ენდი კეროლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენდი კეროლი
AndyCarrollWHU.jpg
კეროლი ვესტ ჰემ იუნაიტედის მაისურში 2012 წელს
პირადი მონაცემები
სრული სახელი ენდრიუ თომას კეროლი
დაბადების
თარიღი
6 იანვარი, 1989 (26 წლის)
დაბადების
ადგილი
გეითშიდი, ინგლისის დროშა ინგლისი
სიმაღლე 193 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვესტ ჰემ იუნაიტედი
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
2005–2006 ნიუკასლ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2011 ნიუკასლ იუნაიტედი 80 (31)
2007–2008 პრესტონ ნორს ენდი (იჯარა) 11 (1)
2011–2013 ლივერპული 44 (6)
2012–2013 ვესტ ჰემ იუნაიტედი (იჯარა) 24 (7)
2013– ვესტ ჰემ იუნაიტედი 28 (7)
ეროვნული ნაკრები
2007–2008 ინგლისი U19 8 (4)
2009–2010 ინგლისი U21 5 (2)
2010– ინგლისი 9 (2)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 6 თებერვალი, 2015 (UTC).

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
30 ოქტომბერი, 2012 (UTC).

ენდი კეროლი (ინგლ. Andy Carroll; დ. 1989 წლის 6 იანვარს) — ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც ვესტ ჰემ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრებში თამაშობს.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

ნიუკასლი[რედაქტირება]

კეროლს, რომელიც იშვიათად იტანდა გოლებს „ნიუკასლის“ სარეზერვო გუნდში, პირველ გუნდში დებიუტი უეფას თასზე „პალერმოს“ წინააღმდეგ 2006 წლის 2 ნოემბერს ჰქონდა, როდესაც შეცვლაზე შემოსული ნიუკასლის ისტორიაში შევიდა, როგორც კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროტურნირზე ითამაშა.

მას ინგლისის თასზე დებიუტი 2007 წლის 17 იანვარს ჰქონდა, როდესაც შეცვლაზე მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შევიდა „ბირმინგემის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში, რომელშიც ნიუკასლი 5-1 დამარცხდა. 2007 წლის 25 თებერვალს კი მას დებიუტი პრემიერ ლიგაში ჰქონდა. იგი 87-ე წუთზე „უიგანის“ წინააღმდეგ წაგებულ მატჩში შემოვიდა მოედანზე.

2007 წელს მან „Wor Jackie Milburn Trophy“ მიიღო, ჯილდო, რომელითაც ყოველ წელს ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის ამომავალი ვარსკვლავები ჯილდოვდებიან.

2007 წლის 29 ივლისს კეროლმა თავისი პირველი გოლი გაიტანა „ნიუკასლის“ პირველ გუნდში. ეს მოხდა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, მარცხენა ფეხით.

პრესტონ ნორზ ენდი (იჯარით)[რედაქტირება]

14 აგვისტოს კეროლი პრესტონ „ნორზ ენდში“ გაანათხოვრეს 6 თვით და იმავე დღესვე ჰქონდა დებიუტი პირველ ლიგაში მორქამბის წინააღმდეგ. კეროლი მოედნიდან პირველად სკანტორფის წინააღმდეგ 18 სექტემბერს გააძევეს. მან თავისი პირველი გოლი ლეიჩესტერ სიტის წინააღმდეგ 6 ნოემბერს გაიტანა. იგი „ნიუკასლში“ იანვარში დაბრუნდა.

ნიუკასლში დაბრუნება[რედაქტირება]

კეროლმა 2008/09 სეზონში დებიუტი 20 ოქტომბერს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მატჩში ჰქონდა, როდესაც მოედანზე შოლ ამეობი შეცვალა. კეროლმა თავისი პირველი გოლი პრემიერლიგაში, „ვესტ ჰემთან“ საშინაო მატჩში შეაგდო, რომელიც 2-2 დასრულდა. ეს მოხდა 2009 წლის იანვარს. ამ მატჩში იგი პირველად გამოვიდა „ნიუკასლის“ სასტარტო შემადგენლობაში.. ამის შემდეგ მან სამ წლინახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ნიუკასლთან, 2013 წლამდე.

