გლენ ჯონსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლენ ჯონსონი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გლენ მაკლეოდ კუპერ ჯონსონი
დაბადების
თარიღი
23 აგვისტო, 1984 (1984-08-23) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
გრინვიჩი, ინგლისის დროშა ინგლისი
სიმაღლე 1.82 მ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სტოკ სიტი
ახალგაზრდული კარიერა
2000-2002 ვესტ ჰემი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002-2003 ვესტ ჰემი 15 (0)
2002   მილვოლი 8 (0)
2003-2007 ჩელსი 41 (3)
2006-2007   პორტსმუთი 26 (0)
2007-2009 პორტსმუთი 58 (4)
2009-2015 ლივერპული 160 (8)
2015- სტოკ სიტი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2003- ინგლისის ნაკრები 54 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გლენ მაკლეოდ კუპერ ჯონსონი (ინგლ. Glen McLeod Cooper Johnson; დ. 23 აგვისტო, 1984) — ინგლისელი ფეხბურთელი, პრემიერ ლიგის კლუბ „სტოკ სიტისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესტ ჰემი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გრინვიჩში, ლონდონში. თამაში დაიწყო „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ახალგაზრდულ გუნდებში. 2001 წლის 1 აგვისტოს კლუბთან მოაწერა ხელი სამწლიან კონტრაქტს, 16 წლის ასაკში, და გადაეცა 23-ნომრიანი მაისური.[1][2][3] 2001-02 წლების სეზონში მუდმივად იყო „ვესტ ჰემის“ სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ პირველ გუნდში თამაშის საშუალება არ მისცემია.[4] 2002 წლის ოქტომბერში მან „მილუოლთან“ გააფორმა ოთხკვირიანი საიჯარო ხელშეკრულება, მისი დებიუტი ჩემპიონატში შედგა 19 ოქტომბერს „ნორიჯ სიტის“ წინააღმდეგ.[5][6]

ჩელსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვესტ ჰემიდან“ წამოსვლიდან ორი თვის შემდეგ ჯონსონი გადავიდა ლონდონის „ჩელსიში“ 15 ივლისს, 6 მილიონი ევროს ანაზღაურებით წელიწადში.[7] მისი დებიუტი კლუბში შედგა 13 აგვისტოს „ჟილინას“ წინააღმდეგ 2003-04 წლების ჩემპიონთა ლიგის მატჩში, პირველი გოლი კი გაიტანა ორი კვირის შემდეგ.[1][8] პრემიერ ლიგაში მისი დებიუტი შედგა 17 აგვისტოს „ლივერპულის“ წინააღმდეგ მატჩში ენფილდ როუდზე. 2003-04 და 2004-05 წლების სეზონებში მან კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 63 მატჩი ყველა გათამაშებაში ერთად.[1] ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ „ჩელსის“ გოლკიპერი კარლო კუდიჩინი დაშავდა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩელსის უკვე ამოწურული ჰქონდა შეცველბის ლიმიტი, გლენ ჯონსონი ჩადგა კარში და მოიგერია თავისუფალი დარტყმა.

2005-06 წლების სეზონში ის იყო კლუბის სარეზერვო ფეხბურთელი, მას შემდეგ, რაც კლუბში მის პოზიციაზე დამკვიდრდა პაულო ფერეირა. შედეგად, 2006 წლის ივნისში ის გადავიდა იჯარით „პორტსმუთში“.

პორტსმუთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 31 აგვისტოს ჯონსონმა „პორტსმუთთან“ გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი, 4 მილიონი ევროს ანაზღაურებით.[9] პირველი მატჩი ჩაატარა „არსენალთან“ 3-1 მოგებულ მატჩში და მას შემდეგ გახდა კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი.

2009 წლის 22 ოქტომბერს 24 წლის ასაკში შეიყვანეს პორტსმუთის 50 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[10]

2008-09 წლების სეზონში ინგლისის პროფესიული ფეხბურთის ასოციაციის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ მისი კლუბი გავარდა პრემიერლიგიდან.

