ბრუკლინ ნეტსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრუკლინ ნეტსი
Brooklyn Nets
ბრუკლინ ნეტსის სეზონი 2012–13
ბრუკლინ ნეტსი ლოგო
კონფერენცია აღმოსავლეთი
დივიზიონი ატლანტიკის
დაარსდა 1976
ისტორია ნიუ-ჯერსი ამერიკენსი
1967–1968
ნიუ-იორკ ნეტსი
1968–1977
ნიუ-ჯერსი ნეტსი
1977–2012
ბრუკლინ ნეტსი
2012–დღემდე
არენა ბარქლაიზ ცენტრი
ქალაქი ბრუკლინი, ნიუ-იორკი
გუნდის ფერები შავი, თეთრი
         
მფლობელ(ებ)ი მიხაელ პროხოროვი
ბრუს ბარტნერი
ჯეი-ზი
გენერალური მენეჯერი ბილი კინგი
მთავარი მწვრთნელი ევერი ჯონსონი
D-ლიგის კლუბი Springfield Armor
ჩემპიონები ABA: 2 (1974, 1976)
NBA: 0
კონფერენციის ტიტულები 2 (2002, 2003)
დივიზიონის ტიტულები ABA: 1 (1974)
NBA: 4 (2002, 2003, 2004, 2006)
გაუქმებული ნომრები 6 (3, 4, 23, ბილ მელკიონი25, 32, 52)
ოფიციალური საიტი

ბრუკლინ ნეტსი (ინგლ. Brooklyn Nets) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც ნიუ-იორკ სიტის ქალაქ ბრუკლინში მდებარეობს. გუნდი არის წევრი ატლანტიკის დივიზიონის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). ნეტსი არის იმ ორი გუნდიდან ერთერთი NBA-ში, რომელიც ნიუ-იორკ სიტიში ასპარეზობს ნიუ-იორკ ნიქსთან ერთად.

პირველად გუნდი მოდის ჯერ კიდევ ამერიკის საკალათბურთო ასოციაციიდან (ABA). ნეტსი კი 1967 წელს დაარსდა და ნიუ-ჯერსიში თამაშობდა როგორც ნიუ-ჯერსი ამერიკანსი. ადრეულ წლებში, გუნდი ლონგ-აილენდზე გადავიდა, სადაც ნიუ-იორკ ნეტსის სახელით ასპარეზობდა, სადაც 2 ABA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო, ხოლო 1976 წელს ABA და NBA გაერთიანებისას, ნეტსი შეუერთდა NBA-ს. გუნდი NBA ფინალში 2001-02 და 2002-03 წლების სეზონში გავიდა. ამის შემდეგ გუნდს არცთუ ისე წარმატებული პერიოდი უდგას, ხოლო 2007 წლიდან მოყოლებული კი არცერთხელ არ დაუმტავრებია რეგულარული სეზონის მოგებაში.

2012 წლის 13 აპრილს, NBA დააკმაყოფილა გუნდის მოთხოვნა ბარქლაიზ ცენტრში გადასვლის შესახებ, რომელიც ბრუკლინში მდებარეობს. გუნდი ახალ არენაში 2012-13 წლების სეზონიდან იასპარეზებს. გუნდი ოფიციალურად 2012 წლის 30 აპრილს გადავიდა ახალ ქალაქსა და ახალ არენაში, რასაც გუნდის სახელის შეცვლაც მოჰყვა - ბრუკლინ ნეტსი.

სექციების სია

გუნდის ისტორია[რედაქტირება]

1967-1976: ABA-ს წლები[რედაქტირება]

გუნდი 1967 წელს დაარსდა როგორც ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (ABA) წევრი, რომლის მფლობელიც გადაზიდვების მაგნატი არტურ ჯეი ბრაუნი იყო. ბრაუნს ჰქონდა რამდენიმე AAU გუნდი ნიუ-იორკის არეაში. გუნდის პირველადი სახელი დაარსებისას იყო ნიუ-იორკ ამერიკანსი, რომელსაც ბრაუნი 69 არსენალის პოლკის გამო დაარქვა და თამაშს მანჰეტენის ტერიტორიაზე აპირებდა, თუმცა დიდი წნეხის ქვეშ მოექცა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთერთი უძველესი გუნდ - ნიუ-იორკ ნიქსის მიერ და გუნდის გახსნამდე 3 თვით ადრე გაუშვა მანჰეტენიდან. ბრაუნმა მალევე მოძებნა ღირებული ადგილი ნიუ-იორკში, რომელიც სოლიდური ადგილი იყო, თუმცა მფლობელებს არ სურდათ ამით კარი გაეღოთ ორი ნიუ-იორკის გუნდ ნიუ-იორკ ნიქსის და ბრაუნის მიერ დაარსებულ გუნდებს შორის მეტოქეობას. ამიტომ ბრაუნმა საბოლოოდ ნიუ-ჯერსიში იპოვა ადგილი და გუნდის სახელი ნიუ-ჯერსი ამერიკანსი გადაარქვა, მიუხედავად ამისა, ბრაუნი მალევე დაუბრუნდა ნიუ-იორკის სახელს. ეს კი პირველი გადაკვეთა არ ყოფილა ორი ნიუ-იორკის გუნდებს შორის და სამომავლოდაც გაგრძელდა.

ამერიკანსი ცუდად თამაშობდა გუნდის პირველივე სეზონში, რითაც გაუთანაბრდა კენტუკი კოლონელსის შედეგს მე-4 და უკანასკნელი ადგილით აღმოსავლეთ დივიზიონში. მიუხედავად ამისა, გუნდის საასპარეზო მოედანი დაჯავშნული იქნა, ამიტომ გუნდმა მოძებნა ნიუ-იორკის ტერიტორიაზე ადგილი, კონკრეტულად კი ლონგ-აილენდში.

მიუხედავად ამისა, როდესაც ამერიკანსი და კოლონელსი ჩამოვიდნენ, მათ აღმოაჩინეს რომ პარკეტზე რამდენიმე ნაწილი ეკლდა. ასევე არ იყო ფარის საზომი საშუალება, რაც მიზეზი იყო ფარების სიმაღლის ერთმანეთისგან განსხვავება. პარკეტს ასევე ეტყობოდა, რომ წინა ღამით ყინულის ჰოკეი იყო ნათამაშები. კოლონელსმა თამაშზე უარი განაცხადა, ხოლო რწმუნებულმა ჯორჯ მიკანმა წესების თანახმად ამერიკანს ჩაუთვალა წაგება, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი პირობები თამაშისთვის.

ნიუ-იორკ ნეტსის ლოგო, 1972–1977

მას შემდეგ რაც გუნდის ნიუარკში გადასვლა კრახით დამთავრდა, გუნდმა გადაწყვიტა მეორე წელიც ლონგ-აილენდის ტერიტორიაზე დარჩენილიყო, რის გამოც სახელი ნიუ-იორკ ნეტსი დაირქვა. ნეტსი გამომდინარეობდა იქიდან, რომ სხვა პროფესიონალური სპორტის სახეობებში მოასპარეზე გუნდები, რომლებიც ნიუ-იორკში მდებარეობდნენ ერქვათ თითქმის იგივე სახელი: მთავარი ბეისბოლის ლიგა (MLB) - ნიუ-იორკ მეტსი, ასევე ამერიკის საფეხბურთო ლიგა (NFL) - ნიუ-იორკ ჯეტსი.

გუნდმა უკანასკნელი ადგილით დაასრულა პირველი წელი, რაც ნიუ-იორკის სახელს ატარებდა, შედეგი კი 17-61 იყო, რაც 23 განსხვავებული მოთამაშის როტიციით იყო გამოწვეული. ბრაუნმა უმალვე მიჰყიდა გუნდი როი ბოუს სეზონის დასრულების შემდეგ. ბოუმ დიდი იმედებით დაიწყო მისი მფობელობის დროს სეზონის უქმეებზე. გუნდმა შეძლო UCLA ვარსკვლავის - ლუ ალსინდორის ABA დრაფტზე აყვანის უფლება, თუმცა თვითონ კალათბურთელმა ერთი თვის შემდეგ გადაწყვიტა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდში თამაში, რის შედეგადაც მილუოკი ბაქსის მოთამაშე გახდა. ყველაფრის მიუხედავად, ნეტსი სეზონის უქმეებზე გადავიდა დასავლეთ ჰემსტიდში. ABA-ს 3-ქულიანებით ლიდერმა და გუნდის გარდ - ლევერნ ტარტის დახმარებით, ნეტსმა ლიგა მეოთხე ადგილზე დაამთავრა, რასაც გუნდის ისტორიაში პირველი პლეი-ოფი მოჰყვა 1969-70 წლებში, ამის გამო კი გუნდის თამაშებზე დასწრება 3 504 გაიზარდა. ნეტსმა შეძლო აეყვანა რიკ ბერი სეზონის უქმეებზე. მას შემდეგ რაც გუნდმა აილენდ გარდენში მეორე სეზონი ჩაატარა, მას შემდეგ გადაწყვიტა გადაბარგებულიყო „ნასაუ ვეტერანს კოლიზეუმში“ 1971-72 წლების სეზონისთვის.

