შინაარსზე გადასვლა

მაიამი ჰიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიამი ჰიტი
Miami Heat
მაიამი ჰიტის სეზონი 2012–13
მაიამი ჰიტი ლოგო
მაიამი ჰიტი ლოგო
კონფერენცია აღმოსავლეთი
დივიზიონი სამხრეთ-აღმოსავლეთი
დაარსდა 1988
ისტორია მაიამი ჰიტი
(1988–დღემდე)
არენა American Airlines Arena
ქალაქი მაიამი, ფლორიდა
გუნდის ფერები შავი, წითელი, თეთრი, ნარინჯისფერი
                   
მფლობელ(ებ)ი მიკი ერისონი
გენერალური მენეჯერი პეტ რაილი
მთავარი მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა
D-ლიგის კლუბი Sioux Falls Skyforce
ჩემპიონები 2 (2006, 2012)
კონფერენციის ტიტულები 3 (2006, 2011, 2012)
დივიზიონის ტიტულები 9 (1997, 1998, 1999, 2000, 2005, 2006, 2007, 2011, 2012)
ოფიციალური საიტი
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
ძირითადი
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
სარეზერვო

მაიამი ჰიტი (ინგლ. Miami Heat) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს, ქალაქ მაიამიში, ფლორიდის შტატში, აშშ. გუნდი არის წევრი სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გუნდი საშინაო მატჩებს ატარებს American Airlines Arena-ში, რომელიც დაბლითა მაიამიში მდებარეობს. გუნდის მფლობელი არის მიკი არისონი, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერიკ სპოელსტრა, მენეჯერის პოსტზე კი პეტ რაილი არიან.

ჰიტი ლიგას 1988 წელს შეუერთდა, როგორც დამატებითი გუნდი. მაიამი ჰიტი ორლანდო მეჯიქთან ერთად წარმოადგენს ფლორიდის შტატს NBA-ში. დაარსებიდან მოყოლებული 24 სეზონის განმავლობაში, გუნდმა 16-ჯერ მოახერხა პლეიოფში თამაში, სადაც 9 დივიზიონის ტიტული, 3 აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონობა და ერთხელ კი NBA ჩემპიონის ტიტულს შეწვდა, როდესაც 2006 წელს დალას მევერიქსი 4-2 დაამარცხეს სერიებში. 2010 წლის ფორბსის მონაცემებით, გუნდის ღირებულება 425 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე გუნდი 2012 წლის NBA ფინალში ოკლაჰომა-სიტი თანდერს შეხვდა და სერია 4-1 მოიგო. ლიგის მოქმედი ჩემპიონი მაიამი ჰიტია, ისტორიაში მე-2 ტიტულით.

ჰიტი საშინაო მატჩებს მართავდა მაიამი არენაში 1988-1999 წლებში.

NBA განცხადებით ფლორიდიდან ლიგას უნდა დამატებოდა გუნდი, ამიტომ ორლანდოს და მაიამის ჯგუფებმა დაიწყეს გუნდის წამოწყებისთვის ყველა ფინანსების გაღება. მაიამის სპორტის და გამოფენის ორგანოების ჯგუფმა, რომელსაც NBA დიდების დარბაზის წევრი ბილი კანინჰემი ლიდერობდა, ასევე ყოფილი სპორტულია გენტი (რომელიც კანინჰემის მეგობარი იყო) ლუის შაფელი, რომელმაც ფინანსური მხარდაჭერა მიიღო საკრუიზო კომპანია კარნივალის დამფუძნებელ ტედ არისონისგან. 1987 წელს, NBA გუნდების დამატებითმა კომისიამ ასევე ფსონი შარლოტის და მინეაპოლისის ქალაქებზე გააკეთა. საბოლოოდ კომიტეტმა სამ ქალაქზე გადაანაწილა გუნდები, მათ შორის ორლანდო ან მაიამი უნდა ყოფილიყო მესამე. საბოლოოდ, NBA 4 დამატებითი გუნდი განაწესა, შარლოტ ჰორნეტსი და მაიამი ჰიტი დაემატნენ ლიგას 1988-89 წელს, ხოლო მინესოტა ტიმბერვულვზი და ორლანდო მეჯიკი კი 1989-1990 სეზონში.

ჰიტმა პირველი სეზონი სრულიად ახალგაზრდა შემადგენლობით დაიწყო. ინაუგურაციის სეზონში, გუნდმა პირველ არჩევნად დრაფტზე რონი სეიკალი აყვანა კევინ ედვარდსთან ერთად. გუნდმა პირველი სეზონი ზედიზედ 17 წაგებით დაიწყო, მათ შორის ერთი მათგანი მეჯიკ ჯონსონის ლეიკერსთან 138-91 დამარცხდა, რას იმ დროისთვის NBA რეკორდი იყო. გუნდს არ დაეხმარა ის ფაქტი, რომ შუა-დასავლეთ დივიზიონში და დასავლეთი კონფერენციაში აღმოჩნდა პირველ წელს, ყველაზე ახლოს კი მისი დივიზიონიდან ჰიუსტონ როკეტსი იმყოფებოდა, რომელიც 900 მაილით დაშორებული იყო მაიამისგან. გუნდმა პირველი სეზონი ყველაზე ცუდი 15-67 შედეგით დაასრულა ლიგაში.

ჰიტის პირველი ლოგო 1988–1999 წლებში.

მაიამის ქულების პროდუქტიულობა რომ გაეუმჯობესებინა, ჰიტმა 1989 წლის NBA დრაფტზე გლენ რაისი აიყვანა პირველ არჩევნად, ხოლო მეორე რაუნდში კი შერმენ დაგლასი. ასევე გუნდი ახალი სეზონისთვის ატლანტიკის დივიზიონში და აღმოსავლეთი კონფერენციაში იქნა გადაყვანილი, სადაც შემდეგი 15 სეზონი გაატარა. თუმცა ჰიტი აგრძელებდა კვლავ არეულ სეზონს და ვერ ახერხებდა 2 თამაშზე მეტის მოგებას ზედიზედ, რაც სეზონის ბოლოს 18-64 დასრულებაზე აისახა. მაშინ როდესაც რაისი, სეიკალი და დაგლასი აჩვენებდნენ წინა წლებისგან განსხვავებით თამაშის გაუმჯობესებას, მაიამი კვლავ სეზონს ოდნავ გაუმჯობესებით 24-58 დაასრულა, რითაც ატლანტიკის დივიზიონში უკანასკნელი ადგილი დაიკავა. სეზონის დამთავრების შემდეგ, როთსტეინმა, რომელიც გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, დატოვა პოსტი, თუმცა 2004-05 წლების სეზონში, ის დაბრუნებული იქნა, ოღონდ ამჯერად დამხმარე მწვრთნელის პოსტზე.

გლენ რაისმა ჩაატარა 6 სეზონი ჰიტის რიგებში 1989-1995 წლებში.

როთსტეინის გაშვების შემდეგ, გუნდმა 1991-92 წლის სეზონისთვის კევინ ლაფერი აიყვანა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ლაფერი რომელსაც 29 წლიანი NBA გამოცდილება ჰქონდა როგორც მწვრთნელს და როგორც მოთამაშეს.

