული სეზონი 52-30 დაესრულებინა, რაც საუკეთესო შედეგი იყო 1995-96 წლების შემდეგ. მეჯიკი პლეი-ოფში აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილით გავიდა, სადაც პლეი-ოფში გასულს ტორონტო რეპტორსი შეხვდა. მეჯიკს საშინაო არენის უპირატესობა 1998-99 წლების შემდეგ, პირველად ჰქონდა.

2008 წლის 28 აპრილს, ემვეი არენაში მეჯიკმა შეძლო ტორონტო რეპტორსის დამარცხება 4-1. ეს იყო მეჯიკის პირველი პლეი-ოფის რაუნდის გადალახვა ბოლო 12 წლის მანძილზე. სამწუხაროდ მეჯიკი მეორე რაუნდში დამარცხდა 1-4 დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ.

ახალი 2008-09 წლების სეზონის პირველი ნახევარი მეჯიკისთვის მეტად წარმატებული გამოდგა, გუნდმა პირველ 41 თამაშში 33 გამარჯვება შეძლო და მხოლოდ 8 თამაშში დამარცხდა, რითაც ლიდერობდა სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონს. თებერვლის დასაწყისში, გუნდის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა - იამირ ნელსონმა ტრავმა მიიღო, რის გამოც დარჩენილ სეზონს გააცდენდა გუნდი. საბოლოოდ გუნდმა სეზონი 59-23 დაასრულა, ხოლო პლეი-ოფში გასულებს ფილადელფია სიქსერსი შეხვდა, რომლის დამარცხებაც მეჯიკმა შეძლო, შემდეგ რაუნდში კი მოქმედ ჩემპიონ ბოსტონ სელტიკსს შეხვდა, სადაც დამხმარე მწვრთნელი პატრიკ იუვინგი გუნდის ქომაგებს გარანტიას აძლევდა რომ შეძლებდნენ მე-7 თამაშში გამარჯვებას, რაც მოხდა კიდეც და მეჯიკმა სერია 4-3 მოიგო. კონფერენციის ფინალში გასულებს კლივლენდ კავალიერსს შეხვდა, რომელსაც სეზონის MVP ლებრონ ჯეიმზი ლიდერობდა, სერია 6 მატჩიანი გამოდგა და გამარჯვებული მეჯიკი გამოვიდა, რითაც შეძლო ისტორიაში მეორედ NBA ფინალში გასვლა, სადაც ლოს-ანჯელეს ლეიკერსს შეხვდა. პირველ ორ თამაშში მეჯიკი დამარცხდა, თუმცა მე-3 თამაშში შეძლეს სერია 1-2 გაეხადათ. ნელსონმა მოასწრო დაბრუნება ფინალურ სერიებში, თუმცა საბოლოოდ მეჯიკი 5 თამაშში დამარცხდა ლეიკერსთან.

2009-10 წლების სეზონი გუნდისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა როგორც წინა სეზონი. მეჯიკმა იანვრის თვე საშინლად დაიწყო, სადაც 10 თამაშიდან 7 თამაშში დამარცხდა, ხოლო NBA All Star შესვენების შემდეგ, გუნდმა დარჩენილ 28 თამაშში შეძლო 23 მატჩის მოგება, რითაც ზედიზედ მეოთხედ მოახერხეს პლეი-ოფში გასვლა და ასევე მეოთხედ მოიპოვეს დივიზიონის ტიტული. გუნდმა რეგულარული სეზონი კვლავ 59-23 დაასრულა, როგორც ეს წინა წელს იყო. მეჯიკმა შეძლო კონფერენციის პირველ რაუნდში შარლოტ ბობკეტსის და ატლანტა ჰოუქსის დამარცხება ნახევარ-ფინალში, რის შემდეგადაც გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ბოსტონ სელტიკსს შეხვდა. სერიის პირველ სამ თამაშში მეჯიკი დამარცხდა, მაგრამ უბრძოლველად სერია არ დატოვა და შეძლო შემდეგ 2 მატჩში გამარჯვების მოპოვება, თუმცა მე-6 თამაშში, რომელიც ბოსტონში ტარდებოდა, მეჯიკი დამარცხდა და დაამთავრა სეზონი.