1972 წელს, მას შემდეგ რაც რიკ ბერის გადმობირება შეძლო გუნდმა, საგრძნობლად განიცადა პროგრესი, რის გამოც შეძლო და გუნდის ისტორიაში პირველი ABA ფინალში გასვლა შეძლო. თუმცა გუნდმა ვერ მოახერხა ინდიანა პეისერსის დამარცხება და სერია 4-2 დათმო. ბერიმ კი გუნდი სეზონის დასრულების სემდეგ დატოვა, ხოლო ნეტსი კი კვლავ გადახალისების პროცესში გაუშვა. 1972-73 წლების პერიოდი ნეტსისთვის მეტად იმედგასაცრუებელი გამოდგა, რადგან გუნდმა მხოლოდ 30 მატჩის მოგება შეძლო.

1973-74 წლებში ნეტსმა შეძლო საბოლოოდ ყველა წარმატებისთვის საჭირო ნაწილის შეგროვება ერთად. გადამწყვეტი როლი კი 1973 წლის უქმეებზე ნეტსის მიერ აყვანილმა იულიუს ირვინგის გადმოყვანა იყო. ირვინგთან ერთად, რომელიც ცნობილი იყო როგორც "Dr. J" (დოქტორ ჯეი) ნეტსმა სეზონი გუნდის რეკორდით 55 გამარჯვებით დაასრულა, რის შემდეგაც ირვინგი დასახელებული იქნა ABA-ს MVP. ნეტსმა კი შეძლო პლეი-ოფის საგზურის მოპოვება, სადაც ფინალში გავიდა და შეძლო გუნდის ისტორიაში პირველი ტიტულის მოგება, სადაც მოქმედი ჩემპიონი - იუტა სტარზი დაამარცხა.

1974-75 წლების სეზონში, გუნდი კვლავ წამატებით განაგრძობდა გამოსვლას, რაც მათი სეზონში გაუმჯობესებული რეკოდში აისახა და შეძლეს 58 მატჩის მოგება (რაც დღემდე ერთ სეზონში მოგებული მატჩების რაოდენობით სარეკორდო მაჩვენებელია). მიუხედავად ესეთი შედეგისა, ნეტსი პირველივე რაუნდში გამოეთიშა პლეი-ოფიდან, სადაც 1-4 დამარცხდა სენტ ლუის სპირიტთან 1975 წლის ABA პლეი-ოფში.

ნეტსი აგრძელებდა გამარჯვებების სერიას 1975-76 წლების სეზონშიც, რომელიც უკანასკნელი სეზონი იყო ABA-სთვის. ირვინგი ლიდერობდა გუნდს და დაეხმარა 55 მატჩის მოგებაში, რის გამოც კვლავ იქნა დასახელებული MVP ამ წელს. უკანასკნელი ABA ფინალი კი დენვერ ნაგეტსის და ნეტსის დაპირისპირებით შედგა, სადაც ნეტსმა 6 თამაშში შეძლო დენვერელების დამარცხება. სერიაში აღსანიშნავია ის მომენტი, როდესაც ირვინგი ლიდერობდა ნეტსს თამაშის მასიური მე-4 პერიოდის შემოტრიალებით ნასაუ კოლიზეუმში, როდესაც ნეტსი 22 ქულით აგებდა ჯერ კიდევ მე-3 პერიოდის დასრულების შემდეგ. თამაშის მოგებით კი, გუნდმა მე-2 ტიტული მოიპოვა უკანასკნელ 3 წელიწადში.

1976-1981: NBA-ში გადასვლა და ნიუ-ჯერსიში დაბრუნება[რედაქტირება]

1976 წლის ზაფხულში, ABA და NBA გაერთიანდა. გაერთიანების შეთანხმების თანახმად, 4 გუნდი: ნეტსი, ნაგეტსი, პეისერსი და სპურსი ABA-დან შეუერთდა NBA-ს. ნეტსი და ნაგეტსი გადასვლის შესახებ ჯერ კიდევ 1975 წლიდან იყვნენ მოწადინებული, მაგრამ არ შეეძლოთ ABA-ს წესების თანახმად. იმის გათვალისწინებით რომ გუნდის პირველი სეზონი იყო NBA-ში, ნეტსმა შეძლო კანზას-სიტი კინგსის გარდის ნეით არჩიბალდის აყვანა დრაფტის არჩევის სანაცვლოდ.

მიუხედავ ამისა, ნეტსი ცუდო მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც NBA დაავალა ნეტს 4.8 მილიონ აშშ დოლარის გადახდა ნიუ-იორკ ნიქსის მიმართ, რადგან პირველი გუნდი იყო ნიუ-იორკის არეადან და შესაბამისად არ შეეძლო ყურადღების მიპყრობა. 3.2 მილიონი იყო გათვალისწინიებული იმისთვის, რომ გუნდი უერთდებოდა NBA ლიგას. გუნდმა კი ირვინგის გაცვლა გადაწყვიტა ფულის სანაცვლოდ.

ნეტსმა შესთავაზე ირვინგს გადასულიყო ნიუ-იორკ ნიქსის რიგებში, რაზეც თავად ნიქსმა განაცხადა უარი, თუმცა ფილადელფია სიქსერსი გამოჩნდა, რომელიც ირვინგში 3 მილიონს იხდიდა. საბოლოოდ ბოუ დათანხმდა გუნდის პატარა შემოთავაზებას.

ირვინგის გარეშე, ნეტსმა 1976-77 წლების სეზონი ცუდად დაიწყო. საბოლოოდ გუნდმა 22-60 დაასრულა, რაც ყველაზე ცუდი შედეგი იყო ლიგაში. გუნდმა ერთი რეკორდის დამყარებაც მოახერხა 1977 წლის თებერვალში, როდესაც გახდა NBA პირველი გუნდი, რომელიც ყველა დამწყები იყო მემარცხენე მოთამაშე: ტიმ ბესეტი, ალ სკინერი, ბაბლს ჰოუკინსი, დეივ უოლი და კიმ ჰიუზი.

გუნდის მაყურებელთა დაბალი დასწრების და ღარიბი ფინანსური მხარის გამო ლონგ-აილენდის მიდამოებში, ბოუმ გადაწყვიტა გუნდი კვლავ ნიუ-ჯერსის არეაში გადაეყვანა 1977-78 წლების სეზონში. ნიუ-იორკ ნიქსი კვლავ გამოდგა ამისი წინააღმდეგი და შეეცადა დაებლოკა ყველა ხერხი, რადგან გუნდს შეძენილი ჰქონდა ექსკლუზიური ტერიტორიული უფლებები ნიუ-ჯერსის ტერიტორიაზე. ნეტსმა სარჩელიც შეიტანა ამის თაობაზე, რომ ნიქსი ანტი-ნდობის კანონებს ეწინააღმდეგებოდა. კანონმდებლობამ კი საბოლოოდ მაინც ნეტსი დაადანაშაულა და კვლავ 4 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა ნიქსისთვის, თუმცა ნეტსმა შეძლო მოეპოვებინა უფლება გადასვლის შესახებ ამ 4 მილიონით.

მას შემდეგ რაც გუნდი ოფიციალურად გადავიდა, სახელიც შეიცვალა და „ნიუ-ჯერსი ნეტსი“ ეწოდა. სანამ გუნდი Meadowlands Sports Complex გადავიდოდა, რომელიც აღმოსავლეთ რუთერფოლდში მდებარეობს, ნეტსი 4 სეზონის მანძილზე Rutgers Athletic Center-ში თამაშობდა, რომელიც Rutgers University-ს ეკუთვნოდა. 1978 წელს, ბოუმ გუნდი გაყიდა 7 ადგილობრივ ბიზნესმენზე (რომლებსაც ჯოუ თაბი და ალან კოენი ლიდერობდნენ), რომლებიც მომავალში როგორც "სიკაკუსის შვიდეულად" იქნენ ცნობილნი. პირველი 4 წლის განმავლობაში, ნიუ-ჯერსი ნეტსი ძალიან ცუდად ატარებდა სეზონებს, რის შედეგადაც ვერც კი ახერხებდა პლეი-ოფში გასვლას.

1981-1986: დაპირება[რედაქტირება]

ნიუ-ჯერსი ნეტსის ლოგო, 1978–1990
IZOD ცენტრი, ყოფილი Brendan Byrne და Continental Airlines არენა, იყო ნეტსის საშინაო არენა 1981-2010 წლებში.

1981 წელს, გუნდი მიდოულენდში გადავიდა, ბრენდან ბირნ არენაში (რომელიც 1996 წელს კონტინენტალ აირლაინს არენა გახდა, ხოლო 2007 წელს კი აიზოდ ცენტრი ეწოდა) ახალი ერის დასაწყისად. 1982-83 წლების დასაწყისში, როდესაც ნეტსს ლარი ბრაუნი წვრთნიდა, ნეტს საუკეთესო სეზონი ჰქონდა NBA-ში გადმოსვლის პერიოდში. მიუხედავად ამისა, ბრაუნი დათანხმდა კანზას უნივერსიტეტის მწვრთნელობას და უკანასკნელ თვეს მიატოვა გუნდი. გუნდმა ვერ შეძლო თავის თავის წარმოჩენა და პლეი-ოფის პირველივე რაუნდში დამარცხდა ჰადსონის მეტოქე - ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ.