1991 წლის NBA დრაფტზე, გუნდმა სტივ სმიტი აირჩია. ახალგაზრდა სმითს, რომელსაც გვერდში რონი სეიკალი, გლენ რაისი ედგა, გუნდმა ატლანტიკის დივიზიონში მე-4 ადგილი დაიკავა 38-44 შედეგით, ასევე შოკის მომგვრელი 148-80 მოიგო კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ. სტივ სმიტი შევიდა NBA ყველა ახალბედას გუნდში, ხოლო გლენ რაისმა კი მე-10 დაასრულა მექულეებს შორის.

ახალის ეზონი გუნდმა ცუდად დაიწყო, რადგან სმითს დიდი დრო გაუცდა მუხლის ტრავმის გამო, ასევე ბარტონმა თითქმის მთელი სეზონი გააცდინა მაჯის ტრავმის გამო. სმიტის დაბრუნების შემდეგ, გუნდმა მოგებები დაიწყო თებერვლისა და მარტის თვეში, თუმცა ეს საკმარისი არ იყო, და საბოლოოდ სეზონი 36-46 დაასრულეს და ვერ გავიდნენ პლეი-ოფში.

გუნდი ახალ სეზონ ჯანმრთელი შემადგენლობით შეხვდა 1993-94 წლების სეზონში, სადაც 42-40 შედეგით შეძლეს პლეი-ოფში გასვლა მე-8 ადგილით, სადაც პირველ რაუნდში ატლანტა ჰოუქსს შეხვდა და სერია 2-3 წააგო.

სეზონის დასრულების შემდეგ, სტივ სმიტი გამოძახებული იქნა მე-2 ოცნების გუნდში, NBA ყველა ვარსკვლავს შორის, რომელიც 1994 FIBA მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებოდა ტორონტოში როგორც აშშ ნაკრების წევრი. ოცნების გუნდ 2-ში იყვნენ ასევე მომავალი ჰიტის მოთამაშეები - შაკილ ონილი, ალონსო მურნინგი, დენ მეიერლე და ტიმ ჰარდევეი, რომლებმაც სმიტთან ერთად შეძლეს ტურნირის მოგება.

ასევე დადგა გუნდის მფლობელთა ოფისში ცვლილებების დრო. 1995 წლის 13 თებერვალს, კანინჰემი და შაფელმა მოიყვანეს საკრუიზო კომპანია კარნივალის მფლობელი არისონების ოჯახი, რომლებიც მანამდე წყნარი პარტნიორები იყვნენ გუნდთან. ტედ არისონის ვაჟი - მიკი არისონი დასახელებული იქნა გენერალური მენეჯერის პარტნიორად, რომელმაც უმალვე გააგდო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლაფერი, როდესაც გუნდს 17-29 შედეგი ჰქონდა და მის ნაცვლად ელვინ გენტრი მოიყვანა დროებითი მწვრთნელის სახელით, რომელმაც დარჩენილ 36 თამაშში 15-21 დაასრულა და საბოლოოდ გუნდმა 32-50 დაასრულა სეზონი, რაც წინა წელთან შედარებით 10 მოგებით ნაკლები იყო.

1995-2001: პეტ რაილის მოსვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლის უქმეებზე, ჰიტმა მთავარ მწვრთნელად პეტ რაილი აიყვანა, რომელიც 80-იან წლებში ლეიკერსის და 90-იან წლებში ნიქსის მწვრთნელი იყო. პირველი ნაბიჯები კი გუნდის გადახალისებით დაიწყო რაილიმ, რომელმაც გლენ რაისი და მეტ გეიგერი (სხვებთან ერთად) გაუშვა ჰორნეტსში All-Star ცენტრ ალონსო მურნინგი. ჰიტმა სეზონი კარგად ჩაამთავრა, რომლის მთავარი მიზეზიც მურნინგის თამაში იყო. მურნინგი მოხსნებით და ქულებით ლიდერების სიაში ერია მთელი ლიგის მასშტაბით. თუმცა გუნდი დამარცხდა პლეი-ოფში ბულზთან, რომელსაც 72-10 ჰქონდა რეგულარული სეზონის შედეგი.

შემდეგ სეზონში, ჰიტი NBA ყველაზე დიდი სიურპრიზი გუნდი გახდა, რომელმაც ლიგაში ყველაზე დიდი 19 თამაშიანი მოგებით გააუმჯობესა წინა სეზონთან შედარებით, ასევე გუნდმა პირველი ატლანტიკის დივიზიონის ტიტული მოიპოვა 61-21 შედეგით. წარმატებაში გადამწყვეტი ახალმა შენაძენებმა დენ მაიერლე, ფი ჯეი ბრაუნმა, ჯამალ მაშბერნმა და ვოშონ ლენერდმა ითამაშეს. გუნდმა პლეი-ოფის პირველ რაუნდში ორლანდოს შეხვდა და სერია 3-2 მოიგო, ხოლო შემდეგ ეტაპზე შეძლეს რაილის ყოფილი გუნდის - ნიქსის 7 თამაშში დამარცხება მას შემდეგ, რაც გუნდი 3-1 აგებდა. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გასულებს კვლავ ჩიკაგო ბულზი შეხვდა, სადაც სერია 4-1 დათმეს.

ჰიტი დაარსებიდან 10 წელს ზეიმობდა 1997-98 წლებში, სადაც შეძლეს მეორედ ატლანტიკის დივიზიონის ტიტულის მოპოვება. თუმცა პლეი-ოფში გასულს, პირველ რაუნდში შემდგომ უკვე მეტოქედ ჩამოყალიბებულ ნიუ-იორკ ნიქსს შეხვდა და 2-3 დამარცხდა, სადაც გადამწყვეტი მე-5 თამაში გააცდინა მურნინგმა დისკვალიფიკაციის გამო, მე-4 თამაშში ლარი ჯონსონის და ჯეფ ვან განდის წინააღმდეგ ჩადენილი საქციელისთვის.

1998-99 წლების სეზონი იყო გაფიცვის გამო შემოკლებული რეგულარული სეზონი. მაიამიმ აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო 33-17 შედეგი ჰქონდა, რის გამოც პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა. მიუხედავად პირველი ადგილით გასვლისა, ჰიტი დამარცხებული იქნა კვლავ პატრიკ იუინგის ნიქსის მიერ 5 თამაშში. ხოლო მე-8 ადგილით გასული ნიუ-იორკ ნიქსი გავიდა NBA ფინალში, სადაც დამარცხდა სპურსის მიერ. ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში როდესაც მე-8 ადგილიდან გასული გუნდი გავიდა ფინალში (დღემდე ერთადერთ შემთხვევად ითვლება).

head shot of American Airlines Arena
ამერიკან აირლაინს არენა ითვლება ჰიტის საშინაო არენად 1999-2000 წლებიდან.

ჰიტის წარმატებების გამო, გუნდი ახალ - 20 500 გულშემატკივრის ტევადობიან ამერიკან აირლაინს არენაზე გადავიდა 1999 წელში. პლეი-ოფში გასული კიდევ ერთხელ დამარცხდა ნიქსის მიერ 7 თამაშში.

