NBA-ის მაღაზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

NBA-ის მაღაზია (ინგლ. NBA Store) — ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური მაღაზია, რომელიც მდებარეობდა აშშ-ში, მეხუთე ავენიუზე და 52-ე ქუჩაზე, მანჰეტენის არეაში - ნიუ-იორკში. ასევე იყო მეორე მაღაზია პეკინში, ჩინეთში.

ნიუ-იორკის ლოკაციაში გაიყიდა ბევრი სხვადასხვა დროის მოთამაშის მაისურები. ლოკაციას ასევე ხშირად სტუმრობდნენ ყოფილი მოთამაშეები, ვარსკვლავები და პოლიტიკური ლიდერები. ადგილს ასევე NBA-ის შტაბი იყენებდა, როგორც საქველმოქმედო საღამოებისთვის.

1998 წლის გახსნილი პირველი მაღაზიიდან მოყოლებული, NBA-ის ბიზნესის შესაძლებლობა უცხოურ მარკეტებშიც გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო ახალი საერთაშორისო მოთამაშეებით. ყველაზე დიდი ზრდა იყო ჩინეთში, სადაც მოთამაშეები იაო მინგი და იი იანლიენმა დიდი ინტერესი გამოიწვიეს 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. რის გამოც დიდი მოთხოვნის შემდეგ 2 ახალი მაღაზია გაიხსნა. NBA-იმ ასევე წარადგინა მეორე ცხოვრება, რომელიც შექმნილი იყო NBA-ის ვირტუალური მაღაზია 2007 წელს.

მეხუთე ავენიუზე განთავსებული მაღაზია 2011 წლის 13 თებერვალს დაიხურა. ლიგა ამჟამად ახალ ადგილს ეძებს მაღაზიის გასახსნელად.

ნიუ-იორკ სიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი NBA-ის მოთამაშეები ვიზიტობენ მაღაზიას ნიუ-იორკში.

მაღაზია შეიქმნა 1998 წლის შემოდგომაზე, რომლის ფართობი 3 300 მ² იყო. მაღაზია სთავაზობდა მომხმარებელს უფასო ვიდეო თამაშებს, საკალათბურთო პარკეტის რეგულირებას და სხვა საშუალებებს.[1][2][3] ბევრ პროდუქტთან ერთად, მაღაზია ყიდდა NBA-ის და WNBA-ის მაისურებს, ყოფილი მოთამაშეების რეპლიკა მაისურებს, კოლექციისთვის შესაგროვებელ მარკებს, სურათებს და სხვა საჩუქრებს თუ ატრიბუტიკას.[2], ასევე მაღაზიაში იყო რამოდეინმე განყოფილება, ერთ-ერთი მათგანი სახლის სექცია, სადაც მომხმარებელს შეეძლო ეყიდა ისეთი ნივთები, როგორებიცაა ბალიშები, თეფშები და სხვადასხვა NBA-ისთან დაკავშირებული და მორთული ნივთები.[1] NBA-ში მომუშავე პერსონალი, მათ შორის მოთამაშეები, იღებდნენ 30% ფასდაკლებას ყველანაირ შენაძენზე.[3] ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი იყო 75 000 აშშ $ შეფასებული „ფოტო კოლაში“, რომელშიც NBA-ის ისტორიაში 50 საუკეთესო მოთამაშე იყო შესული.[4]

ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქისთვის, სადაც NBA-ის ყველანაირი პროდუქტი არის განთავსებული ერთ ადგილზე

—რიკ უელტსი, NBA-ის მარკეტინგის უფროსი, [5]

