შინაარსზე გადასვლა

ვაშინგტონ კეპიტოლზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაშინგტონ კეპიტოლზი
Washington Capitols
დივიზიონი აღმოსავლეთი დივიზიონი
დაარსდა 1946
ისტორია ვაშინგტონ კეპიტოლზი
1946–1951
არენა Uline Arena
ქალაქი ვაშინგტონი
ჩემპიონები
დივიზიონის ტიტულები None

ვაშინგტონ კეპიტოლზი (ინგლ. Washington Capitols) — ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (მოგვიანებით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის) გუნდი, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობდა. 1946-1949 წლებში გუნდს მწვრთნელის რანგში სათავეში ედგა დიდების დარბაზის წევრი რედ ორბეხი.

გუნდი 1946 წელს დაარსდა და მონაწილეობას იღებდა BAA-ში. გუნდი 1949 წელს NBA-ში თამაშობდა. საბოლოოდ კეპიტოლზი 1951 წლის 9 იანვარს (10-25) შედეგის შემდეგ გაუქმდა. გუნდის საშინაო არენა იყო Uline Arena, რომელიც 7 500 მაყურებელს იტევდა. გუნდი იმოსებოდა მწვანე და თეთრ ფორმებში. NBA დაბრუნდა ვაშინგტონში 1973 წელს, როდესაც ბალტიმორ ბულეტსი გახდა კეპიტალ ბულეტსი.

კეპიტოლზს ჰქონდა 81.7 მოგების პროცენტული მაჩვენებელი BAA-ში ინაუგურაციის სეზონში, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია საუკეთესო 10 მოგების პროცენტული მაჩვენებლით NBA ისტორიაში.

მიუხედავად გუნდის მცირე ხნიანი არსებობისა, კაპიტოლსმა 1946 წელს მოიგო ზედიზედ 17 თამაში, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი შედეგი იყო. ეს რეკორდი 1969 წლამდე იყო შენარჩუნებული. 15-0 შედეგით დაწყება 1948-49 წლების სეზონში, ასევე საუკეთესო შედეგია დღებდე NBA ისტორიაში (1993-94 წლების სეზონში ჰიუსტონ როკეტსი გაუთანაბრდა).

  • NBA ჩემპიონი: არც ერთხელ
  • დივიზიონის ჩემპიონი: რეგულარული სეზონი 2: 1946-47 წლების და 1948-49 წლების; პლეი-ოფი 1946-47, 1947-48, 1948-49 და 1949-50 წლების სეზონები.

კალათბურთის დიდების დარბაზის წევრები:

  • 1947 – ბობ ფირიკი – 16.8 ppg
  • 1948 – ბობ ფირიკი – 16.1 ppg
  • 1949 – ბობ ფირიკი – 13.0 ppg
  • 1950 – დონ ოთენი – 14.9 ppg (i18 მატჩში. ჯეკ ნიკოლსმა მოაგროვა 13.1 49 თამაშში, მაგრამ ფრედ კოლარიმ ყველაზე მეტი - 860 ქულა დააგროვა 66 მატჩში.)
  • 1951 – ბილ შერმენი – 12.2 ppg
  • 1947–1949 – რედ ორბეხი
  • 1950 – ბობ ფირიკი – მოთამაშე-მწვრთნელი
  • 1951 – ბოუნს მაკკინი – მოთამაშე-მწვრთნელი
  • 1950 – ირლ ლოიდი – პირველი აფრიკელ-ამერიკელი რომელიც NBA-ში თამაშობდა.

მნიშვნელობა: W = მოგება, L = წაგება, % = მოგება-წაგების %

სეზონი W L % პლეი-ოფი შედეგი
ვაშინგტონ კეპიტოლზი (BAA)
1946–47 49 11 0.817 2–4 დამარცხდა ნახევარ-ფინალში
1947–48 28 20 0.583 0–1 დამარცხდა დივიზიონის ფრეზე
1948–49 38 22 0.633 6–5 დამარცხდა BAA ფინალში
ვაშინგტონ კეპიტოლზი (NBA)
1949–50 32 36 0.471 0–2 დამარცხდა დივიზიონის ნახევარ-ფინალში
1950–51 10 25 0.286

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]