2000 წლის ზაფხულზე, ჰიტი გრძნობდა რომ გუნდში ცვლილებების განხორციელების დრო იყო. მას შემდეგ რაც ორლანდომ შეძლო ტორონტოდან ტრეისი მაკგრედის აყვანა, მაიამიმ გადაწყვიტა ფი ჯეი ბრაუნის და ჯამალ მაშბერნის გაშვება შარლოტ ჰორნეტში ედი ჯონსის, ენტონი მეისონის და რიკი დეივისის სანაცვლოდ. ჰიტი ითვლებოდა ერთ-ერთ ფავორიტად აღმოსავლეთ კონფერენციაში მანამდე, სანამ მურნინგმა არ განაცხადა რომ ის აპირებდა 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წასვლას და ამიტომ გააცდენდა სეზონს. ამის გამო ჰიტს არ ჰყავდა 2000-01 სეზონის დროს მურნინგი 69 თამაშის განმავლობაში, თუმცა თავი იჩინა ენტონი მეისონმა, რომელიც გამოძახებული იქნა NBA All Star. ბრაიან გრანტმა, ედი ჯონსმა და ტიმ ჰარდევეიმ ასევე კარგი სეზონი ჩაატარეს ჰიტის რიგებში. მურნინგი რეგულარული სეზონის დასრულებამდე 13 თამაშით ადრე დაბრუნდა, თუმცა მისი ჩრდილიღა იყო დარჩენილი მისი ყოფილი თამაშისგან. მაიამი კი პლეი-ოფის პირველ რაუნდში იქნა დამარცხებული შარლოტ ჰორნეტსის მიერ.

2001-2003: პლეი-ოფის გამოტოვება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგი ორი სეზონი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონები გამოდგა ჰიტის ისტორიაში. რაილის მწვრთნელობის პერიოდში ყოფნის დროს, გუნდმა პირველად გააცდინა პლეი-ოფი, ასევე ვეღარ შეძლო ვერც დივიზიონის ტიტულის მოგება.

2001-02 წლების სეზონში გუნდმა გადაალისება დაიწყო, რაშიც გეტლინგის გაშვება და რიკი დეივისის მოყვანა იგულისხმებოდა. ამ გადაწყვეტილებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. ჰიტმა ასევე ორი ახალგაზრდა, დრაფტზე არ არჩეული მოთამაშეები მელიკ ალენი და მაიკ ჯეიმზი აიყვანა. ჰიტმა ასევე ვლადიმირ სტეფანია გადმოიყვანა. თუმცა მაინც ვეტერანებით დაკომპლექტებულმა მაიამიმ სეზონი 36-46 დაასრულა და პლეი-ოფშიც გასვლა ვერ მოახერხა.

მაიამი გუნდის ახლიდან შენება 2002-03 წლების სეზონში დაიწყო. დრაფტზე გუნდმა კარონ ბატლერი აიყვანა პირველ, ხოლო რასელ ბატლერი მეორე რაუნდში 2002 წლის NBA დრაფტზე. გუნდს დიდი სურვილი ჰქონდა იაო მინგის აყვანის, თუმცა ეს ვერ მოახერხა. მურნინგმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სეზონის დაწყება გააცდინა, ასევე ედი ჯონსმა მხრის ტრავმის გამო ვერ მოახერხა სეზონის დაწყება. ჰიტმა ასევე გადმოიყვანა ტრევის ბესტი, რომელიც თამაშში დამწყები პოინტ გარდის პოზიციაზე თამაშობდა. ჰიტი ახალ სეზონს კერონ ბატლერის და ასევე ბევრი ახალგაზრდა ენერგიით სავსე მოთამაშეებით ხვდებოდა, თუმცა გუნდმა სეზონი 25-57 დაასრულა და 2002-03 წლების პლეი-ოფში კვლავ ვერ გავიდა. გუნდმა ატლანტიკის დივიზიონში მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო პეტ-რაილი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.

2003-2004: დუეინ უეიდის ლიგაში მოსვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დუეინ უეიდი იყო სრულიად 2003 წლის NBA დრაფტზე მე-5 არჩევანი, მაიამი ჰიტის მიერ.

ალონსო მურნინგის კონტრაქტი დაუმთავრდა ზაფხულში, ჰიტს კი ამით თავისუფალი ადგილი გაუჩნდა ფინანსების მხრივ გუნდის ახალი შენებისთვის. მიუხედავად ამისა ჰიტი კვლავ იყო რამდენიმე მილიონი დოლარით დაშორებული ხელფასების მაქსიმალური რაოდენობისგან.

თავისუფალმა კეპმა მისცა საშუალება გუნდს გადმოეყვანა ფორვარდი ლამარ ოდომი და გარდი რაფერ ალსტონი. ასევე გუნდმა 2003 წლის NBA მთლიან დრაფტზე მე-5 არჩევნად დუეინ უეიდი აიყვანა. გუნდის არჩევანი ცოტატი სიურპრიზი გამოვიდა, რადგან გუნდს სურდა პოინტ გარდის აყვანა, უეიდის აყვანით კი გუნდმა შუთინგ გარდი აიყვანა. მაიამიმ ასევე ადონის ჰასლემი აიყვანა, რომლის აყვანაც წინა წლის დრაფტზე არცერთმა გუნდმა არ ისურვა. ოდომის, ალსტონის, ჰასლემის და უეიდი, გრანტთან, ჯონსთან, ალენთან და ორივე ბატლერთან ერთად ერთ-ერთი გამაოცებელი იყო სეზონის.

სანამ 2003-04 წლის სეზონი დაიწყებოდა, რამდენიმე დღით ადრე, რაილიმ მწვრთნელის პოსტი დატოვა და უფრო დიდი როლი - გუნდის პრეზიდენტობა ითავა, ხოლო მწვრთნელი პოსტი კი დამხმარე მწვრთნელ - სტეფან ვან განდის ჩააბარა. ახალ სეზონში, ახალბედებმა გუნდს ახალი ძალა და ენერგია მისცეს. უეიდმა რამდენიმე ახალბედას რეკორდი დაამყარა. პლეი-ოფში გასულებმა პირველ რაუნდში ნიუ-ორლეან ჰორნეტსი დაამარცხეს, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში ინდიანასთან 4-2 დამარცხდნენ.

2004-2007: ვეიდი-შაკის დუეტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შაკილ ონილი გადმოყვანილი იქნა ზაფხულში კერონ ბატლერის, ლამარ ოდომის და ბრაიან გრანტის ნაცვლად.

2003-04 წლების შემდეგ, მაიამიმ დაიწყო ნაბიჯების წინ გადადგმა. მათ შეძლეს სუპერ ვარსკვლავი შაკილ ონილის გადმოყვანა გუნდში 2004 წლის 14 ივლისს, რომელიც გუნდისთვის ისტორიული გაცვლა გახდა ლეიკერსში ლამარ ოდომის, კერონ ბატლერის და ბრაიან გრანტის სანაცვლოდ. რაილი ასევე ცდილობდა კარლ მელოუნის გადმოყვანას გუნდში, მაგრამ მელოუნიმ დანებება გადაწყვიტა თამაშისთვის. უეიდი და ონილი ერთად დუეტში კარგ მოთამაშეებად მოიაზრებოდნენ.