ნიუ-იორკის მაღაზიის ხედი შიგნიდან

კონტრუქციის შენებისას ასევე გათვალისწინებული იყო ზედა ფიცრების მონგრევა, რაგან უფრო დიდი სივრცხე შექმნილიყო მაღაზიაში.[5] გახსნის 1998 წლიდან დღიდან მოყოლებული, სტივ კენდელორო იყო მაღაზიის პირადი თანაშემწე.[1] მაღაზიას ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ხალხი, ტურისტები, NBA-ის მოთამაშეები, რომლებიც იყვნენ ქალაქში, თამაშობდნენ ნიუ-იორკ ნიქსის ან ნიუ-ჯერსი ნეტსის რიგებში.[1][3] NBA-ის მაღაზიას თავისი არსებობის მანძილზე ეწვივნენ ისეთი მნიშვნელოვანი სტუმრები, როგორებიც არიან ყოფილი აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ლონდონის გუბერნატორი კენ ლივინგსტონი, რომელსაც პირადად დაათვალიერებინა NBA-ის რწმუნებულმა დევიდ სტერნმა.[1] მაღაზიამ ასევე უმასპინძლა NBA-ის მაღაზიის კონცერტის სერიების, სადაც მუსიკოსებმა არაერთი სიმღერა შეასრულეს მაღაზიის მისაღების პარკეტზე, მათ შორის მიშელ ბრენჩი, Destiny's Child, Run–D.M.C. და აარონ კარტერი.[6]

აშშ-ში გაყიდული მაისურები
# 2005/2006[7] 2006/2007[8] 2007/2008[9]
1. დუეინ უეიდი კობი ბრაიანტი კევინ გარნეტი
2. ლებრონ ჯეიმსი დუეინ უეიდი კობი ბრაიანტი
3. ალენ აივერსონი ლებრონ ჯეიმსი ალენ აივერსონი
4. კობი ბრაიანტი ალენ აივერსონი ლებრონ ჯეიმსი
5. სტეფონ მარბერი კარმელო ენტონი სტივ ნეში
6. შაკილ ო'ნილი სტივ ნეში დუეინ უეიდი
7. ტრეისი მაკგრედი ვინს კარტერი ჯილბერტ არენასი
8. კარმელო ენტონი ჯილბერტ არენასი დირკ ნოვიცკი
9. ვინს კარტერი შაკილ ო'ნილი სტეფონ მარბერი
10. ბენ უალასი სტეფონ მარბერი კარმელო ენტონი
11. ტიმ დანკანი დირკ ნოვიცკი კევინ დურანტი
12. დირკ ნოვიცკი ტრეისი მაკგრედი პოლ პირსი
13. პოლ პირსი პოლ პირსი ტრეისი მაკგრედი
14. სტივ ნეში კრის პოლი დუაიტ ჰოვარდი
15. ამარე სტაუდმაიერი ტიმ დანკანი კრის პოლი
შეერთებულია ნიუ-იორკში მდებარე NBA-ის მაღაზია და NBAStore.com

NBA-ის მაღაზია ნიუ-იორკში აძლევდა მომხმარებელს საშუალებას, რომ დაექირავებინა მაღაზიის ფართი დაბადების დღის წვეულებებისთვის[10] ან სხვა დახურული ღონისძიებებისთვის,[11] ასევე იყო მასპინძელი სხვადასხვა საქველმოქმედო საღამოებისთვის. 2006 წლის შობის პერიოდში, NBA-ის მოთამაშის დუეინ უეიდის მეუღლე იყო მაღაზიაში მოხალისედ, რომელიც NBA-ის მაღაზიის დღესასწაულის სათამაშოების სექციაში იყო.[12] ნიუ-იორკ ნიქსი რეგულარულად მართავდა წვეულებებს, ასევე ხშირად გასცემდა ავტოგრაფებს, მაგალითად ნიუ-იორკ ნიქსის მოთამაშეები ედი ქარი, ზაქ რენდოლფი და ასევე WNBA-ის მოთამაშე კიმ ჰემფტონი შეხვდნენ გულშემატკივრებს და მრავალ ატრიბუტიკაზე მოუწერეს ხელი.

