შინაარსზე გადასვლა

ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია
სპორტი კალათბურთი
დაარსდა 1946 - 1949
გუნდების რაოდ. 16
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ამჟ. გამარჯვებული მინეაპოლის ლეიკერსი
ოფიციალური საიტი NBA.com

ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. Basketball Association of America, BAA) - პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც დაარსდა 1946 წელს. ლიგამ შეიერთა ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBL) 1949 წელს, და წარდგა ახალი ფორმატით, რომელმაც ლიგის სახეცვლილებაც გამოიწვია და NBA გახდა. ფილადელფია უორიორსი გახდა ინაუგურაციის წელს - 1947 პირველი ლიგის ჩემპიონი, ხოლო მომდევნო წლებში ბალტიმორ ბულეტსი 1948 და მინეაპოლის ლეიკერსი 1949 წელს. 6 გუნდი BAA-დან კვლავ აქტიურია NBA 2009-10 წლების სეზონებამდე. ინაუგურაციის სეზონი ლიგამ 11 გუნდით დაიწყო, მომდევნო 1947-48 წლებში ლიგა 8 გუნდამდე შემცირდა, თუმცა 1948-49 წლების სეზონში კი 12-მდე გაიზარდა.

უოლტერ ბრაუნი, რომელიც ბოსტონ გარდენის მფლობელი იყო, სჯეროდა, რომ ყინულის ჰოკეის არენები, რომლებიც ცარიელი იყო მრავალი საღამოს დროს, შეივსებოდა თუ იმავე არენებზე კალათბურთის მატჩებს ჩაატარებდნენ. ამ თეორიის დასამტკიცებლად, ნიუ-იორკში 1946 წლის 6 ივნისს შეიქმნა BAA. მაურის პოდოლოფი, რომელიც ამერიკის ჰოკეის ლიგის პრეზიდენტი იყო, დანიშნული იქნა BAA პრეზიდენტად, რომლის მიხედვითაც გახდა პირველი პერსონა, რომელიც ორ პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტი იყო.

BAA მფლობელებზე მეტად დიდი გამოცდილება ბიზნესმენებს ჰქონდათ კალათბურთის გუნდის პატარა გამოცდილებით. ლიგა 11 გუნდით დაიწყო, სადაც თითოეული გუნდი 60 მატჩს ატარებდა. ამას მოჰყვებოდა პლეი-ოფი და ფინალური სერია ლიგის გამარჯვებულის გამოსავლენად. MLB მსგავსად, არავის ანიჭებდა უპირატესობას ფერად-კანიანი მოთამაშეების დრაფტზე არჩევის ან გამოყვანას.

ასევე ლიგა იყო პირველი პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა, ABL, NBL და BAA შორის, რომელიც დიდი ქალაქების დიდ არენებზე თამაშობდა, როგორებიც არის მედისონ-სკვერ-გარდენი და ბოსტონ გარდენი. მიუხედავად ამისა, ლიგის არსებობის 3 წლიდან, 2-ჯერ მოიგო ისეთმა გუნდმა, რომელიც მანამდე სხვა ლიგაში ასპარეზობდა - ბალტიმორ ბულეტსი 1948 და მინეაპოლის ლეიკერსი 1949 წელს.

ლიგამ ასპარეზობა 11 გუნდით დაიწყო, რომლებიც 2 დივიზიონში განაწილდნენ - აღმოსავლეთი და დასავლეთი. ყოველი გუნდი ატარებდა 60 ან 61 თამაშს რეგულარულ სეზონში. საუკეთესო სამი გუნდი თითო დივიზიონიდან გადიოდა პლეი-ოფში. ორივე დივიზიონის გამარჯვებული გადიოდნენ პირდაპირ ნახევარ-ფინალში. მე-2 და მე-3 ადგილოსნები კი მეოთხედ ფინალში საუკეთესო 3 თამაშიან სერიას აწყობდნენ. აღმოსავლეთი დივიზიონის გამარჯვებული - ვაშინგტონ კეპიტოლზი, რომელმაც საუკეთესო 49 გამარჯვება აჩვენა, დამარცხდა ნახევარ-ფინალში ჩიკაგო სტეგსის მიერ. სტეგსი გავიდა ფინალში, სადაც ფილადელფია უორიორსს შეხვდა, რომელმაც ნახევარ-ფინალში ნიუ-იორკ ნიქსი დაამარცხა.

