NBA-ის ჩაცმის კოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2005 წლის 17 ოქტომბერს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რწმუნებულმა დევიდ სტერნმა გამოაცხადა მანდატორი ჩაცმის კოდის შესახებ ყველა NBA-ის და D-ლიგის მოთამაშეების შესახებ. ამ წესის თანახმად, NBA გახდა პირველი მთავარი პროფესიონალური სპორტული ლიგა, რომელსაც მსგავსი წესი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ NHL-ის წესების მიხედვით, მოთამაშეს ჟაკეტი და ჰალსტუხი უნდა კეთებოდა, გამონაკლისი კი მწვრთნელთან ან გენერალურ მენეჯერთან შეთანხმების შემდეგ ხდებოდა ხოლმე.[1] ჩაცმის კოდის ძალაში 2005-06 წლების სეზონში ჩაეშვა.[2]

დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალენ აივერსონი (მარცხნივ) და რეპერი ნელი (მარჯვნივ)

სტერნის ჩაცმის კოდი ნიშნავდა იმას, რომ ყველა მოთამაშეს უნდა ცმოდა კონკრეტული ტანისამოსი თამაშის დროს, სკამზე ჯდომისას თუ ტრავმის შემთხვევაში ყოფნის დროს, ასევე NBA-ის ოფიციალურ საქმიანობების დროს (ინტერვიუების, საქველმოქმედო საღამოების და სხვა პერიოდში). ახალმა ჩაცმის სტილმა აკრძალა მოდა, რომელიც ხშირად ჰიპ-ჰოპის კულტურასთან ასოცირდებოდა, უფრო დაწვრილებით: დიდი მაისურები, ჯინსები, ქუდები, მოკლე სახელურიანი მაისურები, დიდი სამკაულები, და ტიმბერლანდის სტილის ფეხსაცმელები.[3]

ეს ჩაცმის კოდი არ არძლევდა მოთამაშეებს ანალოგიური რამ ცმოდათ ინტევიუების, თამაშის დრო (სკამზე როგორც შემცვლელად ან თუნდაც როდესაც არ მიიღებდა მონაწილეობას), საქველმოქმედო საღამოებზე ან თუნდაც სხვა ნებისმიერ ღონისძიებაზე, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა NBA-ისთან. ჩაცმის კოდის დამრღვევები, დაისჯებოდნენ თამაშის გამოტოვებით.[4] ჩაცმის კოდი გამოიწვია NBA-ის ახლანდელ ისტორიაში იმიჯთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.

მხარდამჭერი არგუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის პეისერსი-პისტონის შეხლა-შემოხლის შემდეგ ლიგის იმიჯი ცუდად წაუვიდა.[5] მხარდამჭერები მოითხოვდნენ ყველაზე საქმიან მოთხოვნას, რომ ყველა მოთამაშეს რაიმე სახის კოდით ცმოდა და არ ყოფილიყო რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, NBA მოთამაშეებს არ სთხოვდა კოსტუმის და ჰალსტუხის ტარებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ NBA-ის გუნდს უკვე ჰქონდა შიდა ჩაცმის კოდი, რომელიც მწვრთნელის ან გენერალური მენეჯერის მიერ იყო დადგენილი. ჩაცმის კოდის შეუსრულებლობის შემთხვევაში შემდეგი დასჯა მოჰყვებოდა კონკრეტული მოთამაშის, რომ მას უნდა გადაეხადა ავია-ბილეთის საფასური, სადაც გუნდი მიემგზავრებოდა.

საწინააღმდეგო არგუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკა მოჰყვა ისეთი მოთამაშეებისგან, როგორებიც არიან ალენ აივერსონი, სტეფენ ჯექსონი და პოლ პირსი, რომლებმაც ჩაცმის კოდის შესახებ განაცახდეს, რომ ჩაცმის სტილი პერსონალურ ხასიათს არ შეუცვლიდა. აივერსონმა ასევე განაცხადა: „ჩაცმის კოდი არ არის ის, ვინც ვარ მე და არ მაძლევს საშუალება ჩემი თავი წარმოვაჩინო“.

ბევრმა NBA-ის და არა NBA-ის სპორტულმა ფიგურამ ასევე აღიარა, რომ ეს იქნებოდა პირდაპირი მიზანი ახალგაზრდა ფერად-კანიანების წინააღმდეგ, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ჰიპ-ჰოპის კულტურასთან. უმეტესობა NBA-ის მოთამაშეები სპონსორდებიან ისეთი კომპანიებისგან, როგორებიც არიან Nike, Adidas, Puma და Converse.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Scott BurnsideNHLFollowArchive. (2005-10-20) Dress code suits NHLers just fine - NHL - ESPN. Sports.espn.go.com. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  2. NBA adopts 'business casual' dress code - NBA - ESPN. Sports.espn.go.com (2005-10-18). ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  3. Stern sure players will comply with dress code - NBA - ESPN. Sports.espn.go.com (2005-10-20). ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  4. NBA Fines and Suspensions. Eskimo.com. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  5. Artest, Jackson charge Palace stands - NBA - ESPN. Sports.espn.go.com (2004-11-21). ციტირების თარიღი: 2012-08-22.