2007 წელს, მაღაზიამ უმასძპინძლა მოდას, სადაც ნაჩვენები იქნა Casual Male Retail Group მამაკაცის დიდი & და მაღალი შოუ, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს სპორტული ტანისამოსით ცნობილ ათლეტებს შორის. NBA-ის რამდენიმე მოთამაშე ძალიან ბედნიერი იყო მხარდაჭერით ამ ყოველივესი.[13][14]

2007 წელს ყველაზე გაყიდვადი გუნდის ატრეიბუტიკა იყო ლოს-ანჯელეს ლეიკერსი, ნიუ-იორკ ნიქსი და 2006 წლის NBA-ის ჩემპიონი მაიამი ჰიტი.[8] მომდევნო წელს ლეიკერსმა და ნიქსმა შეინარჩუნეს ტოპ პოზიცია, თუმცა ჰიტი ჩანაცვლებული იქნა 2008 წლის NBA-ის ჩემპიონ ბოსტონ სელტიკსით.[9]

NBA-ის მაღაზია დახურული იქნა 2011 წლის 13 თებერვალს დიდი გადასახადის გამო. „მაღალი ქირის გადასახადის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია ამჯერად სხვა გზა ვიპოვოთ“ - განაცხადა NBA-ის აღმასრულებლის ვიცე პრეზიდენტმა გლობალური კომერციული წარმოების დარგში სელ ლაროკამ. სანამ ლიგა ეძებს ახალ ლოკაციას,[15][16] მაღაზია დროებით გადავიდა მეხეთე ავენიუს 590-ზე.[17]

პეკინი, ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო მოთამაშეები, მაგალითად ჩინეთის საკალათბურთო ნაკრების წევრ იაო მინგმა გაზარდა ინტერესი და მოთხოვნა და გაუხსნა საშუალება NBA-ის ყვექნის ფარგლებს გარეთ.

NBA-ი ასევე აშშ-ის ფარგლებს გარეთ ყიდის მის პროდუქციას. ყველაზე აღსაღნიშნავი ჩინეთის ბაზარია. NBA-ის საერთაშორისო ოპერაციები მხოლოდ 10% ტოტალურ მოგებას ტოვებს, მიუხედავად ამისა, NBA-ი ამჯერად ხედავ დიდ შესაძლო მოგებას ბიზნესის ქვეყნის გარეთ გაფართოების შემთხვევაში.[18]

სტატისტიკამ აჩვენა, რომ ჩინეთის 1.3 მილიარდი მოსახლეობიდან 300 მილიონი მოსახლეობისა თამაშობს კალათბურთს, მათ შორის 83% მამრობითი სქესის წარმომადგენელია 15-61 წლის ასაკში, რომელსაც კალათბურთის მიმართ ინტერესი გააჩნია, რის შედეგადაც NBA აღიარებული იქნა ყველაზე პოპულარულ სპორტად ქვეყანაში.[18] 2006 წელს NBA-იმ განაცხადა, რომ აპირებდა პირველი მაღაზიის გახსნას პეკინში ან შანხაიში (ჩინეთში).[18] 2002 წლის NBA-ის დრაფტზე #1 აყვანილი იაო მინგის და 2007 წლის დრაფტზე მე-6 ნომრად არჩეული იი იანლიენმა გაზარდეს პოპულარობა მათ ქვეყანაში, რის შედეგადაც დღეს NBA-ის ბაზარის მოთხოვნა გაზრდილია ქვეყანაში.[19][20] 2006 წლის სეზონში, NBA-ი გადასცემდა 215 ქვეყანაში, რა დროსაც NBA-ის გუნდების შემადგენლობაში ტოტალურად 83 უცხოელი მოთამაშე ირიცხებოდა, რაც ტოტალური მოთამაშეების 1/4 შეადგენდა. 2008 წელში უკვე 75 მოთამაშე იყო 32 სხვადასხვა ქვეყნიდან.[21]