1983-84 წლების სეზონში, გუნდს სჯეროდა რომ იყო საუკეთესო ფორმაში ABA-დან გადმოსვლის შემდეგ. დერილ დოუკინსის, ბაკ უილიამსის, ოტის ბირდსონგის და მაიკლ რეი რიჩარდსონის ლიდერობით, გუნდმა შეძლო პირველად NBA პლეი-ოფის სერიაში გამარჯვება, სადაც მოქმედი ჩემპიონი ფილადელფია სიქსერსი დაამარცხეს 1984 წლის პირველ რაუნდში, შემდეგ ეტაპზე კი დამარცხდნენ მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში 6 მატჩში.

ტრავმებმა იქონია გავლენა გუნდის 1984-85 წლების სეზონში, მაგრამ გუნდმა მაინც მოახერხა 42 მატჩის მოგება, თუმცა პირველივე რაუნდში დეტროიტ პისტონსის მიერ იქნა გამოთიშული 3 მატჩში.

1986-1990: ტრავმების წლები[რედაქტირება]

ახლად აყვანილი მწვრთნელი - დეივ უოლი დაეხმარა ნეტს 1985-86 წლების სეზონი 23-14 დაეწყო. თუმცა გუნდის წარმატებების დაპირებები მალევე არარეალური აღმოჩნდა, რადგან ნეტსმა გუნდის ორი ლიდერ-სქორერი დაკარგა. ოლ-სტარ მაიკლ რეი რიჩარდსონი ჩაჭრილი იქნა ნარკოტიკების ტესტზე მესამედ, რის გამოც აეკრძალა თამაში ცხოვრების ბოლომდე, ასევე დერილ დოუკინსმა მხოლოდ 39 მატჩი ჩაატარა, დანარჩენი კი ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა. ნეტსის ვეტერანებმა ბაკ უილიამსმა და მაიკ გმინსკიმ შეავსევ გუნდის დანაკლისი და შეეცადნენ როგორც შეტევითი მხარე, ასევე დაცვითი მხარე გაეძლიერებინათ. საბოლოოდ ნეტსმა მე-7 ადგილით გააღჭია 1986 წლის პლეი-ოფში 39-43 შედეგით, პირველივე რაუნდში კი მილუოკი ბაქსის მიერ იქნა დამარცხებული. ამის შემდეგ გუნდი პლეი-ოფში 1991-92 წლების სეზონამდე აღარ გასულა გუნდის წაგებიანი სერიების გამო.

ნიუ-ჯერსიმ შეძლო ორლანდო ვულრიჯის გადმობირება, ხოლო დრაფტზე დუეინ ვაშინგტონი აიყვანა, იმის იმედად რომ გუნდის სუსტ მხარეებს გააძლიერებდა. თუმცა ახალწვეულებმა „ბაღის შტატში“ (ინგლ. Garden State - ნიუ-ჯერსის ზედმეტსახელი) მხოლოდ და მხოლოდ უიღბლობა მოიტანეს. დაუკინსი კვლავ ზურგის ტრავმას ებრძოდა, რამაც მისი კარიერის დასასრულისკენ უბიძგა ხელი. ახალწვეულ ვაშინგტონს კი საშინელი სეზონი ჰქონდა. საბოლოოდ ტრავმიანობის ეპიდემიამ ნეტსის 1986-87 წლების სეზონი 24-58 დაასრულებინა, რაც 1980 წლიდან მოყოლებული, ყველაზე ცუდი შედეგი იყო.

იმის იმედით, რომ ტრავმიანობა შეემცირებინა გუნდს შემადგენლობაში, ნეტსმა ტრავმის მოყვარული დოუკინსი გაუშვა, მის ნაცვლად კი ჯონ ბეგლი და კეით ლი მოიყვანა. დრაფტზე გუნდმა დენის ჰოპსონი (სკოტი პიპენის, რეჯი მილერის და კევინ ჯონსონის შემდეგ) მესამე არჩევანი გამოდგა 1987 წლის დრაფტზე. მიუხედავად ამისა, გუნდში კვლავ დაიწყო ტრავმიანობა, ამჯერად კი გუნდში ახლად გადმოსული ბეგლი და ლი, ასევე ტონი ბრაუნი სეზონის დასაწყისშივე გამოეთიშნენ ასპარეზობას. დამატებით, მექულე ლიდერი ორლანდო ვულდრიჯი ლიგიდან 19 მატჩიანი დისკვალიფიკაციით მოიკვეთა. ნიუ-ჯერსიმ მწვრთნელ უოლთან ერთად სეზონი 19-63 დაასრულა, რაც ლიგაში ყველაზე ცუდი შედეგით მეორე ადგილზე იყო.

ჰოპსონმა ვერ შეძლო ორგანიზაციის მოლოდინის გამართლება. ასევე კრახი განიცადა გუნდის 1988 წლის კრის მორისის და 1989 წლის მუქი ბლეილოკის აყვანამ დრაფტზე. 1989-90 წლების სეზონი ნეტსმა 17-65 დაასრულა, რაც ყველაზე ცუდი შედეგი იყო გუნდის ისტორიაში.

1990-1993: დრეზენ პეტროვიჩის ერა[რედაქტირება]

ნიუ-ჯერსი ნეტსის ლოგო, 1990–1997
კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი დრეზენ პეტროვიჩმა ჩაატარა 3 სეზონი ნეტსის რიგებში, სანამ მოკლული იქნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. მისი 3 ნომრიანი მაისური გაუქმებული იქნა გუნდის მიერ.

1990 წლის ადრეულ პერიოდში, გუნდმა დაიწყო ნელნელა გაუმჯობესება თამაშის ხარისხის თავისი ახალგაზრდა კალათბურთელებით. 1990 წლის დრაფტზე ნეტსმა პირველ ნომრად დერიკ კოულმენი აიყვანა, ასევე გარდი კენი ანდერსონის აყვანა მოახერხა. გუნდმა მოგვიანებით დრეზენ პეტროვიჩი გადმოიბირა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსიდან. მიუხედავად ამისა, გუნდმა ვერ შეძლო მოგებით დაემთავრებინა 1991-92 წლების სეზონი, თუმცა საბოლოოდ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი დაიკავეს და შეძლეს პლეი-ოფის საგზურის მოპოვება, აქ კი პირველივე რაუნდში კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ დამარცხდნენ 1-3, რის გამოც მწვრთნელმა ბილ ფიტჩმა დატოვა დაკავებული თანამდებობა სეზონის დასრულების შემდეგ.

გუნდმა საგრძნობლად გააუმჯობესა თამაში 1992-93 წლების სეზონში, რომელსაც პეტროვიჩი ლიდერობდა კოულმენთან და ანდერსონთან ერთად. ჩაკ დელი, რომელიც 1991-92 წლების სეზონში გაშვებული იქნა დეტროიტ პისტონსიდან, აყვანილი იქნა უმალვე, რის გამოც საგრძნობლად გადაიხადა თანხა ნეტსმა. პეტროვიჩის და ანდერსონის ტრავმებმა კი სეზონი ცუდად დაამთავრებინა ნეტს, სადაც უკანასკნელი 11 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება შეძლეს და საბოლოოდ რეგულარული სეზონი 43-39 დაასრულეს, რითაც მე-6 ადგილი და პლეი-ოფის პირველ რაუნდში კვლავ კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ ასპარეზობა მოიპოვეს. ანდერსონი ხელის ტრავმის გამო ტოვებდა სერიას, პეტროვიჩი კი ტრავმირებული მუხლით ცდილობდა თამაშს, თუმცა გუნდმა 5 მატჩიან სერიაში მაინც წააგო კლივლენდთან.

1993-1996: სირცხვილის წლები[რედაქტირება]

ნეტსი სეზონის დასრულების შემდეგ, ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც გუნდის ლიდერი - პეტროვიჩი მოკლული იქნა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს გერმანიაში. გუნდმა სეზონში მაინც შეძლო 45 მატჩის მოგება 1993-94 წლების სეზონში. ანდერსონმა და კოულმენმა ჩაატარეს მათი პირველი და უკანასკნელი NBA All Star მატჩი. ნეტსმა კვლავ შეძლო პლეი-ოფში გასვლა მე-7 ადგილით, თუმცა დამარცხებული იქნა პირველივე რაუნდში მის ადგილობრივ მეტოქე - ნიუ-იორკ ნიქსის მიერ 1994 წლის პლეი-ოფში 1-3.