2010-დღემდე: ახალი არენა, ახალი შეხედულებები[რედაქტირება]

მას შემდეგ რაც გუნდი ემვეი ცენტრში გადავიდა, მეჯიკმა ასევე შეცვალა გუნდის ლოგო. ყოფილი ხაზებიანი ბურთის ლოგო, შეიცვალა ახლებური უნიფრომის ლოგოთი. მეჯიკმა ასევე უმასპინძლა 2012 წლის NBA All Star თამაშს.

2010 წლის ზაფხულში, მეჯიკმა ნიუ-იორკ ნიქსის ყოფილი მოთამაშე - კრის დაჰონი და მაიამი ჰიტის ყოფილი მოთამაშე კუენტინ რიჩარდსონი გადმოიყვანა.

მეჯიკმა სეზონი საბოლოოდ 52 გამარჯვებით დაასრულა, რაც საკმარისი იყო დივიზიონში მე-2 ადგილისთვის, თუმცა პლეი-ოფში გასულებს, ატლანტა ჰოუქსი შეხვდა, სადაც 6 თამაშში დამარცხდა მეჯიკი. სტენ ვან განდის მწვრთნელობის დროს, გუნდი პირველად იქნა დროზე ადრე გამოვარდნილი პლეი-ოფიდან.

შემოკლებულ 2011-2012 წლების სეზონში (NBA ლოკაუტის გამო) მეჯიკმა სეზონის უქმეები ცუდად გაატარა, რადგან გუნდის ვარსკვლავი და ლიდერი - დუაიტ ჰოვარდი გუნდიდან გაშვებას ითხოვდა, თუმცა არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. სეზონი გუნდმა ოკლაჰომა-სიტი თანდერის წინააღმდეგ გახსნა, სადაც 89-97 დამარცხდა შობის დღეს. მეჯიკმა 37-29 შედეგით აღმოსავლეთში მე-6 ადგილი დაიკავა, პლეი-ოფში გასულებს კი მე-3 ადგილით გასული ინდიანა პეისერსი შეხვდა. მეჯიკმა შეძლო პირველ თამაშში გამარჯვება, თუმცა ეს აღმოჩნდა პირველი და უკანასკნელი გამარჯვება გუნდისთვის ამ წლის პლეი-ოფში და სერია შემდეგ 1-4 წააგო. 21 მაისს გუნდის მიერ განცხადდა, რომ გენერალური მენეჯერი - ოტის სმიტი და მთავარი მწვრთნელი - სტენ ვან განდი გუნდის ნაწილი აღარი იქნებოდნენ. სტენ ვან განდის მწვრთნელობისას, გუნდმა რეგულარულ სეზონში 259-135 შედეგი აჩვენა, ასევე პლეი-ოფში წარამტებულად გამოვიდა და შეძლო ერთხელ კონფერენციის ფინალში, ხოლო მეორე წელს კი NBA ფინალში გაყვანა გუნდის.

2012 წლის 20 ივნისს, აღმასრულებელი დირექტორ - ალექს მარტინესის განცხადებით, ოკლაჰომა-სიტი თანდერის ყოფილი გენერალური მენეჯერის თანაშემწე - რობ ჰენიგანი დაინიშნა მეჯიკის ახალ გენერალურ მენეჯერად. ამჟამად ლიგაში ის არის ყველაზე ახალგაზრდა გენერალური მენეჯერი (30 წლის).

არენა[რედაქტირება]

ემვეი ცენტრი არის ორლანდო მეჯიკის საშინაო არენა 2010 წლიდან

ემვეი არენა (ინგლ. Amway Arena) გახსნილი იქნა 1989 წელს და იყო საშინაო არენა ორლანდო მეჯიკის 2009-2010 წლების სეზონამდე. არენა ასევე ცნობილი იყო როგორც ორლანდო არენა ან ო-არენა მის პირველ 10 წლის მანძილზე.

გუნდის ახლანდელი საშინაო არენა კი ემვეი ცენტრი (ინგლ. Amway Center) არის, რომელიც ოფიციალურად 2010 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა ნიუ-ორლეან ჰორნეტსის წინააღმდეგ. ხოლო რეგულარულ სეზონის პირველი მატჩი აქ 2010-11 წლების რეგულარული სეზონის 28 ოქტომბერს ჩატარდა ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ. მეჯიკმა შეძლო ორივე მატჩის მოგება. ემვეი ცენტრში ყველაზე დიდი მონიტორია დამონტაჟებული მთელი NBA მასშტაბით. არენაში ასევე ასპარეზობენ AFL გუნდი - ორლანდო პრედატორსი და მეორე ჰოკეის ლიგის გუნდი - ორლანდო სოლარ ბეარსი.

