რობერტ გრინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ გრინი
Robert-Greenpp.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი რობერტ პოლ გრინი
დაბადების
თარიღი
18 ნოემბერი, 1978
დაბადების
ადგილი
ჩერტსი, ინგლისი
სიმაღლე 191 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ქუინს პარკ რეინჯერსი
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
1992–1999 ნორვიჩი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2006 ნორვიჩი 223 (0)
2006–2012 ვესტ ჰემ იუნაიტედი 219 (0)
2012– ქუინს პარკ რეინჯერსი 64 (0)
ეროვნული ნაკრები
1997 ინგლისი U16 1 (0)
1998 ინგლისი U18 2 (0)
2006 ინგლისი B 1 (0)
2005- ინგლისი 12 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 06:53, 31 აგვისტო 2014 (UTC).

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
22:00, 26 მაისი 2012 (UTC).

რობერტ პოლ გრინი (ინგლ. Robert Paul Green; დ. 18 იანვარი, 1980, ჩერტსი, სურეის საგრაფო, ინგლისი) — ინგლისელი ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრების მეკარე, გამოდის პრემიერ ლიგაში კლუბში ვესტ ჰემ იუნაიტედი.

საფეხბურთო კარიერა[რედაქტირება]

რობერტ გრინმა ფეხბურთის თამაში „ნორიჯ სიტის“ აკადემიაში დაიწყო. გუნდში მისი დებიუტი 1999 წლის აპრილში შედგა, თუმცა ახალგაზრდა გოლკიპერმა ძირითად შემადგენლობაში თამაში მხოლოდ 2001/02 წლებში დაიწყო. ამ დროს „ნორიჯი“ პრემიერ ლიგაში გადმოსვლისათვის იბრძოდა და გუნდში ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარის გამოჩენა საკმაოდ კარგი იყო. გრინის პირველ სრულფასოვან სეზონში „ნორიჯმა“ ჩემპიონშიფში მეექვსე ადგილი დაიკავა, თუმდა პლეი–ოფის ფინალში პენალტების სერიაში „ბირმინგემთან“ დამარცხდა. მომდევნო სეზონში, მიუხედავად გრინის მიერ ჩატარებული 19 მშრალი მატჩისა, „ნორიჯი“ პლეი–ოფში ვეღარ გავიდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ 2003/04 წლებში მათ ეს მოახერხეს, ხოლო რობერტ გრინი გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს.

წარმატების პიკზე მყოფი გრინი 2004 წლის აპრილში ინგლისის ნაკრებშიც გამოიძახეს, თუმცა ნაკრების შემადგენლობაში მისი პირველი მატჩი 2005 წლის მაისში შედგა, როდესაც რობერტი კოლუმბიის წინააღმდეგ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა. ის გახდა რიგით მეექვსე ფეხბურთელი „ნორიჯის“ რიგებში, რომელმაც ინგლისის ნაკრების მაისური მოირგო. 2004/05 სეზონი კლუბისთვის ძალიან ცუდი აღმოჩნდა და ინგლისის უმაღლესი დივიზიონი დატოვა. კლუბიდან წავიდა ბევრი წამყვანი ფეხბურთელი. 2005/06 წლებში საშინელი სეზონი ჩაატარა გრინმაც. მიუხედავად ამისა, ის ინგლისის ნაკრებში კვლავ გამოიძახეს და 2006 წლის სამუნდიალო განაცხადშიც შეიყვანეს. თუმცა მაისის ბოლოს მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ, ინგლისელი კიპერის გეგმებს, მუნდიალზე თამაშისა, უდიდესი დაღი დაასვა. მას შემდეგ რაც რობერტმა ტრავმა მოიშუშა, პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ შეუერთდა.

2006/07 სეზონი „ჩაქუჩთათვის“ პრემიერ ლიგაში დარჩენისათვის ბრძოლაში გაილია. გრინის შესანიშნავმა თამაშმა საშუალება მისცათ „ჩაქუჩებს“, გასვლით მატჩებში ემარჯვათ „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, რამაც „ვესტ ჰემი“ პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი სეზონი დატოვა. 2007/08 სეზონი კლუბისათვის წარმატებული გამოდგა. მათ სეზონი მეათე პოზიციაზე დაასრულეს, ხოლო გრინს კი ამ სეზონში თებერვლის თვემდე თერთმეტმეტრიანი ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ გაუტანა. ეს გამოუვიდა მხოლოდ ჯეიმზ მაკფადენს, მეხუთე ცდაზე. გრინის კარგმა და დამაჯერებელმა თამაშმა მალევე მიიპყრო ინგლისის ნაკრების ახალი თავკაცის ფაბიო კაპელოს ყურადღება და მან 2008 წელს გრინი საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩში გამოიძახა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი გრინმა საკმაოდ კარგი მატჩები ჩაატარა ანდორის, ყაზახეთისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ. სავარაუდოდ, სწორედ ის დაიცავს კარს ამხანაგურ მატჩებსი მექსიკისა და იაპონიის წინააღმდეგ და ასევე მსოფლიო ჩემპიონატზეც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]