1993-94 წლების შემდეგ, ბაჩ ბერდი აყვანილი იქნა გუნდის მთავარ მწვრთნელად. ნეტსში კი არეულობა დაიწყო. 1990 წლების შუაში, NBA-ს მთავარი იმიჯის პრობლემა იყო ეგოისტი, მოუმწიფარი ათლეტები, რომლებიც უფრო მეტად ზუსტადაც რომ ნეტსში ასპარეზობდნენ. 1995 წელს, კოულმენი იყო გამოსახული სპორტის ილუსტრაციაზე როგორც ეგოისტი ბავშვი - NBA მოთამაშე, მაგრამ ანდერსონთან, ბენოიტ ბენჟამინთან, დუეინ შინტზუისთან და კრის მორისთან ერთად, რომლებიც ყველა ამ პოსტერზე იყო გამოსახული. გუნდის რეპუტაცია იყო ძალიან უსახური, ნეგატიური. გუნდის პრეზიდენტ - ჯონ სპოელსტრას გადაწყვეტილიც ჰქონდა გუნდზე სახელის შეცვლა 1994 წელს და ნიუ-ჯერსი სუამპ დრაგონსის დარქმევა. გუნდმა მიიღო თანხმობა სახელის შეცვლაზე და მფლობელებმა 500 000 აშშ დოლარიც გადაიხადეს ახალი სახელის სავაჭრო მარკის რეკლამაშიც, თუმცა ნეტსის თანამფლობელმა - დევიდ გერსტეინმა შეიცვალა მისი აზრი და "არა" განაცხადა გუნდის სახელის შეცვლის შესახებ. 1994-95 და 1995-96 წლების სეზონებში, გუნდმა ორივე წელი ზუსტად 30-52 შედეგით დაასრულა. ბერდი გათავისუფლებული იქნა მეორეჯერ იგივე უხარისხო შედეგის ჩვენების შემდეგ.

1996-2000: ჯონ კელიპერის და დონ ქესის ერა[რედაქტირება]

იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს სურდა ახალი ეტაპის დაწყება, ნეტსმა კოულმენი და ანდერსონი გაუშვა 1995-96 წლების სეზონში, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯონ კელიპერი აიყვანა. კეტი კიტლზი იქნა არჩეული 1996 წლის NBA დრაფტზე და 1996-97 წლების შუა სეზონში კი გაშვებული იქნა სემ კესელის ნაცვლად. მას შემდეგ რაც გუნდს 26-56 შედეგი ჰქონდა სეზონში, 1997 წელს მთავარი ცვლილებები განახორციელა, როდესაც დრაფტზე კეით ვან ჰორნი და ლუსიუს ჰარისი აიყვანა.

1997-98 წლების სეზონში ნეტსში რამდენიმე ცვლილება მოხდა. პირველ რიგში მოხდა გუნდის ბრენდირება, ლოგოს შეცვლა, ასევე უნიფორმის. მეორე რიგში იყო ის, რომ გუნდმა შეიცვალა თამაშის სტილი, რამაც საშუალება მისცა გუნდს დარჩენილიყო პლეი-ოფში. კალიპარის დაქვემდებარების ქვეშ, გუნდმა 43 მატჩის მოგება მოახერხა და გავიდა პლეი-ოფში, ასევე ჯეისონ უილიამსი იქნა არჩეული 1998 წლის NBA All Star თამაშზე. გუნდი პლეი-ოფში მე-8 ადგილით გავიდა, სადაც პირველ რაუნდში ჩიკაგო ბულზი შეხვდა და ზედიზედ 3 თამაშში დამარცხდა.

„სიკაკუსის შვიდეულმა“ გაყიდა გუნდი 1998 წელს ადგილობრივი განვითარების ჯგუფზე, რომელსაც რეიმონდ ჩემბერსი და ლუის კატზი ლიდერობდნენ, თავის თავს კი „ახალგაზრდა ორგანიზაციის გაერთიანებას“ უწოდებდნენ, ვისი სურვილიც იყო გუნდის გადასვლა ნიუარკის ტეროტროაზე (ნიუ-ჯერსი). მომდევნო წელს, ჯგუფმა შეძლო ნიუ-იორკ იანკის მფლობელ ჯორჯ სტეინბენერთან ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ეცდებოდა გაეზარდა სატელევიზიო ჩვენება ნეტსის, პროექტს კი „იანკინეტსი“ ეწოდებოდა. მას შემდეგ რაც გუნდმა მიიღო შემოთავაზებები რამდენიმე სატელევიზიო არხისგან, იანკინეტსმა გადაწყვიტა ახალი რეგიონალური სპორტული ტელვიზიის ჩამოყალიბება, რასაც YES Network უწოდეს.

1998-99 წლების სეზონი 3 თვის მოგვიანებით დაიწყო, მფლობელების გაფიცვის გამო. შემდეგ კი შემცირებული - 50 მატჩიანი სეზონი ჩატარდა, ნეტსმა კასელის ტრავმის გამო ცუდად დაიწყო სეზონი, რაც 3-15 აისახა. ამის გამო გუნდმა კასელი გაუშვა მილუოკი ბაქსის რიგებში, ხოლო თვითონ კი სტეფონ მარბერი აიყვანა მინესოტა ტიმბერვულვზიდან. კიდე 2 მატჩის წაგების შემდეგ, კალიფარი გათავისუფლებული იქნა გუნდიდან, ხოლო მისი ადგილი მისმა დამხმარე მწვრთნელმა დონ ქეისიმ დაიკავა. გუნდმა ვერ შეძლო უსახური სტარტის აღმოფხვრა და საბოლოოდ 16-34 დაასრულა სეზონი. გუნდმა პლეი-ოფის საგზური აპრილში დაკარგა, თუმცა მარბერის დაჯახება უილიამსთან ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ თამაშის დროს ძალიან ცუდად დამთავრდა. უილიამსმა წვივის ძვალი გაიტეხა, რის გამოც 2 წელი იბრძოდა, თუმცა NBA მას აღარ უთამაშია აღარასდროს.

გუნდმა დონ ქეისი აიყვანა 1999-00 წლების სეზონში, სადაც გუნდმა გუნდის ისტორიაში ყველაზე უსახურად დაიწყო 2-15 შედეგით, თუმცა გუნდმა შეძლო გაუმჯობესება მაგრამ კიდევ ერთხელ ტრავმებმა მაინც ხელი შეუშალა გუნდის წარმატებას. ნეტსმა სეზონი უაკანსკნელი 11 მატჩის წაგებით დაასრულა, რაც 31-51 შედეგი იყო.

2000-2004: როდ თორნის და ჯეისონ კიდის ახალი წარმატება[რედაქტირება]

ნიუ-ჯერსი ნეტსის ლოგო, 1997–2012

2000 წლის 2 ივნისს, ნეტსმა აიყვანა გუნდის პრეზიდენტან როდ თორნი, რომელიც დიდი ხნის მანძილე NBA აღმასრულებელი იყო, უფრო კარგად კი ცნობილია როგორც მაიკლ ჯორდანის დრაფტზე აყვანით, როდესაც ჩიკაგო ბულზის გენერალური მენეჯერის რანგში იყო. მან უმალვე დაიწყო გუნდის გადახალისება, რაც ყველაზე დიდი ნიჭის მქონე გუნდი გახდა მას შემდეგ, რაც გუნდი ჯერ კიდევ ABA-ში გამოდიოდა 1970-იან წლების შუა პერიოდში. მან დაიწყო გუნდის რეფორმირება იმით, რომ მწვრთნელის პოსტზე ბაირონ სკოტი აიყვანა. 2000 წლის დრაფტზე კი პირველ ნომრად გუნდმა კენიონ მარტინი აიყვანა. სტეფონ მარბარი და კეით ვან ჰორნი კი გახდნენ ნიუ-ჯერსის ვარსკვლავები. მარბერიმ All-NBA მესამე გუნდში მოხვდა 2000 წელს. მიუხედავად ამისა, გუნდში კვლავ ტრავმების ეპიდემია იყო, რის გამოც პლეი-ოფში ვერ გავიდე.

2001 წლის დრაფტის საღამის, გუნდმა პირველი რაუნდის არჩევანი - ედი გრიფინი გაუშვა ჰიუსტონ როკეტსის რიგებში რიჩარდ ჯეფერსონის, ჯეისონ კოლინსის და ბრენდან არმსტრონგის სანაცვლოდ, ასევე მეორე რაუნდში ბრაიან სკალაბრინი აიყვანა. გუნდის გაცვლა მიზან-მიმართული და სწორი იყო, რადგან სურდა სკამი ახალგაზრდა მოთამაშეებით გაეძლიერებინა, რადგან მანამდე გუნდს ყველაზე დაბალ ქულიანი და ყველაზე ასაკოვანი სკამი ჰყავდა წინა წლების განმავლობაში.

ჯეისონ კიდი ნეტსში. ის იქნა გადმოყვანილი გუნდში 2001 წელს, რომელმაც ლიდერობდა გუნდს და გაიყვანა 2 NBA ფინალში.