2010 წლის 4 მაისს, NBA რწმუნებულმა - დევიდ სტერნმა განაცხადა, რომ 2012 წლის NBA All Star ზუსტადაც, რომ ახალ ემვეი ცენტრში ჩატარდებოდა.

სეზონის შედეგები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ორლანდო მეჯიკის სეზონები.

მოთამაშეები[რედაქტირება]

ახლანდელი შემადგენლობა[რედაქტირება]

2012–13 ორლანდო მეჯიკი შემადგენლობა
მოთამაშეები მწვრთნელები
პოზ. # სახელი სიმაღლე წონა დ.თ. (წ–თ–დ) საიდან
G 4 ეფალო, არონ 6 ft 5 in (1.96 მ) 215 lb (98 კგ) 1985–10–15 UCLA
F/C 19 ეიონი, გუსტავო 6 ft 10 in (2.08 მ) 250 lb (113 კგ) 1985–04–01 San José State
F/C 11 დევისი, გლენ 6 ft 9 in (2.06 მ) 289 lb (131 კგ) 1986–01–01 LSU
G/F 8 ეინგა, კრისტიან 6 ft 7 in (2.01 მ) 210 lb (95 კგ) 1989–06–22 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
F 21 ჰერკლესი, მაურის 6 ft 8 in (2.03 მ) 210 lb (95 კგ) 1993–05–11 St. John's
F/C 32 ჰარერი, ჯასტინ 6 ft 10 in (2.08 მ) 225 lb (102 კგ) 1989–08–30 Richmond
F 3 ჰარინგტონი, ელ 6 ft 9 in (2.06 მ) 250 lb (113 კგ) 1980–02–17 St. Patrick HS (NJ)
F/C 17 მაკრობერტსი, ჯოშ 6 ft 10 in (2.08 მ) 240 lb (109 კგ) 1987–02–28 დუკი
G 55 მური, იტუან 6 ft 4 in (1.93 მ) 191 lb (87 კგ) 1989–02–25 Purdue
G 14 ნელსონი, იემირ (C) 6 ft 0 in (1.83 მ) 190 lb (86 კგ) 1982–02–09 Saint Joseph's
F 44 ნიკოლსონი, ენდრუ 6 ft 9 in (2.06 მ) 250 lb (113 კგ) 1989–12–08 St. Bonaventure
F 2 ო'ქუინი, კაილი 6 ft 10 in (2.08 მ) 224 lb (102 კგ) 1990–03–26 Norfolk State
G 7 რედიკი, ჯეი ჯეი 6 ft 4 in (1.93 მ) 190 lb (86 კგ) 1984–06–24 დუკი
F 5 რიჩარდსონი, ქუენტინ 6 ft 6 in (1.98 მ) 228 lb (103 კგ) 1980–04–13 DePaul
G 10 სმითი, აიშ 6 ft 0 in (1.83 მ) 175 lb (79 კგ) 1988–07–05 Wake Forest
F 15 თურქოღლუ, ჰედო 6 ft 10 in (2.08 მ) 220 lb (100 კგ) 1979–03–19 თურქეთი
F/C 9 ვუჩევიჩი, ნიკოლა 7 ft 0 in (2.13 მ) 240 lb (109 კგ) 1990–10–24 Southern California
მთავარი მწვრთნელი
  • ჟაკ ვაფნი
მწვრთნელის ასისტენ(ებ)ი
  • ბრეტ განინგი
  • უეს ანსილდი
  • ჯეიმზ ბორეგო
  • ლერონ პროფიტი
  • ლუკ სტაკი
ათლეტების ტრენერი
  • კეონ უაისი
სიძლიერის და კონდიციების მწვრთნელ(ებ)ი
  • ჯოუ როგოვსკი

მნიშვნელობები
  • (C) გუნდის კაპიტანი
  • (და) დრაფტზე არ იქნა არჩეული
  • (თა) თავისუფალი აგენტი
  • (დ) დასჯილი
  • (DL) D-ლიგა
  • ტრავმირებული ტრავმირებული