2008 წლის 14 იანვარს, NBA-იმ განაცხადა NBA-ის ჩინეთის ფორმაციის შესახებ (რის მიხედვითაც სატელევიზიო კომპანია ESPN-ი ჩაეშვებოდა ჩინურ კომპანიებთან კავშირში).[22] 2008 წლის საზაფხულო ოლიმპიური თამაშებიდან გამომდინარე, რომელიც პეინში უნდა ჩატარებულიყო, NBA გახსნა დროშიანი მაღაზია პეკინში. JuneYao-ს ჯგუფი იქნა არჩეული და ლიდერობდა მაღაზიის მარკეტინგულ ოპერაციებს.[23]

NBA-ის ამჟამად ორი მაღაზია აქვს ჩინეთში[22] (ორივე პეკინში)[24] და დამარსებელ ჩენის გეგმების მიხედვით ეს რაოდენობა 1000-მდე უნდა გაიზარდოს მომდევნო 5 წლის მანძილზე.[22] პირველი მათგანი გახსნილი იქნა 2008 წლის 15 ივლისს, სადაც 400-ზე მეტი სხვადასხვა ნივთი იყიდებოდა:[25] დაახლოებით 1 000 ადამიანი შეიკრიბა გახსნის დღეს.[26] International Herald Tribune-ის ინფორმაციით, გაყიდვები 60% -ით გაიზარდა 2008 წელს.[26] 1/3 nba.com შეკვეთებისა, ჩინეთის არეადან მოდის (china.nba.com) დაწერილია Mandarin-ში[20], რომელიც შექმნილია Plus Factory-ს მიერ ნიუ-იორკ სიტის ფირმებისგან პეკინის ოფისებში.[27]

ანგარიშები NBA-ის მაისურების გაყიდვების შესახებ 3 წლის მანძილე (2006-2009) აჩვენებს, რომ ყველაზე გაყიდვადი კობი ბრაიანტის მაისური იყო ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა ჩინეთში, მიუხედავად ამისა იაო მინგის მე-6, მე-10 და მე-6 ადგილებს ინარჩუნებდა, მაშინ როდესაც მისი ტანაგუნდელი ტრეისი მაკგრედი მე-3 ადგილზე იმყოფებოდა ზედიზედ 2 სეზონის განმავლობაში.[28][29]

ჩინეთში გაყიდული მაისურები (2006–2009)[28][29]
სეზონი 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10.
2008/2009 კობი ბრაიანტი ლებრონ ჯეიმსი კევინ გარნეტი ტრეისი მაკგრედი დუეინ უეიდი იაო მინგი კრის პოლი ალენ აივერსონი დუაიტ ჰოვარდი კარმელო ენტონი
2007/2008 კობი ბრაიანტი კევინ გარნეტი ტრეისი მაკგრედი პოლ პირსი ალევ აივერსონი ჯილბერტ არენასი ლებრონ ჯეიმსი დუეინ უეიდი დუაიტ ჰოვარდი იაო მინგი
2006/2007 კობი ბრაიანტი ალენ აივერსონი ტრეისი მაკგრედი დუეინ უეიდი ლებრონ ჯეიმსი იაო მინგი კევინ გარნეტი ტიმ დანკანი კარმელო ენტონი ჯილბერტ არენასი

მეორე ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NBA-ის ვირტუალური მაღაზია სახელად „მეორე ცხოვრება“.