2001 წლის დრაფტის შემდეგ, თორნმა გუნდიდან სტეფონ მარბარი და ჯონი ნიუმენი გაუშვა ფინიქს სანსის რიგებში ჯეისონ კიდის და კრის დადლის სანაცვლოდ. ამ გაცვლამ გუნდს პარკეტზე წინა წლებთან შედარებით უპირატესობა მისცა, რადგან ჯეისონ კიდთან ერთად თანაგუნდელები უკეთ უწყობდნენ პარკეტზე ერთმანეთს. გუნდმა ასევე ყოფილი ფილადელფია სიქსერსის ტოდ მაკკალოჩი აიყვანა, რომელიც იმ მომენტში ლიგაში ერთერთი საუკეთესო ცენტრი იყო. 2001-02 წლების სეზონი, გუნდისთვის ერთერთი წარმატებული გამოდგა ისტორიაში, ასევე მთლიან ლიგაში, რადგან გუნდი ყველაზე მოულოდნელი და გამაკვირვებელი შედეგით გამოირჩა. გუნდმა პირველად შეძლო ატლანტიკის დივიზიონის ტიტულის მოგება, რეგულარული სეზონი კი 52-30 დაასრულეს, რაც პირველი იყო აღმოსავლეთ კონფერენციაში. პლეი-ოფში გასულებს კი პირველ რაუნდში ინდიანა პეისერსი შეხვდა.

მას შემდეგ რაც გუნდმა პირველივე მატჩი წააგო შინ, გუნდმა შემდეგ 2 მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება, სანამ მე-4 თამაშში არ დამარცხდებოდა და სერია 2-2 არ გახდებოდა. საშინაო თამაშში, სადაც ყველა დასასწრები ბილეთი გაყიდული იქნა, ნეტსმა ერთერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა NBA პლეი-ოფის ისტორიაში. ნეტსი 9 ქულით ლიდერობდა რეგულარული დროის დასრულების 5 წუთით ადრე. თუმცა, რეჯი მილერმა შეძლო 10.5 მეტრიდან 3 ქულიანის ჩაგდება ზუსტად თამაშის დასრულების სირენამდე, რითაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. ამის შემდეგ მილერმა შეძლო ორ დამატებით დროში გადაყვანა, თუმცა, მაინც შეძლო ნიუ-ჯერსიმ 120-109 გამარჯვება. ეს არის ერთადერთი თამაში NBA ისტორიაში, როდესაც ყოველი მეოთხედი ფრედ დასრულდა.

კონფერენციის ნახევარ-ფინალში, ნეტსმა შარლოტა ჰორნეტსი დაამარცხა 4-1, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, სადაც ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ. სერია ნეტსის საშინაო არენაზე 1-1 დამთავრდა, ხოლო ბოსტონში გადანაცვლებულებმა მესამე მატჩში, ნეტსი მეოთხე პერიოდის დაწყებამდე 21 ქულით ლიდერობდა, თუმცა სელტიკსმა არნახული შოუს წყალობით გუნდმა შეძლო გადარჩენა და საბოლოოდ ნეტსი 90-94 დამარცხდა. მე-4 მატჩში, თითქმის მთელი თამაში ნეტსი ლიდერობდა, თუმცა თამაშის დამთავრებამდე 1 წუთით ადრე, სელტიკსმა იპოვა საშუალება გაეთანაბრებინა მატჩი, მიუხედავად ამისა, ნეტსმა მაინც შეძლო მოგება და სერია 2-2 გახდა. მე-5 თამაში დასამახსოვრებელი იმით გამოდგა, რომ ნეტსმა მე-4 პერიოდში 20-1 ზედიზედ ქულები დააგროვა, რაც დაეხმარა 103-92 მოგებაში, ხოლო მე-6 მატჩის მოგების შემდეგ, გუნდმა NBA ფინალში გასვლის უფლება მოიპოვა, სადაც დამარცხდნენ შაკილ ონილის და კობი ბრაიანტის ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან.

2002-03 წლების სეზონში, ნეტსმა 49-33 დაასრულა, რითაც მაინც შეძლო ატლანტიკის დივიზიონის ტიტულის მოპოვება. პლეი-ოფში გასულებმა ზედიზედ მოახერხეს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გამარჯვება. პირველ რაუნდში მილუოკი ბაქსი 4-2 დაამარცხეს, ხოლო შემდეგ ეტაპებზე კი ბოსტონ სელტიკსი და დეტროიტ პისტონსი. NBA ფინალში გასულებს, სან-ანტონიო სპურსი შეხვდათ. ნეტსის საშინაო არენა ნიუ-ჯერსი დევილსის განკარგულებაში იყო, რადგან გუნდი სტენლის თასის ფინალში იყო, სადაც მოახერხეს გამარჯვება. ნეტსმა და სპურსმა პირველი 4 მატჩი თანაბრად გაიყვეს და 2-2 იყო ანგარიში, თუმცა ნეტსი საშინაო მატჩში დამარცხდა მე-5 თამაშში. გუნდი მე-6 თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 10 ქულით ლიდერობდა, თუმცა ამის შემდეგ 0-19 ზედიზედ მოაპოვებინა ქულა სპურს, რაც საკმარისი იყო ნეტსის დამარცხებისთვის. ამით კი ნეტსმა ვერ შეძლო ნიუ-ჯერსისთვის ერთ წელიწადში ორმაგი ტიტულის მოტანა, რადგან NHL ტიტული ნიუ-ჯერსი დევილსის მიერ იყო მოპოვებული, ხოლო ნეტსი კი NBA ფინალში 2-4 დამარცხდა.

ფინალის შემდეგ, კიდი გახდა თავისუფალი აგენტი, რითაც სან-ანტონიო სპურსი დაინტერესდა და შესთავაზა კონტრაქტი, თუმცა კიდმა კვლავ ნეტსთან გააფორმა კონტრაქტი, რაც შემდგომ „დაუმთავრებელი ბიზნესით“ ახსნა ნიუ-ჯერსიში. სხვა ფაქტორი კიდის გადაწყვეტილებისა ის იყო, რომ გუნდმა თავისუფალ აგენტად ალონსო მურნინგი აიყვანა. თუმცა ალონსომ 2003-04 წლების სეზონი უმეტესწილად გააცდინა თირკმელზე შექმნილი პრობლემების გამო.

2003-04 წლების სეზონი ნეტსმა ცუდად დაიწყო, რის გამოც დეკემბრის ბოლოს მთავარი მწვრთნელი ბაირონ სკოტი იქნა გათავისუფლებული. მისი ადგილი ლოურენს ფრენკმა დაიკავა, როგორც დროებითმა მწვრთნელმა, რომელიც 2000-01 წლებიდან დამხმარე მწვრთნელი იყო. გუნდმა შედეგი გამოასწორა ფრენკის დაქვემდებარების ქვეშ და კიდევ ერთხელ მოიგო ატლანტიკის დივიზიონის ტიტული, თუმცა პირველივე რაუნდში შეძლეს მეზობელი შტატის გუნდის - ნიუ-იორკ ნიქსის დამარცხება 4-0. მეორე რაუნდში კი დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ დამარცხდა 3-4.

2004-2008: კიდის და კარტერის დუეტი[რედაქტირება]

NBA All Star-ში 8-ჯერ მონაწილე ვინს კარტერი ნიუ-ჯერსიში 2004 წელს გადმოვიდა.

ნეტსმა ახალი სეზონი საშინლად 2-11 შედეგით დაიწყო, რაც კიდის არ ყოფნის გამო იყო გამოწვეული, თუმცა კიდის დაბრუნების შემდეგადაც არ შეცვლილა დიდად გუნდის თამაში და არც შედეგი. ამის შემდეგ ნეტსმა მთავარი გაცვლა მოახდინა, როდესაც ვინს კარტერი გადმოიყვანა ტორონტო რეპტორსიდან, მურნინგის, ერიკ უილიამსის და დრაფტის არჩევნის სანაცვლოდ. გაცვლამ ნეტსი კვლავ ერთერთი საუკეთესო გუნდების რანგში დააყენა მოთამაშეებიდან: კიდის, კარტერის და ჯეფერსონიდან გამომდინარე, თუმცა ამით გუნდმა მაინც ვერაფერს მიაღიწია რადგან ჯეფერსონმა მალევე მიიღო ტრავმა დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ, რის გამოც სეზონი დაასრულა.

თუმცა კიდთან და კარტერთან ერთად გუნდმა შეძლო და დიდი წვალებით პლეი-ოფში გასასვლელი უკანასკნელი ადგილი დაიკავა - მე-8 აღმოსავლეთ კონფერენციაში. ჯეფერსონმა მოასწრო დაბრუნება, თუმცა გუნდი 2005 წლის პლეი-ოფში მაიამი ჰიტის წინააღმდეგ მაინც დამარცხდა.