ჰიტმა სეზონი 59-23 დაასრულა, რაც გუნდის ისტორიაში მეორე ადგილზე იყო საუკეთესო შედეგებში. პლეი-ოფში ჰიტი პირველი ადგილით გავიდა და შეძლო ნიუ-ჯერსის და ვაშინგტონის დამარცხება, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში გასულებს მოქმედი ჩემპიონი - დეტროიტ პისტონსი შეხვდა. პირველ 4 თამაში გუნდებმა 2-2 გაიყვეს, ხოლო მე-5 თამაშში ჰიტმა 88-76 მოიგო, თუმცა უეიდმა ტრავმა მიიღო და მე-6 თამაში გამოტოვა. ჰიტს უეიდის გარეშე გაუჭიდა და 91-66 წააგო. მე-7 თამაში მაიამიში გაიმართა, სადაც ამჯერად უეიდი უკვე დაბრუნდა რომ დახმარებოდა გუნდს მოგებაში. ჰიტი თამაშის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე 6 ქულით ლიდერობდა, თუმცა ბევრი აცდენის და ბურთის დაკარგვების გამო, საბოლოოდ ჰიტი დამარცხდა მე-7 თამაშში 88-82. უეიდის ახალმოშუშებული ტრავმის მიუხედავად, მან მაინც შეძლო 20 ქულის დაგროვება.

სეზონის დამთავრების შემდეგ, ჰიტმა შემადგენლობის გაძლიერება დაიწყო, ხოლო NBA ისტორიაში ყველაზე დიდი გაცვლა მოხდა 5 გუნდს შორის 13 მოთამაშის. ჰიტმა ედი ჯონსი, რასელ ბატლერი და ქინტელ ვუდსი გაუშვა ენტოინ უოლკერის, ჯეისონ უილიამსის და ჯეიმზ პოსის სანაცვლოდ. ასევე ჰიტმა შეძლო გარი პეიტონის გადმოყვანა გუნდში. თუმცა კრიტიკოსებმა ჰიტს მაინც დაატეხეს კრიტიკა, მათი აზრით გუნდს მობერებული შაკილ ონილი, მურნინგი და პეიტონი ვერ დაეხმარებოდა სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლაში, ხოლო სეზონის 11-10 დაწყების შემდეგ, კრიტიკოსების აზრი მეტწილად მართლდებოდა.

2005 წლის 12 დეკემბერს, რაილიმ განაცხადა რომ გუნდის მწვრთნელი მეორედ გახდებოდა, ხოლო სტეფან ვან განდი დაქვეითებული იქნა თანამდებობიდან პერსონალური და ოჯახური მიზეზების გამო. ჰიტმა შეძლო რაილის დაქვემდებარებისას პირველი 3 თამაშის მოგება, თუმცა გუნდი კვლავ კრიტიკის ქვეშ იყო, რადგან არ შეეძლოთ NBA ტოპ კალიბრის გუნდების დამარცხება, კრიტიკა უფრო და უფრო იზრდებოდა ჰიტის თავზე. მაიამიმ იანვრის თვე 10 მოგებით და 5 დამარცხებით ჩაამთავრა, რაც უფრო ამტკიცებდა კრიტიკოსების მოსაზრებას, რომ გუნდს არ შეეძლო საუკეთესო გუნდების დამარცხება. მათ უკვე წაგებული ჰქონდათ ორი მატჩი მოქმედ ჩემპიონ სპურსთან, ფინიქსთან და ასევე 36 ქულით დალასთან. თებერვლის და მარტის თვე ჰიტისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა, სადაც მაიამიმ 16 თამაშიდან 15 მოგება შეძლო, დაწყებული მის აღმოსავლეთ კონფერენციის მეტოქე პისტონსთან შემოტრიალებული თამაშით. უეიდი და ონილი დაეხმარნენ ჰიტს 52-30 დაემთავრებინა რეგულარული სეზონი, რაც საკმარისი გამოდგა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილისთვის.

პლეი-ოფის პირველ რაუნდში ჰიტს მე-7 ადგილით გასული ჩიკაგო ბულზი დაუპირისპირდა. ჰიტმა შეძლო პირველი ორი მატჩის მოგება შინ, თუმცა შემდეგ ორი მატჩი დათმო ჩიკაგოში და სერია 2-2 გახდა. მე-5 მატჩში გამარჯვებული მაიამი, დაწინაურდა 3-2 სერიაში, ასევე შეძლო ჩიკაგო ბულზი დამარცხება მეექვსე მატჩში და სერია 4-2 მოიგო. შემდეგ ეტაპზე გასული ჰიტი, მეორე რაუნდში ნიუ-ჯერსი ნეტსის დაუპირისპირდა. ჰიტმა შინ პირველი მატჩი წააგო, თუმცა შეძლო შემდეგ 4 თამაშში მოგება და გავიდა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ, რომელიც წინა წლის გადათამაშება იყო. პირველ თამაშში მაიამიმ შინ შეძლო გამარჯვება, თუმცა მეორე თამაშში დამარცხდა 92-88 (მიუხედავად იმისა რომ მაიამი 18 ქულით მარცხდებოდა და შეძლო შემოტრიალება თამაშის). დეტროიტში ჩასულმა ჰიტმა შეძლო მე-3 თამაშის (98-83) და მე-4 თამაშის (89-78) მოგება და სერიაში 3-1 დაწინაურდა. პისტონსმა შეძლო მე-5 თამაშში გამარჯვება თუმცა მე-6 თამაშში დამარცხდა და სერია 2-4 წააგო. ჰიტმა პირველად გუნდის ისტორიაში მოიპოვა NBA ფინალში ასპარეზობის უფლება, სადაც დირკ ნოვიცკის დალას მევერიქსს დაუპირისპირდა, რომლისთვისაც ასევე პირველი NBA ფინალი იყო.

ჰიტი დამარცხდა პირველ ორ თამაშში, რომელიც დალასში გაიმართა. მე-3 თამაშში დუეინ უეიდი დაეხმარა გუნდს გაემარჯვა, სადაც 13 ქულიანი მევერიქსის უპირატესობა შეამცირა და შეძლო თამაშის მოტრიალება, ჰიტმა ასევე მოიგო მე-4 თამაში. მე-5 თამაში ნამდვილი თრილერი გამოდგა, სადაც უეიდმა 43 ქულა მოაგროვა, ხოლო ჰიტმა შეძლო დამატებით დროში გამარჯვება და სერიის 3-2 დაწინაურება. ჰიტმა მე-6 თამაშში დაასრულა სერია, სადაც საბოლოოდ 4-2 მოიგო, რასაც გუნდის ისტორიაში პირველი NBA ჩემპიონის ტიტული მოჰყვა. ჰიტი გახდა მე-3 გუნდი NBA ისტორიაში, რომელმაც შეძლო 0-2 შემდეგ სერიის 4-2 გამარჯვება (1969 წელს ბოსტონ სელტიქსი და 1977 წელს პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი). ჰიტმა თამაშში ზედიზედ 14 ქულა ჩააგდო და დაწინაურდა პირველ პერიოდში, თუმცა მეორე პერიოდის დასრულების შემდეგ მხოლოდ ქულით (49-48) იგებდა. კიდევ ერთხელ უეიდმა ბრწყინვალედ ჩაატარა მატჩი. უეიდის საჯარიმოს დაცილების შემდეგ, მევერიქსი მხოლოდ 3 ქულით აგებდა თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, თუმცა ვერ შეძლეს 3 ქულის აღმოფხვრა, სადაც უეიდის მოხსნა იქცა გადამწყვეტი როლის შემსრულებელი. საბოლოოდ დუეინ უეიდი დასახელებული იქნა ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP).

შაკილ ონილი, პეტ რაილი და მაიამი ჰიტი შეხვდნენ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს თეთრ სახლში ჩემპიონობის მოგების შემდეგ.