MMORPG-ს მეორე ცხოვრება, ინტერნეტში შექმნილი ვირტუალური მსოფლიო თამაშია, რომელიც მის მომხმარებელს სთავაზობს თამაშს NBA-ის რეპლიკით თამაშს. 3-D ვირტუალური რეპლიკა მოხმარებაში 2007 წლის 1 მაისს ჩაეშვა, როდესაც NBA-ის ფინალში სან-ანტონიო სპურსი და კლივლენდ კავალიერსი ხვდებოდნენ, როდესაც ცდილობდნენ გლობალურ აუდიენციის მოზიდვას NBA-ის ვირტუალურ სამყაროს ბიზნესში.[30] NBA-ის ვირტუალური მაღაზია არის NBA-ის ვირტუალური შტაბის ნაწილი. ასევე სხვა მოკავშირეები არიან T-Mobile არენა, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ აირჩიონ სურათი ან უყურონ ფინალის მიმოხილვას JumboTron-ზე.[30] ამ პროექტის გაშვების დროს, ეს იყო პირველი ვირტუალური სამყარო, რომელიც შექმნილი იქნა NBA-ის მიერ.[30] ვირტუალური მაღაზიის შესასვლელი მოდელი იყო ნიუ-იორკში განთავსებული მაღაზიის მსგავსი, რომელსაც ზუსტად ანალოგიური კარებებიც ჰქონდა იგივე ოქროსფერი NBA-ის წარწერით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • NBA.com/NYCstore, – ოფიციალური საიტი NBA.com, სთავაზობს მომხმარებელს ვირტუალურ ტურს ნიუ-იორკის მაღაზიაში.
  • iptv.nyknicks.com, – ედი ქარი, ზაქ რენდოლფო და კიმ ჰემპტონი ხვდებიან გულშემატკივრებს NBA-ს მაღაზიასთან.
  • China.NBA.com/nbastore, – NBA-ის ჩინური მაღაზია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Ward, Julie. “Store has different NBA action“, USA Today, 2007-06-12, გვ. Sports, Pg. 10c. (Accession Number - EBSCO : J0E423657578307; ISSN : 0734-7456). წაკითხვის თარიღი: 2008-11-22. 
  2. 2.0 2.1 NBA Staff. (N.D.) About Us : NBA Store Fact Sheet. NBA Website. NBA.com/nycstore. წაკითხვის თარიღი: 2008-11-22.
  3. 3.0 3.1 3.2 Best, Neil. “Neil Best column: Sports Watch: Trip to NBA Store worth a shot“, Article, Newsday, (Melville, NY), 2007-12-07. (Accession Number - EBSCO : 2W62W63613668891). წაკითხვის თარიღი: 2008-11-22. 
  4. Lepper, Geoff. “Warriors not ready to concede season: Despite Nelson's admission of failure, players are determined to make the playoffs“, Article, Contra Costa Times (Walnut Creek, CA), 2007-03-02. (Accession Number - EBSCO : 2W62W62360217213). წაკითხვის თარიღი: 2008-11-22. 
  5. 5.0 5.1 NY Times Staff. “POSTINGS: Retail Store to Open at 666 5th Ave.; N.B.A. Seeks A Net Profit“, Article, New York Times, The, 1997-11-16. (Accession Number - EBSCO : 29744364; ISSN: 0362-4331). წაკითხვის თარიღი: 2008-11-22. 
  6. NBA Staff. “Celebrity Sightings“, NBA Website, NBA.com/nycstore. წაკითხვის თარიღი: 2008-11-23. 
  7. NBA Staff. “Wade Tops Jersey Sales“, NBA, 2006-04-17. წაკითხვის თარიღი: 2008-11-28. 
  8. 8.0 8.1 NBA Staff. “Lakers’ Bryant Ends Season Atop NBA’s Most Popular Jersey List“, News, NBA, 2007-07-11. წაკითხვის თარიღი: 2008-11-25. 
  9. 9.0 9.1 NBA Staff. “Kevin Garnett’s Jersey Tops Bestseller List“, News, NBA, 2008-06-13. წაკითხვის თარიღი: 2008-11-25. 
  10. NBA Staff. “Birthday Parties“, NBA Website, NBA.com/nycstore, N.D.. დაარქივებულია ორიგინალიდან - November 19, 2010. 
  11. NBA Staff. “Events“, NBA Website, NBA.com/nycstore, N.D.. დაარქივებულია ორიგინალიდან - December 1, 2010. 
  12. Tanasychuk, John. “Being Mrs. Flash: We talk with Siohvaughn Wade, wife of Heat star Dwyane Wade, about b-ball, Barbies and babies, among other things.“, Article, Sun-Sentinel (Fort Lauderdale, FL), 2006-12-18. (Accession Number - EBSCO : 2W62W63597912802). წაკითხვის თარიღი: 2008-11-22. 
