ეროვნება და რასები NBA-ში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ეროვნებების და რასების შეხედულებები ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში არაერთხელ შეიცვალა. პირველი არა-თეთრი მოთამაშე ლიგას 1947 წელს შემოუერთდა.[1] რასული აქტივისტების თანახმად, NBA-ში 2011 წელს ტოტალური მაჩვენებლის 83% არა-თეთრი მოთამაშე იყო, მათ შორის 78% ფერად-კანიანი, 4% ლათინო და 1% აზიელი. მოთამაშეების 17% იყო თეთრ-კანიანი.[2] ლიგას აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფერად-კანიანი მოთამაშეებისა ვიდრე სხვა ნებისმიერ მთავარ პროფესიონალურ სპორტულ ლიგაში აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უატარუ მისაკას დებიუტი 1947 წელს შედგა, რომელიც პირველი არა თეთრ-კანიანი და აზიელ-ამერიკელი მოთამაშე იყო ლიგაში.[1] პირველი ფერად-კანიანის გამოჩენა NBA-ში 1950 წელს მოხდა. ჩაკ კუპერი იყო პირველი ფერად-კანიანი მოთამაშე, რომელიც NBA-ის დრაფტზე იქნა არჩეული. ნათანიელ კლიფტონი იყო პირველი, რომელმაც მოაწერა NBA-ისთან კონტრაქტი, და ირლ ლოიდი იყო პირველი, რომელმაც NBA-ში ითამაშა.[4] ჰენკ დეზონი ასევე თამაშობდა იმ წელს.[5] 1960-იან წლებში ფერად-კანიანი მოთამაშეების გამოჩენამ ლიგაში, გამოიწვია NBA-ის მატჩების უფრო სტილის შეცვლა და თამაში უფრო სწრაფი და ფარის ზემოთ დაიწყო. ბევრი ლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო ფერად-კანიანი. იმ დროს, ფერად-კანიანებს სჯეროდათ, რომ ლიგას არაოფიციალური წესი ჰქონდა თითო გუნდში არაუმეტეს 4 ფერად-კანიანი მოთამაშისა.[6]

პუერტო-რიკოელი ბატჩ ლი 1978 წელს, იყო პირველი ლათინო მოთამაშე ლიგაში.[7] უანგ ჟიჟი იყო პირველი ჩინელი მოთამაშე 2001 წელს.[8]

დიდების დარბაზის წევრი მოთამაშე და ინდიანა პეისერსის პრეზიდენტი კალათბურთის ოპერაციების დარგში - ლარი ბირდი 2004 წელს განცხადებით გამოვიდა, რომ ლიგას უფრო მეტი თეთრ-კანიანიი მოთამაშე სჭირდებოდა, რადგან ლიგის გულშემატკივრები უმეტესწილად თეთრ-კანიანები არიან. „თუ შენ გყავს რამდენიმე თეთრი ბიჭი იქ, შენ შეიძლება ცოტატი უფრო გააოცო ისინი (გულშემატკივრები), მაგრამ ეს ფერად-კანიანი ხალხის თამაშია და ყოველთვის იქნება ესე. მე ვგულისხმობ, რომ საუკეთესო ათლეტები მსოფლიოში აფრიკელ-ამერიკელები არიან“. - განაცხადა ბირდმა.[9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Vecsey, George. “The Old Guard Welcomes the New Guard“, February 15, 2012, გვ. B10. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 22, 2012. 
  2. Study: 2011 NBA Racial and Gender Report Card“, SlamOnline.com, Source Interlink Magazines, June 16, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 22, 2012. 
  3. Landrum Jr., Jonathan. “First Black NBA Player Gets Honor at Hawks Game“, February 11, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 22, 2012. 
  4. NBA's Color Line Is Broken“, NBA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 22, 2012. 
  5. Pomerantz, Gary M. (2005). Wilt, 1962: The Night of 100 Points and the Dawn of a New Era. New York: Crown, გვ. 54. ISBN 1-4000-5160-6. 
  6. Pomerantz 2005, pp.53, 123
  7. Motenko, Joshua. “The Globalization of Basketball: Latin America (Part 1)“, NBADraft.net, July 11, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 22, 2012. 
  8. Chang, Anita. “China beats South Korea 77-71 in Asian Games final“, November 26, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 23, 2012. 
  9. Celzic, Mike. “Race has nothing to do with NBA's success“, NBCSports.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 22, 2012.