ჯო ჰარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯო ჰარტი
Joe Hart
CSKA-MC (7).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჩარლზ ჯოზეფ ჯონ ჰარტი[1]
დაბადების
თარიღი
19 აპრილი, 1987 (1987-04-19) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
შრიუსბერი, შრობშირი,
ინგლისი
სიმაღლე 196 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე კლუბი
მანჩესტერ სიტი
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
2002-2003 შრიუსბერი თაუნი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003-2006 შრიუსბერი თაუნი 54 (0)
2006- მანჩესტერ სიტი 207 (0)
2007   ტრანმერ როვერსი 6 (0)
2007   ბლექპული 5 (0)
2009-2010   ბირმინგემ სიტი 36 (0)
ეროვნული ნაკრები
2005-2007 ინგლისი 19 წლ. 5 (0)
2007-2009 ინგლისი 21 წლ. 21 (0)
2009- ინგლისი 48 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 დეკემბერი 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 დეკემბერი 2014

ჩარლზ ჯოზეფ ჯონ „ჯო“ ჰარტი (ინგლ. Charles Joseph John Hart; 19 აპრილი, 1987) — ინგლისელი ფეხბურთელი, პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტის“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარე. იყო ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების რეგულარული წევრი.

ჰარტი წარდგენილი იყო პროფესიული ფეხბურთის ასოციაციის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაზე 2010 წელს, მაგრამ დამარცხდა „მანჩესტერ სიტის“ თანაგუნდელ ჯეიმზ მილნერთან, სამაგიეროდ დაასახელეს 2009-2010 წლების სეზონის პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარედ „ბირმინგემ სიტიში“ ასპარეზობის გამო. „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნდა 2010-2011 წლების სეზონში და მოიგო „პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი“ პრემიერ ლიგის სეზონში კარის ყველაზე მეტჯერ მშრალად შენახვის გამო. მან განაგრძო წარმატებული ასპარეზობა 2011-2012 წლების სეზონშიც და გახდა „მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, როდესაც მათ მოიგეს პრემიერ ლიგა.[2] ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2010 წელს და ის გახდა ნაკრების პირველი მეკარე.[3]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარტი დაიბადა შრიუსბერიში, შროფშირში, ჩარლზ და ლუის ჰარტების ოჯახში[4], სწავლობდა ოქსონის სკოლაში. სკოლის ასაკში ის თამაშობდა კრიკეტს კლუბ „შრიუსბერიში“ ბირმინგემის და ოლქის პრემიერ ლიგაში და ორი წლის განმავლობაში იყო ვორჩესტერშირის ახალგაზრდული გუნდის წევრი. თამაშობდა ინგლისელ მოთამაშე სტივენ დევისთან ერთად.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრიუსბერი თაუნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

11 წლის ასაკში ჰარტმა დაიწყო თამაში „შრიუსბერის“ ახალგაზრდულ გუნდში.

2006 წლის 7 თებერვალს გულშემატკივრებმა დაასახელეს იანვრის თვის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად. 2006 წლის 23 მარტს პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციის ცერემონიალზე ჰარტი დაასახელეს მეორე ლიგის 2005-2006 წლების სეზონის საუკეთესო მეკარედ. ის შეიყვანეს ლიგა 2-ს წლის სიმბოლურ გუნდში.[5]

2005-2006 წლების სეზონის დასაწყისში ჰარტმა გადადგა ნაბიჯი პირველ გუნდში მოსახვედრად და გახდა კლუბის ძირითადი მეკარე. მან 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაუშვა 55 გოლი. 2005 წლის ოქტომბერში ის გამოიძახეს ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრებში, სადაც ის შეცვლაზე შევიდა მოედანზე პოლონელ თანატოლებთან მატჩში.

მან მიიპყრო სხვადასხვა კლუბების სკაუტების ყურადღება. მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ მითქმა-მოთქმა გაგრძელდა მთელი სეზონის განმავლობაში, სანამ „მანჩესტერ სიტიმ“ არ გადაწყვიტა მისი შეძენა.