პირველ წელს იყო ბევრი პრობლემა. არენა როგორც კალათბურთის, ასევე ყინულის ჰოკეის გუნდები იყენებდნენ, რის გამოც რამდენიმე არენაზე, მფლობელები უბრალოდ ზემოდან დებდნენ ხის პარკეტს ყინულის მოედანზე, ამის გამო რამდენიმე მატჩი გადატანილი იქნა მოედანზე ასრიალების გამო. რამდენიმე მფლობელი არ ათბობდა არენას, მოუწოდებდა გულშემატკივრებს მოეტანათ თბილი ჩასაცმელი, ხოლო მოთამაშეები კი ხელთათმანებით თამაშობდნენ. დასწრების საშუალო მაჩვენებელი თითოეულ მატჩში 3 000 იყო. გუნდები, რომლებსაც ლიდერობა ჰქონდათ მოპოვებული, მათი მოთამაშეები დიდხანს ატარებდნენ ბურთს, ამიტომ შემოიღო ლიგამ გარკვეული პერიოდი თითოეული გუნდისთვის. დამატებით, ლიგის გუნდების ფინანსური მხარე ძალიან სუსტი იყო. მიუხედავად ამისა, BAA კვლავ აგრძელებდა გულშემატკივრების მოზიდვას ყოფილი კოლეჯის ვარსკვლავების თამაშით.

სანამ სეზონი დაიწყებოდა, კლივლენდ რებელსი, დეტროიტ ფალკონსი, პიტსბურგ აირონმენი და ტორონტო ჰასკისი გაუქმდა, BAA-ში კი მხოლოდ 7 გუნდი დარჩა. ბალტიმორ ბულეტსი შემოუერთდა ლიგას ABL-დან, და გადავიდა დასავლეთ დივიზიონში ვაშინგტონ კეპიტოლზთან ერთად. სეზონის დაწყებისას, ლიგამ პირველად გააკეთა კოლეჯიდან დრაფტი 1947 წლის 1 ივლისს. ყოველმა გუნდმა ჩაატარა 48 თამაში რეგულარულ სეზონში. აღმოსავლეთ დივიზიონში გაიმარჯვა ფილადელფია უორიორსმა, ხოლო დასავლეთი დივიზიონი კი სენტ ლუის ბომბერსმა მოიგო.

1948 წლის პლეი-ოფი იგივე ფორმატით ჩატარდა, როგორიც წინა წელს. აღმოსავლეთ დივიზიონის გამარჯვებულმა - ფილადელფია უორიორსმა დაამარცხა დასავლეთ დივიზიონის გამარჯვებული - სენტ ლუის ბომბერსი. ფინალში, უორიორსი დამარცხებული იქნა ბალტიმორ ბულეტსის მიერ 2-4.

სანამ ახალი სეზონი დაიწყებოდა, ლიგას NBL-იდან 4 გუნდი შეემატა, ფორტ-უეინი პისტონსი, ინდიანაპოლის ჯეტსი, მინეაპოლის ლეიკერსი და როჩესტერ როიალზი. ამას რა თქმა უპირატესობა ჰქონდა დიდი, რადგან ჯორჯ მიკანი ამჯერად BAA-ში თამაშობდა, რაც ლიგას კიდევ უფრო პოპულარულს ხდიდა. 12 გუნდისგან შემდგარი ლიგა, 2 დივიზიონში გაიყო. ყოველმა გუნდმა რეგულარულ სეზონში 60 მატჩი ჩაატარა. აღმოსავლეთ დივიზიონის გამარჯვებული ვაშინგტონ კეპიტოლზი გამოვიდა 38 მოგებით, ხოლო დასავლეთ დივიზიონში კი ორი გუნდი ლიდეორბდა - როიალზი და ლეიკერსი რომლებმაც 45 და 44 მოგებები შეძლეს.

1949 წლის პლეი-ოფი ამჯერად 8 გუნდისგან შედგებოდა. 4 გუნდი თითო დივიზიონიდან, რომლებიც ნახევარ-ფინალშიც და დივიზიონის ფინალში ხვდებოდნენ. ორივე დივიზიონის გამარჯვბეული ბოლოს ხვდებოდა ერთმანეთს. დივიზიონის ნახევარ-ფინალი და ფინალი საუკეთესო 3 მატჩის ფორმატისგან შედგებოდა, ხოლო ფინალი კი 7 მატჩისგან. ლეიკერსმა დასავლეთ დივიზიონის ფინალში როიალზი დაამარცხა და ინაუგურაციის წელსვე გახდა დივიზიონის გამარჯვებული. მეორე დივიზიონურ ფინალში, კეპიტოლზმა ნიუ-იორკ ნიქსი დაამარცხა და ინაუგურაციის წელსვე მოიგო აღმოსავლეთ დივიზიონის ტიტული. ფინალში ლეიკერსმა მოიგო 4-2 კეპიტოლზის წინააღმდეგ.

1949 წლის 3 აგვისტოს, BAA დათანხმდა NBL შეერთებას, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შექმნას გამოიწვევდა (NBA). NBL-ს 6 გუნდი გადმოვიდა BAA-ში შეერთებისას. ინდიანაპოლის ოლიმპიანსი დაემატა ლიგას როგორც დამატებითი გუნდი. საბოლოოდ, ლიგაში 17 გუნდი დამკვიდრდა, რომლებიც გადანაწილებულები იყვნენ როგორც დიდ, ასევე პატარა ქალაქებში, როგორც დიდ არენებზე, ასევე პატარა გიმნასტიკის დარბაზებში. შეერთებისას, ლიგამ 1949 წლის 21 მარტს კოლეჯის დრაფტი ჩაატარა, რომელიც ბოლო დრაფტი გახდა BAA სახელით.