ჩემპიონებმა ყველა კრიტიკოსის გაჩუმება შეძლეს, ასევე დაამტკიცეს რომ ვეტერანები ალონსო მურნინგი, გარი პეიტონი, ჯეისონ უილიამსი და ენტოინ უოლკერი ჯერ კიდევ გამოსადეგი მოთამაშეები იყვნენ გუნდისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ მოგებული NBA ჩემპიონის ტიტული. მურნინგმა და პეიტონმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს 2006-07 სეზონისთვის, სურდათ ასევე მეორე ჩემპიონის ტიტული მოეგოთ. ჩემპიონობა გახდა რაილისთვის მე-7 ტიტული (5 როგორც მწვრთნელის რანგში), ხოლო მე-4 ონილისთვის, ეს ის მოთამაშეები არიან რომლებიც დაპირდნენ გუნდს მოსვლისას წარმატების გზას. როდესაც შაკი მოვიდა, მან განაცხადა: „დააბრუნეთ ტიტული სახლში“. ონილი ჩემპიონობის შემდგომ პარადზე კვლავ დაპირდა ქომაგებს, რომ გუნდი კვლავ გაიმეორებდა ჩემპიონობას, ოდნავ მოგვიანებით კი დაამატა დაპირებას, ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ დუეინ უეიდი კვლავ ისეთ ფორმაში და ჯანმრთელი იქნებოდა პლეი-ოფისთვის.

ჰიტმა ახალი სეზონი უსახურად დაიწყო, სადაც ჩიკაგოსთან 42 ქულიანი სხვაობით (66-108) წააგო, რომელიც გუნდის ისტორიაში ყველაზე საშინალი საშინაო წაგება იყო, ასევე ყველაზე ცუდი მარცხი მოქმედ ჩემპიონისა პირველ მატჩში. ონილმა პირველი რამდენიმე ჩატარებული მატჩის შემდეგ, მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო და 30-ზე მეტი თამაში გააცდინა. წინა წლის ჩემპიონობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურები - ენტოინ უოლკერი და გარი პეიტონი თავის თამაშს სკამიდან შემოსულები ვერ პოულობდნენ.

ჰიტის ახალი სეზონის პირველი ნახევარი სეზონი სრულიად უიღბლობა იყო. მთავარი მწვრთნელ პეტ რაილიმ გადაწყვიტა დატოვება თანამდებობის, უეიდმა მარჯვენა მაჯის ტრავმა მიიღო, ხოლო ჯეიმზ პოსიმ და უოლკერმა სხეულის შემოწმება ჩააგდეს. ონილი სათამაშოდ მხოლო და მხოლოდ იანვრის თვეში დაბრუნდა. გუნდის დროებით მწვრთნელად ყოფილი ჰიტის მწვრთნელი როთსტეინი დაბრუნდა, ხოლო სეზონის მეორე ნახევარში კვლავ ამ პოსტს რაილი დაუბრუნდა.

მაშინ როდესაც ყველა ფიქრობდა რომ ჰიტი სეზონს შემოატრიალებდა, რადგან უეიდი უკვე გამოჯანმრთელდა და დაბრუნდა პარკეტზე, 21 თებერვალს ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ მან კვლავ მიიღო მარცხენა მხარის ტრავმა და ამჯერად იმედს იტოვებდა რომ პლეი-ოფისთვის შეძლებდა დაბრუნებას.

გუნდმა რეგულარული სეზონი 44-38 დაამთავრა ყველა ამ ტრავმების მიუხედავად, პლეი-ოფში გასულებს კი ჩიკაგო ბულზი ელოდათ, სადაც მაიამი 4-0 დამარცხდა სერიაში. მაიამი გახდა პირველი გუნდი 1957 წლიდან მოყოლებული, როდესაც მოქმედი ჩემპიონი პირველ რაუნდში დამარცხდა.

მაიკლ ბისლი არის ჰიტის ყველაზე მაღალი - 2 ნომრად დრაფტზე არჩეულო მოთამაშე 2008 წლის NBA დრაფტზე.

2007 წლის 19 დეკემბერს, პირველ პერიოდში ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ ალონსო მურნინგმა მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო და მოულოდნელად დაასრულა სეზონი. 2008 წლის 5 თებერვალს, ESPN-მა განაცხადა რომ გუნდს სურდა შაკილ ონილის გაშვება. მომდევნო დღეს, გუნდმა მიიღო ფინიქს სანსის წინადადება და ონილი გაუშვა მარკუს ბენკის და შოუნ მერიონის ნაცვლად, რასაც ონილი-უეიდის ერის დასასრული მოჰყვა. საბოლოოდ გუნდმა ყველაზე ცუდი 15-67 შედეგით დაასრულა სეზონი. სეზონის დასრულებისას ბოლო 2 მატჩში, მწვრთნელი პეტ რაილი არ ესწრებოდა მატჩებს, რადგან წასული იყო NCAA კალათბურთის კონფერენციის ტურნირზე, რომ დაკვირვებოდა სასურველ მოთამაშეს. ეს იქიდან იყო გამოწვეული, რომ გუნდს 2008 წლის დრაფტზე 1 ან 2 ნომრად მოუწევდა არჩენის გაკეთება.

2008 წლის 10 მარტს გუნდმა განაცხადა, რომ უეიდი დარჩენილ სეზონს გამოტოვებდა მუხლის და მხრის ტრავმის მოშუშების გამო, რითაც იმედს იტოვებდა, რომ შეძლებდა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღებას პეკინში. საბოლოოდ გუნდმა ისტორიაში მე-3 ყველაზე დაბალი ქულა მოიპოვა თამაშში როდესაც ტორონტოს წინააღმდეგ 96-54 დამარცხდა 19 მარტს. ჰიტმა რეგულარული სეზონი პოზიტიურად 113-99 დაასრულა ატლანტა ჰოუქსის დამარცხებით. 2008 წლის 28 აპრილს, პეტ რაილი გადადგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და გუნდის პეზიდენტის პოსტი დაიკავა. მისი ადგილი კი დიდი ხნის ასისტენტის მწვრთნელის რანგში მყოფმა ერიკ სპოელსტრამ დაიკავა 37 წლის ასაკში, რომელიც გახდა ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი NBA ისტორიაში. რაილიმ კი კარიერა 1 210 გამარჯვებით დაასრულა, რომელიც ლიგის ისტორიაში მესამეა ლენი უილკინსის და დონ ნელსონის შემდეგ.

2008 წლის 26 ივნისს, ბულზმა როუზი აიყვანა, აქედან გამომდინარე ჰიტმა ბისლის აყვანა გადაწყვიტა. 2008 წლის 29 სექტემბერს, რენდი ფანდი გადადგა გენერალური მენეჯერის პოსტიდან და ეს პოსტი რაილიმ დაიკავა. 4 დღის შემდეგ, ჰიტმა შონ ლივინგსტონი გადმოიყვანა გუნდში ლოს-ანჯელეს კლიპერსიდან. 2008 წლის 5 ნოემბერს, ჰიტის მე-2 არჩევანმა მარიო ჩალმერსმა გუნდის ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ თამაშში შეძლო 9 მოპარვა ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ. 2009 წლის 13 თებერვალს, მაიამი გუნდიდან შონ მერიონი და მარკუს ბენკსი გაუშვა ტორონტო რეპტორსში ჯერმაინ ონილის და კარლოს ბუზერის სანაცვლოდ. 2009 წლის 13 აპრილს შარლოტ ბობკეტსთან გამარჯვებით ჰიტი გავიდა პლეი-ოფში. ჰიტმა სეზონი 43-49 დაასრულა. პლეი-ოფში გასულებმა კი მე-4 ადგილით გასულმა ატლანტა ჰოუქსმა დაამარცხა 7 თამაშში. დუეინ უეიდი ლიგას საშუალო 30.2 ქულით ლიდერობდა თითოეულ მატჩში, რომლითაც გახდა გუნდის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც ეს შეძლო.

