შინაარსზე გადასვლა

ჯეიმზ მილნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ მილნერი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯეიმზ ფილიპ მილნერი
დაბადების
თარიღი
4 იანვარი, 1986 (1986-01-04) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ლიდზი, ინგლისის დროშა ინგლისი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი
ნომერი 20
ახალგაზრდული კარიერა
1996–2002 ლიდზი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2004 ლიდზი 48 (5)
2003   სვინდონ თაუნი 6 (2)
2004–2008 ნიუკასლი 94 (6)
2005–2006   ასტონ ვილა 27 (1)
2008–2010 ასტონ ვილა 73 (11)
2010–2015 მანჩესტერ სიტი 147 (13)
2015–2023 ლივერპული 230 (19)
2023– ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი 26 (1)
ეროვნული ნაკრები
2009–2016 ინგლისი 61 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 აპრილი, 2020
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 მაისი, 2019

ჯეიმზ მილნერი (ინგლ. James Milner; დ. 4 იანვარი, 1986) — ინგლისელი ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი და პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონის“ ნახევარმცველი.

მილნერმა ახალგაზრდული კარიერა საფეხბურთო კლუბ „ლიდზში“ გაატარა, გუნდში რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობდა. 2002 წელს 16 წლის ასაკში „ლიდზშივე“ შედგა მისი პროფესიონალური დებიუტი, სადაც კიდევ ორი სეზონი ითამაშა. 2004 წელს გადავიდა „ნიუკასლში“, 2005 წლიდან ერთი წლით განათხოვრებული იყო „ასტონ ვილაში“, რის მერეც „ნიუკასლში“ დაბრუნებდა და ჩრდილოური გუნდის მაისურით 100 მატჩზე მეტი ითამაშა. 2008 წელს მილნერი ხელმეორედ შეუერთდა „ასტონ ვილას“ საიდანაც 2010 წელს „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. „სიტიში“ მან ორჯერ მოახერხა ინგლისის პრემიერლიგის მოგება.

2015 წელს, მილნერი „ლივერპულში“ გადავიდა. პირველივე სეზონის დაწყებამდე ის გუნდის ვიცე კაპიტნად დაასახელეს და ახალ გუნდთან ერთად ინგლისის ლიგის თასისა და ევროპის ლიგის ფინალებშიც ითამაშა, თუმცა ორივეში დამარცხდა. 2015-16 წლების სეზონში მილნერი ძირითადად ნახევარმცველად თამაშობდა, თუმცა გუნდში არსებული პრობლემების გამო მომდევნო სეზონის უმეტესი ნაწილი მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა.

2017-18 წლების სეზონში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე დაბრუნდა და „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „მადრიდის რეალთან“ დამარცხდა. იმავე სეზონში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2018 წლის ნოემბერში მილნერმა 50-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, მომდევნო თვეს კი მხოლოდ მე-13 ფეხბურთელი გახდა, ვისაც პრემიერლიგაში 500 მატჩი აქვს ჩატარებული. იმავე სეზონში მილნერმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო „ლივერპულთან“ ერთად. 2019 წლის ბოლომდე მილნერი უეფა-ს სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანიც გახდა.

მილნერს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2009-2016 წლებში 61 მატჩი აქვს ნათამაშები. მონაწილეობა აქვს მიღებული 2012 და 2016 წლის ევროპის, ასევე 2010 და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. სანაკრებო კარიერაში ერთადერთი გოლი 2012 წელს მოლდოვას კარში აქვს გატანილი.

მილნერი ინგლისურ ფეხბურთში ცნობილია თავისი მრავალმხრივი საფეხბურთო უნარებით და ინტენსიური თამაშის სტილით. „ლიდზსა“ და „ნიუკასლში“ ყოფნისას ის ძირითადად ფლანგის ნახევარმცველად თამაშობდა, თუმცა უთამაშია თავდამსხმელად, ჩამშლელად და მარჯვენა მცველადაც. „ასტონ ვილაში“ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეც თამაშობდა. „მანჩესტერ სიტიში“ — ფლანგის ნახევარმცველად და შემტევ ნახევარმცველად. „ლივერპულში“ ცენტრალურ ნახევარმცველად. როცა გუნდს სჭირდებოდა მთელი სეზონი გაატარა მარცხენა მცველის პოზიციაზე.

მილნერი გამოირჩევა სწრაფი და ენერგიული თამაშით. გადაცემების სიზუსტის მაღალი მაჩვენებლით შორ თუ ახლო მანძილზე. ხშირად მიდის კარისკენ დასარტყავად, საიმედოა ჩამშლელის როლშიც. გამოირჩევა ჩაწოდებების სიზუტითაც, ხშირად აწვდის კუთხურებსა და ჯარიმებს. მწვრთნელებისა და მიმომხილველებისგან არაერთხელ მიუღია შექება თავისი ენერგიული და გუნდური თამაშისთვის.

განახლდა: 11 მარტი, 2020 წელი
ჩატარებული მატჩები და გატანილი გოლები კლუბებისა და სეზონის მიხედვით
Club Season ლიგა FA თასი ლიგის თასი ევროპა სხვა სულ
ლიგამატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
ლიდზ იუნაიტედი 2002–03 პრემიერლიგა 182400000222
2003–04 პრემიერლიგა 3031010323
სულ 485501000545
სვინდონ თაუნი 2003–04 მეორე

დივიზიონი

6262
ნიუკასლ

იუნაიტედი

2004–05 პრემიერლიგა 251401011[]0411
2005–06 პრემიერლიგა 304[]272
2006–07 პრემიერლიგა 353213013[]0534
2007–08 პრემიერლიგა 2922110323
2008–09 პრემიერლიგა 201131
სულ 946826128213611
ასტონ ვილა(იჯარა) 2005–06 პრემიერლიგა 2713032333
ასტონ ვილა 2008–09 პრემიერლიგა 363334[]0436
2009–10 პრემიერლიგა 36750642[]14912
2010–11 პრემიერლიგა 1111
სულ 10012113966112622
მანჩესტერ სიტი 2010–11 პრემიერლიგა 32031105[]0411
2011–12 პრემიერლიგა 26310306[]01[]0373
2012–13 პრემიერლიგა 26460102[]01[]0364
2013–14 პრემიერლიგა 31140306[]1442
2014–15 პრემიერლიგა 32522208[]11[]0458
სულ 147131631002723020318
ლივერპული 2015–16 პრემიერლიგა 285104012[]2457
2016–17 პრემიერლიგა 3670040407
2017–18 პრემიერლიგა 320210013[]0471
2018–19 პრემიერლიგა 315101012[]2457
2019–20 პრემიერლიგა 18220228[]03[]0334
სულ 14519611124543021026
სულ კარიერაში 5405746937910696073584
  1. 1 2 თამაშები უეფას თასზე
  2. თამაშები უეფა-ს ინტერტოტოს თასზე
  3. ორი თამაში უეფა-ს ინტერტოტოს თასზე, თერთმეტი - უეფას თასზე
  4. 1 2 3 თამაშები უეფა-ს ევროპის ლიგაზე
  5. ოთხი თამაში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, ორი ევროპის ლიგაზე
  6. 1 2 3 თამაშები ინგლისის სუპერთასზე
  7. 1 2 3 4 5 6 თამაშები უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე
  8. ერთი თამაში უეფა-ს სუპერთასზე, ორი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე

ინგლისის დროშა ნიუკასლ იუნაიტედი: (1)


ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი:(5)

ინგლისის დროშა ლივერპული:(5)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]