მანჩესტერ სიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ სიტი“ 600 000 ევროს იხდიდა ჰარტის შესაძენად. შეთანხმდა, რომ მისი შეძენის მსურველ კლუბს 1 500 000 ევრო უნდა გადაეხადა.[6] მისი დებიუტი პრემიერ ლიგაში შედგა 2006 წლის 14 ოქტომბერს „შეფილდ იუნაიტედთან“ მატჩში, როდესაც ანდრეას ისაკსონს მაოუწია მატჩის გამოტოვება ტრავმის გამო. ის მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.

ტრანმერ როვერსი და ბლექპული (იჯარით)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარტმა 2007 წლის იანვარი იჯარით გაატარა „ტრანმერ როვერსში“, ლიგა ერთში. მან მონაწილეობა მიიღო 6 მატჩში და გაუშვა 8 გოლი.

2007 წლის აპრილში ჰარტი იჯარით შეუერთდა „ბლექპულს“, რათა შეეცვალა კლუბის სამივე ტრავმირებული მეკარე. 9 აპრილს მან „ჰადერსფილდ თაუნთან“ მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა, სადაც „ბლექპულმა“ გაიმარჯვა 2-0.[7] „ბლექპულმა“ გაიმარჯვა ხუთივე მატჩში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო ჰარტმა.[8]

დაბრუნება მანჩესტერ სიტიში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარტი თამაშობს „მანჩესტერ სიტიში“ 2008 წელს

„ბლექპულში“ წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ჰარტი დაბრუნდა „მანჩესტერ სიტიში“ და გუნდის მაშინდელმა მწვრთნელმა, სვენ-გორან ერიქსონმა იგი ისაკსონის მაგივრად განამწესა კლუბის პირველ მეკარედ. „ნიუკასლ იუნაიტედთან“ მატჩშის შემდეგ ერიქსონმა ჰარტი მოიხსენია, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი მეკარეებს შორის ქვეყანაში“ და განაცხადა, რომ მას ჰქონდა პოტენციალი გამხდარიყო ინგლისის ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე.[9] რამდენიმე თვეში მისი დებიუტი შედგა ეროვნულ ნაკრებში ტრინიდადი და ტობაგოს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, 2008 წლის 1 ივნისს. ერთი თვის შემდეგ მან კლუბთან გააფორმა ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი.[10]

როდესაც ისაკსონი გადავიდა „პსვ-ში“, ჰარტმა დაიკავა პირველი მეკარის ვაკანტური პოზიცია 2008-2009 წლების სეზონის ოფიციალურ განაცხადში. თუმცა, პირველი მეკარე გახდა ირლანდიელი შეი გივენი, როდესაც გუნდში მოვიდა 2009 წლის იანვარში.

ბირმინგემ სიტი (იჯარით)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარტი „ბირმინგემ სიტიში“ 2009 წელს.

გივენის „სიტიში“ მოსვლის შემდეგ ჰარტს არ უთამაშია კლუბის შემადგენლობაში და გავრცელდა ჭორები ჰარტის იჯარით გადასვლის შესახებ მანჩესტერიდან.[11] მალე გავრცელდა განცხადება, რომ ჰარტი პრემიერ ლიგის 2009-2010 წლების სეზონს იჯარით გაატარებდა გათამაშების დებიუტანტ „ბირმინგემ სიტიში“.[12] მისი დებიუტი კლუბში შედგა სეზონის პირველ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1-0 წაგებულ მატჩში.[13] სეზონის დასაწყისში ჰარტმა დაუშვა შეცდომები, რომლებსაც მოჰყვა გაშვებული გოლები. გუნდის მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა ჰარტი არჩია პირველ მეკარედ და დაეხმარა გუნდს 12-მატჩიანი წაუგებელი სერიის მიღწევაში ტოპ-დივიზიონში.[14] ჰარტმა გააუმჯობესა თამაშის ხარისხი.[15] ჰარტი დაასახელეს კლუბის საუკეთესო მოთამაშედ 2009-2010 წლების სეზონში[16] და წარადგინეს 2010 წლის პფა-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაზე უეინ რუნისთან, სესკ ფაბრეგასთან და ჯეიმზ მილნერთან ერთად.[17] მიუხედავად იმისა, რომ ჯილდო მოიგო მილნერმა, ჰარტი შეიყვანეს პფა-ს წლის სიმბოლურ გუნდში.[18]

დაბრუნება მანჩესტერ სიტიში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარტი ემზადება კუთხურისთვის „ვანკუვერ ვაითკაპსთან“ მატჩში 2011 წლის ივლისში.
ჯო ჰარტი თანაგუნდელ კოლო ტურესთან ერთად 2012 წლის მაისში.