ნეტსმა 2005-06 წლების სეზონი ნელა დაიწყო, როდესაც პირველ 21 მატჩში 9-12 ჰქონდა შედეგი. კარტერის, კიდის და ჯეფერსონის მძიმე შრომის გამო, გუნდმა შეძლო შემდეგ 10 მატჩში გამარჯვების მოპოვება (უკანასკნელი 8 მატჩი დეკემბერში და იანვარში 2 თამაში), რითაც დივიზიონის უმაღლეს საფეხურზე გადაინაცვლა. გამარჯვებების შემდეგ, ნეტსი კვლავ ძველ ფორმას დაუბრუნდა და მომდევნო 29 მატჩიდან მხოლოდ 13 მოგება შეძლო, მაგრამ 12 მარტიდან დაწყებული, გუნდმა 14 მატჩი მოიგო ზედიზედ, რაც იმ სეზონში NBA ყველაზე გრძელი მოგებების სერია იყო. გამარჯვებების სერია 2006 წლის 8 აპრილს დასრულა საშინაო მატჩში, როდესაც ნეტსი 102-108 დამარცხდა კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ. ასევე აღსანიშნავია გუნდის მიერ იმ სეზონში დამყარებული რეკორდი: 20 გასვლითი გამარჯვება, ყველაზე მეტია გუნდის არსებობის ისტორიაში.

ნეტსმა რეგულარული სეზონი 49-33 შედეგით დაასრულა, რითაც გუნდის ისტორიის მანძილზე მე-4 დივიზიონის ტიტული მოიპოვეს ბოლო 5 წელიწადში, ასევე მე-3 ადგილოთ გავიდნენ პლეი-ოფში, სადაც პირველ რაუნდში ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ. გუნდმა შეძლო პეისერსის დამარცხება, რითაც ჩანდა, რომ გუნდი აპირებდა ელიტის სტატუსის დაბრუნებას, რაც რამდენიმე წლით ადრე მოიპოვეს. კონფერენციის ნახევარ-ფინალში გასულებს, მაიამი ჰიტი შეხვდათ, სადაც სერია 1-4 დათმეს.

სეზონის გამორჩევა იმით შეიძლება, რომ 2006 წელს, NBA All Star გუნდში ვინს კარტერი მოხვდა. თავიდან კარტერი როგორც შემცვლელი ისე იყო მოხვედრილი, თუმცა ჯერმაინ ონილის ტრავმის შემდეგ, კარტერს დამწყებთა შორის მოუწია მოხვედრა.

2008-2010: ფინალური სეზონი მიდოულენდში[რედაქტირება]

ბრუკ ლოპესი

2008 წლის 26 ივნისს გუნდმა რიჩარდ ჯეფერსონი გაუშვა მილუოკი ბაქსის რიგებში იი იანლიენის და ბობი სიმონსის სანაცვლოდ. ჯეფერსონის და კიდის ყოფნა მოიაზრებოდა როგორც ახალი ერის დასაწყისი ბაღის შტატში. ნეტსმა დრაფტზე ბრუკ ლოპესი აიყვანა და რაიან ანდერსონი, ასევე კრის დაგლას რობერტსი. გუნდმა ახალგაზრდული შემადგენლობა ვეტერანი ედუარდო ნაიერა და ჯერვის ჰეისით შეავსო. გუნდმა სეზონი 34-48 დაასრულა, რაც მე-11 ადგილისთვის თანაბარი იყო მილუოკი ბაქსისთვის.

2009 წლის 26 ივნისს, ნეტსმა ვინს კარტერი და რაიან ანდერსონი გაუშვა ორლანდო მეჯიკში რეფერ ალსტონის, კორტნი ლის და ტონი ბატეს სანაცვლოდ.

მიხაილ პროხოროვი, რუსი მილიარდერი და ახლანდელი ნეტსის მფლობელი.

2009 წლის 24 სექტემბერს, მიხაილ პროხოროვმა - რუსეთის მე-3 ყველაზე მდიდარი ადამიანი ფორბსის გამოკვლევებით, განაცხადა ინტერესი, რომ გამხდარიყო ნეტსის მთავარი მფლობელი. პროხოროვმა გაუგზავნა მფლობელების გუნდის შესყიდვის შესახებ, რომლის ინტერესებში გუნდის ბრუკლინში გადაყვანა შედიოდა, რაშიც 700 მილიონიან არენის მშენებლობა უნდა შესულიყო. პროხოროვმა დაიწყო რუსული კალათბურთის ახალი განვითარების დონე.

მას შემდეგ რაც გუნდმა 2009-10 წლის სეზონი ზედიზედ 16 წაგებით დაიწყო, გუნდმა ლოურენს ფრენკი გაათავისუფლა მწვრთნელის პოსტიდან. დამხმარე მწვრთნელი ტომ ბერისი დაწინაურდა დროებითი მწვრთნელის სტატუსით. პირველი ორი მატჩი მანაც წააგო, გასვლაზე ლოს-ანჯელეს ლეიკერსის და საშინაო მატჩი დალას მევერიქსის წინააღმდეგ, რაც ყველაზე ცუდი სეზონის სტარტი იყო NBA ისტორიაში 0-18 (ერთით მეტი ვიდრე წინა რეკორდის მფლობელი, 1988-89 წლების სეზონის მაიამი ჰიტი). კიკი ვანდევიგი გახდა გუნდის მწვრთნელი 4 დეკემბერს, რომელმაც დამხმარედ დელ ჰარისი აიყვანა. ახალმა სამწვრთნელო შტაბმა როგორც იქნა მოიგო პირველი მატჩი შეზონში შარლოტ ბობკეტსის წინააღმდეგ 97-91, რითაც შეწყვიტეს ანტი-რეკორდის გაუმჯობესება.

2010 წლის 29 მარტს, ნეტსმა დაამარცხა სან-ანტონიო სპურსი პირველად 2003 წლის NBA ფინალის შემდეგ. გამარჯვება გუნდისთვის მე-10 იყო სეზონში, რამაც საბოლოოდ გუნდი გადაარჩინა ყველა დროის ყველაზე ცუდი სეზონი ჩატარებისას, რომელიც 1972-73 წლების სეზონში ფილადელფია სიქსერსმა დაამყარა. ნეტსმა სეზონი საბოლოოდ 12-70 დაასრულა, რითაც გახდა მხოლოდ და მხოლოდ მე-5 გუნდი, რომელმაც სეზონში 70 მატჩი წააგო, წინა ოთხი ადგილი კი შემდეგ გუნდებს ეკავა: 1972-73 წლების ფილადელფია სიქსერსი (9-73), 1986-87 წლების ლოს-ანჯელეს კლიპერსი (12-70), 1992-93 წლების დალას მევერიქსი (11-71) და 1997-98 წლების დენვერ ნაგეტსი (11-71).

2010-2012: ნიუარკის წლები[რედაქტირება]

ნეტსი გადავიდა პრუდენტიალ ცენტრში 2010-11 წლების სეზონისთვის. ეს იყო გუნდის დროებითი საშინაო არენა, სანამ ბარკლაიზ ცენტრში გადავიდოდა 2012 წელს.

2010 წლის 18 თებერვალს, ნეტსმა საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას პრუდენტიალ ცენტრში გადასვლის შესახებ, რომელიც ნიუარკის ტერიტორიაზე, ნიუ-ჯერსის შტატში მდებარეობს, სადაც გუნდმა 2010-11 წლების სეზონიდან დაიწყო თამაში მანამ, სანამ ახალი ბარქლაიზ ცენტრი აუშენდებოდა ბრუკლინში.

შესანიშვანი ოპტიმისტური განწყობით დაიწყო გუნდმა სეზონის უქმეები, როდესაც ნეტსმა ახალი პრომო კამპანია დაიწყო „ყველაფერი ახალი“-ს სახელწოდებით, რომელშიც ახალი საშინაო არენა, ახალი მფლობელი, ახალი მწვრთნელი და ახალი მოთამაშეები შედიოდა. მათ ასევე ჰქონდათ შანსი საუკეთესო არჩევანი გაეკეტებინათ 2010 წლის NBA დრაფტზე, სადაც ჯონ უოლი იყო ასარჩევი, თუმცა 2010 წლის 18 მაისს გუნდმა მესამე არჩევნის უფლება მოიპოვა, რითაც უოლის მაგივრად დერიკ ფევორსი აირჩია.

2010 წლის 10 ივნისს, გუნდის მთავარ მწვრთნელად ევერი ჯონსონი იქნა დასახელებული. მალევე მის თანაშემწედ სემ მიტჩელი იქნა მოყვანილი. ჯეი-ზის და მიხაილ პროხოროვის მფლობელობით, როდ თორნის გენერალური მენეჯერობით და ჯონსონით, რომელსაც იმ დროს ყველაზე საუკეთესო გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა ვიდრე სხვა ნებისმიერ მწვრთნელს NBA ისტორიაში, ნეტსი ჩაერთო თავისუფალი აგენტების გადმობირებაში ძალიან დიდი თავისუფალი სახელფასო ლიმიტით. გუნდის სურვილი იყო ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდის და კრის ბაშის არჩევნიდან, ერთერთი აეყვანათ, რათაც მათი სახელფასო ლიმიტი აძლევვდა საშუალებას. თუმცა სამივე მათგანმა მაიამი ჰიტთან გააფორმა კონტრაქტი. ნეტსის ყველაზე დიდი გადმობირება ტრევის აუთლოო გახდა, რომელმაც საშინელი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგადაც გუნდმა მის კონტრაქტს ამნესტია გაუკეთა.

