ჩიკაგო სტეგსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩიკაგო სტეგსი
Chicago Stags
ჩიკაგო სტეგსი ლოგო
ჩიკაგო სტეგსი ლოგო
კონფერენცია დასავლეთი: 1946–49
ცენტრალური: 1949–50
დივიზიონი დასაცლეთ დივიზიონი
დაარსდა 1946
ისტორია ანდერსონ პეკერსი
(1946–1951)
არენა Chicago Stadium
ქალაქი ჩიკაგო, ილინოისი
გუნდის ფერები წითელი, თეთრი, ლურჯი
              
მთავარი მწვრთნელი ჰაროლდ ოლსენი (1946–1948)
ფილიპ ბრაუნსტეინი (1948–1950)
ჩემპიონები
კონფერენციის ტიტულები 1 (1947)
დივიზიონის ტიტულები None

ჩიკაგო სტეგსი (ინგლ. Chicago Stags) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, რომელიც მდებარეობდა შტატ ილინოისის ქალაქ ჩიკაგოში, აშშ.

გუნდის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიკაგო სტეგსი დაასრსდა 1946 წელს და გაუქმდა 1950 წელს. მიუხედავად გუნდის პატარა ისტორიისა, მათ შეძლეს დრაფტზე ისეთი მოთამაშის აყვანა, როგორიცაა ბობ ქასი, რომელიც მოგვიანებით თრი-სიტიზ ბლექჰოუქსში გაუშვეს (მიუხედავად ამისა, ქასის არ უთამაშია მათ რიგებში). როდესაც სტეგსი გაუქმდა, დრაფტიც არჩევანი გაიყო. საბოლოოდ ქასი აირჩია ბოსტონ სელტიქსმა. მიუხედავად სტეგსის მოკლე გამოსვლისა BAA და NBA-ში, ჩიკაგო სტეგსი იყო ერთ-ერთი წარმატებული გუნდი ლიგაში, რომელმაც 1947 წელს BAA ფინალამდეც კი მიაღწია, სადაც ფილადელფია უორიორსი მიერ დამარცხდა.

ახალი ლიგის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BAA-ს ინაუგურაციის წელს, ლიგაში 11 გუნდი იყო, რომელიც 2 დივიზიონში გაიყო. ჩიკაგო სტეგსი გამწესდა დასავლეთ დივიზიონში, სადაც მოახერხა ტიტულის მოგება ერთხელ, როდესაც 39-22 დაასრულა სეზონი, ხოლო მის მომდევნო სენტ-ლუის ბომბერსს 38-23 ჰქონდა შედეგი. გუნდი რეგულარული სეზონის შედეგით მეორე ადგილზე გავიდნენ, სადაც მხოლოდ ვაშინგტონ კაპიტოლზს ჩამორჩა, რომელსაც 49-11 შედეგი ჰქონდა. გუნდმა პლეი-ოფში პირველი რაუნდი გამოტოვა, ხოლო ნახევარ-ფინალში პირდაპირ ვაშინგტონ კაპიტოლზს შეხვდა. სტეგსმა მოახერხა სერიის 4-2 მოგება და მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება, სადაც დამარცხდნენ ფილადელფია უორიორსის წინააღმდეგ 1-4.

1947-48 წლების სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო სეზონში, სტეგსმა ვერ შეძლო ანალოგიური წარმატების გამეორება. დივიზიონში სტეგსმა მეორე ადგილი დაიკავა 28-20 შედეგით, სადაც მხოლოდ სენტ ლუის ბომბერსს ჩამორჩებოდა, სადაც ასევე მეორე იყო მთლიან ლიგაში (ტოტალური გუნდების რაოდენობა 11-იდან 8-მდე დაეცა). პლეი-ოფში სტეგსს მოუწია თაიბრეკერში თამაში, მას შემდეგ რაც დაამარცხა ვაშინგტონ კაპიტოლზი 4 ქულით, რის შემდეგაც შეძლო მეოთხედ-ფინალში ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ თამაშის უფლება. გუნდმა შეძლო გამარჯვება სერიის და ზედიზედ მეორე წელს გააღწია ნახევარ-ფინალში. თუმცა გუნდი დამარცხდა შემდგომში ჩემპიონ ბალტიმორ ბულეტსთან.

1948-49 წლების სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო წელს, ორივე დივიზიონი ახალი გუნდებით შეივსო, მათ შორის მინეაპოლის ლეიკერსით და ნიუ-იორკ ნიქერბოკერსით. სტეგსმა სეზონი მე-3 დაასრულა 38-22 შედეგით, რომელიც 7 თამაშით ჩამორჩებოდა დივიზიონის გამარჯვებულ როჩესტერ როიალზს. პლეი-ოფი 6 გუნდიდან 8 გუნდით გაიზარდა, სადაც სტეგსს მოუწია ლეიკერსთან თამაში. ჩიკაგო სერიაში 0-2 დამარცხდა ლეიკერსის წინააღმდეგ.

უკანასკნელი სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიკაგოს უკანასკნელი სეზონში, ლიგა აგრძელებდა ზრდას, სადაც მე-3 დივიზიონი დაემატა და გუნდების ტოტალურმა რაოდენობამ 17 მიაღწია. სტეგსმა ფრედ დაასრულა მესამე ადგილზე ფორტ-უეინი ზოლნერ პისტონსთან (ლეიკერსის და ცინცინატი როიალზის უკან) 11 თამაშის ჩამორჩენით 40-28 შედეგით. გუნდი კვლავ პირველ რაუნდში დამარცხდა ლეიკერსთან.

სეზონის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი W L % პლეი-ოფი შედეგი
ჩიკაგო სტეგსი (BAA)
1946–47 39 22 .639 მოიგო BAA ნახევარ-ფინალი
დამარცხდა BAA ფინალში
ჩიკაგო 4, ვაშინგტონი 2
ფილადელფია 4, ჩიკაგო 1
1947–48 28 20 .583 მოიგო დივიზიონის ფრე
მოიგო პირველი რაუნდი
დამარცხდა ნახევარ-ფინალში
ჩიკაგო 1, ვაშინგტონი 0
ჩიკაგო 2, ბოსტონი 1
ბალტიმორი 2, ჩიკაგო 0
1948–49 38 22 .633 დამარცხდა დივიზიონის ნახევარ-ფინალში მინეაპოლისი 2, ჩიკაგო 0
ჩიკაგო სტეგსი (NBA)
1949–50 40 28 .588 წააგო დივიზიონის ფრე
დამარცხდა დივიზიონის ნახევარ-ფინალში
ფორტ-უეინი 1, Chicago 0
მინეაპოლისი 2, ჩიკაგო 0

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]