ლივერპული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„პორტსმუთის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს 2009 წლის 13 ივნისს, რომ ჯონსონის გადაბირებით დაინტერესებულები იყვნენ „ჩელსი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“.[11][12]

2009 წლის 16 ივნისს პორტსმუთმა გაუშვა ჯონსონი ლივერპულში 17.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ. 2000 წლის 22 ივნისს „ლივერპულმა“ განაცხადა ტრანსფერის შესახებ და 26 ივნისს ჯონსონმა გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი.[13] პრემიერლიგაში მისი დებიუტი შედგა 2009 წლის 16 აგვისტოს „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, სადაც „ლივერპულმა“ გაიმარჯვა 2-1.[14]

2011 წლის 6 ივლისს ჯონსონმა კლუბთან გაახანგრძლივა კონტრაქტი, რომლის ვადაც კლუბმა არ გაახმაურა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას შედგა მისი დებიუტი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2003 წლის 18 ნოემბერს დანიასთან მატჩში, სადაც თამაშში ჩაერთო დაშავებული გარი ნევილის ნაცვლად მე-16 წუთზე.

2005 წლის აგვისტოში დანიის ნაკრებთან არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ მან დაკარგა ადგილი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. მას აღარ უთამაშია სვენ-გორან ერიქსონის და სტივ მაკლარენის ფორმაციის ნაკრებში. 2008 წლის იანვარში ფაბიო კაპელომ ის შეიყვანა ნაკრების განაცხადში. მან ითამაშა ანდორის ნაკრებთან მოგებულ მატჩში.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. მან პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა მექსიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში "უემბლიზე", სადაც ინგლისმა მოიგო 3-1.

სანაკრებო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# თარიღი ადგილი მეტოქე გოლი შედეგი გათამაშება გატანა
1 24 მაისი, 2010 უემბლი, ლონდონი, ინგლისი მექსიკის დროშა მექსიკა 3–1 3–1 ამხანაგური 1

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩელსი
პორტსმუთი
ლივერპული

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონის გოლი – (პორტსმუთი-ჰალ სიტი), 2008–09 პრემიერლიგის წლის სიმბოლური ნაკრების წევრი – 2008–09 პორტსმუთი, სეზონის გოლი, ჰალ სიტი – 2008–09 პორტსმუთი, სეზონის საუკეთესო მოთამაშე – 2008–09

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 „Glen Johnson Career Statistics“. Soccerbase. 2008-08-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-26. ციტირების თარიღი: 2008-08-19.
  2. „Hammers clinch Johnson deal“. BBC Sport. 2003-03-18. ციტირების თარიღი: 2008-08-19.
  3. „Numbers Finalised“. West Ham United. 2001-08-16. ციტირების თარიღი: 2008-08-19.[მკვდარი ბმული]
  4. „Tony: Be Patient With Glen“. West Ham United. 2002-01-25. ციტირების თარიღი: 2008-08-19.[მკვდარი ბმული]
  5. „Glen: I Can't Wait“. West Ham United F.C. 2002-10-17. ციტირების თარიღი: 2008-08-19.[მკვდარი ბმული]
  6. „Johnson signs on“. Millwall F.C. 2002-12-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-22. ციტირების თარიღი: 2008-08-19.
  7. „Johnson seals Chelsea move“. BBC Sport. 2003-07-15. ციტირების თარიღი: 2008-08-19.
  8. „Chelsea 3–0 MŠK Žilina Match Report“. BBC Sport. 2003-08-26. ციტირების თარიღი: 2008-08-28.
  9. „Portsmouth sign full-back Johnson“. BBC Sport. 2007-08-31. ციტირების თარიღი: 2007-08-31.
  10. Shulman, Calvin (2009-04-22). „Top 50 greatest Portsmouth players“. London: Times Online. ციტირების თარიღი: 2009-04-22.
  11. „Johnson set for Pompey exit“. Sky Sports Football. BSkyB. 13 June 2009. ციტირების თარიღი: 13 June 2009.
  12. „Portsmouth Confirm Big Money Offer For Glen Johnson“. Goal.com. Goal.com International. 13 June 2009. ციტირების თარიღი: 13 June 2009.
  13. Johnson signs four year deal. Liverpoolfc.tv (2009-06-26). ციტირების თარიღი: 2009-06-26.
  14. „Tottenham 2 – 1 Liverpool“. BBC Sport. 2009-08-16. ციტირების თარიღი: 2009-08-18.