იმის შემდეგ რაც ნიუკასლი ჩემფიონშიფში დაქვეითდა და გუნდიდან მაიკლ ოუენი, მარკ ვიდუკა და ობაფები მარტინსი წავიდნენ, კეროლი „ნიუკალსის“ ძირითადი ფეხბურთელი გახდა. იგი შეტევაში შოლ ამეობის შეუწყვილდა. მან პირველი გოლი ნიუკასლის მაისურით ჩემფიონშიფში 2009 წლის 16 სექტემბერს „ბლექპულს“ გაუტანა, თავურით. 2010 წლისთვის კეროლი „ნიუკასლის“ ყოველ თამაშში გამოდიოდა სასტარტო შემადგენლობაში. ამეობის ნაცვლად მას პიტერ ლოვერკრანცი ჰყავდა პარტნიორად. კეროლი გუნდის ბომბარდირი გახდა 19 გოლით. 17 ჩემფიონშიფში გაიტანა.

კეროლს 9 ნომრიანი მაისური მიცეს 2010-11 წლის სეზონში. ნომერი რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავდა „ნიუკასლისთვის“. ადრე, ხომ ამ მაისურით კლუბის ლეგენდები, ჯეკი მილბურნი, მალკოლმ მაკდონალდი და ალან შირერი გამოდიოდნენ. თავისი პირველი ჰეთრიკი კარიერაში ენდიმ ასტონვილას წინააღმდეგ შეასრულა, რომელიც გუნდმა მატჩი 6-0 მოიგო, 2010 წლის 22 აგვისტოს. ენდიმ პირველად „ნიუკასლს“ 2010 წლის 3 ოქტომბერს უკაპიტნა, როდესაც კევინ ნოლანი შეცვალა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მატჩში. 2010 წლის ოქტომბერში კეროლმა ახალ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის გათვალისწინებითაც 2015 წლამდე უნდა დარჩენილიყო გუნდში. ამის შემდეგ 2010 წლის 11 დეკემბერს 25 მეტრიდან გოლი გაუტანა „ლივერპულს“ და გუნდს 3-1 მოაგებინა.

ლივერპული[რედაქტირება]

2011 წლის 31 იანვარს კეროლი 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „ლივერპულს“ შეუერთდა და 5 წლინახევრიან კონტრაქტზე მოაწერა ხელი. მან ლივერპულის 9 ნომრიან მაისურს მოირგო, რომელიც წინად ფერნანდო ტორესს ეცვა. ენდი ლივერპულში ჯერ კიდეევ ნიუკასლში მიღებული ტრავმით ჩავიდა რის გამოც რამდენიმე თამაშის გამოტოვება მოუხდა. მისი დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შედგა სადაც მან თამაშის 74-ე წუთზე რაულ მეირელეში შეცვალა.ეს თამაში „ლივერპულმა“ 3-1 მოიგო.მან თავისი პირველი გოლი 2011 წლის 11 აპრილს გაიტანა „მანჩესტერ სიტისთან“ მე-13 წუთზე ხოლო ამავე თამაშის 35-ე წუთზე მან დუბლი გაიფორმა. ეს თამაში „ლივერპულმა“ 3-0 მოიგო.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

დებიუტი[რედაქტირება]

2007 წლის 11 სექტემბერს კეროლს დებიუტი ჰქონდა ინგლისის 19-წლამდელთა ნარებში ბელარუსიასთან და დებიუტი გოლით აღნიშნა. ეს მატჩი ინგლისმა 4-0 მოიგო. 2009 წლის 12 მარტს (ახალი მოწერილი ჰქონდა ახალ კონტრაქტზე ნიუკასლში) ენდი 20-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს რათა იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებთან ეთამაშებინათ, მაგრამ მოულოდნელად იგი სვინდონ ტაუნის ჰალ რობსონ-კანუთი შეცვალეს და ენდი აღარ ათამაშეს.