„ბირმინგემ სიტიში“ წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ჰარტმა ეროვნულ ნაკრებში მოიპოვა ადგილი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში სამხრეთ აფრიკაში. „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არ იყო დარწმუნებული ჰარტის მაღალ კლასში და მან გაგზავნა კლუბის მეკარეთა მწვრთნელი მასიმო ბარატა, სანამ ის იჯარით თამაშობდა „ბირმინგემ სიტიში“. ბატარამ განაცხადა, რომ ის იყო „ძალიან კარგი მეკარე, ძალიან კარგი ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით“ და ურჩია მანჩინის, რომ ჰარტი აეყვანა გუნდში რამდენიმე წლით.[19]

ჰარტი არჩეულ იქნა კლუბის ძირითად მეკარედ შეი გივენის ნაცვლად 2010-11 წლების სეზონის გახსნით მატჩში „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ მატჩში.[20] ის გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, მოიგერია რამდენიმე რთული დარტყმა, რის წყალობითაც მისმა კლუბმა შეძლო უგოლო ფრის მიღწევა.[21] მან ასევე მშრალად შეინახა კარი „ლივერპულთან“ 3-0 მოგებულ მატჩში, სადაც ის ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო და თავი გამოიჩინა კარგი თამაშით. მან პირველი გოლი გაუშვა „სანდერლენდთან“ 1-0 წაგებულ მატჩში, სადაც მან გაუშვა პენალტი.

ჰარტი „ოქროს ხელთათმანით“ დააჯილდოვეს პრემიერ ლიგაში 18 მატჩის განმავლობაში კარის მშრალად შენახვის გამო.

2011-2012 წლების სეზონში ჰარტმა მოიგო „ოქროს ხელთათმანი“ და დაეხმარა კლუბს პრემიერ ლიგის მოგებაში. ეს იყო პირველი ჩემპიონობა „ქალაქელთათვის“ და პირველი ტიტული ბოლო 44 წლის განმავლობაში, რომელსაც მიაღწიეს ბოლო ტურში „კუინზ პარკ რეინჯერსის“ 3-2 დამარცხების შემდეგ.[22][23]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

21 წლამდელთა ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარტი ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების 30-კაციან განაცხადში ევროპის 2007 წლის ჩემპიონატისთვის. შემდეგ შეიყვანეს 23-კაციან განაცხადში. ჩემპიონატისწინა ამხანაგურ მატჩში ჰარტი ათამაშეს სასტარტო შემადგენლობაში, სადაც მან სრულად ჩაატარა მატჩი თურქ თანატოლებთან 5-0 მოგებულ საშინაო მატჩში. თუმცა, ჩემპიონატზე ჰარტს არ უთამაშია.

ჰარტი გამოიძახეს ნაკრებში 2009 წლის ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე. მან პირველ ორ მატჩში ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში. შვედ თანატოლებთან ნახევარფინალში ჰარტმა 3 გოლი გაუშვა მეორე ტაიმში და მატჩის ძირითადი დრო დამთავრდა 3-3, ხოლო პენალტებში ინგლისმა გაიმარჯვა 5-4. თუმცა, მას არ უთამაშია ფინალში[24] რადგან მან მიიღო ყვითელი ბარათი შვედებთან მატჩში.[25]

ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარტი ემზადება ინგლისის ნაკრებში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის

მას შემდეგ, რაც ჰარტი რეგულარულად თამაშობდა ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში, ფაბიო კაპელომ გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში აშშ-სთან და ტრინიდადთან და ტობაგოსთან გასამართი მატჩების წინ. აშშ-სთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე ყოფნის შემდეგ მან ითამაშა ტრინიდადთან და ტობაგოსთან 2008 წლის 1 ივნისს. ის მეორე ტაიმში ჩაერთო მატჩში დევიდ ჯეიმზის ნაცვლად, როცა ანგარიში 2-0 იყო ინგლისის სასარგებლოდ, საბოლოოდ მათ 3-0 გაიმარჯვეს.[26] მიუხედავად ამისა, „შრიუსბერი თაუნმა“ ვერ მიიღო 500 000 ევრო „მანჩესტერ სიტისგან“, როგორც იყო შეთანხმებული 2006 წლის ტრანსფერის დროს, რადგან ეს არ იყო ჩემპიონატის მატჩი.

მეორეჯერ ეროვნულ ნაკრებში ფაბიო კაპელომ გამოიძახა ჩეხეთის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის 2008 წლის 20 აგვისტოს, მაგრამ არ უთამაშია. მის მაგივრად ათამაშეს „ბლექბერნ როვერსის“ მეკარე პოლ რობინსონი.[27]

2009 წლის 8 ნოემბერს გამოიძახეს ბრაზილიის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის.[28]

კაპელომ ჰარტი გამოიძახა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 30-კაციან სანაკრებო განაცხადში.[29] ჰარტმა მონაწილეობა მიიღო ნაკრებში ჩემპიონატისწინა მოსამზადებელი ეტაპის ორივე მატჩში, შეცვალა რობერტ გრინი მექსიკის ნაკრებთან მატჩში და დევიდ ჯეიმზი იაპონიასთან მატჩში. მან მოახერხა კარის მშრალად შენახვა.[30][31] საბოლოოდ 23-კაციან განაცხადში შეიყვანეს სამივე ზემოთჩამოთვლილი მეკარე.[32]

ჰარტს არ უთამაშია ნაკრების შემადგენლობაში ჩემპიონატზე, მაგრამ სასტარტოში იმყოფებოდა უნგრეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც მეოთხე იყო მისთვის ნაკრების შემადგენლობაში.

ჰარტმა ითამაშა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბულგარეთის ნაკრებთან უემბლიზე, სადაც ინგლისის ნაკრებმა გაიმარჯვა 4-0.

მან ნაკრებთან ერთად მოიგო შემდეგ ორ ამხანაგურ მატჩში. ჯერ ესპანეთის ნაკრებთან მოგებულ მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა,[33] შემდეგ კი შვედეთთან 1-0 მოგებულ მატჩში შეძლო იგივეს განმეორება.[34]

2012 წლის თებერვალში ზოგიერთმა მოთამაშემ[35] და სპეციალისტმა[36] დაუჭირა მხარი ჰარტის კაპიტნობას ეროვნულ ნაკრებში.

2012 წლის 16 მაისს ინგლისის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა შეიყვანა ჰარტი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის სანაკრებო განაცხადში.[37] მან ითამაშა ნაკრების შემადგენლობაში მეორე ამხანაგურ მატჩში ბელგიის ნაკრებთან უემბლიზე, სადაც მასპინძლებმა მოიგეს 1-0.[38] ევროპის ჩემპიონატზე მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ინგლისის ნაკრების მეოთხედფინალში გასვლაში. ის დამაჯერებლად თამაშობდა ტურნირის განმავლობაში.[39]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანჩესტერ სიტი
ბლექპული
  • ლიგა 1-ს პლეი-ოფები (1): 2006–07

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი (2): 2010-11, 2011-12
  • ინგლისის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის წლის გუნდი (2): 2009–10, 2011–12
  • ინგლისის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის მეორე ლიგის წლის გუნდი (1): 2005–06
  • „ბირმინგემ სიტის“ წლის ფეხბურთელი (1): 2009–10
  • „მანჩესტერ სიტის“ წლის მოთამაშე (1): 2010–11[40]

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 2012 წლის 25 ნოემბერს ჩატარებული მატჩის მიხედვით[41]
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ლიგის თასი ევროპა სხვა[42] ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
შრიუსბერი თაუნი 2003–2004 2 0 0 0 0 0 2 0
2004–2005 6 0 0 0 0 0 6 0
2005–2006 46 0 2 0 2 0 50 0
ჯამში 54 0 2 0 2 2 58 0
მანჩესტერ სიტი 2006–2007 1 0 0 0 0 0 1 0
2007–2008 26 0 3 0 3 0 32 0
2008–2009 23 0 1 0 0 0 9 0 33 0
2009–2010 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
2010–2011 38 0 8 0 0 0 9 0 55 0
2011–2012 38 0 0 0 2 0 10 0 1 0 51 0
2012-2013 13 0 0 0 0 0 5 0 0 0 18 0
ჯამში 139 0 12 0 5 0 33 0 1 0 190 0
ტრანმერ როვერსი (იჯარით) 2006–2007 6 0 0 0 0 0 6 0
ჯამში 6 0 0 0 0 0 6 0
ბლექპული (იჯარით) 2006–2007 5 0 0 0 0 0 0 0 5 0
ჯამში 5 0 0 0 0 0 0 0 5 0
ბირმინგემ სიტი (იჯარით) 2009–2010 36 0 5 0 0 0 41 0
ჯამში 36 0 5 0 0 0 41 0
ჯამში კარიერაში 240 0 19 0 7 0 33 0 1 0 300 0

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 26 ივნისი 2012[43] - შეიცავს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპების მატჩებს
ეროვნული
ნაკრები
წელი ამხანაგური მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონატი ჯამში
Pld GC Pld GC Pld GC Pld GC
ინგლისი 2008 1 0 0 0 0 0 1 0
2009 0 0 0 0 0 0 0 0
2010 3 1 0 0 3 1 6 2
2011 4 2 0 0 5 4 9 6
2012 2 3 0 0 5 3 6 6
Total 10 6 0 0 13 8 23 14

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2005) The PFA Footballers' Who's Who 2005/2006. Queen Anne Press, გვ. 180. ISBN 978-1-85291-662-6. 
  2. http://www.mcfc.co.uk/News/Team-news/2012/May/Hart-QPR-preview
  3. Wilson, Jeremy. “Manchester City keeper Joe Hart could be England's most capped player ever, says David James“, Daily Telegraph, 13 May 2011. წაკითხვის თარიღი: 13 May 2011. 
  4. Ellis, Ralph. How Joe became a Hart stopper: England's No 1 was in a different class even as a toddler. წაკითხვის თარიღი: 6 September 2010.
  5. Gerrard named player of the year“, BBC Sport, 23 April 2006. წაკითხვის თარიღი: 22 May 2006. 
  6. Man City complete Hart signature“, BBC Sport, 24 May 2006. წაკითხვის თარიღი: 23 January 2012. 
  7. Huddersfield 0–2 Blackpool“, BBC Sport, 9 April 2007. წაკითხვის თარიღი: 9 April 2007. 
  8. Swansea 3–6 Blackpool“, BBC Sport, 5 May 2007. წაკითხვის თარიღი: 12 May 2007. 
  9. Frazer, Peter. “Eriksson backing for Hart“, Sky Sports, British Sky Broadcasting, 3 January 2008. 
  10. Hart agrees to five-year City contract“, Shropshire Star, Midland News Association, 27 October 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 September 2012. 
  11. Brum to take Hart“, The Sun, 12 June 2007. წაკითხვის თარიღი: 5 July 2009. 
  12. Hart seals Birmingham loan move“, BBC Sport, 24 June 2009. წაკითხვის თარიღი: 24 June 2009. 
  13. Soneji, Pranav. “Man Utd 1–0 Birmingham“, BBC Sport, 16 August 2009. წაკითხვის თარიღი: 1 February 2010. 
  14. McLeish proud of Blues“, Sky Sports, 9 January 2010. წაკითხვის თარიღი: 28 February 2010. 
  15. Tattum, Colin. “Birmingham City keeper tipped by boss for England role at World Cup“, 8 December 2009. წაკითხვის თარიღი: 1 February 2010. 
  16. Joe Scoops Top Award!. Birmingham City F.C (10 May 2010). წაკითხვის თარიღი: 6 July 2010.
  17. Man Utd striker Wayne Rooney shortlisted for PFA award“, BBC Sport, 15 April 2010. წაკითხვის თარიღი: 26 April 2010. 
  18. Hart named in PFA Team of the Year“, football.co.uk, 26 April 2010. წაკითხვის თარიღი: 27 April 2010. 
  19. Castles, Duncan. “Euro 2012: Italian influence made Hart grow fonder“, 15 June 2012. წაკითხვის თარიღი: 27 June 2012. 
  20. Lawton, Matt. “Shay Given is axed! Arsenal on alert for goalkeeper as Joe Hart is made Manchester City's No 1“, 14 August 2010. წაკითხვის თარიღი: 27 June 2012. 
  21. Hart keeps Spurs at bay“, Sky Sports, 14 August 2010. წაკითხვის თარიღი: 15 August 2010. 
  22. Clayton, David. (11 May 2012) Hart wins Golden Glove award. Manchester City F.C. წაკითხვის თარიღი: 14 May 2012.
  23. McNulty, Phil. “Manchester City 3–2 QPR“, BBC Sport, 13 May 2012. წაკითხვის თარიღი: 14 May 2012. 
  24. Theo Walcott hopes to make central role his own“, guardian.co.uk, 28 June 2009. წაკითხვის თარიღი: 6 May 2010. 
  25. Hytner, David. “Joe Hart heroics earn final place after Sweden fight back“, guardian.co.uk, 26 June 2009. წაკითხვის თარიღი: 6 May 2010. 
  26. Bailey, Graeme. “Three and easy for England“, Sky Sports, 2 June 2008. წაკითხვის თარიღი: 27 June 2010. 
  27. McNulty, Phil. “Ukraine 1–0 England“, BBC News, 10 October 2009. წაკითხვის თარიღი: 6 May 2010. 
  28. Darren Bent called up to England squad for friendly against Brazil“, guardian.co.uk, 8 November 2009. წაკითხვის თარიღი: 6 May 2010. 
  29. Fabio Capello makes surprise England World Cup choices“, BBC Sport, 11 May 2010. წაკითხვის თარიღი: 1 June 2010. 
  30. McNulty, Phil. “England 3–1 Mexico“, BBC Sport, 24 May 2010. წაკითხვის თარიღი: 1 June 2010. 
  31. Vesty, Marc. “Japan 1–2 England“, BBC Sport, 30 May 2010. წაკითხვის თარიღი: 1 June 2010. 
  32. Town In Wait For Extra Hart Money. Shropshire Star. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 July 2008. წაკითხვის თარიღი: 1 July 2008.
  33. England 1–0 Spain“, BBC News. 
  34. England 1–0 Sweden“, BBC News. 
  35. Give Hart the England armband! City duo back team-mate to replace Terry“, 13 February 2012. წაკითხვის თარიღი: 19 February 2012. 
  36. White, Duncan. “Joe Hart could lead England after Steven Gerrard short-term fix“, The Daily Telegraph, 4 February 2012. წაკითხვის თარიღი: 19 February 2012. 
  37. "England Euro 2012 squad – Ruddy, Carroll & Defoe in, Ferdinand out" BBC Sport. 16 May 2012. Retrieved 4 June 2012.
  38. "England 1–0 Belgium" BBC Sport. 2 June 2012. Retrieved 4 June 2012.
  39. Fifield, Dominic. “Euro 2012: Joe Hart justifies hype to lead England's renaissance“, 21 June 2012. წაკითხვის თარიღი: 27 June 2012. 
  40. Joe Hart wins Manchester City performance of the season award. Manchester City F.C. (26 May 2011). წაკითხვის თარიღი: 29 May 2011.
  41. Joe Hart – Man City – Details and stats. Soccerbase. Centurycomm. წაკითხვის თარიღი: 28 November 2012.
  42. შეიცავს სხვა გათამაშებებს, მათ შორის ინგლისის სუპერთასს, უეფა-ს სუპერთასს, საკონტინენტთაშორისო თასს და ფიფას საკლუბო ჩემპიონატს.
  43. Player Report – Joe Hart. englandstats.com. წაკითხვის თარიღი: 4 September 2010.