წელი ფინალისტი შედეგი ფინალისტი
1947ფილადელფია უორიორსი4–1ჩიკაგო სტეგსი
1948ბალტიმორ ბულეტსი4–2ფილადელფია უორიორსი
1949მინეაპოლის ლეიკერსი4–2ვაშინგტონ კეპიტოლზი
^ აღნიშნულია ის გუნდები, რომლებიც ამჟამად კვლავ თამაშობენ NBA-ში
გუნდი ქალაქი აქტიური
წლები
ჩატარებული
სეზონი
მოგება-წაგების
შედეგი
მოგება
პროცენტულად
პლეი-ოფში
გავიდა
ჩემპიონობა
მოიგო
BAA ბუფალო ნიუ-იორკი არ უთამაშია 0 0–0 N/A 0 0
BAA ინდიანაპოლისი ინდიანა არ უთამაშია 0 0–0 N/A 0 0
ბალტიმორ ბულეტსი[a] მერილენდი 1947–49 2 57–51 .528 2 1
ბოსტონ სელტიქსი^ მასაჩუსეტსი 1946–49 3 67–101 .399 1 0
ჩიკაგო სტეგსი ილინოისი 1946–49 3 105–64 .621 3 0
კლივლენდ რებელსი ოჰაიო 1946–47 1 30–30 .500 1 0
დეტროიტ ფალკონსი მიჩიგანი 1946–47 1 20–40 .333 0 0
ფორტ-უეინი პისტონსი^[b] ინდიანა 1948–49 1 22–38 .367 0 0
ინდიანაპოლის ჯეტსი ინდიანა 1948–49 1 18–42 .300 0 0
მინეაპოლის ლეიკერსი^[c] მინესოტა 1948–49 1 44–16 .733 1 1
ნიუ-იორკ ნიქსი^ ნიუ-იორკი 1946–49 3 91–77 .542 3 0
ფილადელფია უორიორსი^[d] პენსილვანია 1946–49 3 90–78 .536 3 1
პიიტსბურგ აირონმენი პენსილვანია 1946–47 1 15–45 .250 0 0
პროვიდენს სტიმროლერსი როუდ აილენდი 1946–49 3 46–122 .274 0 0
როჩესტერ როიალზი^[e] ნიუ-იორკი 1948–49 1 45–15 .750 1 0
სენტ ლუის ბომბერსი მისური 1946–49 3 96–73 .568 3 0
ტორონტო ჰასკისი ონტარიო 1946–47 1 22–38 .367 0 0
ვაშინგტონ კეპიტოლზი ვაშინგტონი 1946–49 3 115–53 .685 3 0

შედეგები წლების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთი დივიზიონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდიWLPCT.
ვაშინგტონ კეპიტოლზი4911.817
ფილადელფია უორიორსი3525.583
ნიუ-იორკ ნიქსი3327.550
პროვიდენს სტიმროლერსი2832.467
ბოსტონ სელტიქსი2238.367
ტორონტო ჰასკისი2238.367

დასავლეთი დივიზიონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდიWLPCT.
ჩიკაოგ სტეგსი3922.639
სენტ ლუის ბომბერსი3823.623
კლივლენდ რებელსი3030.500
დეტროიტ ფალკონსი2040.333
პიტსბურგ აირონმენი1545.250

აღმოსავლეთი დივიზიონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდიWLPCT.
ფილადელფია უორიორსი2721.563
ნიუ-იორკ ნიქსი2622.542
ბოსტონ სელტიქსი2028.417
პროვიდენს სტიმროლერსი642.125

დასავლეთი დივიზიონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდიWLPCT.
სენტ ლუის ბომბერსი2919.604
ბალტიმორ ბულეტსი2820.583
ჩიკაგო სტეგსი2820.583
ვაშინგტონ კეპიტოლზი2820.583

აღმოსავლეთი დივიზიონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდიWLPCT.
ვაშინგტონ კეპიტოლზი3822.633
ნიუ-იორკ ნიქსი3228.533
ბალტიმორ ბულეტსი2931.483
ფილადელფია უორიორსი2832.467
ბოსტონ სელტიქსი2535.417
პროვიდენს სტრიმროლერსი1248.200

დასავლეთი დივიზიონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდიWLPCT.
როჩესტერ როიალზი4515.750
მინეაპოლის ლეიკერსი4416.733
ჩიკაგო სტეგსი3822.633
სენტ ლუის ბომბერსი2931.483
ფორტ-უეინი პისტონსი2238.367
ინდიანაპოლის ჯეტსი1842.300

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]