ინდიანაპოლის ოლიმპიანსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდიანაპოლის ოლიმპიანსი
Indianapolis Olympians
დაარსდა 1949
ისტორია ინდიანაპოლის ოლიმპიანსი(1949–1953)
არენა Hinkle Fieldhouse
ქალაქი ინდიანაპოლისი, ინდიანა
ჩემპიონები 0
დივიზიონის ტიტულები None

ინდიანაპოლის ოლიმპიანსი (ინგლ. Indianapolis Olympians) — პროფესიონალური ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბი, რომელიც მდებარეობდა შტატ ინდიანას ქალაქ ინდიანაპოლისის არეაში. გუნდი დაარსდა 1949 წელს და გაუქმდა 1953 წელს. ოლიმპიანსის საშინაო არენა იყო Hinkle Fieldhouse.

გუნდის ისტორია[რედაქტირება]

ოლიმპიანსი დაარსდა 1949 წელს, რომელმაც ინდიანაპოლის ჯეტსი ჩაანაცვლა. ოლიმპიანს ლიდერობდა კენტუკის უნივერსიტეტის ალექს გროზა და რალფ ბირდი, რომლებიც იყვნენ მნიშვნელოვანი წევრები აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებისა, რომლებმაც შეძლეს 1948 წლის ზაფხულის ოლლიმპიურ მატჩებში გუნდისთვის ოქროს მედალი მოეტანათ. ოლიმპიურ გუნდში ასევე იყვნენ უალას ჯონსი და კლიფ ბერკერი, რომლებიც ასევე კენტუკის უნივერსიტეტის მოთამაშეები.

1951 წლების სეზონში, გროზა და ბირდი NBA-სგან მთელი ცხოვრებით იქნენ მოკვეთილი, კერძოდ კი რწმუნებულ მაურის პოდოლოფის მიერ, როდესაც მოთამაშეებმა აღიარეს ქულების დაგროვების შესახებ კოლეჯის პერიოდში. ოლიმპიანსმა 1953 წელს 28-43 შედეგით დაასრულა სეზონი, რის შემდეგადაც გაუქმდა. NBA-ში ჩატარებული 4 სეზონის განმავლობაში, ოლიმპიანსმა 132-137 შედეგით იასპარეზა.

ოლიმპიანს დღემდე ეკუთვნის ყველაზე გრძელი თამაში NBA ისტორიაში, როდესაც გუნდმა 75-73 გაიმარჯვა როჩესტერ როიალზის წინააღმდეგ მე-6 დამატებით პერიოდში. მატჩი ჩატარდა 1951 წლის 6 იანვარს.

სეზონის შედეგები[რედაქტირება]

მნიშვნელობა: W = მოგება, L = წაგება, % = მოგება-წაგების %

სეზონი W L  % პლეი-ოფი შედეგი
ინდიანაპოლის ოლიმპიანსი (NBA)
1949–50 39 25 0.609 3–3 დამარცხდა დივიზიონის ფინალში
1950–51 31 37 0.456 1–2 დამარცხდა დივიზიონის ნახევარ-ფინალში
1951–52 34 32 0.515 0–2 დამარცხდა დივიზიონის ნახევარ-ფინალში
1952–53 28 43 0.394 0–2 დამარცხდა დივიზიონის ნახევარ-ფინალში

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]