პირველი გამოძახება 21 წლამდელებში მას 2009 წლის 5 აგვისტოს და 2009 წლის 11 აგვისტოს დებიუტი ჰოლანდიასთან, მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულს ჰქონდა. მეორე მატჩში მან ბრწყინვალედ ითამაშა მაკედონიასთან. 2 გოლი გაიტანა და ერთი თანაგუნდელს გაატანინა. მატჩი ინგლისელებმა 6-3 ანგარიშით მოიგეს.

ინგლისის ნაკრები და პირველი გოლი[რედაქტირება]

მისი ბრწყინვალე თამაში ნიუკასლში არ გამორჩენია ფაბიო კაპელოს და საფრანგეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა იგი ნაკრებში 17 ნოემბერს. ენდიმ თავისი პირველი გოლი ნაკრებში 2011 წელს განასთან ამხანაგურ მატჩში გაიტანა. ეს მატჩის 1-1 დასრულდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

გეითში დაბადებული კეროლი მშობლებმა ჯერ ბრაიტონის სკოლაში, შემდეგ კი იოსეფ სვენის სკოლაში გადაიყვანეს.

კეროლი ბევრ არასაფეხბურთო ინციდენტში იქნა გარეული მთელი თავისი კარიერის განმავლობაში. 2008 წლის 14 სექტემბერ იგი პოლიციის მიერ იქნა დაკავებული ნიუკასლში. მას ქალზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ, რაც მან საბოლოოდ აღიარა. 2009 წლის 7 დეკემბერს იგი კვლავ დააკავეს ამჯერად კლუბში ჩხუბის შემდეგ, ისევ ნიუკასლში. 2010 წის ოქტომბერში იგი დამნაშავედ ცნეს ისევ ადამიანზე თავდასხმაში. 1,000 ევროთი დააჯარიმეს და ასევე 2.500 ევრო დააკისრეს საკომპენსაციო გადასახადი. მას მოედანზეც მოსვლია ინციდენტი ვარჯიშის დროს სტივენ ტეილორთან, როდესაც ყბა მოტეხა მას. მაშინ პოლიცია არ ჩარეულა ამ საქმეში. რამდენიმე ხნის წინ კი გავრცელდა ხმები, რომ ინციდენტის დროს მან ხელი მოიტეხა და გავრცელდა ფოტოები, რომელშიც იგი პოპ-კონცერტზე იყო, ორივე ხელ-გადახვეული. ნიუკასლის მაშინდელმა მწვრთნელმა კრის ჰატონმა მაშინ იუარა რაიმე განეცხადებინა ამის შესახებ. 2010 წლის 18 ოქტომბერს კეროლი თავისი ყოფილ შეყვარებულზე განხორციელებულ თავდასხმაში დაადანაშაულეს. პოლიციამ გადაწყვიტა, რომ მისთვის შიდაპატიმრობა მიესაჯათ, ოღონდ ნიუკასლის კაპიტნის კევინ ნოლანის სახლში. შიდაპატიმრობა მას იანვარში მოეხსნა.სწორედ ამ შიდაპატიმრობისას ენდის მანქანა დაუწვეს, დამნაშავე პოლიციამ აპრილში დააკავა.

კეროლს და მის ყოფილ შეყვარებულს შვილი ყავთ, რომელიც 2009 წლის 15 სექტემბერს დაიბადა.

კიდევ ერთი “ხულიგნობის” გამო კი იგი ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრებიდან გამოუშვეს, როდესაც მან, სკოტ სინკლარმა და რაიან ბერტრანდმა კომენდანტის საათი დაარღვიეს 2007 წლის 14 ოქტომბერს. მანამდე კი იგი ნიუკასლში ვარჯიშის დროს კიდევ ერთ ფეხბურთელს, შარლზ ნზოგბიას ეჩხუბა, იმის შემდეგ რაც ნზოგბია ეუხეშა მას. მაშინ მწვრთნელმა ჯონ კიენარმა გადაწყვიტა, რომ არ დაესაჯა ეს ორი ფეხბურთელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: