ოკლაჰომა-სიტი თანდერი
ოკლაჰომა-სიტი თანდერი Oklahoma City Thunder | |||
---|---|---|---|
ოკლაჰომა-სიტი თანდერის სეზონი 2012–13 | |||
კონფერენცია | დასავლეთი | ||
დივიზიონი | ჩრდილო-დასავლეთი | ||
დაარსდა | 1967 | ||
ისტორია | სიეტლ სუპერსონიქსი 1967–2008 ოკლაჰომა-სიტი თანდერი 2008–დღემდე | ||
არენა | Chesapeake Energy Arena | ||
ქალაქი | ოკლაჰომა-სიტი, ოკლაჰომა | ||
გუნდის ფერები | ცისფერი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ლურჯი და თეთრი | ||
მფლობელ(ებ)ი | Professional Basketball Club LLC | ||
გენერალური მენეჯერი | სემ პრესტი | ||
მთავარი მწვრთნელი | სკოტ ბრუქსი | ||
D-ლიგის კლუბი | Tulsa 66ers | ||
ჩემპიონები | 1 (1979) | ||
კონფერენციის ტიტულები | 4 (1978, 1979, 1996, 2012) | ||
დივიზიონის ტიტულები | 8 (1979, 1994, 1996, 1997, 1998, 2005, 2011, 2012) | ||
ოფიციალური საიტი | thunder.nba.com | ||
|
ოკლაჰომა-სიტი თანდერი (ინგლ. Oklahoma City Thunder) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს ოკლაჰომა-სიტიში, ოკლაჰომას შტატში, აშშ. გუნდი თამაშობს ჩრდილო-დასავლეთი დივიზიონში, რომელიც დასავლეთ კონფერენციას ეკუთვნის NBA-ში. გუნდის სათამაშო ბაზა - Chesapeake Energy Arena. ყველა ჩრდილოეთ ამერიკის მთავარი პროფესიონალური ლიგა რომ ავიღოთ, თანდერი არის ერთადერთი წარმომადგენელი ოკლაჰომადან.
მას შემდეგ რაც გუნდის მფლობელს კლაი ბენეტს და სიეტლის მეკანონეებს შორის უთანხმოება და გაუგებრობა მოხდა, გუნდი 2008 წლიდან გადავიდა ოკლაჰომაში. სუპერსონიქსი NBA პლეი-ოფში 22-ჯერ გავიდა, დივიზიონის მოგება 6-ჯერ შეძლეს და ასევე 1979 წელს მოიგეს NBA ჩემპიონის ტიტული. თანდერი პირველად პლეი-ოფში 2009-10 წლის სეზონისთვის გავიდა, შემდეგ 2010-11 სეზონში გუნმა პირველად მოიგო დივიზიონის ტიტული, ხოლო მომდევნო 2011-12 წლების სეზონში კი დასავლეთ კონფერენცია მოიგო.
გუნდის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიეტლ სუპერსონიქსნი (1967-2008)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანდერის პირველი სახელწოდება იყო სიეტლ სუპერსონიქსნი, რომელიც 1967 წელს დაარსდა. სიეტლში გატარებული 41 წლის განმავლობაში გუნდის შედეგები ასეთია: 1,745–1,585 (.524) მოგება–წაგება რეგულარულ სეზონში, ხოლო 107-110 (.493) პლეი-ოფში. სიეტლმა შეძლო დასავლეთ კონფერენციის ტიტულის მოგება და 1 NBA ჩემპიონის ტიტულის მოგება 1979 წელს.
2006 წელს, სუპერსონიქსი გაყიდული იქნა 350 მილიონ დოლარად ოკლაჰომა-სიტის ინვესტორების ჯგუფზე კლეი ბენეტის მიერ. 2007 წელს კი ბენეტმა განაცხადა გუნდის ოკლაჰომა-სიტიში გადასვლის შესახებ უახლოეს მომავალში, მას შემდეგ რაც KeyArena დრო გავიდოდა.
2008 წელს გავიდა KeyArena-ს ვადა, ასევე სიერლის მეკანონეებსა და ბენეტს შორის დაძაბულობამ მოიმატა, საბოლოოდ კი მხარეებმა შეთანხმებას 2 თვის შემდეგ მიაღწიეს. მფლობელები შეთანხმდნენ, რომ გუნდის სახელ - სუპერსონიქსს, ფერებსა და ლოგოს მთლიანად შეცვლიდნენ, ეს კი ქალაქის მეკანონების მომავლის იმედით, შესაძლებელი ახალი გუნდის ჩამოყალიბების შემთხვევაში იქნება. თუმცა გუნდის მიღწევები, თასები და ბანერები მაინც ოკლაჰომა-სიტი თანდერის დაქვემდებარების ქვეშ წავიდა. 2008 წლის 3 სექტემბერს, გუნდის სახელი - ოკლაჰომა-სიტი თანდერი და მისი ფერები: ლურჯი, თეთრი, ოქროსფერი და ყვითელი იქნა გამოცხადებული.
ინაუგურაციის სეზონი (2008-09)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანდერის დროებითი თავშესაფარი იყო Sawyer Center, რომელიც Southern Nazarene University ეკუთვნის. ეს არენა კი ასევე გამოიყენებოდა ჰორნეტსის მიერ ქარიშხალ კატრინას დროს, როდესაც გუნდი დროებით ოკლაჰომა-სიტიში ასპარეზობდა.
თანდერმა 2008-09 წლების რეგულარული სეზონის დაწყებამდე რამდენიმე მატჩი ჩაატარა, თუმცა მხოლოდ 1 თამაში ჩატარდა ოკლაჰომა-სიტიში. გუნდმა პირველი მატჩი ფორდ ცენტრში 14 ოქტომბერს ჩაატარა კლიპერსის წინააღმდეგ.
პირველი რეგულარული სეზონის მატჩში, გუნდი მილუოკ ბაქსს შეხვდა და დამარცხდა. ირლ უოტსონმა მიითვალა პირველი ქულები სეზონის დაწყებისა. 3 ღამის შემდეგ, 2 ნოემბერს, გუნდმა პირველი მატჩი მოიგო თანდერად გარდაქმნის შემდეგ, სადაც მინესოტას მოუგეს, შედეგით კი 1-3 წავიდნენ. გუნდმა რეგულარულ სეზონში 10 თამაშიანი წაგებების სერია მოაწყო, რამაც საბოლოოდ გუნდის მფლობელები მიიყვანა გადაწყვეტილებასთან, რომ ფი ჯეი კარლესიმოს გაეშვატ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ასევე დამხმარე მწვრთნელი პოლ ვესტჰედი. გუნდის მართვა კი ასევე დამხმარე მწვრთნელმა სკოტ ბრუქსმა ჩაიბარა დროებითი მწვრთნელის სტატუსით. ბრუქსმა შემდეგი 4 მატჩიც წააგო და გუნდის ისტორიაში გაუთანაბრდა ყველაზე გრძელვადიან წაგების სერიას -14, წინა რეკორდი ერთი წლის წინ იქნა დამყარებული, ოღონდ იმ დროს გუნდს სუპერსონიქსი ერქვა. გუნდმა ახალი ანტი-რეკორდი ვერ დაამყარა და შემდეგი თამაშის მოგება შეძლო მემფის გრიზლის წინააღმდეგ.
რეგულარული სეზონის პერიოდში, გუნდმა შეძლო თამაშის ხარისხის გაუმჯობესება მას შემდეგ რაც პირველ 32 ტურში შედეგი 3-29 ჰქონდა. თანდერმა შეძლო და შედეგი 20-30 მიიყვანა, და არა მხოლოდ მოგებები შეძლო, არამედ გუნდის თამაში უფრო უკეთესი და დალაგებული ხდებოდა. ოკლაჰომაში გატარებული პირველი სეზონის შემდეგ, თანდერმა სეზონი 23-59 დაასრულა და წინა წლისგან განსხვავებით, როდესაც 20-62 დაამთავრა, ამ ასპექტშიც გააუმჯობესა. ბოლო პერიოდში წარმატებისთვის, გუნდმა ოფიციალურად გაიფორმა მთავარი მწვრთნელის რანგში სკოტ ბრუქსი.
მას შემდეგ რაც გუნდი სიეტლიდან ოკლაჰომა-სიტიში გადავიდა, გაუმჯობესდა არა მხოლოდ თამაშის ხარისხი, არამედ ოპერაციული სიტუაცია. 2008 წლის დეკემბერში, ფორბსმა გუნდის ღირებულება 300 მილიონი დოლაღი განაცხადა, რაც 12% მეტი იყო წინა წელთან შედარებით (268 მილიონი დოლარი, როდესაც გუნდი სიეტლში ასპარეზობდა.). ფორბსმა ასევე ბილეთების ზრდის შესახებაც გამოაცხადა და გამოაქვეყნა შედეგები, რის თანახმადაც, წინა წლისგან განსხვავებით, როდესაც გუნდმაი 78% გაყიდა, ამჯერად 2008-09 წლის მაჩვენებელი 100% იყო.
სეზონის შემოტრიალება (2009-10)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინაუგურაციის პირველი სეზონის შემდეგ გუნდს ბევრი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა თანდერს იმედები ჰქონდა გაუმჯობესების მათ მეორე სეზონის მანძილზე ოკლაჰომა-სიტიში. გუნდს არანაირი დიდი აქტიურება არ მოუხდენია სეზონის დაწყებამდე, ერთადერთი NBA დრაფტზე აირჩიეს ჯეიმზ ჰარდენი, რომელიც მთლიან დრაფტზე #3 არჩევანი გამოდგა.
გუნდი უკვე ნელ-ნელა ივსებოდა ახალგაზრდა მოთამაშეებით, სადაც ლიდერობას ასევე ახალგაზრდა კევინ დურანტი ითავსებდა. 2009-10 წლის თანდერის სეზონი, რომელშიც ასევე შევიდა რამდენიმე NBA ელიტური გუნდებზე გამარჯვება, მათ შორის 16 ქულიანი უპირატესობით გამარჯვება მოქმედ NBA ჩემპიონ ლეიკერსზე და 28 ქულიანი გამარჯვება აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონ ორლანდო მეჯიქზე. გასვლით შეხვედრებში გამარჯვება სან-ანტონიო სპურსის, იუტა ჯაზის, მაიამი ჰიტის, ბოსტონ სელტიქსის და დალას მევერიქსის წინააღმდეგ, მალევე მოუხვეჭა გუნდს რეპუტაცია. პირველი ნახევარი გუნდმა .500 დაამთავრა, შემდეგ კი 9 თამაშიანი მოგებების სერია მიაყოლა, რამაც პლეი-ოფის ერთ-ერთი ფავორიტად ჩამოაყალივა. კევინ დურანტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც მოიგო მექულის ტიტული. დურანტს საშუალო 30.1 ქულა ჰქონდა თითო თამაშში, მაშინ როდესაც მან 82 თამაში ჩაატარა.
თანდერმა რეგულარული სეზონი 50-32 დაასრულა, რითაც მოგებების რაოდენობა გაორმაგებაზე ოდნავ მეტი გამოვიდა წინა სეზონთან შედარებით. ოკლაჰომა-სიტი თანდერმა, ისევე როგორც ბოსტონ სელტიქსმა, მოხსნა რეკორდი. თანდერმა დაასრულა ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონში მე-4 ადგილზე და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე, რითაც მოიპოვეს საგზური 2010 NBA პლეი-ოფში ასპარეზობის. 22 აპრილს, გუნდმა პირველი პლეი-ოფის მატჩი ჩაატარა, მას შემდეგ რაც გადავიდა ოკლაჰომა-სიტიში, სადაც მათ მოქმედი ჩემპიონი - ლოს-ანჯელეს ლეიკერსი დაამარცხეს 101-96. ეს მატჩი ასევე იყო თანდერისთვის პირველი გამარჯვება ფორდ ცენტრში. მიუხედავად ამისა, გუნდი პირველივე რაუნდში დამარცდა 4-2 და გამოეთიშა ასპარეზობას.
ოკლაჰომა-სიტი გადავიდა მე-12 ადგილზე საერთო NBA დასწრებებით, ასევე მე-7 ადგილზე არენაზე თავისუფალი ადგილების პროცენტული მაჩვენებლით (98%, ასევე 41 საშინაო მატჩიდან 28 მატჩში სრულად იქნა გაყიდული ბილეთები).
გამოსაჩენი პოზიციები (2010-11)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ჯეიმზ ჰარდენი
-
სერჯ იბაკა
ფინანსურად, თანდერის ორგანიზაცია აგრძელებდა გუნდის შენებას, დაწყებული სიეტლიდან ოკლაჰომა-სიტიში გადასვლით. 2011 წლის იანვარში, ჟურნალ ფორბსმა გუნდის ღირებულება 329 მილიონი დაასახელა, რაც 6% მეტი იყო წინა წელთან შედარებით. ჟურნალმა აღნიშნა გუნდის განახლებისთვის დახარჯული 118 მილიონი და ოპერატიული მოგება 22.6 მილიონი დოლარი, რაც 6.3% და 78% მეტი იყო წინა წელთან შედარებით. თანდერმა რეგულარული სეზონი 55-27 შედეგით დაასრულა, რაც 5 მოგებით მეტი იყო წინა წელთან შედარებით. გუნდმა ასევე მოიპოვა პირველი დივიზიონის ტიტული, მას შემდეგ რაც გუნდი ოკლაჰომაში გადავიდა, რაც გუნდის ისტორიაში საბოლოოდ მე-7 ტიტული აღმოჩნდა.
მე-4 ადგილით გასულებს, დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფში გუნდს მე-5 ადგილით გასული დენვერ ნაგეტსი შეხვდა. პირველ თამაშში კევინ დურანტმა 41 ქულა დააგროვა, რომელიც მისთვის ყველაზე უმაღლესი ქულა გამოდგა პლეი-ოფის კარიერაში. სერიის ბოლო თამაშში, მან კვლავ შეძლო 41 ქულის დაგროვება, ხოლო სერჯ იბაკა კი თითქმის გაუთანაბრდა ყველაზე მეტი დაბლოკვით პლეი-ოფში (10, რომელიც ასევე მარკ იტონს, ჰაკიმ ოლეიუონს და ენდრიუ ბაინამს ჰქონდა), რომელმაც 9 მოახერხა. სერია კი თანდერმა 4-1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასულებს, მემფის გრიზლი შეხვდათ, რომლებიც გასული იყვნენ მე-8 ადგილით და რამდენიმე დღით ადრე შეძლეს პირველი ადგილით გასული სპურსის გამოთიშვა პლეი-ოფიდან. სერია კი მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ გამარჯვებული მაინც თანდერი გამოვიდა, როდესაც სერია მე-7 თამაშში 4-3 მოიგო. დურანტი კიდევ ერთხელ იყო გამორჩეული ვარსკვლავი თამაშში, როდესაც 39 ქულა დააგროვა, ვესტბრუკმა კი ტრიპლ-დაბლი. მიუხედავად დიდი მონდომებისა, თანდერი დასავლეთ კონფერენციის ფინალში მომავალ ჩემპიონ - დალას მევერიქსს დაუპირისპირდა, სადაც შეეძლო სერიის გათანაბრება, მაშინ როდესაც 2-1 აგებდა და მე-4 თამაშში 15 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე. საბოლოოდ თამაში დამატებით დროში 112-105 წააგო, სერია კი 4-1 დათმო.
ტიტულისთვის ბრძოლაში (2011-2012)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლოკაუტის დროს, თანდერის მოთამაშეები (კევინ დურანტი, ჯეიმზ ჰარდენი, თაბო სეფოლოშა და სერჯ იბაკა) თამაშობდნენ როგორც აშშ-ში, ასევე სხვა ქვეყნებში გამოსაჩენად, რომ ყოფილიყვნენ ფორმაში. როდესაც გუნდი უკვე სავარჯიშოდ შეიკრიბა, გუნდის შემადგელობა ყველა ჯანმრთელად და საბრძოლველად მზად იყო, გამონაკლისი მხოლოდ რასელ ვესტბრუკი გახდლდათ, რომელსაც კონტრაქტთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლოკაუტის განმავლობაში კერი პერკინსმა 15 კგ-მდე დაიკლო. თანდერმა ლოკაუტის შემდეგ პირველი 2 შეხვედრა მევერიქსის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც 2 თამაშის მოგება შეძლო პრე-სასეზონო მატჩებში. რეგულარული სეზონის პირველი მატჩი მოიგეს ორლანდოს წინააღმდეგ და ასევე 5 თამაშიანი გამარჯვების სერიაც მიაყოლეს. კევინ დურანტი გახდა NBA ისტორიაში მე-6 კალათბურთელი, რომელმაც შეძლო და 30 ან მეტი ქულა დააგროვა რეგულარული სეზონის პირველ 4 თამაშში. ოკლაჰომა წარმატებით აგრძელებდა რეგულარულ სეზონში ასპარეზობას, რის გამოც NBA All Star-ის არჩევისას იმყოფებოდნენ კევინ დურანტი, რასელ ვესტბრუკი, ჯეიმზ ჰარდენი, პერკინსი და იბაკა. მას შემდეგ რაც თანდერმა შეძლო 2012 წლის 11 თებერვალს ჯაზთან მოგება, სკოტ ბრუკსი დასახელებული იქნა All Star-ზე დასავლეთ კონფერენციის მთავარ მწვრთნელად, რომელიც ორლანდოში, ფლორიდის შტატში ტარდებოდა.
2012 წლის NBA პლეი-ოფის პირველ რაუნდში, თანდერი შეხვდა მოქმედ ჩემპიონ დალას მევერიქსს, რომელსაც 4 თამაშში მოუგო. მეორე რაუნდში გასულებს ლეიკერსი შეხვდა, რომელთანაც ასევე ადვილად, თუმცა 4-1 შეძლო გამარჯვება სერიაში. ლეიკერსის დამარცხების შემდეგ დასავლეთ კონფერენციის ფინალში გასულებს, თანდერს სპურსი შეხვდა, სადაც პირველი 2 თამაში წააგო, თუმცა ტანდერმა შეძლო სერიის შემოტრიალება და გაიმარჯვა შემდეგ 4 მატჩში, რითაც NBA სუპერ ფინალში ასპარეზობის საგზური მოიპოვა, მოწინააღმდეგედ კი მაიამი ჰიტი შეხვდა.
ლოგო და უნიფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკლაჰომა-სიტი თანდერმა პირვლეი ოფიციალური ლოგო 2008 წლის 3 სექტემბერს წარადგინა. უნიფორმების პრეზენტაცია კი 2008 წლის 29 სექტემბერს მოხდა.
-
საშინაო -
გასვლითი
არენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Seattle Center Coliseum (1967–1978 წლებში);
- The Kingdome (1978–1985 წლებში);
- Seattle Center Coliseum (1985–1994 წლებში);
- Tacoma Dome (1994–1995 წლებში, KeyArena განახლების პერიოდში);
- KeyArena (განახლებული და სახელ შეცვლილი Seattle Center Coliseum - 1995–2008 წლებში);
- Chesapeake Energy Arena (ყოფილი ფორდ ცენტრი) (2008–დღემდე);
სეზონის შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოთამაშეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახლანდელი შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012–13 ოკლაჰომა-სიტი თანდერი შემადგენლობა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მოთამაშეები | მწვრთნელები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შემადგენლობა • ოპერაციები |
გაუქმებული გუნდის ნომრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკლაჰომა-სიტი თანდერს ოფიციალურად არც ერთი ნომერი გაუუქმებია ჯერ, თუმცა სიეტლ სუპერსონიქსად ყოფნის დროს, გუნდმა 6 მაისური გააუქმა: 1, 10, 19, 24, 32 და 43, ასევე ბობ ბლექბერნის პატივსაცემად, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე მიჰყავდა სუპერსონიქსის ტელე-რადიო რეპორტაჟები, გაუქმებული იქნა მიკროფონის გამოსახულებიანი ბანერი.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმასრულებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1967–1968: დონ რიჩმენი
- 1968–1969: დიკ ვერტლიბი
- 1969–1973: ბობ ჰაბრეგსი
- 1973–1977: ბილ რასელი
- 1977–1983: ზული ვოლჩოკი
- 1985–1986: ლენი უილკინსი
- 1986–1994: ბობ ვიციტი
- 1994–2001: უალი უოლკერი
- 2001–2007: რიკ სანდი
- 2007–დღემდე: სემ პრესტი
გუნდის ჯილდოები და მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თითო თამაშის რეკორდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქულა: 51 - კევინ დურანტი დენვერ ნაგეტსის წინააღმდეგ 2012 წლის 19 თებერვალს.
- მოხსნა: 20 - სერჯ იბაკა ფინიქს სანსის წინააღმდეგ 2012 წლის 7 მარტს.
- ასისტენტი: 16 - რასელ ვესბტრუკი მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ 2010 წლის 4 აპრილს.
- მოპარვა: 7 - რასელ ვესბტრუკი გოლდენ სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ 2012 წლის 27 იანვარს.
- დაბლოკვა: 11 - სერჯ იბაკა დენვერ ნაგეტსის წინააღმდეგ 2012 წლის 19 თებერვალს
პირადი ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]NBA წლის მწვრთნელი:
- სკოტ ბრუქსი – 2010
NBA წლის მეექვსე კაცი:
- ჯეიმზ ჰარდენი – 2012
ყველა-NBA პირველი გუნდი:
- კევინ დურანტი – 2010, 2011, 2012
ყველა-NBA მეორე გუნდი:
- რასელ ვესტბრუკი – 2011, 2012
NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი:
- სერჯ იბაკა – 2012
NBA ყველა დაცვითი მეორე გუნდი:
- თაბო სეფოლოშა – 2010
NBA წლის ახალბედა
- კევინ დურანტი – 2008
- რასელ ვესტბრუკი – 2009
NBA ახალბედა მეორე გუნდი:
- ჯეიმზ ჰარდენი – 2010
NBA All Star გუნდი:
- კევინ დურანტი – 2010, 2011, 2012
- რასელ ვესტბრუკი – 2011, 2012
NBA All Star MVP:
- კევინ დურანტი – 2012
პლეი-ოფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2009–2010 სეზონი – 50–32 შედეგით, მე-8 ადგილი.
- დაუპირისპირდნენ დასავლეთ კონფერენციის პირველ რაუნდში მომავალ ჩემპიონ - ლეიკერსს, სადაც 4-2 დამარცხდნენ.
- 2010–2011 სეზონი – 55–27 შედეგით, ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონის ჩემპიონები; კონფერენციაში მე-4 ადილი;
- 2011-2012 სეზონი – 47–19 შედეგით, ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონის ჩემპიონები; კონფერენციაში მე-2 ადილი;