ასევე როდ თორნი, რომელიც გუნდიდ დიდი ხნის პრეზიდენტი იყო და რომელმაც შეძლო წარმატებული ნეტსის გუნდის აშენება 2000-ის ადრეულ პერიოდში, 2010 წლის 25 ივნისს წავიდა გუნდიდან, მის ადგილას კი ბილი კინგი დანიშნა გუნდმა.

NBA All Star პოინტ გარდი - დერონ უილიამსი აშშ კალათბურთის ნაკრებში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე.

ნეტსმა ნიუარკში პირველი სეზონი ცუდად დაიწყო. ამის ერთერთი მიზეზი იყო გუნდი მცდელობები მოთამაშეების აყვანაზე, როდესაც ცდილობდა კარმელო ენტონის აყვანას, რადგან ყველამ იცოდა მისი სურვილის შესახებ, რომ დენვერ ნაგეტსის დატოვებას აპირებდა. გუნდი ენტონიში ბრუკ ლოპესს, საშა ვუიავიჩს და ჯორდან ფარმერს უცვლიდა, მაშინ როდესაც ნეტსი 17-40 შედეგით ასპარეზობდა, NBA All Star შესვენებაზე კი, ენტონი ნეტსის ყველაზე დიდ მეტოქე გუნდ -- ნიუ-იორკ ნიქსში გადავიდა. თუმცა, გუნდმა ერთი კვირის მოგვიანებით - 2011 წლის 23 თებერვალს, გასაოცარი გაცვლა მოახდინა, როდესაც დერონ უილიამსი გადმოიბირა. მის სანაცვლოდ კი დევინ ჰარისი, დერიკ ფევორსი გაუშვა იუტა ჯაზის რიგებში. მიუხედავად ამისა, უილიამსის გუნდში გადმოსვლიდან, ნეტსმა პირველი 3 მატჩი წააგო, თუმცა შემდეგი 5 მატჩის მოგება შეძლო. თუმცა ყველაფერი ცუდად წავიდა, როდესაც უილიამსმა მაჯის ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილ მატჩებში იბრძოდა, მაგრამ მის საუკეთესოს ვერ აჩვენებდა. საბოლოოდ ნეტსმა სეზონი 24-58 დაასრულა.

იმის იმედით, რომ გაფიცვის გამო შემოკლებულ 2011-12 წლების სეზონში გუნდი პლეი-ოფში გავიდოდა, დერონ უილიამსმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. თუმცა გუნდში ტრავმების ეპიდემია კვლავ აქტუალური თემა იყო, რითაც NBA-ს ლიდერობდნენ მოთამაშეების მიერ 248 გამოტოვებული მატჩით ზუსტადაც რომ ტრავმის გამო. გუნდმა 6 სხვადასხვა მოთამაშე დაკარგა სეზონის დასასრულს და 25 სხვადასხვა დამწყები შემადგენლობა ჰყავდა ბოლო პერიოდში.

გუნდი ვერ ახერხებდა ტრავმების ეპიდემიის აღმოფხვრას, რის გამოც სეზონის პირველ 11 მატჩში 9 მარცხი განიცადეს, სეზონი კი 22-44 დასრულეს, რითაც ზედიზედ მე-5 სეზონის მანძილზე დარჩნენ პლეი-ოფის გარეშე.

2012 წლის 23 აპრილს, გუნდმა უკანასკნელი მატჩი ჩაატარა ნიუ-ჯერსის არეაში, სადაც ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ 87-105 დამარხცდა სრულად გაყიდულ არენაზე 18 711 მაყურებლის თვალწინ. როგორც ნიუ-ჯერსი ნეტსი, მათ უკანასკნელი მატჩი 2012 წლის 26 აპრილს ჩაატარეს სადაც 87-96 დამარცხდნენ ტორონტო რეპტორსის წინააღმდეგ. იოჰან პეტრომ მოიპოვა უკანასკნელი ქულა როგორც ნიუ-ჯერსი ნეტსის რიგებში თამაშის დასრულებამდე 24.9 წამით ადრე.

2012-დღემდე: ბრუკლინში გადასვლა[რედაქტირება]

ბრუკლინ ნეტსის მეორე ლოგო, 2012–დღემდე

2004 წელს, მას შემდეგ რაც გუნდმა ახალი არენის შესახებ ნიუარკში ვერ მიაღწია შეთანხმებას (პრუდენტიალ ცენტრი აშენებული იქნა ნიუ-ჯერსი დევილსის მიერ.) იანკინეტსმა გაყიდა გუნდის უფლებები ბრიუს რატნერზე 300 მილიონ აშშ დოლარად, რომელმაც შეძლო მოგება ჩარლზ კაშნერის და ჯონ კორზინისთან გუნდის შესყიდვის თაობაზე. მაშინ როდესაც კაშნერი და კორზინი გეგმავდნენ გუნდის შენარჩუნებას ნიუ-ჯერსიში, რეტნერის გეგმებში გუნდის ნიუ-იორკში დაბრუნება შედიოდა. 2005 წელს გუნდმა განაცხადა, რომ აპირებდა ბრუკლინის მიდამოებში გადასვლას. ერთერთი გუნდის მფლობელი - რეპერი ჯეი-ზი ზუსტადაც რომ ბრუკლინიდან არის. ახალ არენას, მოგვიანებით Barclays Center ეწოდა. ნეტსი იქნება პირველი მთავარი პროფეიონალური სპორტული გუნდი, რომელიც საშინაო მატჩებს ბრუკლინში ჩაატარებს.

მას შემდეგ რაც პროექტი არაერთხელ შეფერხდა, რუსმა ბიზნესმენმა - მიხაილ პროხოროვმა მიაღწია 200 მილიონიან შეთანხმებას 2009 წლის 23 სექტემბერს, რისი მიხედვითაც გახდა გუნდის მთავარი მფლობელი, რომელმაც ინვესტირება გაუკეთა გუნდის ბრუკლინში საბოლოო გადასვლას, მოიტანა გუნდში ყველა ფინანსური სახსრები, რაც გუნდის ახალი არენის მშენებლობისთვის საჭირო იყო. ადგილობრივი კანონმდებლობის დაკმაყოფილების შემდეგ, Barclays Center მშენებლობა 2010 წლის 11 მარტს დაიწყო.

2011 წლის 26 სექტემბერს, გუნდმა ოფიციალურად განაცხადა ბრუკლინში გადასვლის შესახებ, სადაც მისი სახელი ბრუკლინ ნეტსი იქნებოდა. ბრუკლინში დაბადებულმა რეპერმა და თანა-მფლობელმა ჯეი-ზიმ გამართა პრეს-კონფერენცია, სადაც ამ ცვლილებების შესახებ განაცხადა. გუნდი ოფიციალურად გახდა „ბრუკლინ ნეტსი“ 2012 წლის 30 აპრილს. გუნდის ახალი ფერები კი შავ-თეთრი გახდა, ასევე 2 ახალი ლოგო იქნა შექმნილ, რისი საზეიმო გახსნაც ჯეი-ზიმ თავად შეასრულა. მთავარი ლოგოს ფორმაზე ფარია გამოსახული და ზედ გუნდის სახელი „ნეტსი“ აწერია, რომელსაც ქვემოთ კალათბურთის ბურთში ასო "B" ახლავს. გუნდის მეორე ლოგო იგივე „B-ბურთისგან“ შედგება, რომელსაც რკალი აქვს შემოვლებული და ზემოთ ქალაქის სახელი - „ბრუკლინი“, ხოლო ქვემოთ შტატის სახელი - „ნიუ-იორკი“ აწერია.

2012 წლის NBA დრაფტზე ნეტსმა იკენ კერემენი აირჩია, რომელიც მოგვიანებით ტიშოუნ ტეილორში და თორნიკე შენგელიაში იქნა გაცვლილი, რომელსაც ასევე ფულიც დაემატა.

2012 წლის 26 ივლისს, გუნდმა განაცხადა, რომ ბრუკლინ ნეტსი დაიწყებდა ინაუგურაციის სეზონს 2012 წლის 1 ნოემბერს, მის ლოკალურ მეტოქე - ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ Barclays Center-ში.