  13. Palmieri, Jean E., Koenig, Gillian. “Casual Male Has Big Plans For Jared M. New B&T Collection To Have Official Star-Studded Debut At NBA Store This Week.“, DNR: Daily News Record, 2007-03-19, გვ. Vol. 37 Issue 12, p8-8, 1p. (Accession Number - EBSCO : 24514332). წაკითხვის თარიღი: 2008-12-23. 
  14. Pallay, Jessica, Palmieri, Jean E.. “Let It B-Ball“, DNR: Daily News Record, 2007-03-26, გვ. Vol. 37 Issue 13, p7-7, 1/3p. (Accession Number - EBSCO :24561964). წაკითხვის თარიღი: 2008-12-23. 
  15. High rent prompts NBA to plan N.Y. store closing. CBS Sports (November 9, 2010). წაკითხვის თარიღი: May 19, 2011.
  16. NBA Store closing Sunday; new NYC location in works. NBA (February 11, 2011). წაკითხვის თარიღი: May 19, 2011.
  17. NBA.com Autumn 2011 in New York
  18. 18.0 18.1 18.2 “NBA To Open First Overseas Store In China“, Asia Pulse via COMTEX, 2006-11-19. (Record Number - NewsBank : 86272804). წაკითხვის თარიღი: 2008-11-22. 
  19. Walker, Don. “Yi jersey supply limited: Rookie's late signing held up production“, Article, Milwaukee Journal Sentinel, The (WI), 2007-11-16. (Accession Number - EBSCO : 2W62W6755644466). წაკითხვის თარიღი: 2008-11-22. 
  20. 20.0 20.1 Sandomir, Richard. “N.B.A. and Partner to Help Build 12 Arenas in China“, New York Times, The (NY), 2008-10-12. (NewsBank - Record Number: 2008-10-12-066435). წაკითხვის თარიღი: 2008-11-23. 
  21. NBA Staff. “NBA Players From Around The World: 2008-09 Season“, NBA Website, NBA, 2008-11-03. წაკითხვის თარიღი: 2008-11-23. 
  22. 22.0 22.1 22.2 Bodeen, Christopher. “NBA looks to further expand in China post-Olympics“, USA Basketball (USOC via AP), 2008-08-22. წაკითხვის თარიღი: 2008-11-23. 
  23. Shu-Ching, Jean Chen. “NBA Set To Launch Fleet Of Stores In China“, Faces In The News, Forbes, 2008-06-17. წაკითხვის თარიღი: 2008-11-23. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-01-10. 
  24. Forbes Staff. “AEG and NBA China Form Joint Venture“, Business Wire - Press Release, Forbes, 2008-10-12, გვ. 1. წაკითხვის თარიღი: 2008-11-23. 
  25. Sloan, Gene. “Shoppers visit the newly opened NBA Store in...“, Cruise Log, USA Today, N.D.. წაკითხვის თარიღი: 2008-11-23. 
  26. 26.0 26.1 Thamel, Pete. “An off-court game that excites the NBA“, Article, International Herald Tribune, 2008-08-10, გვ. 2. წაკითხვის თარიღი: 2008-11-23. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-12. 
  27. SANE PR Staff. “NBA Store China Gets Online“, Press Release, SANE PR (Search and News Enhanced Press Release Distribution), 2008-09-16. წაკითხვის თარიღი: 2008-11-23. 
  28. 28.0 28.1 Johnson, Greg. “Kobe Bryant tops China's NBA wish list; Yao Ming a distant 10th“, Los Angeles Times, 2008-08-12. წაკითხვის თარიღი: 2008-11-23. 
  29. 29.0 29.1 Bryant's jersey remains top seller in China“, NBA.COM, 2009-10-08. წაკითხვის თარიღი: 2009-10-19. 
  30. 30.0 30.1 30.2 Lorek, L.A.. “Second Life offers virtual fun during NBA Finals“, Article, San Antonio Express-News (TX), 2007-06-13. (Accession Number - EBSCO : 2W62W63258913859). წაკითხვის თარიღი: 2008-11-22.