2009-10 წლების სეზონი ჰიტმა 7-1 დაიწყო, მაგრამ გუნდში არეულობა და ბევრი გაუგებრობა დაიწყო და 35-34 იყო 69 თამაშში. 2010 წლის 5 იანვარს, გუნდა კრის ქუინი გაუშვა ნიუ-ჯერსი ნეტსში 2012 წლის მეორე არჩევნის ნაცვლად. დარჩენილ 13 თამაშში, ჰიტმა 12-1 გავიდა და სეზონი 47-35 შედეგით მე-5 ადგილი დაიკავა აღმოსავლეთ კონფერენციაში, თუმცა პლეი-ოფში გასულებს პირველ რაუნდში ბოსტონ სელტიქსი შეხვდათ და 5 თამაშში დამარცხდნენ. სეზონი კი დასწრების მხრივ მე-15 ადგილზე დაამთავრა ლიგაში ტოტალური 726,935 დასწრებით.

2010-დღემდე: დიდი სამეულის ერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიტი 4 წელიწადს ემზადებოდა 2010 წლის თავისუფალი აგენტებისთვის, რის გამოც გუნდს 46 მილიონიანი თავისუფალი სახელფასო ადგილი ჰქონდა. გუნდმა შეძლო უეიდის კონტრაქტის გახანგრძლივება, ასევე გუნდში მოიყვანა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმზი და კრის ბაში. 2010 წლის ზაფხულში, ამ სამი მათგანიდან ჯერ არცერთს ჰქონდა ჰიტთან ხელი მოწერილი, ხოლო ერთადერთი მოთამაშე რომელმაც გუნდთან კონტრაქტი გააფორმა მარიო ჩალმერსი იყო. 2010 წლის 7 ივლისს, უეიდმა და ბაშმა თანხმობა განაცხადეს ჰიტის შეთავაზებულ კონტრაქტებზე. ხოლო იმავე საღამოს, ჰიტმა განაცხადა მაიკლ ბისლის გაშვება მინესოტა ტიმბერვულვზში, ხოლო გუნდის ფულადი ანგარიში შეივსო და ასევე დრაფტის არჩევანი მიიღო სანაცვლოდ.

ჰიტმა ახალი სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონ ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ დაიწყო. ბევრის აზრით, გუნდს შესწევდა ძალა დაემსხვრია ერთი სეზონის რეკორდი 72 გამარჯვებით, რომელიც ჩიკაგო ბულზმა დაამყარა. სეზონის გახსნით თამაშშ, რომელსაც TNT გადასცემდა, სადაც კრის ბაშის დებიუტი შედგა, იყო ყველა დროის ყველაზე ყურებადი მატჩი საკაბელო ტელებიზიაზე.

პირველ მატჩში ჰიტი 88-80 დამარცხდა, ხოლო სეზონი კი 9-8 შედეგით დაიწყო, რასაც მოჰყვა სპეკულაციები, თითქოს გუნდი სპოეპლსტრას გაუშვებდა მწვრთნელის პოსტიდან და ამ ვაკანტურ ადგილს კვლავ პეტ რაილი დაუბრუნდებოდა. თუმცა "მხოლოდ მოთამაშეების" შეხვედრის შემდეგ, გუნდმა დაიწყო ზედიზედ 12 თამაშიანი მოგების სერია, ხოლო აქედან ყველა თამაშში მეტოქეს მხოლოდ 100 ქულაზე ნაკლების ჩაგდების საშუალება მისცა. 2011 წლის 27 იანვარს, გულშემატკივრების ხმების მიცემით დუეინ უეიდი დასახელებული იქნა აღმოსავლეთ კონფერენციის NBA All Star გუნდის დამწყებად. რამდენიმე დღის შემდეგ კი კრის ბაში დამატებული იქნა რეზერვად. რეგულარული სეზონი მაიამიმ 58-24 დაასრულა, რაც მე-2 ადგილზე გასვლის საშუალებას აძლებდა ჩიკაგო ბულზის შემდეგ. პლეი-ოფში გასულებმა პირველ რაუნდში ფილადელფია სიქსერსი დაამარცხეს, ნახევარ-ფინალში ბოსტონ სელტიქსი და კონფერენციის ფინალში ჩიკაგო ბულზი. NBA ფინალში გასულებს დალას მევერიქსი შეხვდა, რომელიც 2006 წლის ფინალის გამეორება გამოდგა, ოღონდ ამჯერად გამარჯვებული დალასელები გამოვიდნენ 6 თამაშში. უეიდის საშუალო მაჩვენებელი 26.5 ქულა და 7 მოხსნა იყო, რაც გუნდში ყველაზე მაღალი გამოდგა.

2011-12 წლების ლოკაუტის გამო შემცირებულ 66 მატჩიან რეგულარულ სეზონში, ჰიტმა სეზონი 27-7 დაიწყო. ზედიზედ მეორე წელს NBA All Star არჩეული იქნენ უეიდი, ბაში და ჯეიმზი. რეგულარული სეზონი საბოლოოდ გუნდმა 46-20 დაასრულა, რაც საკმარისი იყო მე-2 ადგილით გასვლაში. პლეი-ოფში გასულებმა პირველ რაუნდში ნიუ-იორკ ნიქსი დაამარცხეს 5 თამაშში, ნახევარ-ფინალში გასულებს კი ინდიანა პეისერსი შეხვდა, რომელთანაც კრის ბაშის არ ყოფნის გამო, გუნდი რამის გამოეთიშა ჩემპიონობისთვის ბრძოლად. საბოლოოდ ჰიტმა პეისერსი 6 თამაშში დაამარცხა. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში კი ჰიტი ბოსტონ სელტიქს დაუპირისპირდა, სადაც პირველი ორი მატჩის მოგება შეძლო, მაგრამ დამარცხდა შემდეგ 3 თამაშში ზედიზედ, სადაც მე-3 თამაში საშინაო მარცხი იყო. მე-6 თამაშში, რომელიც ბოსტონში იმართებოდა 7 ივნისს, ჰიტმა შეძლო მოგება 98-79 და სერია 3-3 გახადა. გადამწყვეტი თამაში მაიამიში შედგა სადაც ჰიტმა 101-88 მოიგო, რითაც ზედიზედ მეორე წელს მოახერხეს NBA ფინალში გასვლა, ამჯერად კი გუნდს ოკლაჰომა-სიტი შეხვდა, სადაც ჰიტმა შეძლო 5 თამაშში გამარჯვება და მოიგო NBA ჩემპიონის ტიტული. ლებრონ ჯეიმზი დასახელებული იქნა როგორც რეგულარული სეზონის MVP, ასევე ფინალური სერიის MVP.

