ჯერი ვესტმა ჯილდოს მოგება ინაუგურაციის სეზონში შეძლო, ასევე ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც წაგებული გუნდიდან იქნა დასახელებული (1969 წლის NBA ფინალში).მაიკლ ჯორდანი არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჯილდო 6-ჯერ მოიგო.შაკილ ონილი არის მაიკლ ჯორდანის გარდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჯილდო ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.ტიმ დანკანი (ზემოთ) არის ერთადერთი საერთაშორისო მოთამაშე რომელმაც ჯილდო არაერთხელ მოიგო, მაშინ როდესაც ტონი პარკერი (ბურთით) არის პირველი ევროპელი მოთამაშე, რომელმაც ჯილდოს მოპოვება შეძლო.კობი ბრაიანტი ორ გზის ფინალის MVP გამარჯვებულია.
ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო (წინად ცნობილი როგორც NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო) - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მოქმედი ჯილდო, რომელიც 1969 NBA ფინალიდან მოყოლებული გადაეცემა. ჯილდოს ბედს 9 მედიის წევრი გადაწყვეტს, რომელიც ფინალური რაუნდის დასკვნით შეხვედრისას აძლევენ ხმას. მოთამაშე ყველაზე მაღალი ქულებით იგებს ჯილდოს. ასევე NBA ფინალის დროს, გულშემატკივრებიც აძლევენ ხმას NBA.com-ზე, რაც მეათე ხარისხად მიდის ხმები.[1][2] თავდაპირველად, ჯილდო იყო შავი ფერის თასი ოქროსფერი კალათბურთის ფიგურებით დაბოლოვებული ზემოთ, რომელიც თითქმის ლარი ობრაიანის თასის ანალოგიურია, სანამ 2005 წელს უფორ პატარა თასს არ შექმნიდნენ.[3][4]
დაარსებიდან მოყოლებული, ჯილდო 27 სხვადასხვა მოთამაშეს გადაეცა. მაიკლ ჯორდანი, რომელიც ლიდერობდა ჩიკაგო ბულზს 6 NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში 1991-1993 და 1996-1998 წლებში, არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჯილდო 6-ჯერ მოიგო.[5]მეჯიკ ჯონსონი, შაკილ ონილი და ტიმ დანკანი არიან ის მოთამაშეები, რომლებმაც ჯილდოს მოპოვება 3-ჯერ შეძლეს, ხოლო უილის რიდის, კარიმ აბდულ-ჯაბარის, ლარი ბირდის, ჰაკიმ ოლეიუონის და კობი ბრაიანტის მონაგარში ასეთი 2 ჯილდოა. ჯორდანი და ონილი არიან მხოლოდ ის წევრები, რომლებმაც შეძლეს ზედიზედ 3 წელიწადში მოეპოვებინათ ეს ჯილდო (ჯორდანმა 2-ჯერ შეძლო ეს). ოლეიუონმა და ბრაიანტმა ჯილდოს მოპოვება ზედიზედ ორჯერ შეძლეს. კარიმ აბდულ-ჯაბარი არის ერთადერთი გამარჯვებული, რომელმაც ჯილდოს მოპოვება 2 სხვადასხვა გუნდთან ერთად შეძლო, პირველი მათგანი მილუოკი ბაქსის რიგებში 1971 წელს და ლოს-ანჯელეს ლეიკერსის რიგებში 1985 წელს. ჯონსონი არის ერთადერთი ახალბედა, რომელმაც შეძლო ჯილდოს მოგება ლეიკერსში ყოფნის დროს 1980 წელს.[6] ჯერი ვესტი იყო პირველი დაჯილდოებული და ასევე ერთადერთი ჯილდოს გამარჯვებული, რომელიც დამარცხებულ გუნდში იყო NBA ფინალში.[5] ოლეიუონი (ნიგერიაში დაბადებული) 1993 წელს მხოლოდ აშშ მოქალაქეობა მიიღო, ტიმ დანკანიაშშ-ის ვირჯინის კუნძულები, ტონი პარკერისაფრანგეთი (რომელიც ბელგიაში დაიბადა) და დირკ ნოვიცკიგერმანიიდან არიან მხოლოდ ის 4 გამარჯვებული, რომელთაც არ აქვთ აშშ მოქალაქეობა მოგებული. დანკანს აქვს ამერიკის მოქალაქეობა, მაგრამ ის არის საერთაშორისო მოთამაშე NBA-ს მხრიდან, რადგან ის არ იქნა დაბადებული აშშ-ის 50 შტატში ან ვაშინგტონის ტერიტორიაზე.[7] პარკერი და ნოვიცკი არიან მხოლოდ ის გამარჯვებულები, რომელიც აშშ ფარგლებს გარეთ ვარჯიშობდნენ. ოლეიუონი კოლეჯის კალათბურთს ჰიუსტონში, ხოლო დანკანი უეიკ ფორესტში თამაშობდა.
2009 წლის 14 თებერვალს, 2009 წლის NBA All-Star მატჩის შესვენების დროს ფინიქსში, NBA-ს რწმუნებულმა დევიდ სტერნმა განაცხადა ჯილდოს სახელის შეცვლის შესახებ, რის შემდეგადაც ჯილდოს „ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო“ ეწოდება, რაც 11 გზის NBA ჩემპიონის - ბილ რასელის პატივსაცემად დაერქვა.[8]
eტონი პარკერი დაიბადა ბელგიაში, რომელსაც ჰყავს ამერიკელი მამა და გერმანელი დედა. მას აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა და თამაშობს საფრანგეთის ნაკრებში საერთაშორისო ასპარეზზე.[13]