შინაარსზე გადასვლა

ვატერლოო ჰოუქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვატერლოო ჰოუქსი
Waterloo Hawks
ვატერლოო ჰოუქსი ლოგო
ვატერლოო ჰოუქსი ლოგო
კონფერენციადასავლეთი: 1948–1950
დივიზიონიდასავლეთი
დაარსდა1948
ისტორიავატერლოო ჰოუქსი
(1948–1951)
არენაMcElroy Auditorium
ქალაქივატერლოო, აიოვა
გუნდის ფერებიშავი, ოქროსფერი და თეთრი
მთავარი მწვრთნელიჩარლი შიფი (1948–1950)
ჯეკ სმაილი (1950–1951)
ჩემპიონები
დივიზიონის ტიტულები None

ვატერლოო ჰოუქსი (ინგლ. Waterloo Hawks) — ნაციონალური საკალათბურთო ლიგის და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის გუნდი, რომელიც შტატ აიოვას ქალაქ ვატერლოოში მდებარეობდა. ჰოუქსი არის ერთადერთი კლუბი აიოვადან, რომელსაც ოდესმე მონაწილეობა მიუღია ნებისმიერ მთავარი პროფესიონალური სპორტული ლიგების ფარგლებში.

ვატერლოო ჰოუქსი დაარსდა 1948 წელს, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში თამაშობდა, მოგვიანებით კი ლიგა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციას შეუერთდა, და გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია. ჰოუქსი იმ გუნდებიდან ერთ-ერთია, რომელიც NBA-ს შექმნაში შეიტანეს წვლილი. 1949-50 წლების სეზონისთვის, რომელიც გუნდისთვის პირველი და უკანასკნელი იყო ლიგაში, 19-43 დაამთავრეს, რითაც მე-5 ადგილი დაიკავეს დასავლეთ დივიზიონში 6 გუნდიდან. ჰოუქსი 1950-51 წლების სეზონისთვის ნაციონალურ პროფესიონალურ საკალათბურთო ლიგაში გადავიდა. გუნდის პირველი მფლობელი იყო P.L. "Pinkie" George.

მნიშვნელობა: W = მოგება, L = წაგება, % = მოგება-წაგების %

სეზონიWL%პლეი-ოფიშედეგი
ვატერლოო ჰოუქსი (NBL)
1948–493032.484N/AN/A
ვატერლოო ჰოუქსი (NBA)
1949–501943.306N/AN/A
ვატერლოო ჰოუქსი (NPBL)
1950–513224.571N/AN/A

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]