პედრო I (არაგონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პედრო I
Pedro I de Aragón
არაგონის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1094
მმართ. დასასრული: 1104
წინამორბედი: სანჩო I
მემკვიდრე: ალფონსო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1068/1069
დაბ. ადგილი: ვალე-დე-ეჩო
გარდ. თარიღი: 27 სექტემბერი, 1104
გარდ. ადგილი: ვალ-დ’არანი
მეუღლე: აგნესა აკვიტანიელი
დინასტია: ხიმენესების დინასტია
მამა: სანჩო I
დედა: ისაბელა ურხელელი
რელიგია: კათოლიკე

პედრო I სანჩესი (ესპ. Pedro I de Aragón, კატ. Pere I d'Aragó; დ. დაახლ. 1068/1069 — გ. 27 სექტემბერი, 1104) — არაგონისა და ნავარის მეფე 1094-1104 წლებში. სანჩო რამირესისა და ისაბელა ურხელელის შვილი. სანჩო ვატიკანის მიმართ ერთგული იყო, რის გამოც პედროს წმინდა პეტრეს შთამომავლად მოიხსენიებდნენ. პედრომ გააგრძელა მამამისის მჭიდრო კავშირი ეკლესიასთან. იგი გაერთიანდა ვალენსიის მმართველ როდრიგო დიას დე ვივართან (აგრეთვე ცნობილი როგორც ელ-სიდი) ალმორავიდების წინააღმდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან ხუან დე ლა პენიას ქრონიკები, საკმაოდ გვიანი წყარო პედროს მეფობის შესახებ გვამცნობს, რომ პედრო 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, პედრო გამოცხადეს ურხელის მემკვიდრედ, მისი ბიძის, გრაფ ერმენგოლ IV-ის პირველი ანდერძით, მისი ვაჟის და ძმების შემდეგ. 1085 წლიდან, მამამისის მიერ გრაუსის დაპყრობიდან ორი წლის შემდეგ, გრაუსი მეფისგან სრულიად დამოუკიდებელი გახდა. პედრომ ენერგიულად გაატარა რეკონკისტა სამხრეთ-აღმოსავლეთით. 1087 წელს მან წარუმატებლად მოაწყო ტუდელის ალყა. მომავალ წელს დაიპყრო ესტადა, 1088 წელს მონტეარაგონი და 1089 წლის 24 ივნისს მონსონი. 1094 წელს მისი მიზნები დასავლეთით, კერძოდ გალეგას ხეობისკენ იყო მიმართული. 1095 წელს, მან განაახლა მამამისის ფიცი ურბან II-სთან. იმავე წელს, ალკორასის ბრძოლაში პედრომ გაანადგურა ტაიფა სარაგოსის ძალები. 1096 წელს იგი გაემგზავრა სამხრეთით კასტილიაში. იგი შეხვდა როდრიგოს ვალენსიაში და გადაწყვიტეს ბენიქადელის ციხესიმაგრის გაძლიერება, რომელიც 1091 წელს როდრიგომ გადააკეთა. როცა ისინი მიდიოდნენ ხატივაში, შემთხვევით გადაეყარნენ ალმორავიდების ჯარს, რომელსაც სარდლობდნენ მუჰამედი და იუსუფ იბნ თაშფინი. პედრომ და როდრიგომ გადაწყვიტეს სანაპიროს მეშვეობით უკან დახევა, მაგრამ ბაირენის ბრძოლაში მოულოდნელად მუჰამედის ჯარი შეხვდათ. ალმორავიდებმა სამხრეთ პორტებში ჯარი შეკრიბეს და ქრისტიანები ხაფანგში შეიტყუეს, მაგრამ როდრიგომ მაინც მოახერხა მათი მალევე გათავისუფლება. ბრძოლა დასრულდა. ბევრი ალმორავიდი მოკლეს, ზოგი კი მდინარეში გადაყარეს, რომელთა უმრავლესობაც დაიხრჩო. პედრო და როდრიგო გამარჯვებულები დაბრუნდნენ ვალენსიაში.

ბარბასტროს აღებისთვის მზადების დროს, პედრომ როდას ეპისკოპოსი გაგზავნა რომის პაპ ურბანთან. მისი თანხმობით მან ხელახლა დაიპყრო ყველა გადაცემული ეპარქია, მათ შორის ლილეიდა. მისი მიზანი იყო შეეზღუდა ნებისმიერი ეპარქიის ექსპანსია ურგელიდან ლილეიდამდე. 1100 წელს ბარბასტრო დაეცა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, სან ხუან დე ლა პენას ბერის მოწოდებით, პედრომ გადაწყვიტა 1101 წლის ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობა, მაგრამ პაპმა პასხალის II-ემ არ დართო მას ამის ნება და სარაგოსას ბრძოლაში მონაწილეობა უბრძანა. 1101 წლის ივნისში, პედრომ თავად მოაწყო სარაგოსას ალყა, ამისთვის მას ჰქონდა ციხესიმაგრე სახელად ჯუსიბოლი. წლის ბოლოს მან გააფართოვა არაგონი და ნავარა დასავლეთით, სარაგოსის და ტუდელის კედლებიდან მოშორებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქალაქი მუსლიმთა ხელში იყო. პედრომ თავისი მეფობის განმავლობაში აიღო ბარბასტრო (1100), კაპაროსო (1102) და სანტაკარა (1102).

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პირველი ქორწინება ოფიციალურად უესკაში აღინიშნა, 1097 წლის 16 აგვისტოს. მისი შვილები ისაბელა და პედრო (ორივე პირველი ქორწინებიდან) ახალგაზრდები გარდაიცვალნენ 1104 წელს. მის ვაჟს პედროს ცოლად ელ-სიდის ქალიშვილი - მარია როდრიგესი ჰყავდა. ორივე, ისაბელა და პედრო დაკრძალეს სან ხუან დე ლა პენაში 1104 წლის 18 აგვისტოს. როცა პედრო I გარდაიცვალა, მისი სამეფო მემკვიდრეობით მის ნახევარ ძმას - ალფონსო დამპყრობელს გადაეცა. პედრო თავის შვილებთან დაკრძალეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]