არენა[რედაქტირება]

  • ტინეკ არმორი (1967–1968)
  • ლონგ აილენდ არენა (1968–1969)
  • აილენდ გარდენი (1969–1972)
  • ნასაუ ვეტერანს მემორიალ კოლიზეუმი (1972–1977)
  • რატჯერს ათლეტიკ ცენტრი (1977–1981)
  • აიზოდ ცენტრი (1981–2010)
  • პრუდენტიალ ცენტრი (2010–2012)
  • ბარქლაიზ ცენტრი (2012-დღემდე)

მეტოქეობა[რედაქტირება]

ნიუ-იორკ ნიქსი[რედაქტირება]

ნიქსი-ნეტსის მეტოქეობა

ბოსტონ სელტიკსი[რედაქტირება]

ნეტსის მეტოქეობა ბოსტონ სელტიკსთან ადრეულ 2000 წლებში გახდა აქტუალური. პირველი მიზეზი მათი ადგილმდებარეობა იყო. ასევე გუნდის ვარსკვლავების დაპირისპირება ერთმანეთში. ნეტსს ჯეისონ კიდი და კენიონ მარტინი ლიდერობდა, მაშინ როდესაც სელტიკსს პოლ პირსი და ენტონი უოლკერი ლიდერობდნენ. მეტოქეობამ უფრო მხურვალე სახე 2002 წლის აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში შეხვდნენ, როდესაც სელტიკსიდან წამოსული კომენტარში მარტინს „ყალბი ვარსკვლავი“ უწოდეს. სერია როდესაც დაიწყო ბოსტონში, სელტიკსის გულშემატკივრები კიდს "Wife Beater!" (ცოლის გამლახველი) უწოდებდნენ, რადგან ჯეისონი 2001 წელს დასჯილი იქნა ცოლთან კონფლიქტის შემდეგ მასზე ძალადობის ხმარების გამო. როდესაც სერიამ ნიუ-ჯერსიში გადაინაცვლა, ნეტსის გულშემატკივრებმა გამოიყენეს შანსი და მღეროდნენ „გეთაყვა, ვინმეს შეუძლია ზურგში დანა ჩაარტყას პოლ პირსს?“ ("Will someone please stab Paul Pierce?"), რომელიც 2000 წლის ღამის კლუბის ინციდენტის მანიპულირება იყო, როდესაც პირსს 11-ჯერ მოხვდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანა. როდესაც მარტინს ჰკითხეს ფანების შესახებ, მან უპასუხა: „ჩვენი გულშემატკივრები ვერ იტანენ მათ, მათი ფანები კი ვერ გვიტანენ ჩვენ“ ("Our fans hate them, their fans hate us."). ბილ უოლტონმა განაცხადა ამავე დროს, რომ დასაწყისი იყო მომავალი საუკეთესო დაპირისპირებისა სელტიკსი-ნეტსის სახით. 2002 წელს ნეტსმა შეძლო NBA ფინალში ასპარეზობის უფლების მოპოვება, ხოლო 2003 წელს კი ნეტსი ბოსტონის მიერ იქნა დამარცხებული.

სეზონის შედეგები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბრუკლინ ნეტსის სეზონები.

მოთამაშეები[რედაქტირება]

ახლანდელი შემადგენლობა[რედაქტირება]

2012–13 ბრუკლინ ნეტსი შემადგენლობა
მოთამაშეები მწვრთნელები
პოზ. # სახელი სიმაღლე წონა დ.თ. (წ–თ–დ) საიდან
F/C 0 ბლატჩე, ანდრეი 6 ft 11 in (2.11 მ) 260 lb (118 კგ) 1986–08–22 Henninger HS
G/F 10 ბოგენსი, კეით 6 ft 5 in (1.96 მ) 215 lb (98 კგ) 1980–05–12 კენტუკი
G/F 9 ბრუკსი, მარშონ 6 ft 5 in (1.96 მ) 200 lb (91 კგ) 1989–01–26 Providence
G/F 2 ჩილდერსი, ჯოშ 6 ft 8 in (2.03 მ) 210 lb (95 კგ) 1983–06–20 Stanford
F 30 ევანსი, რეჯი 6 ft 8 in (2.03 მ) 245 lb (111 კგ) 1980–05–18 აიოვა
F 43 ჰამპრისი, კრის 6 ft 9 in (2.06 მ) 235 lb (107 კგ) 1985–02–06 მინესოტა
G/F 7 ჯონსონი, ჯოუ 6 ft 7 in (2.01 მ) 240 lb (109 კგ) 1981–06–29 არკანზასი
C 11 ლოპეზი, ბრუკ 7 ft 0 in (2.13 მ) 265 lb (120 კგ) 1988–04–01 Stanford
F 20 შენგელია, თორნიკე 6 ft 9 in (2.06 მ) 228 lb (103 კგ) 1991–10–05 საქართველო
G/F 42 სტეკჰაუსი, ჯერი 6 ft 6 in (1.98 მ) 218 lb (99 კგ) 1974–11–05 North Carolina
G 41 ტეილორი, ტიშოუნ 6 ft 3 in (1.91 მ) 185 lb (84 კგ) 1990–04–12 კანზასი
F 33 ტელეტოვიჩი, მირზა 6 ft 9 in (2.06 მ) 255 lb (116 კგ) 1985–09–17 ბოსნია და ჰერცეგოვინა
F 45 უალასი, ჯერალდ 6 ft 7 in (2.01 მ) 220 lb (100 კგ) 1982–07–03 ალაბამა
G 1 უოტსონი, სი ჯეი 6 ft 2 in (1.88 მ) 175 lb (79 კგ) 1984–04–17 Tennessee
G 8 უილიამსი, დერონ (C) 6 ft 3 in (1.91 მ) 209 lb (95 კგ) 1984–06–26 Illinois
მთავარი მწვრთნელი
  • ევერი ჯონსონი
მწვრთნელის ასისტენ(ებ)ი
  • ფი ჯეი კარლეისიმო
  • მარიო ილაი
  • ტომ ბერისი
  • დაგ ოვერტონი
  • პაპიე ჯონსი
ათლეტების ტრენერი
  • ტიმ უალში

მნიშვნელობები
  • (C) გუნდის კაპიტანი
  • (და) დრაფტზე არ იქნა არჩეული
  • (თა) თავისუფალი აგენტი
  • (დ) დასჯილი
  • (DL) D-ლიგა
  • ტრავმირებული ტრავმირებული

შემადგენლობაოპერაციები
უკანასკნელი ოპერაცია: 2012–07–18

დიდების დარბაზის წევრები[რედაქტირება]

  • ნეით არჩიბალდი - ერთი სეზონი ითამაშა ნეტსის შემადგენლობაში, 1976-77, რომელიც უკანასკნელი სეზონი იყო ლონგ-აილენდზე.
  • რიკ ბერი - თამაშობდა მხოლოდ მაშინ, როდესაც გუნდი მხოლოდ ABA-ში გამოდიოდა.
  • იულიუს ირვინგი - თამაშობდა მაშინ, როდესაც გუნდი მხოლოდ ABA-ში გამოდიოდა.
  • დრეზენ პეტროვიჩი = 3 სეზონი ჩაატარა ნეტსის შემადგენლობაში, გარდაიცვალა ავტო-საგზაო შემთხვევაში, როდესაც ნეტსი 1993 პლეი-ოფიდან გამოვარდა.

გაუქმებული ნომრები[რედაქტირება]

  • 3 – დრეზენ პეტროვიჩი, G, 1990–93
  • 4 – უენდელ ლადნერი, F, 1974–75
  • 23 – ჯონ უილიამსონი, G, 1973–80
  • 25 – ბილ მელკიონი, G, 1969–76
  • 32 – იულიუს ირვინგი, F, 1973–76
  • 52 – ბაკ უილიამსი, F, 1981–89

მთავარი მწვრთნელები[რედაქტირება]

გუნდის ჯილდოები და მიღწევები[რედაქტირება]

პირადი ჯილდოები[რედაქტირება]

NBA წლის ახალბედა

  • ბაკ უილიამსი– 1982
  • დერიკ კოულმენი – 1991

NBA წლის აღმასრულებელი

  • როდ თორნი – 2002

ყველა-NBA პირველი გუნდი

  • ჯეისონ კიდი – 2002, 2004

ყველა-NBA მეორე გუნდი

  • ბაკ უილიამსი – 1983
  • ჯეისონ კიდი – 2003

ყველა-NBA მესამე გუნდი

  • დრეზენ პეტროვიჩი – 1993
  • დერიკ კოულმენი – 1993, 1994
  • სტეფან მერბერი – 2000

NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი

  • ჯეისონ კიდი – 2002, 2006

NBA ყველა-დაცვითი მეორე გუნდი

  • ბაკ უილიამსი – 1988
  • ჯეისონ კიდი – 2003, 2004, 2005, 2007

NBA ახალბედა პირველი გუნდი

  • ბერნარდ კინგი – 1978
  • ბაკ უილიამსი – 1982
  • დერიკ კოულმენი - 1991
  • ქეით ვან ჰორნი – 1998
  • კენიონ მარტინი – 2001
  • ბრუკ ლოპესი – 2009

NBA ახალბედა მეორე გუნდი

  • კრის მორისი – 1989
  • კერი კითლზი – 1997
  • რიჩარდ ჯეფერსონი – 2002
  • ნენედ კრსტიჩი – 2004
  • მარკუს უილიამსი – 2007
  • მარშონ ბრუკსი – 2012

NBA All-Star მონაწილეები[რედაქტირება]

  • ჯეისონ კიდი - (2002, 2003, 2004, 2007, 2008; DNP 2007)
  • ბაკ უილიამსი - (1982, 1983, 1986)
  • ვინს კარტერი - (2005, 2006, 2007)
  • ოტის ბირდსონგი - (1984)
  • მაიკლ რეი რიჩარდსონი - (1985)
  • კენი ანდერსონი - (1994)
  • დერიკ კოულმენი - (1994)
  • ჯეისონ უილიამსი - (1998)
  • სტეფან მარბარი - (2001)
  • კენიონ მარტინი - (2004)
  • დევინ ჰარისი - (2009)
  • დერონ უილიამსი - (2012)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]