{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
საშინაო
(1988–1999)
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
გასვლითი
(1988–1999)
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
საშინაო
(1999–დღემდე)
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
გასვლითი
(1999–დღემდე)
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
ალტერნატიული
(2001–დღემდე)
  • მაიამი არენა (1988–1999)
  • ამერიკან აირლაინს არენა (2000–დღემდე)
სტატისტიკა
მაიამი ჰიტი ნიუ-იორკ ნიქსი
ტოტალური გამარჯვება 58 68
მაიამიში 36 29
ნიუ-იორკში 22 39
რეგულარული სეზონში გამარჯვება 43 54
მაიამიში 26 22
ნიუ-იორკში 17 32
ფლეი-ოფში გამარჯვება 15 14
მაიამიში 10 7
ნიუ-იორკში 5 7

მეტოქეობა ჰიტსა და ბულზს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მაიამი 90-იანი წლებში უკვე შესამჩნევ ძალად მოდიოდა, მაშინ როდესაც ბულზი სრულიად დომინირებდა, ასევე მაიკლ ჯორდანის დომინირების ერა. ამ პერიოდის განმავლობაში, პლეი-ოფიდან ჰიტი გამოვარდნილი იქნა ბულზის მიერ 3-ჯერ, ყოველ ჯერზე კი ბულზმა მოახერხა NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. მას შემდეგ რაც ჯორდანმა დაანება თამაშს თავი, მათი მეტოქეობა უკვე დავიწყებას ეცემოდა სანამ გუნდები 2006 წელს არ შეხვდნენ ერთმანეთს NBA პლეი-ოფში, რასაც ჰიტის 4-2 გამარჯვება სერიის და საბოლოოდ მათი ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოჰყვა, თუმცა შემდეგ სეზონშივე, ბულზმა მოახერხა პირველი რაუნდში მოქმედი ჩემპიონების დამარცხება.

მეტოქეობა უფრო გამძაფრდა, როდესაც ბულზმა დერეკ როუზი აიყვანა, ხოლო ჰიტმა კი დუეინ უეიდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ასევე კრის ბაში და ლებრონ ჯეიმზი დაიმატა. განახლებული მეტოქეობა უფრო ფიზიკური და ბევრი ჯარიმებით სავსე გამოდგა მოთამაშეებს შორის. ორივე გუნდი ერთმანეთს 2011 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში შეხვდნენ, სადაც ჰიტმა 5 თამაშში შეძლო სერიის მოგება.

სტატისტიკა
ჩიკაგო ბულზი მაიამი ჰიტი
ტოტალური გამარჯვება 66 48
ჩიკაგოში 42 17
მაიამიში 24 31
რეგულარული სეზონში გამარჯვება 49 39
ჩიკაგოში 30 14
მაიამიში 19 25
პლეი-ოფში გამარჯვება 17 9
ჩიკაგოში 12 3
მაიამიში 5 6

ახლანდელი შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2012–13 მაიამი ჰიტი შემადგენლობა
მოთამაშეები მწვრთნელები
პოზ. # სახელი სიმაღლე წონა დ.თ. (წ–თ–დ) საიდან
G 34 ალენი, რეი 6 ft 5 in (1.96 მ) 205 lb (93 კგ) 1975–07–20 კონექტიკუტი
C 50 ენტონი, ჯოელ 6 ft 9 in (2.06 მ) 245 lb (111 კგ) 1982–08–09 UNLV
F 31 ბატლერი, შეინ 6 ft 8 in (2.03 მ) 225 lb (102 კგ) 1978–09–09 დუკი
F/C 1 ბოში, კრის 6 ft 11 in (2.11 მ) 235 lb (107 კგ) 1984–05–19 Georgia Tech
G 15 ჩალმერზი, მარიო 6 ft 2 in (1.88 მ) 190 lb (86 კგ) 1986–03–24 კანზასი
G 30 კოული, ნორის 6 ft 2 in (1.88 მ) 175 lb (79 კგ) 1988–10–13 Cleveland State
C 55 ჰარელსონი, ჯოშ 6 ft 10 in (2.08 მ) 275 lb (125 კგ) 1989–02–12 კენტუკი
G 14 ჰარისი, ტერელ 6 ft 5 in (1.96 მ) 190 lb (86 კგ) 1987-08-10 Oklahoma State
F/C 40 ჰესლემი, ადონის 6 ft 8 in (2.03 მ) 235 lb (107 კგ) 1980–06–09 ფლორიდა
F 6 ჯეიმზი, ლებრონ 6 ft 8 in (2.03 მ) 250 lb (113 კგ) 1984–12–30 St. Vincent–St. Mary HS (OH)
G/F 22 ჯონსი, ჯეიმზ 6 ft 8 in (2.03 მ) 215 lb (98 კგ) 1980–10–04 მაიამი (ფლორიდა)
F 9 ლუისი, რაშად 6 ft 10 in (2.08 მ) 230 lb (104 კგ) 1979–08–08 Elsik HS (TX)
G/F 13 მილერი, მაიკ 6 ft 8 in (2.03 მ) 210 lb (95 კგ) 1980–02–19 ფლორიდა
C 45 პიტმენი, დრექსტერ 6 ft 11 in (2.11 მ) 285 lb (129 კგ) 1988–03–02 Texas
G 3 უეიდი, დუეინ (C) 6 ft 4 in (1.93 მ) 220 lb (100 კგ) 1982–01–17 Marquette
მთავარი მწვრთნელი
  • ერიკ სპოელსტრა
მწვრთნელის ასისტენ(ებ)ი
  • ბობ მაკკადო
  • კეით ესკინსი
  • რონ რონსტეინი
  • დევიდ ფიზდეილი
  • ჩად კემერერი
  • ოქტავიო დე ლა გრანა
ათლეტების ტრენერი
  • ჯეი სებოლი
სიძლიერის და კონდიციების მწვრთნელ(ებ)ი
  • ბილ ფორანი

მნიშვნელობები
  • (C) გუნდის კაპიტანი
  • (და) დრაფტზე არ იქნა არჩეული
  • (თა) თავისუფალი აგენტი
  • (დ) დასჯილი
  • (DL) D-ლიგა
  • ტრავმირებული ტრავმირებული

შემადგენლობაოპერაციები
უკანასკნელი ოპერაცია: 2012–09–01


დიდების დარბაზის წევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაუქმებული ნომრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიტს გაუქმებული აქვს 3 ნომერი, მაგრამ მხოლოდ 2 მათგანი იყო ჰიტში როგორც მოთამაშე. პეტ რაილიმ გააუქმა მაიკლ ჯორდანის ხელმოწერილი #23 მაისური, სადაც უკანასკნელ მატჩს ატარებდა ზუსტადაც რომ მაიამიში 2002-03 წლების სეზონში. მაიამიმ ასევე გააუქმა ალონსო მურნინგის #33 მაისური, 2009 წლის 30 მარტს ცერემონიაზე, როდესაც პირველი ნახევარი დამთავრებული იყო. 2009 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც მაიამი 2009-10 წლების სეზონის პირველ მატჩს მართავდა ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ, გუნდმა ტიმ ჰარდევეის #10 მაისური გააუქმა.

2005-06 წლების სეზონში, გუნდმა ასევე პატივსაცემად აწია არენაზე დენ მარინოს #13 მაისური, მისი მაიამი დოლფინსში გაღებული წვლილისთვის (NFL). მიუხედავად ამისა, #13 გაუქმებული არ არის და კვლავ შეუძლიათ მაიამის მოთამაშეებს 13 ნომრიანი მაისურის მორგება.