შემადგენლობაოპერაციები
უკანასკნელი ოპერაცია: 2012–08–12

დიდების დარბაზის წევრები[რედაქტირება]

  • ჩაკ დელი (მწვრთნელი) 1997-1999
  • დომინიკ უილკინსი 1999
  • პატრიკ იუვინგი 2001-2002 (მწვრთნელის ასისტენტი)

გაუქმებული ნომრები[რედაქტირება]

  • 6 – "მეექვსე კაცი – გულშემატკივრები" (ეს იქნა გაუქმებული 2001-2002 წლებში პატრიკ იუვინგის გამო.)

მთავარი მწვრთნელები[რედაქტირება]

გუნდის ჯილდოები და მიღწევები[რედაქტირება]

გუნდის ლიდერები[რედაქტირება]

კარიერის ლიდერები
კატეგორია მოთამაშე სტატისტიკა
ჩატარებული მატჩი ნიკ ანდერსონი 692
ზედიზედ ჩატარებული მატჩი დუაიტ ჰოვარდი 351
ჩატარებული წუთები დუაიტ ჰოვარდი 22 471
თამაშიდან ჩაგდებული ნიკ ანდერსონი 4 075
თამაშიდან ჩაგდების მცდელობა ნიკ ანდერსონი 8 976
3-ქულიანის ჩაგდება დენის სკოტი 981
3-ქულიანის ჩაგდების მცდელობა ნიკ ანდერსონი 2 480
საჯარიმოდან ჩაგდებული დუაიტ ჰოვარდი 3 366
საჯარიმოდან ჩაგდების მცდელობა დუაიტ ჰოვარდი 5 727
მოხსნა დუაიტ ჰოვარდი 8 072
ასისტენტი სკოტ სკილსი 2 776
მოპარვა ნიკ ანდერსონი 1 004
ბლოკი დუაიტ ჰოვარდი 1 344
პერსონალური ჯარიმა დუაიტ ჰოვარდი 2 002
ქულა დუაიტ ჰოვარდი 11 435
კარიერის თითო მატჩის საშუალო მაჩვენებელი
კატეგორია მოთამაშე სტატისტიკა
ქულა ტრეისი მაკგრედი 28.1
მოხსნა დუაიტ ჰოვარდი 13.0
ასისტენტი სკოტ სკილსი 7.2
მოპარვა პენი ჰარდევეი 1.9
ბლოკი შაკილ ონილი 2.8

ინდივიდუალური რეკორდები[რედაქტირება]

პირადი ჯილდოები[რედაქტირება]

NBA წლის მცველი

NBA წლის ახალბედა

NBA წლის მეექვსე კაცი

  • დარელ არმსტრონგი – 1999

NBA ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე

  • სკოტ სკილსი – 1991
  • დარელ არმსტრონგი – 1999
  • ტრეისი მაკგრედი – 2001
  • ჰედო თურქოღლუ – 2008
  • რაიან ანდერსონი – 2012

NBA წლის მწვრთნელი

NBA წლის აღმასრულებელი

  • ჯონ გაბრიელი – 2000

ყველა-NBA პირველი გუნდი

  • ენფერნი ჰარდევეი – 1995, 1996
  • ტრეისი მაკგრედი – 2002, 2003
  • დუაიტ ჰოვარდი – 2008, 2009, 2010, 2011, 2012

ყველა-NBA მეორე გუნდი

ყველა-NBA მესამე გუნდი

NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი

NBA ყველა-დაცვითი მეორე გუნდი

NBA All-Star მონაწილეები

  • შაკილ ონილი – 1993, 1994, 1995, 1996
  • ენფერნი ჰარდევეი – 1995, 1996, 1997, 1998
  • ტრეისი მაკგრედი – 2001, 2002, 2003, 2004
  • გრანტ ჰილი – 2001, 2005
  • რაშარდ ლუისი – 2009
  • იამირ ნელსონი – 2009
  • დუაიტ ჰოვარდი – 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012

NBA ახალბედა პირველი გუნდი

NBA ახალბედა მეორე გუნდი

  • სტენლი რობერტსი – 1992
  • მაიკლ დოლიჩი – 1999
  • ჩაკი ატკინსი – 2000
  • იამირ ნელსონი – 2005

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]