გაუქმებული ნომრები:

პატივსაცემი ნომერი:

მთავარი მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდის ჯილდოები და მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კარიერის ლიდერები
კატეგორია მოთამაშე სტატისტიკა
ჩატარებული მატჩი დუეინ უეიდი 594
მოხსნები ალონსო მურნინგი 4807
ასისტენტი დუეინ უეიდი 3472
მოპარვები დუეინ უეიდი 973
Blocks ალონსო მურნინგი 1625
თამაშიდან ჩაგდებული დუეინ უეიდი 4876
თამაშიდან ჩაგდებული % შაკილ ონილი 59.6 %
3-ქულიანი თამაშიდან ტიმ ჰარდევეი 806
3-ქულიანი თამაშიდან % ჯეისონ კაპონო 49.0 %
საჯარიმო დუეინ უეიდი 3,847
საჯარიმო % ჯეისონ უილიამსი 88.3 %
ქულა თითო მატჩში დუეინ უეიდი 25.4
მოხსნა თითო მატჩში რონი სეიკალი 10.4
ასისტენტი თითო მატჩში შერმენ დაგლასი 7.9
მოპარვა თითო მატჩში დუეინ უეიდი 1.8
ბლოკი თითო მატჩში ალონსო მურნინგი 2.7
ტრიპლ-დაბლი ლებრონ ჯეიმზი 5 (1 პლეი-ოფში)
პერსონალური ჯარიმა ალონსო მურნინგი 1,960
დაკარგვა დუეინ უეიდი 1,986
სეზონის ლიდერები
კატეგორია მოთამაშე სტატისტიკა სეზონი
ჩატარებული წუთები ენტონი მეისონი 3254 2000–2001
ქულა თითო მატჩში დუეინ უეიდი 30.2 2008–2009
მოხსნა თითო მატჩში რონი სეიკალი 11.8 1991–1992
ასისტენტი თითო მატჩში ტიმ ჰარდევეი 8.6 1996–1997
მოპარვა თითო მატჩში დუეინ უეიდი 2.2 2008–2009
ბლოკი თითო მატჩში ალონსო მურნინგი 3.9 1998–1999
ტრიპლ-დაბლი ლებრონ ჯეიმზი 4 2010–2011
ქულა დუეინ უეიდი 2386 2008–2009
მოხსნა რონი სეიკალი 934 1991–1992
ასისტენტი ტიმ ჰარდევეი 695 1996–1997
მოპარვა დუეინ უეიდი 173 2008–2009
ბლოკი ალონსო მურნინგი 294 1999–2000
თამაშიდან ჩაგდებული დუეინ უეიდი 854 2008–2009
თამაშიდან ჩაგდებული % შაკილ ონილი 60.1% 2004–2005
3-ქულიანი დემონ ჯონსი 225 2004–2005
3-ქულიანი % ჯონ სანვოლდი 52.2 % 1988–1989
საჯარიმო დუეინ უეიდი 629 2005–2006
საჯარიმო % გლენ რაისი 88.0 % 1993–1994
პერსონალური ჯარიმა გრანტ ლონგი 337 1988–1989
დაკარგვა დუეინ უეიდი 321 2004–2005

ყველა ციფრი სწორია 2011 წლის 13 აპრილის შედეგებით

თითო თამაშის რეკორდი (რეგულარული სეზონი)
კატეგორია მოთამაშე სტატისტიკა თარიღი
ქულა გლენ რაისი 56 15 აპრილი, 1995
ჩატარებული წუთი გლენ რაისი 59 20 ნოემბერი, 1992
მოხსნა რონი სეიკალი 34 3 მარტი, 1993
ასისტენტი ტიმ ჰარდევეი 19 19 აპრილი, 1996
მოპარვა მარიო ჩალმერსი 9 5 ნოემბერი, 2008
ბლოკი ალონსო მურნინგი 9 28 ნოემბერი, 2005
თამაშიდან ჩააგდო გლენ რაისი 20 15 აპრილი, 1995
3-ქულიანი ბრაიან შო 10 8 აპრილი, 1993
საჯარიმო დუეინ უეიდი 23 1 თებერვალი, 2007
დაკარგვა დუეინ უეიდი 12 1 თებერვალი, 2007
თითო თამაშის რეკორდი (პლეი-ოფი)
კატეგორია მოთამაშე სტატისტიკა თარიღი
ქულა დუეინ უეიდი 46 25 აპრილი, 2010
ჩატარებული წუთები ლებრონ ჯეიმზი 50:17 9 მაისი, 2011
მოხსნა შაკილ ონილი 20 4 მაისი, 2006
ასისტენტი დუეინ უეიდი 15 10 მაისი, 2005
მოპარვა მარიო ჩალმერსი 5 1 მაისი, 2009
ბლოკი ალონსო მურნინგი 9 22 აპრილი, 2000
თამაშიდან ჩაგდებული დუეინ უეიდი 15 25 მაისი, 2005
3-ქულიანი დემონ ჯონსი 7 24 აპრილი, 2005
საჯარიმო დუეინ უეიდი 21 18 ივნისი, 2006
დაკარგვა დუეინ უეიდი 9 26 მაისი, 2011

NBA წლის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP)

NBA ფინალის MVP

NBA All Star MVP

NBA ჩემპიონი ქულებით

NBA წლის მცველი

  • ალონსო მურნინგი – 1999, 2000

NBA ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე

  • რონი სეიკალი – 1990
  • ისააკ ოსტინი – 1997

საუკეთესო NBA მოთამაშე ESPY ჯილდო

NBA წლის მწვრთნელი

NBA წლის აღმასრულებელი

ყველა-NBA პირველი გუნდი

ყველა-NBA მეორე გუნდი

  • დუეინ უეიდი – 2005, 2006, 2011
  • ტიმ ჰარდევეი – 1998, 1999
  • ალონსო მურნინგი – 2000

ყველა-NBA მესამე გუნდი

NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი

NBA ყველა დაცვითი მეორე გუნდი

NBA ახალბედა პირველი გუნდი

  • შერმენ დაგლასი – 1990
  • სტივ სმიტი – 1992
  • კარონ ბატლერი – 2003
  • დუეინ უეიდი – 2004
  • მაიკლ ბისლი – 2009

NBA ახალბედა მეორე გუნდი

  • კევინ ედვარდსი – 1989
  • გლენ რაისი – 1990
  • უილი ბარტონი – 1991
  • უდონის ჰასლემი – 2004
  • მარიო ჩალმერსი – 2009

NBA All Star შესაძლებლობები

NBA All Star სამ-ქულიანის ჩემპიონი

  • გლენ რაისი – 1995
  • ჯეისონ კაპონო – 2007
  • დეაკინ კუკი – 2009
  • ჯეიმზ ჯონსი – 2011

NBA All Star ჩატენვის ჩემპიონი

  • ჰაროლდ მინერი – 1993, 1995
  • დუეინ უეიდი – 2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012
  • ალონსო მურნინგი – 1996, 1997, 2000, 2001, 2002
  • შაკილ ონილი – 2005, 2006, 2007
  • ტიმ ჰერდევეი – 1997, 1998
  • ლებრონ ჯეიმზი – 2011, 2012
  • კრის ბაში – 2011, 2012
  • ენტონი მეისონი – 2001
  • სტენ ვან განდი – 2005 (როგორც მწვრთნელი)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]